ზაფხულში წასაკითხი 18 წიგნი

     2015 წელმა მოგვცა უკვე ტონი მორისონის ახალი შედევრი და რამოდენიმე წიგნის დებიუტი შედგა. პოსტში წარმოდგენილია ზაფხულის თბილ თვეებში წასაკითხი წიგნები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ზომბების ომი, Aleksandar Hemon - 5 მაისი

ეს წიგნი არის ფანტასტიკის მოყვარულებისთვის, რომლის გამოშვების თარიღიც უკვე ცნობილია. ამბავი ეფუძნება რეალობას, 1908 წელს ებრაელი ანარქისტის მკვლელობას, რომელიც ავტორმა მოგვიანებით გარდაქმნა მხატვრულ ლიტერატურაში, მთავარი გმირი მიისწრაფვის პროექტის წარმატებისთვის, რისთვისაც იგი რამოდენიმე არასწორ ქმედებას ჩადის და უეცრად მისი სიცოცხლე სრულ ქაოსს ემსგავსება.

წიგნი არონზე, Jim Shepard - 12 მაისი

ავტორი აქვეყნებს ნოველებს 1980 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ცნობილი გახდა ბოლო პერიოდია, იგი გულმოდგინედ იკვლევს პატარა ამბებს, მისი ახალი ნოველა ნამდვილი გამოწვევაა, იგი მოგვითხორბს ებრაელ ბიჭზე არონზე და პოლონეთის გეტოზე მეორე მსოფლიო ომის დროს.

კარგად ნაცნობი მაისის ერთი წვიმიანი დღე, Mark Z. Danielewski - 12 მაისი.

"ფოთლების სახლის" ავტორი დაგვიბრუნდა ახალი ნაწარმეობით. ამბავი იწყება მაისის ერთი წვიმიანი დღით, როდესაც 12 წლის ხანცერი გაუბედავად სწავლობს მათემატიკას მამამისის მანქანაში, როდესაც შტორმი დაიწყება. ხანცერის ისტორია კავშირშია სხვების ამბავთან, ავტორი ფრაგმენტების მეშვეობით ცდილობს გადმოსცეს მკითხველს ამბავი.

იღბლიანი ცოცხალი გოგონა, Jessica Knoll - 12 მაისი.

ავტორი ჯესიკა კნოლის თქმით მისი სადებიუტო წიგნის მიზანია, რომ დონ დნეიპერი და სხვა მამრობითი სქესის გმირები, მდედრობითი სქესის ვერსიად განიხილოს და მან ეს წარმოაჩინა ანაში, რომელსაც ქონდა ყველა ეს თვისება - უყვარდა სამსახური და საქმროს აღმერთებდა, მან ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაიტანა, რომლებსაც ღირსეულად გაუძლო.

კლდეები, Peter Nichols - 26 მაისი

ყველა სანაპირო საკურორტო ზონად არ გამოდგება, ზოგიერთი მათგანზე გაბატონებულია ძალადობა. ნიკოლსის ნოველის განვითარება ხდება მალორკაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, შესანიშნავი ადგილი გაქცევისთვის. ამბავი არის 4 გაქცეულზე, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის შეცდომებზე ისწავლონ. ზაფხულის მშვიდ დღეებში ამ წიგნის წაკითხვით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

მუზა, Jonathan Galassi - 2 ივნისი

შესაძლოა არ გსმენიათ ამ ავტორის შესახებ, იგი არის Farrar, Straus და Giroux_ის გამომცემელი, ცნობილი როგორც პოეტი და მთარგმნელი. პირველ რიგში მას აქვს სიღრმისეული ცოდნა საგამომცებლო საკითხებში და მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილება მხატვრულ ლიტერატურაში. ეს არის მისი სადებიუტო რომანი, სადაც არის პროფესიული, შესაძლოა რომანტიული სასიყვარულო სამკუთხედი ნიჭიერ პოეტსა და ორ გამომცემელს შორის.

მზით განათებული ღამე, Rebecca Dinerstein - 2 ივნისი

დაწერილია სანამ ავტორი განმარტოებულია თავისთვის კუნძულზე ნორვეგიის ზღვაში, სადაც მზე არ ჩადის თვეების განმავლობაში, მან გამოაქვეყნა ინგლისურ-ნორვეგიული პოემები, იგი ლირიკულ აქცენტებს აკეთებს კულტურათაშორის ურთიერთგაგებაზე.

ქვეყანაში, Mia Alvar - 16 ივნისი

ავტორი დაიბადა მანილაში და ამჟამად ცხოვრობს ნიუ იორკში. მისი სადებიუტო კოლექცია იკვლევს ტრაექტორიას ცხრა ამბავში, რომელიც ორიენტირებულია ფილიპინელთა დიასპორაზე.

მუსიკა ომის დროს, Rebecca Makkai - 23 ივნისი

ავტორმა თავის ბოლო ნოველაში, "ასი წლის სახლი", დაამტკიცა რომ მას აქვს მკითხველის მიზიდვის უნარი. მუსიკა ომის დროს, გააერთიანა რამოდენიმე პატარა ამბავი - სამი ამბავი, რომელიც ეფუძნება უნგრულ ლეგენდებს, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით.

Bird Hill_ის ვარსკვლავური მხარე, Naomi Jackson - 30 ივნისი

ნაწარმოები არის ორ დაზე, მდიდარი, მაგრამ რთული ოჯახიდან. მან ეს ნაწარმოები დაწერა მას შემდეგ რაც დაჯილდოებული იყო სტიპენდიით ფანტასტიკურ ჟანრში.

უსასრულო სახლი, Kathleen Alcott - 4 აგვისტო

ნაწარმოების სახელწოდების სახლის მნიშვნელობა კითხვისნიშნიშ ქვეშ დგას - აქ იგულისხმება ფიზიკური სივრცე, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ნივთები, თუ გრძნობების ის საფეხური, როდესაც გარშემორტყმული ხარ იმათით, ვისთანაც კარგად გრძნობ თავს. ნაწარმოებში ავტორი ორივე ვერსიას ამტკიცებს. როდესაც მემამულის ბინას საფრთხე ემუქრება, მას და მის ახლობლებს ბევრი რამის გადატანა მოუწევთ, და ისინი იძულებულნი არიან გადააფასონ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათთვის.

მესაათე ფილიგრანის ქუჩაზე, Natasha Pulley - 2 ივლისი

ჰარი პოტერის ფანები დაბრუნდებიან ჰერმიონას დროში, მოჯადოებული ობიექტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს უკან იმოგზაუროს. ჯადოსნური რომანი არის ტელეგრაფისტზე, რომლის მოგზაურობაც იწყება მაშინ, როდესაც საათი იხსნის მას ბომბისგან.

საუბარი, Louisa Hall - 7 ივლისი

მწერალი თავის ნაწარმოებში იკვლევს, რომ ადამიანს აქვს ხარვეზები როდესაც საქმე ეხება ენას. ის განიხილავს რამდენიმე პერსონაჟს, რომლებსაც აქვთ გაუგებრობა იმის შორის, თუ რას გრძნობენ და როგორ ამბობენ შემდეგ ამას.

ათი ათას ნივთის შორის, Julia Pierpont - 7 ივლისი

მის სადებიუტო რომანში ავტორი იკვლევს ოჯახურ სიტუაციებს - მოღალატე მშობლები და დაჩაგრული ბავშვები. ავტორი განიხილავს იმედგაცრუებებს და წარსულში დარჩენილ ოცნებებს.

ბავშვების პატარა ზურგი, Lidia Yuknavitch - 7 ივლისი

მისი ნოველა გამოირჩევა მოქმედებებით და ინტრიგებით, მაგრამ ეს არ არის ტრილერი. იგი აერთიანებს ფიზიკურ და ღრმა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს დღევანდელ ცხოვრებაში, წიგნი მკითხველს უტოვებს კითხვის ნიშანს თუ რა გზით ვცხოვრობთ.

თვითმკვლელების მკურნალობა, Jesse Ball - 21 ივლისი

ამბავი იწყება ერთი კაცის ისტორიით, რომელიც სწავლობს ყველაფერს თავიდან როგორც ყველა ბავშვი, უმარტივესი კითხვებიდან დაწყებული, რომლის მდგომარეობაც მალე იცვლება, ის აღმოაჩენს სიმართლეს და იმ მდგომარეობას რაშიც იმყოფება.

ლამაზი ბიუროკრატი, Helen Phillips - 11 აგვისტო

რომანი აქცენტს აკეთებს ქალზე, რომელიც განსაკუთრებით წვალობს მონაცემების შეყვანაზე, სასოწარკვეთილი მუშაობა მას აიძულებს გარემოსგან იზოლაციას.

თქვენც შეგიძლიათ ჩემნაირი სხეული გქონდეთ, Alexandra Kleeman - 25 აგვისტო

მწერალს აქამდე არ გამოუქვეყნებია რომანი, თუმცა მისი პატარა მოთხრობები ყოველთვის იბეჭდებოდა ცნობილ ჟურნალებში. ეს მისი სადებიუტო რომანია.

ტეგები: Kleeman", Lidia, Like, Louisa, Luckiest Girl Alive, Making, Makkai, Mark Z. Danielewski, Mia, Mine, მეტი...Muse, Music, Naomi, Natasha, Night, Novel, Peter Nichols, Phillips, Pierpont, Pulley, Rebecca, Rocks, Rocks", muse, novel, ზაფხული, ლიტერატურა

ნახვა: 4225

გამოხმაურებები!

ზოგადად ძალიან მიყვარს რომანების კითხვა :)) თან აქ მითითებულია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ რაც მეტ ინტერესს იწვევს ჩემში :))

აჰაა, ანუ მუზაზე გააკეთე მაინც არჩევანი სასიყვარულო რომანის სტატუსი გამო? ზომბების ომზე რას ფიქრობ? :))

cacuna_მ თქვა:

ზოგადად ძალიან მიყვარს რომანების კითხვა :)) თან აქ მითითებულია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ რაც მეტ ინტერესს იწვევს ჩემში :))

ფანტასტიკის მოყვარული არ ვარ ამიტომ ალბათ არ მომეწონება :))



ლაშა_მ თქვა:

აჰაა, ანუ მუზაზე გააკეთე მაინც არჩევანი სასიყვარულო რომანის სტატუსი გამო? ზომბების ომზე რას ფიქრობ? :))

cacuna_მ თქვა:

ზოგადად ძალიან მიყვარს რომანების კითხვა :)) თან აქ მითითებულია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ რაც მეტ ინტერესს იწვევს ჩემში :))

კლდეებმაც დამაინტერესა

ლაშა_მ თქვა:

აჰაა, ანუ მუზაზე გააკეთე მაინც არჩევანი სასიყვარულო რომანის სტატუსი გამო? ზომბების ომზე რას ფიქრობ? :))

cacuna_მ თქვა:

ზოგადად ძალიან მიყვარს რომანების კითხვა :)) თან აქ მითითებულია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ რაც მეტ ინტერესს იწვევს ჩემში :))

ვერ გადავწყვიტე რომელს წავიკითხავდი.ყველა საინტერესოა ჩემთვის,მაგრამ მე ეხლა სხვანაირ ხასიათზე ვარ და წავიკითხავდი აქედან არც ერთს.

სათაურით ყველაზე მეტად "თვითმკვლელობის მკურნალობამ" დამაინტერესება (აღწერამ ცოტა წარმოდგენები შემიცვალა, მაგრამ მაინც), ვფიქრობ კარგი წასაკითხი იქნება, მითუმეტეს რომ ჯესი ბოლის რამდენიმე ნოველა ძალიან მომეწონა. 

მიყვარს ფანტასტიკა

ზომბების ომი საინტერესო იქნება თან ამბავი რეალობას ეფუძვნება. 

წასაკითხად უფრო "ათი ათას ნივთს შორის".. უმრავლესობას ფილმის სახით ვამჯობინებდი, განსაკუთრებით ფანტასტიკის ჟანრში.

ჩემი აზრით ფილმები უფრო საინტერესო საყურებელი იქნება ამ წიგნების მიხედვით გადაღებული.ბევრად უკეთესი წიგნები არის წასაკითხად ))))) "წიგნი არონზე,jim shepard -12 მაისი " საინტერესო იქნება ))

იმდენი დაიწერა და გადაიღეს მეორე მსოფლიო ომზე, რაღა უნდა დაეწერა ახალი შეპარდს არ ვიცი. ისტორიული ჟანრის ლიტერატურა გიყვარს ნინი თუ რამე სხვა კრიტერიუმით შეარჩიე ეს წიგნი?

nini_მ თქვა:

ჩემი აზრით ფილმები უფრო საინტერესო საყურებელი იქნება ამ წიგნების მიხედვით გადაღებული.ბევრად უკეთესი წიგნები არის წასაკითხად ))))) "წიგნი არონზე,jim shepard -12 მაისი " საინტერესო იქნება ))

მე წავიკითხავდი,  "მზით განათებულ ღამეს". მზე - დღეა, მე კი, დღიანი ღამეები მიყვარს ^^ თუ მოგეპოვებათ ეს წიგნი, მათხოვეთ :)

ეს წიგნი უფრო საინტერესოდ მიმაჩნია ამ შემთხვევაში,რადგან არ ვარ ფანტასტიკის მოყვარული.თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია.თავისებურად ყველა კარგი იქნება რათქმაუნდა))) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

One of the greatest class cannons

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

I believe that assassination is seriously undervalued, especially for tos. It does almost

Resto Shamans are quite good healers particularly when combined to the spell cleave. However, they do kind are struggling with mana, and they do rely heavily upon casting. They do acquire abilities, such as Riptide Earth living weapon as well stone cloth totem, but they are still struggling with some instant cast healing like holy shock or the kind a disc priest has.

In a nutshell, shamans…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters