"მობეზრება" - პროფესიული გადაწვა

მომბეზრდა-ერთი სიტყვით ასე შეიძლება დავახასიათოთ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რასაც სპეციალიტები პროფესიულ გადაწვას უწოდებენ.

დილით ადრე დგებით, ინერციით იწესრიგებთ თავს, ავტომატურად მიდიხართ ოფისში, უღიმით კოლეგებს, რთავთ კომპიუტერს, რაღაცას აკეთებთ, რაც დღის ბოლოს აღარც გახსოვთ, ინერციით ატარებთ თათბირს, ხვდებით კლიენტებს. საკუთარ თავს გვერდიდან რომ შეხედოთ საშინელი შეგრძნება გაგიჩნდებათ: თქვენ ადამიანი აღარ ხართ, თქვენ ხართ რობოტი. წლების წინ მიქროდით სამსახურში, ენთუზიაზმით მუშაობდით. ახლა მაღალი დონის პროფესიონალი ხართ, აიხდინეთ ოცნება, მაგრამ..... თქვენ გადაიწვით. ეს პროფესიული გადაწვის სინდრომია - როგორც უცხოურ ლიტერატურაში უწოდებენ, Burn Out სინდრომი, მეოცე საუკუნის მიწურულისა და ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანის ყველაზე საშიში და, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თითქმის გარდაუვალი პერსპექტივა.

გადაწვა-არის დიდი ქალაქების ავადმყოფობა. გარშემო ბევრი ან ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთანაც სურვილის მიუხედავად გვიწევს ურთიერთობა: საცობში, მაღაზიაში, ქუჩაში, ოფისში. ფსიქოლოგები ამას თავს მოხვეულ ურთიერთობას უწოდებენ. ადამიანები, რომელთაც უწევთ ბევრი ურთიერთობა საქმიანობის გამო, უფრო მეტად გადაიწვებიან: გაყიდვის მენეჯერები, კადრების მენეჯერები, ფსიქოლოგები, პიარმენეჯერები პირველები ხვდებიან დარტყმის ქვეშ. მუდმივი ურთიერთობისგან სწრაფად იწვებიან ინტროვერტები. ტერმინს პროფესიული გადაწვა ასევე იყენებენ ექიმების მიმართ, რომლებიც ვეღარ უთანაგრძნობენ ავადმყოფებს, ან მაშველების მიმართ, რომ აღარ სურთ ადამიანთა უბედურების მოსმენა. მსგავსი პრობლემა აქტუალურია დიდი კორპორაციებისთვის, სადაც არსებობისთვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს-ადგილის, დაწინაურების, ხელფასის, უფროსის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის. დიდი ფული, დიდი დატვირთვა და .... დიდი იმედგაცრუება, ვიღაც თქვენზე აქტიური და მოხერხებული აღმოჩნდება.ასევე შეიძლება გადაიწვან ადამიანები, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის მუდმივ შიშში ცხოვრობენ და შტატგარეშე მუშაკებიც. ხვალინდელი დღის რწმენის უქონლობა იწვევს გადაწვას. დემოტივაცია ემუქრებათ ქალებს, რომლებიც იხლიჩებიან ოჯახს და სამსახურს შორის. ბავშვების წინაშე დანაშაულის გრძნობის გარდა, მათ თრგუნავთ საკუთარი დამოუკიდებლობის მუდმივი დამტკიცება ბიზნესში.

ბორნ აუტის ანუ პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესრულებული სამუშაოს სრულყოფილებისკენ ლტოლვა. პერფექციონიზმი, ანუ ყოველგვარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულების სურვილი, შრომისუნარიანობას კლავს. არ მოგიწოდებთ, საქმეს ნაკლები პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, მაგრამ გახსოვდეთ - ნამდვილი პროფესიონალი ის არის, ვისაც შეუძლია, თავის საქმიანობას გონივრულად მიუდგეს, გარკვეული დისტანციიდან, გარეშე თვალით შეძლოს მისი შეფასება და საკუთარი თავი თავის საქმიანობასთან არ გააიგივოს. დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ყველაზე მეტად მოქნილობა და სიახლეებისადმი ღიაობა, ადაპტირებისა და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვის უნარი მოეთხოვება. ამრიგად, ის, ვინც საკუთარ "მეს" თავის პროფესიასთან აიგივებს, იმთავითვე უარყოფს მოქნილობას, რომელიც მას პროფესიულ ასპარეზზე მოეთხოვება. ამ შემთხვევაში პროფესიონალის გზავნილი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: "ჩემი საქმიანობა არის ის, რასაც მე ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ვასრულებ, მაგრამ ჩემი "მე" გაცილებით მეტია, შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული საქმიანობა მოითხოვს მისგან, მათ შორის -ისიც, გარეშე თვალით შეაფასოს, როგორია, რასაც აკეთებს და მოითხოვს თუ არა იგი გაუმჯობესებას".

სრულყოფილებისკენ, როგორც წესი, ახალბედა და გამოუცდელი კადრები ისწრაფიან. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ ხელმძღვანელის ქება დაიმსახურონ და, საბოლოოდ, თავი დაიმკვიდრონ ამ სფეროსა თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში. რა გასაკვირია, რომ მათი მონდომება ყოველთვის ვერ იღებს დამსახურებულ შეფასებას. ამასთანავე, ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს, უამრავ სირთულესთან შეჯახება უწევთ, რაც მათი მოტივაციისთვის სერიოზული გამოცდაა. ხშირად ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგი ორგანიზაციისთვის სულაც არ არის უჩვეულო და განსაკუთრებული. გამოუცდელი ახალგაზრდა გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩება და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე გრძელდება უსასრულოდ, და ერთ დღესაც გონება "გადაიწვება". ახალგაზრდა სპეციალისტი აღმოაჩენს, რომ მას სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გონებასა და სხეულს მეტი აღარ შეუძლიათ, პროტესტს გამოთქვამენ ამგვარი არაადამიანური დატვირთვის მიმართ და "იფიცებიან".

ამრიგად, პროფესიული გადაწვის რისკი, პირველ რიგში, ახალბედა პროფესიონალებს ემუქრებათ, თუმცა არც გამოცდილი კადრები არიან დაზღვეულნი, თუ თავიანთი გამოცდილება არასწორად გამოიყენეს.

პროფესიული გამოცდილება ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი იარაღია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის შეიძლება პროფესიული გადაწვის წინა პირობად და, ამასთანავე, პროფესიული წარმატების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც იქცეს. ასეა, როდესაც ადამიანს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ერთადერთ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და ჰგონია, უკვე ყველაფერი ნახა გამოსცადა და თავის პროფესიაში ახალს ვეღარაფერს ისწავლის. ასე ფიქრი პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან ცოდნა ნებისმიერ პროფესიაში სწრაფად იცვლება. ჩნდება ახალი გამოწვევები, ტექნოლოგიები, რომელთა ფლობა პროფესიონალს მოეთხოვება, რათა აქტუალური ცოდნა ჰქონდეს თავის პროფესიაში, საჭირო ცოდნა გადასცეს მომავალ თაობას და მისი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი.

პროფესიული გადაწვისგან არც ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები არიან დაზღვეულნი. როდესაც ხელმძღვანელს აქვს მოთხოვნილება, თავად აკონტროლოს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ადამიანის საქმიანობა, იგი იოლად მოექცევა პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ. ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, მთელი ორგანიზაციის მართვა ევალება, მაგრამ კარგი ლიდერი აანალიზებს პერსონალის პროფესიულ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობას ისე ანაწილებს, რომ ყოველი მოვალეობა ხარისხიანად და წინასწარ განსაზღვრულ დროში შესრულდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს შესაბამისი კადრების არჩევა და დასაქმება. ეს მას საშუალებას მიცემს, საკუთარ თავზე არ აიღოს პასუხისმგებლობა ყველა პირველ- თუ მეორეხარისხოვანი გადაწყვეტილების გამო, დაზოგოს ძალები და საკუთარი რესურსები რაციონალურად გამოიყენოს. რაც მთავარია, ამით იგი შეამცირებს პროფესიული გადაწვის რისკს.

გადაწვის პირველი და მომდევნო სიმპტომები

აღსანიშნავია, რომ თვითგამორკვევის პირველი კრიზისი მოდის 20-23 წელზე, როცა ადამიანი პირველად ხდება დაქირავებული მუშაკი და
უჩნდება პასუხისმგებლობა სამსახურში.

მეორე კრიზისი მოდის 30-35 წელზე, როცა ადამიანმა უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას და საკუთარ თავს უსვამს კითხვას, რამდენად ესწრაფვოდა მიღებულ შედეგებს. ყველაზე რთულ შემთხვევაში მოსალოდნელია სრული იმედგაცრუება არჩეულ პროფესიაში.

საშუალო ასაკის კრიზისი დგება 40-45 წლის ასაკში. ამ დროს ჩნდება საქმის კურსში არყოფნის შიში.ეს კრიზისი განსაკუთრებულად რთულად გადააქვთ მამაკაცებს, რომელთაც მაღალი თანამდებობა უკავიათ. ისინი გრძნობენ, რომ შესაძლებელს მიაღწიეს, არ იციან წინ საით წავიდნენ, ზევით კი- მხოლოდ ვარსკვლავებია.

ფსიქოლოგების, ჰერბერტ ფროიდენბერგისა და გეილ ნორსის მიხედვით პროფესიული გადაწვა გადის 12 ფაზას, რომელიც შეიძლება არც იყოს თანმიმდევრული, ან რომელიმე არ მათგანი არ არსებობდეს დაავადება კი მაინც განაგრძობდეს მოქმედებას. ეს ფაზებია:

  • იძულებითი სრვილი თვითგანმტკიცებისა - საწყის პერიოდში ადამიანს ხშირად აქვს გადაჭარბებული ამბიციები, მას სურს სამსახურში თავისდამკვიდრება, რაც საბოლოოდ იძულებით ქცევაში გადადის.
  • კიდევ უფრო ინტენსიურად მუშაობა - ორგანიზაციაში თავის დასამკვიდრებლად ადამიანი კიდევ უფრო ინტენსიურად იწყებს მუშაობას. ისინი შეპყრობილნი არიან იმით რომ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთონ რათა დაამტკიცონ რომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია.
  • საჭიროებების უგულებელყოფა - ადამიანები ისე ეფლობიან სამუშაოში, რომ აღარ რჩებათ დრო და ენერგია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჭამისთვის და ძილისთვისაც კი.
  • კონფლიქტების გადაადგილება - ადამიანი ხვდება, რომ არასწორად იქცევა მაგრამ იმის გამო რომ ვერ ხვდება რაა ასეთი მოქცევის მიზეზი იგი პრობლემას საკუთარ თავში ეძებს და და ამით იტანჯავს თავს. უკვე ვლინდება პირველი ფიზიკური სიმპტომებიც.
  • ღირებულებების გადახედვა - ხდება სხვებისგან იზოლირება, ფასეულობების გადახედვა სადაც პირველ ადგილს უკვე სამუშაო იკავებს და მთელი ენერგია ხმარდება მას.
  • არსებული პრობლემების უარყოფა - ისინი აღარ არიან სოციალურები, ხდებიან უფრო აგრესიულნი. თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებენ არსებულ სამუშაოს და ზეწოლას და არა მათი მუშაობის ფორმას.
  • უკან წასვლა - მათ უკვე თითქმის აღარ აქვთ სოციალური კონტაქტები. ეძალებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს თავის დასაღწევად. თავს უიმედოდ და დაკარგულებად გრძნობენ.
  • აშკარა ქცევითი ცვლილებები - ის მოკლე წრე, რომელთანაც ადამიანს აქვს ურთიერთობა, ამჩნევეს პიროვნების ცვლილებებს.
  • დეპერსონალიზაცია - კონტაქტს კარგავენ საკუთარ თავთან და ვეღარ აღიქვამენ საკუთარ საჭიროებებს. ცხოვრება მიმდინარეობს მექანიკურად.
  • შიდა სიცარიელე - ისინი გრძნობებნ სიცარიელეს, როს ამოსავსებადაც შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს, სექსს, ალკოჰოლს და ა.შ.
  • დეპრესია - ადამიანი გულგრილი, უიმედო, გამოფიტულია, ვეღარ ხედავს თავის მომავალს და საერთოდ ცხოვრების აზრს.
  • გადაწვის სინდრომი - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩამოშლა, სადაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. უკიდურეს შემთხვევაში თვითმკვლელობასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

რაც შეეხება ფიზიკურ სიმპტომებს: გადაღლილობა და გამოფიტვა - აი, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც პროფესიული გადაწვის სინდრომი ემუქრება; პირველ ეტაპზე მას აწუხებს თავის, წელის, ხერხემლისა და სხეულის სხვა ნაწილების სისტემატური ტკივილი, დარღვეული აქვს ძილის რიტმი. მომდევნო საფეხურზე თავს იჩენს გაღიზიანება, აგრესია, რთულდება კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება.

იმისათვის რომ პროფესიული გადაწვა თავიდან ავიცილოთ საჭიროა რამოდენიმე რჩევის გათვალისწინება:

  • შეიყვარეთ თქვენი საქმე. ფურცელზე ჩამოწერეთ, რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის სამსახურს: ხელფასი, საზოგადოებრივი პატივისცემა, სამუშაო გარემო, სამუშაო საათები. გაიხსენეთ უმუშევარი ადამიანები თქვენ გვერდით.
  • ნათლად განსაზღვრეთ თქვენი სამომავლო გეგმები, წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მდგომარეობა ორგანიზაციაში მომავალი სამი წლის განმავლობაში და იმოქმედეთ ამის მისაღწევად.
  • შეეცადეთ დაკავდეთ პროფესიულისგან განსხვავებული რაიმე საქმიანობით – სპორტი, შემოქმედება, რაიმე ჰობი.
  • ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით. ეს არ არის ეგოიზმი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ნორმალურ ურთიერთობებში თქვენ ეხმარებით სხვას ბუნებრივად, როდესაც ამის მოთხოვნილება (ინტერესი) გიჩნდებათ, და არა მაშინ, როდესაც ძალაუნებურად გიწევთ ამის კეთება.
  • ეცადეთ გამიჯნოთ სამსახურის სამყარო და პირადი სამყარო. მაგალითად ამერიკელები როგორც კი მიუახლოვდებიან სახლს ღრმად შეისუნთქავენ ჰაერს და იფერთხავენ სამსახურს. ეს მიდგომა, ერთი შეხედვით, ძალზე პრაგმატულია და რთულად შესასრულებელი ჩვენს რეალობაში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მუშაობს.
  • მონოტონურობის და გადაწვის აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, საკუთარი ინიციატივა და ა.შ.
  • კარგ შედეგებს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და პოზიტიური ვიზუალიზაცია.
  • გადაწვის ეფექტის ასაცილებლად მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდა ისწავლოთ თავის დროზე სამუშაოს დამთავრება.
  • სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტის და თამბაქოს გამოყენება მყარ შედეგს არ იძლევა და მხოლოდ ილუზორულ, დროებით შვებას გვაძლევს. არც ერთი მათგანი არ გამოიყენოთ დარდის ან ბრაზის გასაქარწყლებლად. ალკოჰოლის მიღება გარკვეული დოზით ქეიფისა და დროსტარებისთვისაა გამოგონილი.
  • გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, გახადეთ ანალიზის საგანი.
  • სხვადასხვა სახის ტრენინგებში და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახად.
  • უკიდურეს შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ხედავთ შანსს თქვენს სამუშაო ადგილზე და არ გინდათ, სიტუაციას შეურიგდეთ, თქვენი მოლოდინი არ ემთხვევა სამსახურში არსებულ ვითარებას სჯობს დატოვოთ სამსახური.

ტეგები: Qwelly, მობეზრება, სტრესი, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 1799

გამოხმაურებები!

ლაშა მადლობა.. :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters