სვეტიცხოვლის მგალობელ ვაჟთა გუნდი

chant, galoba, georgian chant, mtskheta, qwelly, sveticxovlis mgaloblebi, svetitskhoveli, svetitskhoveli chanters, svetitskhoveli choirs, გალობა, მგალობელთა გუნდები, მგალობლები, მცხეთა, სვეტიცხოველი, სვეტიცხოვლის ვაჟ მგალობელთა გუნდი, სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, სვეტიცხოვლის მგალობელ ვაჟთა გუნდი, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი, სვეტიცხოვლის მგალობლები, სვეტიცხოვლის_მგალობლები, ქართული გალობა, ქველი

სვეტიცხოვლის მგალობლები - კვართის მგალობლები

     XIX საუკუნის 70-იან წლებში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, გაზეთი დროება წერდა: რადგან წირვა-ლოცვა და გალობა ქართულად არ შესრულდა, საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ტაძარში არც კი შესულან, დღესასწაული ეზოში აღნიშნეს.

     ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სასულიერო კერებში. მისი გამრავალხმიანების პროცესი VIII-IX საუკუნეებიდან უნდა ვივარაუდოთ. ცნობილი იყო ბეთანიის, მარტვილის, შემოქმედის, დავით გარეჯის, შიომღვიმის, მარტყოფის, ფიტარეთის, სვეტიცხოვლის მგალობელთა სკოლები. თითოეულ ამ ცენტრს, ქართული საეკლესიო გალობის საერთო მახასიათებლებთან ერთად, გალობის თავისი, სპეციფიკური ნიშანთვისებები ჰქონდა. დღეს, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს ქართული მრავალხმიანი საგალობლების დაცვასა და განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. მათაც, ყველა მათი წინამორბედის მსგავსად კვართის მგალობლები ჰქვიათ!

     სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა სვეტიცხოვლის მგალობლები განსაკუთრებული პატივით შეამკო და ეს პატივი შთამომავლობას ანდერძად დაუბარა. მოგვიანებით, უფლის განგებით, ტაძრის მგალობელთა გუნდმა ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის მისია იტვირთა. მოგეხსენებათ, ძმები კარბელაშვილების გალობა, ე.წ. "კარბელაანთ კილო" წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლო ტრადიციას, ე.წ. "ქართლ-კახურ გალობას". ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს გვაწვდის დეკანოზი პოლიევქტო კარბელაშვილი წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" (კარბელაშვილი პოლიევქტო. 1898:89), რომელშიც ვკითხულობთ, რომ ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის ინიციატივით, 1764 წელს გამართული საგანგებო კრების დადგენილებით მღვლდელთმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს დაევალათ "მგალობელთა გუნდთა შედგენა ყველა სამღვდელთმთავრო ტაძრებთან, ძველებრ. ამისთვის სვეტიცხოველში დაარსდა დიდი საკათალიკოსო სკოლა, სადაც ყრმანი მოსწავლენი სხვადასხვა საგნებთან ერთად სწავლობდნენ ქართულ გალობასაცა. როგორც ძველად, ამ სკოლაში მოუყარეს თავი დიდ საგვარეულოთა შვილებს, მალე გაიმართა ორ გუნდად გალობა. ამ სკოლიდან მოეფინა სწავლა-მეცნიერება ქართლ-კახეთსა" (კარბელაშვილი პოლიევქტო. გვ. 69-70). ამრიგად ჩამოყალიბდა სვეტიცხოვლის საკათალიკოსო სკოლა, სადაც გალობას ასწავლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან საგანგებოდ მოწვეული ცნობილი მგალობლები. საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის საგალობო ტრადიციას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გალობის აღორძინების მისია იტვირთა, არც კარბელაშვილების წინაპრები აუვლიდნენ გვერდს. ამიტომ, საკმაო საფუძველია იმისა, რომ ე.წ. "კარბელაანთ კილო" მოვიხსენიოთ, როგროც სვეტიცხოვლის საგალობო სკოლის დღემდე შემორჩენილი ნიმუში.

     სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ფაქტობრივად წარმოაგენს სვეტიცხოვლის საგალობო საკათალიკოსო სკოლის მემკვდირეს და დღემდე პირნათლად იცავს იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც წილად ხვდა. მას სრულიად გამორჩეული მდგომარეობა უკავია საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში.

     სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს ქართული მრავალხმიანი გალობა ისმის. ეს გუნდი შეიქმნა 1994-95 წლებში, მამა იოაკიმეს (ასათიანი) ლოცვა-კურთხევით, რომელიც იმ პერიოდში იყო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. გუნდი თავდაპირველად ასრულებდა კილოს, რომელსაც სიონურს უწოდებდნენ, ვინაიდან იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ქართული საგალობლები და სხვადასხვა სკოლის ჩანაწერები დაბეჭდილი და გამოცემული. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულში, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის ინიციატივით მოხდა ძველი ხელნაწერების გაშიფვრა და წიგნად გამოცემა. პარალელურად საქართველოს სამოციქულო მართლამადიდებელი ეკლესიის წმინდა სიმოდმა მიიღო განჩინება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეკლესია-მონასტრებში ქართული გალობა აღვლენილიყო. სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდიც დიდი სიხარულით და მონდომებით შეუდგა ამ საგალობლების შესწავლას და საკმაოდ მცირე დროში ხარისხიანად აითვისეს გუნდის წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ მგალობელთა უმრავლესობას მუსიკალური განათლება არ აქვს. სვეტიცხოვლის გუნდში სხვადასხვა თაობის მგალობლები არიან. ბევრი მათგანი საკვირაო სკოლიდან მოდის, რომელიც სვეტიცხოველთან რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

     დღეს სვეტიცხოვლის გუნდი 30-მდე მგალობელს ითვლის.

     გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ილია ოსეფაშვილი

მნიშვნელოვანი თარიღები:

2016 წელი (9-15 მაისი) - სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, სვეტიცხოვლის წინამძღვართან, არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად იმყოფებოდა ისრაელში, სადაც პირველად, მრავალი საუკუნის შემდეგ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, 14 მაისს, თამარობას, წირვა ქართული გალობის თანხლებით, ქართულ ენაზე აღავლინეს. ამ დღის ფოტოალბომები იხილეთ აქ.

2016 წელი (8 ივნისი) - რუსთაველის თეატრში, ფონდი "ქართული გალობის" მიერ გამართულ დაჯილდოება-კონცერტზე,სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, დაჯილდოვდა ნომინაციში "გალობის მოამაგენი". იხილეთ დაჯილდოების ვიდეო და ფოტო არქივი.

გუნდის წევრები:

I ხმა

  1. იაკობიძე მამუკა
  2. კაპანაძე ირაკლი
  3. კაციტაძე ლექსო
  4. პაპუნაშვილი გიორგი

II ხმა

  1. ალიბეგაშვილი მიხეილი
  2. ბაზალელი ვალერი
  3. ბირთველიშვილი ლევანი
  4. გიუტაშვილი დავითი
  5. გოგიძე მიხეილი
  6. კაკაბაძე გიორგი
  7. ლორთქიფანიძე გიორგი
  8. მერებაშვილი გიორგი
  9. მჭედლიშვილი გიორგი
  10. პეტრიაშვილი ზურაბი

III ხმა

  1. ბურდული გურამი
  2. გელაშვილი ვალერიანი
  3. გარსევანიშვილი ბესარიონი
  4. გელიშვილი ნიკოლოზი
  5. ზურაბიშვილი თემური
  6. იაშვილი ზურა
  7. კვაბზირიძე გიორგი
  8. მახარაშვილი მამუკა
  9. ოსეფაშვილი დავითი
  10. ჩილინდრიშვილი ლაშა
  11. ჩუბინიძე არჩილი

ტეგები: Qwelly, გალობა, გუნდები, ვაჟთა_გუნდი, მცხეთა, სვეტიცხოველი, ქართლი, ქველი

ნახვა: 2550

გამოხმაურებები!

ლევან ბირთველშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ♥ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მას მრავალჟამიერ! 

სვეტიცხოვლის გუნდის სახელით, გურამ ბურდულს ვულოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და უფლის შემწეობას ვუსურვებ.

სვეტიცხოვლის ამ გუნდის იდეის ავტორი და მგალობლების შემკრები, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი) გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. 29.07.2021

დაახლოებით 10 წელი წინამძღოლობდა, მძიმე 90-იანებში. 

კახა

რამდენი წელი ედგა სათავეში? 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters