ჩოჩნჩხისნაირთა სახეობის ფრთოსანი ცხენი მთლიანად ჯ.კროულინგის ფანტაზიის ნაყოფია, ისინი გამოირჩევიან რაღაც ბნელი სილამაზით და ითხოვენ ჯადოქართაგან განსაკუთრებულ პატივისცემას, საინტერესოა ის ფაქტიც რომ თესტრალების დანახვა მხოლოდ მას შეუძლია ვისაც სიკვდილისთვის თვალებში ჩაუხედავს.

       თვითონ სიტყვა თესტრალი წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან "thester" რაც ნიშნავს ბნელს, ბინდით მოსილს, თუმცა თესტრალის წარმოშობის სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც უკავშირდება ძველ ბერძნულ ღვთაებას არესს, რომლის ეტლიზეც შებმული იყო ორი ავის მომასწავებელი ფიზიონომიის ცხენი ფობოსი (შიში) და დეიმოსი (წყვდიადი) ლათინურად ფობოსი ითარგმნებოდა როგორც "theseuss" და იქნებ სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვა როულინგმა თავის ჯადოსნურ ცხენებს თესტრალები. 

ტეგები: Literature, Qwelly, თესტრალები, ლიტერატურა, პოტერი, როულინგი, ფენტეზი, ჰარი

ნახვა: 866

გამოხმაურებები!

ლუნა და ჰარი რომ ხედავდნენ :) მათი გამოჩენით დაიწყო ამ ნაწარმოებმა "დასერიუზულება" :) <3



ლიკა_მ თქვა:

ლუნა და ჰარი რომ ხედავდნენ :) მათი გამოჩენით დაიწყო ამ ნაწარმოებმა "დასერიუზულება" :) <3


გეთანხმები, სხვათაშორის ნაწარმოების "დასერიოზულებას" დიმენტორების გამოჩენამაც შეუწყო ხელი (ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე) 

კი, კი, მესამედან იწყება რაც იწყება :) დემენტორების შემდეგ ეს უკვე ბავშვების ზღაპარი აღარ არის :)))

ლიკა სხვათაშორის პირველი წიგნის (ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა) ბოლო თავშიც იყო მინიშნება იმაზე რომ ზღაპარი არ გაგრძელდებოდა მხოლოდ ბავშთა სამყაროსათვის, რაზეც ჯ.კ.როულინგის, ცნობილი ფრაზა მეტყველებს "მხოლოდ სწორად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი თავგადასავალია" ფრაზას ჰოგვართსის დირექტორი ალბუს პერსივალ  დამბლდორი წარმოთქვამს და ახლაგაზრდა თუ ჩვილი ერთნაირად ფიქრდება მის სიტყვებზე. 

მაგ ფრაზის მნიშვნელობა ბოლო ნაწილში უკვე აშკარა გახდა :) არა რა, როულინგმა საოცრება შექმნა :) <3 რას ვიფიქრებდი პირველ ნაწილში სნეიპი თუ "სნეიპი" აღმოჩნდებოდა :) თუმცა, მინიშნებები მაგაზეც იყო :)

გეთანხმები, ჯოანა კეტლინ როულინგი ოცდამეერთე საუკუნის გენიოსი მწერალია.... 

ვინაიდან დღეს მხოლოდ თესტრელებზე ვსაუბრობთ, არ გადავუხვევ, თორემ დამბლდორზე მეც მაქვს რამდენიმე კარგი დაკვირვება. 

არ ვიცი, ცუდად მახსოვს თუ რისი ბრალია, მაგრამ ბოლო სერიებში ჩანს რომ ეტლებშიც, რომლებიც თითოქს ბაქნიდან ჰოგვორთსამდე მაგიური შელოცვით მიდიან, სინამდვილეში თესტრალები არიან ჩებმულები ხომ მართალია? მაგრამ ადრე არასოდეს უნახავს ჰარის თესტრელი, ვიდრე ნაწარმოებში არ გამოჩნდა ლუნა... სიკვდილს რაც შეეხება, ჰარიმ ხომ ბავშვობაშივე ჩახედა სიკვდილს თვალებში... 

დიახ, ბატონო ლაშიკო, სწორი ბრძანდებით. :D თესტრალები ლუნას გამოჩენის შემდეგ ჩნდებიან მაგრამ ამას თვითონ ლუნასთან არ მგონია ჰქონდეს პირდაპირი კავშირი. უბრალოდ, პირველ ნაწილში პირველკურსელები ჰაგრიდს მიჰყავს ბაქნიდან ჰოგვორთსამდე ნავებით, მეორეში მთავარი გმირები მფრინავი მანქანით ჩადიან და ეგ მომენტი არ ჩანს. მესამე ნაწილში კი უკვე თესტრალებშემბული ეტლები ჩნდებიან:D

დამბლდორზე რამდენიმე დაკვირვებას კი სიამოვნებით წავიკითხავდი ;) :*

ლიკა გამომდინარე იქიდან რომ მე წიგნი არ მაქვს წაკითხული და მხოლოდ 7 სერიანი ჰარი პოტერიდან ვმსჯელობ, ცოტა მიჭირს შედავება, მაგრამ ფილმის მიხედვით მესამე სერია ეძღვნება ჰარის ნათლიას - აზკაბანის ტყვეს (P.S. ნაწარმოებში მგონი არცერთი რელიგია არ არის წარმოჩენილი, საინტერესოა რა ტიპის ნათლიობასთან გვაქვს საქმე, ამას იმედია შაკო წარმოგვიდგენს მომავალში ცალკე პოსტად), და უკვე იქ არიან თესტრალები? რატომღაც სხვაგვარად მახსოვდა... ჩემი კომენტარი კი ამოდიოდა სწორედ ჰარი პოტერის კინოგმირის სახიდან. გახსოვთ ალბათ როცა ჰარი ეტლში შებმულ თესტრალებს დაინახავს როგორ გაუკვირდება, ჰერმიონაც კი კიტხავს რა ხდებაო :) ანუ ეს არ იყო ის გაკვირვება რაც მანამდე ჰარის დამართნია - ჰოგვორთსი ხომ გაკვირვებების ადგილია, ეს იყო ისეთი გაკვირვება - აქამდე რატომ არ მინახიხარო :D შეიძლება ვცდები, მაგრამ რაც იმ წამს ვიგრძენი იმას ვწერ :) 

ლიკა_მ თქვა:

დიახ, ბატონო ლაშიკო, სწორი ბრძანდებით. :D თესტრალები ლუნას გამოჩენის შემდეგ ჩნდებიან მაგრამ ამას თვითონ ლუნასთან არ მგონია ჰქონდეს პირდაპირი კავშირი. უბრალოდ, პირველ ნაწილში პირველკურსელები ჰაგრიდს მიჰყავს ბაქნიდან ჰოგვორთსამდე ნავებით, მეორეში მთავარი გმირები მფრინავი მანქანით ჩადიან და ეგ მომენტი არ ჩანს. მესამე ნაწილში კი უკვე თესტრალებშემბული ეტლები ჩნდებიან:D

ლაშა ძალიან საინტერესოს და ალბათ მუდმივად განხილვად თემას მივადექით და შემდეგ პოსტს აუცილებლად გავაკეთებ როულინგზე და რელიგიაზე ჰარი პოტერში. 
მანამდე კი აქვე დავძენ: პირველი რაც ჯადოსნური სამყაროს უტყუარ რელიგიურობაზე მეტყველებს (თანაც მხოლოდ ქრისტიანულზე) არის ის რომ ჯადოქრები აღნიშნავენ შობას, აქვთ საშობაო არდედეგები და ცხადია შობაში არ იგულისხმება მერლინის დაბადება, არამედ ქრისტესი, წელთაღრიცხვაც და ბევრი ქრისტიანული რიტუალიც  ჩართულია ჯადოქართა ცხოვრებაში ქორწინება (ჯვრისწერა)
გავიხსნენოთ წმინდა მუნგოს სახელობის საავადმყოფო, თვითონ ზედწოდება წმინდა ბევრ რამეზე მიანიშნებს, გამოდის ჯადოქრებსაც ჰყოლიათ წმინდანები სავარაუდოდ მოწამე ქრისტიანები. 
სხვა რომ არაფერი ვთქვათ თვითონ ვოლ დე მორიც თავის სულს ჰოკრუქსებში ათავსებს, ერთი სულის არსებობაც კი საკმარისია იმისათვის რომ გავაცნობიეროთ, ჯადოქრები და ჰარი პოტერი არ ცხოვრებოენ ეთეისტური გაგებით, ხშირად წააწყდებით წიგნში ფრაზებს რომლებსაც მხოლოდ ქრისტიანი თუ იტყოდა, მართალია სუსსტად მაგრამ მაინც იგრძნობდა რელიგიური გავლენა ჰოგვორცზე და არა მხოლოდ...

უი, შაკო ეგ სულ გადამავიწყდა :) საშობაო არდადეგები და მშობლების ჯვირსწერა. დიახ დიახ... მიუხედავად ჯადოსნური სამყაროსი, წიგნი მაინც ქრისტიანული კულტურის ქვეშაა :) ჯადოსნობა და მისნობა ათეიზმს არც მოითხოვს... დაუკვირვებელი კომენტარი მომივიდა :D 

ლუნაზე რას მეტყვი? მგონი მცირე გადაცდომას ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან ხომ? :( 

shako serena_მ თქვა:

ლაშა ძალიან საინტერესოს და ალბათ მუდმივად განხილვად თემას მივადექით და შემდეგ პოსტს აუცილებლად გავაკეთებ როულინგზე და რელიგიაზე ჰარი პოტერში. 
მანამდე კი აქვე დავძენ: პირველი რაც ჯადოსნური სამყაროს უტყუარ რელიგიურობაზე მეტყველებს (თანაც მხოლოდ ქრისტ...

ველი სხვა ამის მსგავს პოსტს :) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters