ცასწავალა - გოდერძი ჩოხელი

ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას

bird, freedom, georgia, goderdzi chokheli, life, literature, qwelly, sky, skyflyer, skywalker, tale, war, work, გოდერძი ჩოხელი, გოდერძი_ჩოხელი, გუდამაყარი, ზეცა, ზღაპარი, თავისუფლება, ილუსტრაციები, საქართველო, ფრინველი, ქართველი ავტორი, ქართული, შრომა, ჩიტი, ცასწავალა, ცასწავალა ილუსტრირებული, ცნობილი ავტორი, წყურვილი

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

bird, freedom, georgia, goderdzi chokheli, life, literature, qwelly, sky, skyflyer, skywalker, tale, war, work, გოდერძი ჩოხელი, გოდერძი_ჩოხელი, გუდამაყარი, ზეცა, ზღაპარი, თავისუფლება, ილუსტრაციები, საქართველო, ფრინველი, ქართველი ავტორი, ქართული, შრომა, ჩიტი, ცასწავალა, ცასწავალა ილუსტრირებული, ცნობილი ავტორი, წყურვილი

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი

საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

bird, freedom, georgia, goderdzi chokheli, life, literature, qwelly, sky, skyflyer, skywalker, tale, war, work, გოდერძი ჩოხელი, გოდერძი_ჩოხელი, გუდამაყარი, ზეცა, ზღაპარი, თავისუფლება, ილუსტრაციები, საქართველო, ფრინველი, ქართველი ავტორი, ქართული, შრომა, ჩიტი, ცასწავალა, ცასწავალა ილუსტრირებული, ცნობილი ავტორი, წყურვილი

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო.

bird, freedom, georgia, goderdzi chokheli, life, literature, qwelly, sky, skyflyer, skywalker, tale, war, work, გოდერძი ჩოხელი, გოდერძი_ჩოხელი, გუდამაყარი, ზეცა, ზღაპარი, თავისუფლება, ილუსტრაციები, საქართველო, ფრინველი, ქართველი ავტორი, ქართული, შრომა, ჩიტი, ცასწავალა, ცასწავალა ილუსტრირებული, ცნობილი ავტორი, წყურვილიეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.

bird, freedom, georgia, goderdzi chokheli, life, literature, qwelly, sky, skyflyer, skywalker, tale, war, work, გოდერძი ჩოხელი, გოდერძი_ჩოხელი, გუდამაყარი, ზეცა, ზღაპარი, თავისუფლება, ილუსტრაციები, საქართველო, ფრინველი, ქართველი ავტორი, ქართული, შრომა, ჩიტი, ცასწავალა, ცასწავალა ილუსტრირებული, ცნობილი ავტორი, წყურვილი

ილუსტრილებულია ექსკლუზიურად Qwelly_სთვის!

მასალების გამოყენებისთვის დააკომენტარეთ ან მიმართეთ პოსტის ავტორს!

ტეგები: Qwelly, ზღაპარი, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველა, ქველი, ჩოხელი

ნახვა: 2380

გამოხმაურებები!

მოიცა Kakha, მთელი პატივი მარტო ჩოხელს?? მაშ მე ტყუილად ვასკანერე და ვაპიარე? :P :D

Kakha_მ თქვა:

ჩოხელმა გუდამაყარი მთელ მსოფლიოს გააცნო :D

Kakha განა მე პრეტენზია მქონდა, მაგრამ მაინც, რავიცი :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა ეგ არ ითვლება :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters