ინტენციონალობა არის ძველი სქოლასტური ტერმინი, რომელიც თავის დროზე გულისხმობდა ცნობიერების მიმართულობას საგანზე. ინტენციონალობის თეორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან ააღორძინა გერმანელმა ფენომენოლოგმა ჰუსერლმა. ენობრივი მოქმედების კონტექსტში ამ ტერმინმა შემოაღწია ანალიტიკურ ლიტერატურაში, თუმცა შემოაღწია არა ცნობიერების შინაარსების დასახასიათებლად, არამედ როგორც ცნობიერების, უფრო ფართოდ ადამიანის მიმართულობამ, განზრახვამ განახორციელოს ესა თუ ის ენობრივი მოქმედება. ამიტომ, სამეტყველო მოქმედების დახასიათების უმრავლეს შემთხვევებში გამზრახვა ("to intend to do ...") "ინტენციონალობით" აღინიშნება.[1]

       ინტენციონალობის ცნება, ცენტრალური მნიშვნელობისაა ფენომენოლოგიაში.

       თავის მხრივ, ფენომენოლოგია (ბერძნ. სიტყვასიტყვით - მოძღვრება ფენომენების შესახებ), თავდაპირველად ერთ-ერთი ფილოსოფიური დისციპლინა იყო; მოგვიანებით - იდეალისტური ფილოსოფიის მიმართულება, რომელიც ცდილობდა ფილოსოფიური ცნობერება გაეთავისუფლებინა ობიექტისა და სუბიექტის მკვეთრად გამმიჯვანი ნატურალისტური შეხედულებებისგან, გამოევლინებინა შემეცნების, ადამიანური არსებობის და კულტურის ზღვრული მახასიათებლები.[2]

       ფენომენოლოგიის შეინაარსი და მიზნები სხვადასხვანაირად იყო გაგებული ფილოსოფიის ისტორიაში. ი. ლამბერტს ის მიაჩნდა მოძღვრება ფენომენების შესახებ ("ახალი ორგანონი", 1764). ი. ჰერდერი "სთეტიკურ ფენომენოლოგიას" გვთავაზობს, მოხული კანტი ფენომენოლოგიას უწოდებს მოძღვრებას ჩვენი წარმოდგენის უნართან მატერიის მოძრაობის მიმართების შესახებ. ფიხტეს აზრით, ფენომენოლოგია მოვლენისა და მოჩვენების განსხვავებას შეისწავლის. ჰეგელის "გონის ფენომენოლოგიაში" ფენომენოლოგია განიხილება როგორც მოძღვრება აბსოლუტური გონის თვითგამოვლენის კანონზომიერების შესახებ. ბრენტანოსთან ფენომენოლოგია აღწერით ფსიქოლოგიას აღნიშნავს.[3]

       თავად ედმუნდ ჰუსერლს, ვის სახელთანაც არის ფენომენოლოგია უპირველესად დაკავშირებული, მიიჩნდა რომ ფენომენოლოგია წარმოადგენს "ტრანსცენდენტალურ ყოფიერებაში" ან "უნივერსალურ ონტოლოგიაში" შეღწევის გზას. [4]

       ჰუსერლი ამოდის ფაქტის (Tatsache) ანალიზიდან, ფაქტი იაზრება, როგორც ემპერიული მოცემულობა, დრო და სივრცეში მიმდინარე ხდომილება, იგი ჰუსერლის აზრით მიუთითებს იმაზე, რაც არ ხდება, ე.ი. რაც დრო და სივრცეში არსებობით არ განისაზღვრება, იმისათვის რომ ფაქტის დესკრიფცია მოხდეს მისი ერთ ადგილიდან და ერთ მომენტიდან მეორე ადგილზე და მეორე მომენტში გადასვლაზე ვისაუბროთ,საჭიროა, აუცილებელია ვიგულისხმოთ უცვლელობის ნიშანი, როგორც ცვალებადობის პირობა,ვარიაციების ამ უცვლელ მომენტს ჰუსერლი ეძახის არსს (Wesen).[5]

       კვლევის ობიექტია წმინდა ფენომენი, რომელიც მიიღება ბუნებისეული განწყობის ფენომენოლოგიური განწყობით შეცვლის გზით. წმინდა ფენომენი წმინდა ცნობიერებაა, რომელიც არაფერს უარყოფს და არაფერს აუქმებს, მაგრამ ყველაფერს წარმაოდგენს როგორც არსს (Wesen) და არა როგორც არსებობას. მთელი სამყარო, როგორც არსებობა და მეცნიერებანი არსებობათა შესახებ ამორთულია, ბრჭყალებშია ჩასმული, გამოუყენებელია. ამორჩუალი ჩვენი ემპირიული მე მთელი თავისი განცდებით, გსიქიკური და ფიზიოლოგიური პროცესებით. წმინდა ფენომენოლოგია, ჰუსერლის აზრით, არის "პირველი ფილოსოფია", ფუძემდებელი ფისოლოფიური დისციპლინა. ის თეორია კი არა, დესკრიფციული მეცნიერებაა, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ფილოსოფია, როგორც თეორიული მეცნიერება. როგროც აღწერითი მეცნიერება, ფენომენოლოგია მხოლოდ ისეთ შინაარსს მოიცავს, რაც უშუალოდ არის მოცემული წმინდა, ანუ ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში. ამიტომ ეწოდება ფენომენოლოგიის მეთდს არსის ჭვრეტის მეთდი, ინტელექტუალური ინტიუცია. აქ სრულაიდ დაუშვებელია ჰიპოთეზები და საერთოდ ყოველი სახის დასკვნები. ფენომენოლოგიური წვდომა აღქმისეული ხასიათისაა, მაგრამ იგი არაგრძნობადია და ამიტომ მას კატეგორიულ აღქმასაც უწოდებენ.

       წმინდა ფენომენოლგია მოითხოვს ყოველგვარი კვლევის დაწყებას ფენომენოლოგიური ანალიზის მონაცემებიდან: ჯერ უნად გაირკვეს საკვლევი მოვლენის არსი, რაობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს ნაყოფიერი მსჯელობა ამ მოვლენის გენეზისისა და არსებობის ფორმის შესახებ. ესენცია ამგვარად, ლოგიკურად წინ უსწრებდა ეგზისტენციას, ესენციალურის მეცნიერება კი - მეცნიერებას ეგზისტენციალურის შესახებ.[6]

       გამომდინარე იქიდან, რომ ჰუსერლი ჩართული იყო ასევე ფსიქოლოგიის ჰუმანისტურ მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა პიროვნების კვლევას არა ცხოველებზე დაკვირვების მაგალითებით, არამედ უშუალოდ პიროვნების კვლევით. და რადგან იქამდე არსებულმა "ბიჰევიორიზმმა" უოთსონის მეთაურობით ფსიქოლოგიას ცნობიერების შემეცნება მოაშორა, როგორც რაღაც ტრანცენდენტულისა, ჰუსერლმა ფსიქოლოგიის ფენომენელოგიურ შესწავლაში, ყურადღება სწორედ ცნობიერების საკითხზე გაამახვილა.

       ჰუსერლი არის ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურა და აუცილებელია ეს კონტექსტი მოვიშველიოთ, რადგან მივხვდეთ თუ რა სურდა ჰუსერლს როდესაც საუბრობდა ცნობიერების საკითხში ჯერ ფენომენოლოგიის, ხოლო ამ უკანასკნელის განხილვისას ინტენციონალობის შემოტანით.

       ჰუმანისტური მოძრაობის მიზანი იყო გამოსულიყო ფსიქოლოგია იმ ჩარჩოებიდან რომელსაც ერქვა "ადამიანის განხილვა როგორც დიდი თეთრი ვირთხა ან მტრედი ან ნელა მომუშავე კომპიუტერი".[7] ამასთან ჰუსერლის ფილოსოფიური მოღვაწეობის თავდაპირველი სტიმული ფსიქოლოგიზმთან ბრძოლა იყო. მას სურდა გაეწმინდა ფილოსოფიური შემეცნება ფსიქოლოგიის ყოველგვარი შინაარსისგან. მიისწრაფოდა რა ცნობიერების საყოველთაო, წმინდა ან ტრანსცენდენტული სტრუქტურის გამოვლენისკენ, ჰუსერლმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ე.წ. რედუქციის პროცედურებს გულისხმობს. მათი არსი იმაშია, რომ "ნატურალისტური განწყობების" გადალახვით გამოიყოს ცნიერება, როგროც ანალიზის ერთადერთი ობიექტი და შემდგომ თვითონ ცნობიერება გაიწმინდოს ყოველგვარი კულტუროლოგიური, პირველ ყოვლისა, ემპირიულ-ფსიქოლოგიური გამოცდილებისგან.

       XX საუკუნის ამ ერთ-ერთი ურთულესი მოძღვრების - ფენომენოლოგიის - ჩამოყალიბებისას, ჰუსერლმა საფუძვლიანად დაამუშავა ცნობიერების საკითხი; გამოყო ცნობიერების ზოგიერთი არსებითი ნიშანი, მათ შორის ინტენციონალობა და ნაკადისებურობა. მართალია ჰუსერლი პირველი არ იყო, ვინც ცნობიერების ამ არსებით ნიშნებზე მიუთითებდა. უფრო ადრე ეს გააკეთეს ბრენტანომ და ჯემსმამ, მაგრამ ჰუსერლის მერე მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. [8]

       რა არის ინტენციონალობა? რატომ იწოდება იგი ასე?

       თანამედროვე დისკუსიები ინტენციონალობის ბუნებასთან დაკავშირებით არის განუყოფელი ნაწილი ბუნების გონებრიობის საკითხისა: რა არის გონება და რა არის გონიერება? ეს საკითხები წარმოიშვება ონტოლოგიური და მეტაფიზიკური კითხვებიდან გონების ბუნების საფუძვლებთან მიმართებაში, რომელიც ვლინდება, იკითხება აღქმაში, მეხსიერებაში, რწმენაში, ნდომაში, იმედში, შემეცნებაში, განზრახვაში, გრძნობებში, განცდებში და ა.შ. რა ფიზიკური მდგომარეობებია ისინი? რა კავშირია ფიზიკურ გამოვლინებებსა და ფსიქიკურ მდგომარეობებს შორის? როგორ უკავშირდება გონებრიობა ფიზიკურობას, ტვინი - ქცევას და ეს ყოველივე მსოფლიოში ადამიანთა ურთიერთობებს. თუმცა ინტენციონალობის ამგვარი მიდგომა ეკუთვნის არა ედმუნდ ჰუსერლს, არამედ ფრანც ბრენტანოს.

       თავად ტერმინი ინტენციონალობა უნდა მოდიოდეს სიტყვიდან "განზრახვა" (intention). ლათინური ეტომოლოგიით ინტენციონალობა მიუთითებს, შესაბამის იდეას მიმართების ხარისხებსა ან ფიზიკურ დაძაბულობებს შორის, რომელიც წარმოიშვება რაიმე კონკრეტული მიზნის შესასრულებლად. შუა საუკუნეებში ლოგიკა და ფილოსოფია იყენებდა ლათინურ ტერმინს "intentio" რომელიც დღეს, თანამედროვე მოაზროვნეთა მიერ გამოხატავს (concept) "კონცეპტს" "წარმოდგენას" ან (intension) "განზრახვას". თუკი ვივარაუდებთ რომ კონცეფცია ნიშნავს მის არსებობას, როგორც ეს ძველი დროის ფილოსოფიურ ხედვებში ვლინდებოდა, მაშინ სრულიად სამართლიანი იქნება რომ განზრახვაც ("intentio") სრულიად ფიზიკურ მოვლენად ჩავთვალოთ.[9]

       საქმე ისაა რომ ჰუსერლი ცდილობს ცნობიერების რაობის განსაზღვროს და დაალაგოს ისინი მაღალ და დაბალ გონებრივ საფეხურებზე. მოვიყვანოთ მარტივი, თუ გონებრიობის პირველი საფეხური არის ძაღლის კონცეპტი, "ძაღლობის" იდეა, უფრო მაღალი საფეხურია თითოეულ ძაღლში ამ ძაღლობის იდეის შემეცნება, ასევე უნდა ვიმსჯელოთ სხვა უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ იდეებთან მიმართებაშიც.

       ინტენციონალობის ცნება ეხება არა მხოლოდ მოქმედებას (როდესაც ადამიანები თავიანთი მიზნების, გეგმების, მოტივების შესაბამისად მოქმედებენ), არამედ ცნობიერებასაც.

       ცნობიერება ინტენციონალურია ანუ მუდამ რაღაცის ცნობიერებაა, რომ ცნობიერების ობიექტი მუდამ ცნობიერებისათვის "ნაგულისხმევი", მუდამ "მნიშვნელადი" ობიექტია. ინტენციონალობა მნიშვნელობის არსებობას გულისხმობს. "ნებისმიერ ინტენციონალურ გამოცდილებას თავისი "ინტენციონალური ობიექტი" აქვს, ანუ თავისი ობიექტური მნიშვნელობა აქვს. სხვა სიტყვებით: ქონდეს მნიშვნელობა, იაზრებდეს "რაღაცას", ცნობიერების კარდინალური თვისებაა."

       ინტენციონალობას ორი ურთიერთდამატებადი ასპექტი აქვს. ესენია ნოეზისი და ნოემა.

  1. ნოემა - არის ფენომენი და არა "რეალური" ობიექტი. ნოემა არის უშუალოდ შემეცნება.
  2. ნოეზისი - იდეა, ძირითადი საზრისი და გზა შემეცნებისა. [10]


       ცნობიერების ობიექტების, მისი შინაარსის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს ფენომენოლოგიისათვის, ვინაიდან აზროვნების, აღქმის, გახსენება - მოგონების და ა.შ. მოდუსები შეიძლება მხოლოდ იმის ანალიზისა და კვლევის გზით იქნან აღწერილი, რაც ამ მოდუსთაგან თვითოეულში განიცდება თუ გაიაზრება. ამგვარად, ინტენციონალობა კონსტიტუირებას უკეთებს (აგებს) ცნობიერებას იმით, რომ მის შინაარსს მნიშვნელობას 10

       ანიჭებს. "მე" ცნობიერების ინტენციონალობის წყალობით ახერხებს ორიენტირებას სამყაროში.

       ინტენციონალობის მოდუსების - ნოეზისისა და ნოემას - გამოყოფა ძალზე მნიშვნელოვანია ფენომენოლოგიის მეთოდოლოგიური ამოცანების თვალსაზრისითაც, ვინაიდან ისინი გვეხმარებიან ერთი მხრივ ცნობიერების ობიექტის (ნოემას) აღწერაში და მეორე მხრივ ამ ობიექტების აგების ანუ კონსტრუირების (ნოეზისის) აღსაწერად. [11]

       ჰუსერლის მთავარი მოტივი აქ იყო "მიბრუნება უკან, საგნებისკენ" - გზა, რომელიც დაგვეხმარება შემეცნებაში. ვიდრე უშუალოდ ფიზიკური საგნების აღწერას დავიწყებდეთ, ჯერ მათი იდეები და შემეცნების საფეხურები უნდა განისაზღვროს, რადგან ის რა ჩანს, რასაც ვხედავთ (თუ ვხედავთ ე.ი. აღვიქვამთ მას იმად რაც არის) უკვე შედეგია, ხოლო შემეცნება არის წინამდებარე პროცესი.

       რა არის ინტენციონალობა?

       ესაა გზა ცნობიერების შესამეცნებლად.

გამოყენებული ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1984
  • ფენომენოლოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები
  • სტენფორდის ფილოსოფიური ლექსიკონი
  • მამუკა ბიჭაშვილი. "პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის", თბ. 2006
  • ირაკლი იმედაძე, "XX საუკუნის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები", თბილისი, 2004
  • Clark Moustakas, "Phenomenological Research Methods”, Sage Publications, Thousand Oaks California, 1994
  • ანგია ბოჭორიშვილი, "ფენომენოლოგიური ესთეტიკა" თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1966
  • www.qwelly.com


[1] მ. ბიჭაშვილი. "პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის", თბ. 2006

[2] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

[3] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

[4] ი. იმედაძე, "XX საუკუნის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები", გვ. 257,

[5] სტატია ჰუსერლის შესახებ, "ედმუნდ ჰუსერლი - Edmund Husserl (1859-1938)", www.qwelly.com

[6] ა. ბოჭორიშვილი, "ფენომენოლოგიური ესთეტიკა," თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1966

[7] ჯეიმს ბუგენტალი

[8] ი. იმედაძე, "XX საუკუნის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები", გვ. 257,

[9] სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია

[10] Clark Moustakas, "Phenomenological Research Methods”, Sage Publications, Thousand Oaks California, 1994

[11] ფენომენელოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები, გვ. 9-10


განთავსდა მხოლოდ www.qwelly.com_ზე.

ნებართვის გარეშე სტატიის გაკოპირება არ შეიძლება! მასალების გამოყენებისთვის დააკომენტარეთ ან მიწერეთ ავტორს. 

ტეგები: Qwelly, ფენომენოლოგია, ფილოსოფია, ქველი, ჰუსერლი

ნახვა: 2107

გამოხმაურებები!

ქალბატონო  ლიკუნკუნა რას იცინით თუ საიდუმლო არ არის? :D 

ლიკა_მ თქვა:

:D :D

ნუთუ თქვენ ჩემი მრავლისმთქმელი კომენტარის "ინტენცია" გაინტერესებთ, ვაჟბატონო ლაშიკო? :D 

ლაშა_მ თქვა:

ქალბატონო  ლიკუნკუნა რას იცინით თუ საიდუმლო არ არის? :D 

ლიკა_მ თქვა:

:D :D

დაახლოებით ასეა ჩემო ფილოსოფიურო მეგობარო :)) 

ლიკა_მ თქვა:

ნუთუ თქვენ ჩემი მრავლისმთქმელი კომენტარის "ინტენცია" გაინტერესებთ, ვაჟბატონო ლაშიკო? :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters