ეპისტოლის ადრესატი,მისი დაწერის მიზეზი და მიზანი:


თუ ვის მიემართება, ეს კარგად ჩანს თვით მისი ზედწარწერიდან:პეტრე მოციქული წერს მწირებს "განთესულთა პონტოისა და გალატიისა,კაბადუკიისა,ასიისა და ბითვინიისათა" (1,1) ანუ მცირე აზიის პროვინციებში გაბნეულ ებრაელებს,რომელთა შორის უმთავრესად უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს სარწმუნუებაში მოქცეული იუდეველები,ვინაიდან წმინდა პეტრე უპირატესად იყო წინადაცვეთილთა მოციქული(გალ.2,7) მაგრამ როგორც ეპისტოლის ზოგიერთი ადგილიდან (2,10;4,3,4) აქ წარმართთაგან მოქცეულებიც იგულისხმება,რომლებიც რა თქმა უნდა ასევე შედიოდნენ მცირე აზიის ქრისტიანულ თემების შემადგენლობაში, რაც კარგად ჩანს "საქმეთა" წიგნიდან და პავლე მოციქულის ზოგიერთი ეპისტოლიდან.

რა მოტივი ამოძრავებდა პეტრე მოციქულს მიეწერა მცირე აზიელი ქრისტიანებისათვის,რომელთა თემები,როგორც "საქმე მოციქულთადან" ვიცით დაფუძნებული იყო პავლეს მიერ? წმინდა პეტრესთვის ამის შინაგანი მიზეზი იყო,რა თქმა უნდა,უფლის მოწოდება: "განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლუკა 22,32) გარეგანი მიზეზი კი დევნა,ქრისტეს ჯვრის მტერთაგან (1 პეტრ.1,6,7,4,12,13,19,5,9). გარდა გარეშე მტრებისა გამოჩნდნენ კიდევ შინაგანი მტრებიც მზაკვრობაში უფრო დახვეწილნი, ცრუ მოძღვრების სახით,მათ ისარგებლეს წმინდა პავლეს არ ყოფნით და დაიწყეს მის მიერ ქადაგებული მოძღვრების დამახინჯება ქრისტიანული თავისუფლების ნაწილში,რითაც ხდებოდა ზნეობრივი გარყვნილების წახალისება (1 პეტრ,2,16; 2პეტრ.1,9;2,1).

ამდენად,ეპისტოლის მიზანია გაამხნევოს,ანუგეშოს დარწმუნოებაში განამტკიცოს მცირეაზიელი ქრისტიანები.საბოლოო მიზანს წმინდა პეტრე თვითონვე აღნიშნავს: "სილოანეს მიერ,ძმისა თქვენისა,სარწმუნოისა,ვითარ ვჰგონებ,მცირედ მივწერ,გლოცვედ და გიწამებდ,ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაი,რომელსაცა ზედა სდგათ(5,12)


ეპისტოლის აწერის დრო და ადგილი: პეტრე მოციქული იმ ადგილ,სადაც თავისი პირველი ეპისტოლე დაწერა,უწოდებს "ბაბილონს"(5,13).(ალექსანდრიაში ეგვიპტე) რაც შეეხება ეპისტოლის დაწერის თარიღს, ამის დადგენა მთელი სიზუსტით შეუძლებელია. მისი დაწერის დროის  ვარაუდი ეფუძნება იმ ფაქტს,რომ მასთან იმყოფებოდნენ  სილოანი და მარკოზი(1 პეტრ.5,12,13). პირველი ეპისტოლის დაწერის თარიღი განისაზღვრება 62-64 წლებს შორის.

პირველი თავის შინაარსი: მისალმება(1-2) დიდების მეტყველება ღვთისადმი აღორძინების მადლისათვის(3-5),რის გამოც სიხარული გვმართებს მწუხარებებში (6-9) და რომელსაც ეხებოდა წინასწარმეტყველების ძიება და კვლევა(10-12).მოწოდება წმინდა ცხოვრების (13-21) და ურთიერთ სიყვარულისაკენ (22-25).



 წმინდა პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლის ეგზეგეტიკური განხილვა:

                                                                                     თავი 1

წმინდა პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეს იწყებს შემდეგი სიტყვებით: პეტრე,მოციქული იესუ ქრისტესი. არ შეიძლება,არ დავინახოთ,რომ წმინდა მოციქული აქ საგანგებო მიზნით წარმოაჩენს თავის სამოციქულო ღირსებას,ვინაიდან ის  ეკლესიები,რომლებსაც ის ამ ეპისტოლეთი მიმართავს,არ იყო მის მიერ დაარსებული და ისინი მას პირადად არ იცნობდნენ.ხოლო მას შემდეგ რაც ჩამოთვლის თუ კი ვის მისამართითაა დაწერილი ეპისტოლე იგი უკვე ბოლომდე ცდილობს,გააძლიეროს და აამაღლოს დათრგუნულ მცირეაზიელ ქრისტეანეთა ზნეობრივი ცხოვრება სხვდასხვა ღვთისსულიერი შეგონებით. პირველ ორ თავში ის ნათლად გვანახებს იესუ ქრისტეს მიერ აღსრულებული ცხონების საქმის დიდებას და პატივს,რაც ეპისტოლის მთელ ამ ნაწილს დოგმატურ ხასიათს ანიჭებს.დანარჩენ თავებში უმთავრესად ჭარბობს ზნეობრივი ხასიათის დამოძღვრა და შეგონება.

      პონტოს,გალატიის,კაბადუკიის,ასიისა და ბიტვინიის ქრისტიანების წმინდა მოციქული უწოდებს "მწირებს" ორმაგი აზრობრივი დატვირთვით:პიველი,-ისინი ცხოვრობენ თავიანთი სამშობლოს პალესტინის,გარეთ მეორე ქრისტიანებიათვის დედამიწაზე ცხოვრება არის მწირობა და ხიზნობა ,ვინაიდან ქრისტიანის კუთვნილი სამშობლო ზეციური იერუსალიმია.მოციქული მათ უწოდებს "რჩეულებს" იმ მნიშვნელობით, რომ ახალ აღთქმაში  ყველა ქრისტიანი შეადგენს ახალ რჩეულ საღვთო ერს,როგორც ძველ აღთქმაში იყო იუდეის ერი(1,1) რჩეულნი ისინი "იყვნენ წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისაითა და წმინდითა სულისაითა  დასამორჩილებლად სა საპკურებლად სისხლისა იესუ ქრისტესისა" ყოვლადწმინდა სამების სამივე პირი  იღებს მონაწილეობას ადამიანთა ცხონების საქმეში:მამა-ღმერთმა თავისი წინასწარცნობით იცის,თუ ვინ როგორ გამოიყენებს მისთვის ბოძებულ თავისუფალ ნებას და ამით განსაზღვრავს ადამიანებს ვხონებისათვის; ძე ღვრთისამ,ჯვარზე თავისი სიკვდილით არასრულა თვით ცხონების საქმე,ხოლო სულიწმინდა თავისი მადლის მეშვეობით განწმენდს რჩეულებს,ათავისებინებს რა მათ ქრისტეს მიერაღსრულებულ ცხონების საქმეს(1,2) ამის კვალდაკვალ,ქვეყნიერების გამოსყიდვისათვის ღვთისადმი მადლიერებით აღვსილი გულის სიღრმიდან,პავლე მოციქული დიდებისმეტყველებას აღუვლენს ღმერთს,რომელმაც ადამიანებს უბოძა "სამკვიდრებელი უხრწნელი" საპირისპიროდ გრძნობიერი,მიწიერი სამკვიდრებელისა,რომელსაც იუდეველები მესიისგან მოელოდნენ (1,3,4) ამის შემდეგ წმინდა მოციქული ამბობს,რომ ღვთის რწმენის წყალობით იცავს მათ ცხონებისათვის და რომ ეს ცხონება მთელი ძალით გამოჩნდება"ჟამსა მას უკუანაისკნელსა" ახლა კი "მცირედ"

    შეჭირვებულნი იქნებითო,რათა განსაცდელების ცეცხლით გამოცდილ,ი და გამობრძმედილი თქვენი რწმენა თვით განწმენდილ ოქროზე უძვირფასესინაღმოჩნდეს იესუ ქრისტეს გამოჩინების ჟამს,ანუ მისი მეორედ მოსვლისას.(1,5-7)დიდებისმეტყველების დამთავრებისას,წმინდა მოციქული მიუთითებს ჩვენი ცხონების განგებულების უდიდეს მნიშვნელობაზე,რომელსაც იძიებდნენ და იკვდლევდნენ წინასწამეტყველები და რომელიც იმდენად ღრმა არის, რომ მასში წვდომა ანგელოზებისისათვის არ არის მარტივი-"გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად" (1,8-12) ყოველი ზემოთქმულის საფიძველზე,მოციქული გვმოძღვრავს მთელი რიგი ზნეობრივი ხასიათის შეგონებებით და თავის ქადაგებას მაღალი დოგმატური მჭერმეტყველებით ამყარებს.პირველი საერთო შეგონება სრული სასოება ქრისტეს მადლზე ბავშური მორჩილებით ღვთისადმი,როგორც მამისადმი და მისწრაფებით,ემსგავსოს ღმერთს ცხვოვრების სიწმინდით: "წმინდა იყვენით,რამეთუ მე წმინდა ვარ" (13-16) ამისკენ უნდა აღვძრას მაღალმა ცნობიერებამ იმისა,თუ რა საფასურით ვართ ქრისტიანენი გამოსყიდულნი:არა განხრწნადია ვერცხლითა გინა ოქროითა,არამედ პატიოსნითა სისხლითა,ვითარცა ტარიგისა უბიწოისა და უმანკოისა ქრისტესითა(1,17-20) სწორედ ამაში მდგომარეობს ამაღლებული გრძნობა დაიცვა ქრისტეს რწმენა და გეპყრას ის, მიუხედავად  ყოველგვარი განსაცდელისა.

 

 

www.qwelly.com

ნახვა: 1194

გამოხმაურებები!

danarchenii tavebis ganmartebebiiccc tuu iqneba dzaan dagvexmarebii!!!!!!:)

winaswar didi madlobaa!!!udides samsaxurs gagviwevv!!!:):):):)

ავტორს მადლობაა ^_^ ეს ისაა,რაც ჩემს ნაშროომს აკლდა :) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters