რომის კათოლიკური ეკლესიის ძირითადი ერეტიკული დოგმატები და სწავლებები

1) რომის პაპის პრიმატი – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ:
ა) პეტრე მოციქული მადლით აღმატებული იყო დანარჩენ მოციქულებზე და რომ მისი ამ მადლით აღმატებულობის მემკვიდრეა პაპი.
ბ) რომის პაპი ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის თავია - Caput universalis ecclesiae, მისით ეპისკოპოსებენ ეპისკოპოსები და პატრიარქები. რომ რომის პაპი არის უდიდესი პონტიფიკუსი - Pontifex Maximus, ღმერთსა და ადამიანებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ ქვეყანაზე ქრისტეს მემკვიდრე და მოადგილე - Vicarius Christi.
გ) რომის პაპი "ex cathedra" (კათედრიდან - ამბიონიდან) საღვთისმეტყველო სწავლების გადმოცემისას ყოვლად უცდომელია და არ ექვემდებარება კრიტიკასა და ეჭვს, არ საჭიროებს ეკლესიის თანხმობასა და დასტურს (მათი რწმენით ქრისტე ეძლევათ ორ საიდუმლოში: პირველი - ზიარების პურსა და ღვინოში ხორცისა და სისხლის სახით, და მეორე - პაპის საიდუმლოში უცდომელობის სახით).


2) ფილიოკვე – ცრუსწავლება ყოვლადწმიდა სამების მესამე ჰიპოსტასის, სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამომავლობის შესახებ:
ა) მრწამსში უმატებენ ტერმინ «ფილი ოკვე»-ს (ამბობენ: ვისაც უნდა დაუმატოს ვისაც არ უნდა ნუ დაუმატებს, მთავარია ფილიოკვეს დოგმატი გწამდეს).
ბ) ტერმინი - გამოვალს «ძისაგან» მიაჩნიათ იდენტური ტერმინისა - გამოვალს «ძის მიერ».


3) დოგმატების განვითარება – ცრუსწავლება, რომლის მიხედვითაც:
ა) ეკლესიაში ხდება ახალი დოგმატების წვდომა და აღმოჩენა.
ბ) დღევანდელმა ღვთისმეტყველებმა გაცილებით მეტი იციან (და უკეთ წვდებიან მოძღვრებას) ვიდრე ადრეული წმიდა მამები (მაგ.: წმ. ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვა).


4) განსაწმედელი – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ თითქოს, სულიერ სამყაროში, ჯოჯოხეთსა და სასუფევლის გარდა არსებობს მესამე ადგილი – განსაწმედელი, სადაც ხვდებან ცოდვების შეუნანებელი კათოლიკები.


5) ინდულგენცია – ცრუსწავლება წმიდანების, მათი ცხონებისთვის აუცილებელზე მეტი, დამსახურებების არსებობის შესახებ, რომლებსაც რომის პაპი ურიგებს მისი კურთხევების აღმასრულებელ ადამიანებს. მათ სწამთ რომ რომის პაპისგან მიღებული ინდულგენცია ათავისუფლებთ ცოდვის გამო ადამინაზე მოწევნული შედეგებისგან - სასჯელისგან.


6) ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვიდანვე ღვთის მიერ გათავისუფლებული იყო პირვექმნილი ცოდვისგან:
ა) რომ დედა ღვთისა ბუნებით თანაზიარი არ იყო ადამისეული ცოდვისა;
ბ) ყოვლადწმიდა ქალწულის გარდაცვალება, იყო არათუ ადამისეული ცოდვის შედეგი, არამედ თანამონაწილეობა ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვების მტვირთველობასა და გამოსყიდვაში.


7) თეისტური ევოლიციონიზმი – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთმა ჯერ შექმნა ცოცხალი უჯრედი, შემდეგ თანდატანობით წარმართა მისი განვითარება მარტივი არსებებიდან რთულ არსებებამდე, ბოლოს გამოიარჩია მაიმუნთა ისეთი სახეობა, რომელიც ფიზიკური და ტვინის განვითარებით სჯობნითა სხვა პრიმატებს და მას მისცა უკვდავი სული და გახადა ადამიანი.  

 

       მესმის, რომ ძაან შემოკლებულად არის აქ მოყვანილი ლათინთა ცრუსწავლებების ახსნა, ამიტომ გთხოვთ შენიშვნები დაურთოთ, რომელი საკითხის შესახებ გნებავთ, რომ მოგაწოდოთ უფრო ვცლად ახსნა განმარტება.

ტეგები: Qwelly, ეკლესია, კათოლიკური, კათოლიციზმი, სექტოლოგია, სწავლებები

ნახვა: 1840

გამოხმაურებები!

მამაო, ძალიან საინტერესო იყო. თუ შეიძლება გკითხავთ პირველ მუხლთან დაკავშირებით. ანუ, პაპის ნებისმიერი საუბარი უცდომელია? როგორც ვიცი როდესაც საღმრთ ლიტურღიის დროს ქადაგებს, ის საუბარი არის უცდომელიო. :( 

 პირად საუბრებშიც რომელიმე თეოლოგიურ საკითხზე რომ ჩამოვარდეს საუბარი პაპი იქაც უცდომელი იქნება? ასე ამბობს კათოლიკური სწავლება?

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

მამაო, ძალიან საინტერესო იყო. თუ შეიძლება გკითხავთ პირველ მუხლთან დაკავშირებით. ანუ, პაპის ნებისმიერი საუბარი უცდომელია? როგორც ვიცი როდესაც საღმრთ ლიტურღიის დროს ქადაგებს, ის საუბარი არის უცდომელიო. :( 

 პირად საუბრებშიც რომელიმე თეოლოგიურ საკითხზე რომ ჩამოვარდეს საუბარი პაპი იქაც უცდომელი იქნება? ასე ამბობს კათოლიკური სწავლება?

გმადლობ კონსტრუქციული შენიშვნისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით დაკონკრეტება იყო შესატანი იმის შესახებ რომ პაპის საღვთისმეტყველო სწავლებები წარმოთქმული "ex cathedra" (კათედრიდან - ამბიონიდან) არ ექვემდებარება კრიტიკასა და ეჭვს. 

ძალიან დიდი მადლობა მამაო ამომწურავი პასუხისთვის. და კიდევ ერთი შეკითხვა - კათოლიკური ეკლესია იწყნარებს დარვინიზმის თეორიას, ბოლო მეშვიდე პუნქტიდან გამომდინარე გეკითხებით.

დეკანოზი იაკობი_მ თქვა:

გმადლობ კონსტრუქციული შენიშვნისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით დაკონკრეტება იყო შესატანი იმის შესახებ რომ პაპის საღვთისმეტყველო სწავლებები წარმოთქმული "ex cathedra" (კათედრიდან - ამბიონიდან) არ ექვემდებარება კრიტიკასა და ეჭვს. 

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

მამაო, ძალიან საინტერესო იყო. თუ შეიძლება გკითხავთ პირველ მუხლთან დაკავშირებით. ანუ, პაპის ნებისმიერი საუბარი უცდომელია? როგორც ვიცი როდესაც საღმრთ ლიტურღიის დროს ქადაგებს, ის საუბარი არის უცდომელიო. :( 

პირად საუბრებშიც რომელიმე თეოლოგიურ საკითხზე რომ ჩამოვარდეს საუბარი პაპი იქაც უცდომელი იქნება? ასე ამბობს კათოლიკური სწავლება?

 

ისინი თვლიან რომ დარვინის თეორია არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას.  1950 წელს პაპმა პიი XII, მოიწონა ეს თეორია, 1996 წელს პაპმა იოანე პავლე II კი თქვა რომ "დარვინიზმი უფრო მეტია ვიდრე თეორია".   

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

ძალიან დიდი მადლობა მამაო ამომწურავი პასუხისთვის. და კიდევ ერთი შეკითხვა - კათოლიკური ეკლესია იწყნარებს დარვინიზმის თეორიას, ბოლო მეშვიდე პუნქტიდან გამომდინარე გეკითხებით.

ძალიან დიდი მადლობა მამაო. მართლა ძალიან დამაინტერესა ამ საკითხებმა. გამიხარდება მომავალში სხვა რელიგიებთან ან სექტებთან შედარებებიც თუ იქნება ამ ჯგუფში. მადლობა კიდევ ერთხელ. 

დეკანოზი იაკობი_მ თქვა:

ისინი თვლიან რომ დარვინის თეორია არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას.  1950 წელს პაპმა პიი XII, მოიწონა ეს თეორია, 1996 წელს პაპმა იოანე პავლე II კი თქვა რომ "დარვინიზმი უფრო მეტია ვიდრე თეორია".   

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

ძალიან დიდი მადლობა მამაო ამომწურავი პასუხისთვის. და კიდევ ერთი შეკითხვა - კათოლიკური ეკლესია იწყნარებს დარვინიზმის თეორიას, ბოლო მეშვიდე პუნქტიდან გამომდინარე გეკითხებით.

იქნება, სომხების ეკლესიის ცრუდოგმატების ჩამონათვალი ფაქტიურად გამზადებული მაქვს, ასაკრეფია, მხოლოდ და ლუთერანულ-ევანგელისტური ეკლესიის ცრუსწალებების ჩამონათვალს ვამზადებ (ამმათან დაკავშირებით უფრო ვრცელი განხილვა მხილებას ვამზადებ ალბათ მალე არ დასრულდება)

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

ძალიან დიდი მადლობა მამაო. მართლა ძალიან დამაინტერესა ამ საკითხებმა. გამიხარდება მომავალში სხვა რელიგიებთან ან სექტებთან შედარებებიც თუ იქნება ამ ჯგუფში. მადლობა კიდევ ერთხელ. 

გ) რომის პაპი "ex cathedra" (კათედრიდან - ამბიონიდან) საღვთისმეტყველო სწავლების გადმოცემისას ყოვლად უცდომელია და არ ექვემდებარება კრიტიკასა და ეჭვს, არ საჭიროებს მსოფლიო ეკლესიის თანხმობასა და დასტურს (მათი თქმით ქრისტე ეძლევათ ორ საიდუმლოში: პირველი, ზიარების პურსა და ღვინოში - ხორცისა და სისხლის სახით; და მეორე, პაპის საიდუმლოში - უცდომელობის სახით).


შეცდომა: არა ყოველ ქადაგებაში, არამედ როდესაც ეკლესია მსჯელობს ახლად წამოჭრილ პრობლემაზე და კრების აზრი იყოფა ორად. სწორედ აქ მოუხმობენ ეკლესიის პირველ ეპისკოპოსს - პაპს და შეავედრებენ უფალს მოსცეს თავის ეკლესიას ჭეშმარიტება მისგან. :))

და მართლმადიდებლობასთან რა აქვს საერთო? მამაო,ასე მგონია პაპიზმა შეიწირა და გარდაქმნა კათოლიკური სარწმუნოება :( 

nino shelia_მ თქვა:

და მართლმადიდებლობასთან რა აქვს საერთო? მამაო,ასე მგონია პაპიზმა შეიწირა და გარდაქმნა კათოლიკური სარწმუნოება :(

ეკლესიის დოგმატური სწაველბა არის სარწმუნოება. დოგმატურ სწავლებებში განსხვავებულობა არის არსობრივი განსხვავება, რაც შეეხება კანონიკურ და ლიტურგიკულ განსხვავებებს ისინი დოგმატურ სწავლებებთან შედარებით მეორე ხარისხოვანია, მცდარი კანონები და წესები მცდარი დოგმატებიდან ამომდინარეობენ და ცრუ დოგმატების უარყოფა იწვევს მათ უარყოფასაც. რაც შეეხება მღვდლობის ცელებატს, წვერგაპარსულობას, პირჯვრის წერას, უფუარს და ა.შ. ეს რაღათქმაუნდა უნდა იყოს საეკლესიო განხილვის საგანი მაგრამ არანაირად ანათემის შეჩვენების და ერეტიკოსად წოდების მიზეზი.

"ხოლო ნეტარმან მიუგო, ვითარმედ: ჵ მეფეო, ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთჳსცა მსგავსად თქუენსა ღმრთის-მსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს და წულილად გამოიძიეს განგებულებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ჴორციელად გამოჩინებისათჳს მისისა, და საუფლოთა მათთჳს ჴორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს, რათა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ჴორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უშჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელი-იგი ჴორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა, უგუნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღჳნოჲსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოჴდა გუერდსა მჴსნელისასა, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ! ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს”.

"და მართლმადიდებლობასთან რა აქვს საერთო?"

თუ შენი კითხვა რიტორიკული კითხვაა, ანუ დარწმუნებული პოზიციიდან სვამ კითხვას, მაშინ შენ ცდები ამ საკითხში შვილო. ხოლო თუ შენ მართლა არ იცი, და ისე მეკითხები გეტყვი რომ დანარჩენ სარწმუნოებრივ ე.ი დოგმატურ საკითხებში კათოლიკური მოძვრება ფაქტობრივად იდენტურია მართლმადიდებლური მოძღვრებისა. უფრო გასაგებად რომ გითხრა, მრწამსი გარდა ავადსახსენებელი ფილიოკვესი იგივე აქვთ. ხოლო მათ მიერ მწამსის განმარტებიდან თუ ამოვიღებთ ზემოთ ხსენებულ საკითხებს ფაქტიურად ვერ შეედავები. არსებობს 1992 წელს გამოცემული მსხვილ ტანიანი (814 გვედიანი) წიგნი კათულიკური ეკლესიის კატეხიზმო. მე სახლში რუსულ ენოვანი მაქვს სასულიერო აკადემიის ბიბლიოთეკაში ქართულ ენოვანი აქვთ. მე ეს წიგნი კრიტიკული თვალით მაქვს წაკითხული. რომ დაგარწმუნო იმაში რომ ჩემი პოზიცია არ არის მხოლოდ ჩემი კერძო მოსაზრება მოგიყვან წმიდა სილუანე ათონელის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიც მან გამოხატა მართლმადიდებელ მისიონერ არქიმანდრიტთან საუბრისას: 

В разговоре с одним православным миссионером-архимандритом, святой Силуан услышал следующее описание его миссионерской методики в общении с католиками.

"Я им говорю, что Ваша вера — блуд, у вас все превратно, все неверно, и нет вам спасения, если не покаетесь.

Старец выслушал это и спросил:

— А скажите, веруют ли они в Божество Иисуса Христа, что Он Истинный Бог?

— В это-то они веруют.

— А Божью Мать чтят они?

— Чтят, но неправильно учат о Ней.

— И святых почитают?

— Да, почитают, но с тех пор, как они отпали от Церкви, какие у них могут быть святые?

— Проводят ли они Богослужения в храмах, читают ли Слово Божье?

— Да, есть у них и церкви, и службы, но посмотрели бы вы, что это за службы после наших, какой холод и бездушие!

— Так вот, отец архимандрит, душа их знает, что они хорошо делают, что веруют в Иисуса Христа, что почитают Божью Мать и святых, что призывают их в молитвах, так, что если вы говорите им, что их вера — "блуд", они вас не послушают.

Но вот если вы будете говорить народу, что хорошо они делают, что веруют в Бога, ходят в церковь на богослужение, что читают Слово Божье и прочее, но в том-то и в том у них ошибка и ее надо исправить, и тогда все будет ладно, и Господь будет радоваться о них, и так все мы спасемся милостью Божьей…" архимандрит Софроний (Сахаров) Старец Силуан Афонский Часть первая. Жизнь и учения старца Силуана Часть 1, Глава 2 III. Внешность и беседы старца

არა მამაო, არანაირი რიტორიკა, არც მიფიქრია, უბრალოდ მეც ასე ვიცი რომ დოგმატურ საკითხებში იდენტურია და სწორედ მაგი აღვნიშნე რომ  (არ ვიცი რამდენადაა ჩემი განსასჯელი), დღეს ნაკლებადაა მსგავსი, რაც იყო იმასთან შდარებით. ძალიან დიდი მადლობა სრულყოფილი პასუხისთვის :)

ძალიან საინტერესოა, რომ თქვენს მიერ ნაციტირები წმ. გიორგი მთაწმინდელი. პეტრეს მოციქულთა თავობასაც აღიარებს, არც ფილიოკვე ესახება პრობლემად, არც მღვდელთა ცელებატი და არც სხვა მრავალი ტრადიციის მრავალფეროვნებით გამოწვეული "განსხვავება"


დეკანოზი იაკობი_მ თქვა:

nino shelia_მ თქვა:

და მართლმადიდებლობასთან რა აქვს საერთო? მამაო,ასე მგონია პაპიზმა შეიწირა და გარდაქმნა კათოლიკური სარწმუნოება :(

ეკლესიის დოგმატური სწაველბა არის სარწმუნოება. დოგმატურ სწავლებებში განსხვავებულობა არის არსობრივი განსხვავება, რაც შეეხება კანონიკურ და ლიტურგიკულ განსხვავებებს ისინი დოგმატურ სწავლებებთან შედარებით მეორე ხარისხოვანია, მცდარი კანონები და წესები მცდარი დოგმატებიდან ამომდინარეობენ და ცრუ დოგმატების უარყოფა იწვევს მათ უარყოფასაც. რაც შეეხება მღვდლობის ცელებატს, წვერგაპარსულობას, პირჯვრის წერას, უფუარს და ა.შ. ეს რაღათქმაუნდა უნდა იყოს საეკლესიო განხილვის საგანი მაგრამ არანაირად ანათემის შეჩვენების და ერეტიკოსად წოდების მიზეზი.

"ხოლო ნეტარმან მიუგო, ვითარმედ: ჵ მეფეო, ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთჳსცა მსგავსად თქუენსა ღმრთის-მსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს და წულილად გამოიძიეს განგებულებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ჴორციელად გამოჩინებისათჳს მისისა, და საუფლოთა მათთჳს ჴორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს, რათა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ჴორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უშჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელი-იგი ჴორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა, უგუნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღჳნოჲსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოჴდა გუერდსა მჴსნელისასა, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ! ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს”.

"და მართლმადიდებლობასთან რა აქვს საერთო?"

თუ შენი კითხვა რიტორიკული კითხვაა, ანუ დარწმუნებული პოზიციიდან სვამ კითხვას, მაშინ შენ ცდები ამ საკითხში შვილო. ხოლო თუ შენ მართლა არ იცი, და ისე მეკითხები გეტყვი რომ დანარჩენ სარწმუნოებრივ ე.ი დოგმატურ საკითხებში კათოლიკური მოძვრება ფაქტობრივად იდენტურია მართლმადიდებლური მოძღვრებისა. უფრო გასაგებად რომ გითხრა, მრწამსი გარდა ავადსახსენებელი ფილიოკვესი იგივე აქვთ. ხოლო მათ მიერ მწამსის განმარტებიდან თუ ამოვიღებთ ზემოთ ხსენებულ საკითხებს ფაქტიურად ვერ შეედავები. არსებობს 1992 წელს გამოცემული მსხვილ ტანიანი (814 გვედიანი) წიგნი კათულიკური ეკლესიის კატეხიზმო. მე სახლში რუსულ ენოვანი მაქვს სასულიერო აკადემიის ბიბლიოთეკაში ქართულ ენოვანი აქვთ. მე ეს წიგნი კრიტიკული თვალით მაქვს წაკითხული. რომ დაგარწმუნო იმაში რომ ჩემი პოზიცია არ არის მხოლოდ ჩემი კერძო მოსაზრება მოგიყვან წმიდა სილუანე ათონელის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიც მან გამოხატა მართლმადიდებელ მისიონერ არქიმანდრიტთან საუბრისას: 

В разговоре с одним православным миссионером-архимандритом, святой Силуан услышал следующее описание его миссионерской методики в общении с католиками.

"Я им говорю, что Ваша вера — блуд, у вас все превратно, все неверно, и нет вам спасения, если не покаетесь.

Старец выслушал это и спросил:

— А скажите, веруют ли они в Божество Иисуса Христа, что Он Истинный Бог?

— В это-то они веруют.

— А Божью Мать чтят они?

— Чтят, но неправильно учат о Ней.

— И святых почитают?

— Да, почитают, но с тех пор, как они отпали от Церкви, какие у них могут быть святые?

— Проводят ли они Богослужения в храмах, читают ли Слово Божье?

— Да, есть у них и церкви, и службы, но посмотрели бы вы, что это за службы после наших, какой холод и бездушие!

— Так вот, отец архимандрит, душа их знает, что они хорошо делают, что веруют в Иисуса Христа, что почитают Божью Мать и святых, что призывают их в молитвах, так, что если вы говорите им, что их вера — "блуд", они вас не послушают.

Но вот если вы будете говорить народу, что хорошо они делают, что веруют в Бога, ходят в церковь на богослужение, что читают Слово Божье и прочее, но в том-то и в том у них ошибка и ее надо исправить, и тогда все будет ладно, и Господь будет радоваться о них, и так все мы спасемся милостью Божьей…" архимандрит Софроний (Сахаров) Старец Силуан Афонский Часть первая. Жизнь и учения старца Силуана Часть 1, Глава 2 III. Внешность и беседы старца



Hommo Peccator_მ თქვა:

ძალიან საინტერესოა, რომ თქვენს მიერ ნაციტირები წმ. გიორგი მთაწმინდელი. პეტრეს მოციქულთა თავობასაც აღიარებს, არც ფილიოკვე ესახება პრობლემად, არც მღვდელთა ცელებატი და არც სხვა მრავალი ტრადიციის მრავალფეროვნებით გამოწვეული "განსხვავება"

 

ნათქვამია: "მელას რაც ესიზმბებოდაო იგი ელანდებოდაო", და კიდევ "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო"

თქვენ კარგად იცით რომ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია სხვა მნიშვნელობას დებს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთა თავად აღიარებაში და რომის კათოლიკური ეკლესია სხვა მნიშვნელობას, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ "ცდა ხომ ბედის მონახევრეა" ვინძლო ვინმე დაეჭვოთ, და ცილს სწამებთ წმიდანს პაპიზმისა და "ფილიოკვეს" აღმსარებლობაში.

მიმაჩნია რომ მოცემულ ბრალდებებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი აქვს გაცემული ბატონ გიორგი მაჭარაშვილს სტატიაში: "წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი"

 

II. გამოიჩინა თუ არა გიორგი ათონელმა შემწყნარებლობა კათოლიციზმისადმი იმპერატორ კონსტანტინე დუკას წინაშე წარდგომისას -

რა თქმა უნდა არა.

ბიზანტიის იმპერატორისა და ღირსი მამის შეხვედრა და საუბარი გადმოცემულია მამა გიორგის ცხოვრების ოცდამეხუთე თავში. თავდაპირველად იმპერატორმა მას ჰკითხა „შჯულისათჳს მართლმადიდებელთაჲსა“ (ანუ ბერძენთა და ქართველთა ერთმორწმუნეობის შესახებ): „თუ არს რაჲ განყოფილებაჲ სარწმუნოებისა თქუენისაჲ სრულსა მას და უცთომელსა სარწმუნოებასა ბერძენთასა თანა?“ [33] პასუხად გიორგი ათონელმა „ღმრთივ-ბრწყინვალედ წარმოთქუა სარწმუნოებაჲ მართალი ჩუენ ქართველთა ნათესავისაჲ“ (რითაც დაამოწმა ქართველთა და ბერძენთა ერთმორწმუნეობა) და დასძინა: „ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩუენისაჲ. და რაჟამს ერთგზის გჳცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ“ [34].

პასუხით კმაყოფილმა იმპერატორმა ღმერთს მადლი შესწირა და შემდეგ იმის განმარტება ითხოვა, თუ რატომ განსხვავდებოდა რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკა საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებში არსებული წესისაგან: „მაუწყე, ვითარ არს ესე, რომელ ჩვენ და თქუენ მფუანითა ვწირავთ და ზედაშესა წყალსა ვურთავთ, ხოლო ჰრომნი ჴმეადითა და ურწყოჲთა წირვენ“ [35]. გიორგი ათონელმა შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა მართლმადიდებელ აღმოსავლეთში არსებული საევქარისტიო პრაქტიკის კანონიკურობა: „ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა“, ამ ერესების წინააღმდეგ მოწვეულმა წმიდა საეკლესიო კრებებმა გამოწვლილვით გამოარკვიეს და განაწესეს ევქარისტიის აღსრულება მფუვანი მარილიანი პურით „წინააღდგომად წვალებისა უშჯულოჲსა აპოლინარისსა“ და წყალდართული ღვინით „ვითარცა იტყჳს იოვანე ოქროპირი“ [36]. შემდეგ კი განმარტა, თუ რა მოსაზრების გამო არ მისდევდნენ რომაელნი ამ პრაქტიკას: „ჰრომთა, ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა-იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და, უმეტესად-ღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“. ბოლოს, იმპერატორმა ქალკედონის წმიდა მსოფლიო კრების უარმყოფელი სომხების შესახებაც ჰკითხა („თუ აქუს რაჲ ნაწილი ქრისტეანეთა თანა?“). ხოლო გიორგი ათონელმა მიუგო: „ბროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ ედებინ“ [37].

გიორგი ათონელის ცხოვრების ამ მონაკვეთმა ძველთაგანვე მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ითარგმნა იგი ლათინურად [38]. ამ პასაჟს იმთავითვე უკირკიტებდნენ მკვლევრები და სწორედ აქ ხედავდნენ კათოლიციზმისადმი ღირსი მამის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ათონელის ცხოვრება მეტად სანდო საისტორიო წყაროს წარმოადგენს [39], იგი სრულყოფილად მაინც ვერ წარმოაჩენს გიორგი ათონელის დამოკიდებულებას კათოლიციზმისადმი. რომაულ პაპიზმთან დაკავშირებული საკამათო საკითხები ხომ იმდენად ღრმა განხილვას საჭიროებდა (და საჭიროებს), რომ ღირსი მამის ლაკონური პასუხები უბრალოდ ვერ გადმოსცემს მის პოზიციას მთელი სისავსით [40]. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ მისი სარწმუნოებრივი შეხედულებები მცდარად იქნა გაგებული ცალკეულ მეცნიერთა მიერ. მართალია, კონსტანტინე დუკიწს ღირსი მამისთვის განხეთქილების დოგმატური მიზეზის შესახებ არ უკითხავს (მან მხოლოდ საკამათო ლიტურგიკული პრაქტიკის განმარტება ითხვა), მაგრამ გიორგი ათონელმა ფილიოკვეს თაობაზეც მიუგო. ეს შეუმჩნეველი დარჩათ პატივცემულ მკვლევრებს. მან ცალსახად აღნიშნა რომაელთა შორის გავრცელებული მრწამსისეული სიახლის უმართებულობის შესახებ. ეს ჩანს მისი სიტყვებიდან: „ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“ [41]. რადგან სარწმუნოების სიმბოლოს გამომხატველი ყველაზე გავრცელებული თეოლოგიური ტერმინი იმ ეპოქის საქართველოში სწორედ „სარწმუნოებაჲ“ იყო. მაგალითად, ასეთი შინაარსობრივი დატვირთვით ტერმინ „სარწმუნოებას“ ხმარობდა წმიდა ექვთიმე ათონელი [42], თვითონ წმიდა გიორგი ათონელი [43], წმიდა არსენ იყალთოელი [44] და მათ კვალობაზე გიორგი მცირეც თავისი თხზულების შესაბამის ადგილას ტერმინ „სარწმუნოებას“ ხმარობს სარწმუნოების სიმბოლოს (ანუ მრწამსის) მნიშვნელობით [45].

გიორგი ათონელის ცხოვრების ამგვარი წაკითხვით სავსებით ნათელი ხდება პოზიცია, რომელიც დაიკავა ღირსმა მამამ რომაელებთან მიმართებაში: ევქარისტიის აღსრულებასთან დაკავშირებული საწესჩვეულებო განსხვავებები არ უნდა გააზრებულიყო, როგორც სარწმუნოებრივი გაუცხოება ან ერესი, ოდენ სარწმუნოების სიმბოლო მართალი (ესე იგი ფილიოკვედაურთველი) ყოფილიყო.

აბა სხვა რა უნდა ედოს საფუძვლად მის სიტყვებს არამართალი სარწმუნოების (ანუ მრწამსის) შესახებ, როდესაც ეს სიტყვები წარმოთქმულია რომაელებთან მიმართებაში? სარწმუნოების არამართალ სიმბოლოში უსათუოდ იგულისხმება ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსში ლათინური ჩანართი - ფილიოკვე. რადგან მრწამსში ყოველგვარი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მსოფლიო და ადგილობრივ წმიდა საეკლესიო კრებათა განწესებებით თავიდანვე იყო აკრძალული და განიხილებოდა, როგორც ერეტიკული განმაახლებლობა, როგორც ერესის ტოლფასი საქციელი [46].

რაკი იმპერატორმა დაინახა, რომ გიორგი ათონელი სარწმუნოებრივი ერთობის დარღვევის რეალურ საფრთხეს მრწამსში შეტანილ ცვლილებაში ხედავდა და არა საწესჩვეულებო განსხვავებებში, ამიტომაც ჰკითხა შემდეგ სომხების შესახებ (რომელთაც მრწამსში ცვლილება არ შეუტანიათ, მაგრამ ევქარისტიას ისინიც წყალდაურთავი ღვინით აღასრულებენ): „თუ აქუს რაჲ ნაწილი ქრისტეანეთა თანა?“ ხოლო ღირსმა მამამ მიუგო, რომ მათ „ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ დებინ“ [47]. ამგვარად, მისი პასუხიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ რომაელებთან მიმართებაში მიიჩნევდა იგი უცვალებელ მრწამსს ეკლესიური ერთობის საფუძვლად, ხოლო სომხების შემთხვევაში - არა, რადგან ისინი ეკლესიიდან მრწამსის ხელყოფის გამო კი არ განვარდნენ, არამედ სულ სხვა მიზეზთა გამო.

ასეთია წმიდა გიორგი ათონელის დამოკიდებულება განხეთქილების დოგმატური მხარისადმი, რაც, სამწუხაროდ, პატივცემულმა მკვლევრებმა ვერ დაინახეს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მხედველობიდან გამორჩათ თეოლოგიური ტერმინი „სარწმუნოებაჲ და მისი ზუსტი სინონიმური მნიშვნელობა - „სიმბოლო სარწმუნოებისა“, ანუ „მრწამსი“.

სამაგიეროდ, მათ მხედველობიდან არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ ევქარისტიის პრაქტიკის შესახებ ლათინთა მოსაზრებები ღირსმა მამამ ისე გადმოსცა, არ შესდგომია მათი მართებულობისა თუ სიმცდარის განხილვას. ეს კი ისე აღიქვეს, თითქოს გიორგი ათონელმა ამით ერთგვარი მხარდაჭერა გამოხატა კათოლიციზმისადმი. რატომღაც პატივცემულმა მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს, რომ მსგავს პოზიციას თვით ბერძენი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწეებიც იკავებდნენ. რის გამოც, განცხადება იმის თაობაზე, თითქოს წმიდა გიორგი ათონელი საბერძნეთის ეკლესიას არ ეთანხმებოდა, უბრალოდ არასწორია.

გიორგი ათონელის მიერ გამოთქმული აზრი („ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“ და ევქარისტიის პრაქტიკაში, ანუ საწესჩვეულებო საკითხებში, არსებულ განსხვავებებში „არარაჲ არს... განყოფილებაჲ)“ იმხანად სულაც არ იყო უცხო საბერძნეთის ეკლესიისთვის. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიხმოთ გიორგი ათონელის ახლო მეგობრის პეტრე III ანტიოქიელი პატრიარქის სიტყვები: „თუკი ლათინები ამოიღებენ მრწამსიდან დამატებას, მე აღარ მოვთხოვდი მათ არაფერს, მივიჩნევდი რა უმნიშვნელოდ ყოველივე დანარჩენს“ [48]. ეს სიტყვები იმდენად ახლოს დგას ღირსი მამის მიერ ბიზანტიის იმპერატორისთვის გაცემულ პასუხთან, რომ ერთი პიროვნების მიერ წარმოთქმულად შეიძლებოდა მიეჩნია კაცს, დანამდვილებით რომ არ იყოს ცნობილი მათი ავტორების ვინაობა. ამგვარად, შეუძლებელია, არ დავინახოთ გიორგი ათონელისა და პეტრე პატრიარქის თანამოაზრეობა, რომელიც ცნობილი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწე გახლდათ და დიპტიქშიც არ იხსენიებდა რომის პაპს, ანუ ევქარისტული და ლოცვითი კავშირი არ ჰქონდა ლათინებთან [49]. ხოლო გიორგი ათონელსა და პეტრე პატრიარქს ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ [50]. უეჭველია, ამ მეგობრობის საფუძველი მათი სარწმუნოებრივი თანამოაზრეობა იყო.

ჩვენი ვარაუდით, ღირსი გიორგი ათონელისა და პეტრე პატრიარქის ზემოხსენებული მოსაზრება უნდა ემყარებოდეს ბასილი დიდის 109(113)-ე ეპისტოლეს. აღნიშნულ წერილში წმიდა ბასილი დიდი ურჩევს ტარსელ სამღვდელოებას, იმ შემთხვევაში, თუკი ქრისტიანები, რომლებსაც სულიწმიდის შესახებ შეცდომილი სწავლება ეპყრათ, აღიარებდნენ ნიკეის სარწმუნოებას (ანუ მრწამსს), შეეწყნარებინათ ისინი ეკლესიურ ერთობაში იმ იმედით, რომ ეკლესიის წიაღში მყოფნი დროთა განმავლობაში უკეთ შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტებას და გამოსწორდებოდნენ.

გიორგი ათონელის მსგავსი პოზიცია ჰქონდა მქელ პსელოსსაც [51] და თვით ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ანტილათინ საეკლესიო მოღვაწეს წმიდა ფოტი პატრიარქსაც კი. მაგალითად, ცნობილია, რომ მან რომთან ეკლესიური ერთობა აღადგინა, როცა უმთავრესში, - ფილიოკვესთან დაკავშირებით, - მიაღწია მათგან დათმობას, ხოლო საწესჩვეულებო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა სამომავლო საქმედ გადადო [52].

ამგვარად, ვფიქრობთ, დღესავით ნათელია, რომ აზრი, რომელიც გამოსთქვა გიორგი ათონელმა კონსტანტინე დუკას წინაშე წარდგომისას, სრულად შეესაბამება ზემოხსენებული ცნობილი ბერძენი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწეების შეხედულებებს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ საწესჩვეულებო სადავო საკითხების მოგვარებას ეკლესია დროთა განმავლობაში მიაღწევდა, თუკი მრწამსის ხელყოფა არ მოხდებოდა და სარწმუნოებრივი ერთობა არ დაირღვეოდა [53]. ამიტომ იყენებდნენ ისინი ერთგვარი დათმობის ტაქტიკას და საწესჩვეულებო საკითხებზე აღარ ედავებოდნენ ხოლმე პაპისტებს.

ამგვარად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადება კათოლიციზმის მხარდამჭერად იმის გამო, რომ წმიდა გიორგი ათონელმა ერთგვარი იკონომიური გამონათქვამი იხმარა რომის ოფიციალური ეკლესიის მიმართ და თავი შეიკავა ევქარისტიის პრაქტიკასთან დაკავშირებით დასავლეთში გავრცელებული შეხედულებების დაგმობისაგან, უბრალო გაუგებრობის შედეგია და მეტი არაფერი [54].

რამდენიმე წლის წინ სავსებით სამართლიანად დაისვა საკითხი, დაძებნილიყო წყაროები, რომელთა მიხედვითაც გიორგი ათონელმა გადმოსცა სწავლება რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკის შესახებ [55]. ვფიქრობთ, წამოჭრილ საკითხზე გარკვეულწილად მაინც ვპოვებთ პასუხს ანტილათინურ პოლემიკურ თხზულებაში „თუ ოდეს ჰომნი და ეკლესიაჲ მათი [და] რაჲსათვის საღმრთოთა აღმოსავალისა ეკლესიათაგან განიჭრნენ“. აღნიშნული ძეგლი ცნობილია ევსტრატი ნიკიელი მიტროპოლიტის ტრაქტატის სახელით, მაგრამ სინამდვილეში იგი სხვადასხვა ავტორების თხზულებათა კომპილაციას წარმოადგენს. კერძოდ, მასში თავმოყრილია ფოტი დიდის, ზემოხსენებული პეტრე პატრიარქისა და თეოფილაქტე ბულგარელის თხზულებებიდან გამოკრებილი ადგილები [56]. ხსენებულ ტრაქტატში უცომოთა შესახებაც არის საუბარი [57].

კერძოდ, მასში დაშვებულია, რომ ახლადგაქრისტიანებულ რომაელებს, შესაძლოა, მართლაც მოციქულთაგან მიეღოთ ევქარისტიის ხმიადით აღსრულების მაგალითი, „ვინაითგან დიდი იყო მაშინ ჰრომს შესაკრებელი და სიმრავლე ებრაელთაჲ“. ამიტომ, მათი მოქცევის გაადვილების მიზნით („უძლურებისა მათისა თანა შთამოსვლისათჳს“), რომც დაეშვათ მოციქულებს ევქარისტიის აღსრულება ებრაული პასექის მსგავსი უფუარი ხმიადით, „არაჲვე საკჳრველ არს“-ო.

და იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც უმართებულოა პაპისტური ევქარისტიის პრაქტიკა. „ვითარმედ მრავალი მოციქულთა მიერ შემოღებული შეიცვალა მათ მიერვე განძლიერებასა შინა სარწმუნოებისასა და რამეთუ პეტრე წარმართთაგან მოქცეულთა მორწმუნეთა წინადასცუეთდა და ეგრეთ ნათელსცემდა და პავლე ტიმოთეს წინადასცვითა და კათაკუმეველნი ოცდა ათი წლიდანი ნათელს იღებდეს და შაბათი იცვებოდა და მღუდელთმთავარნი ცოლთა ისხმიდეს და შჯულიერთა [58] რათმე წესთა პატივსცემდეს მაშინდელნი მორწმუნენი. გარნა არღა რაჲ ესევითარი მოქალაქობს აწ წმიდასა ეკლესიასა, უსრულესისა მიმართ წარმატებითა“ [59].

აქ ციტირებული უცნობი ავტორისაგან განსხვავებით, გიორგი ათონელი ისე გადმოსცემს უცომოთა შესახებ რომაელთა სწავლებას, არ იწყებს მისი კანონიკურობის განხილვას. ხოლო მისი პასუხის ლაკონურობამ ცალკეულ მკვლევრებზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს იგი მხარს უჭერს ხმიადის გამოყენების პრაქტიკას. სინამდვილეში კი, როგორც ციტირებული ანტილათინური ტრაქტატიდან გამოჩნდა, იმის დაშვებით, რომ ამგვარ პრაქტიკას სამოციქულო წარმომავლობა შეიძლება გააჩნდეს [60], თავისთავად სულაც არ ხდება მისი შეწყნარება.

ამ მხრივაც საინტერესოა პეტრე პატრიარქის პოზიცია. იგი პაპისტების ევქარისტიის პრაქტიკას, მართალია, წმიდა საეკლესიო გარდამოცემასთან შეუსაბამო, მაგრამ მოსათმენ ცდომილებად მიიჩნევდა [61].

როგორც ვხედავთ, ამჯერადაც (ხმიადების საკითხშიც) დადასტურდა გიორგი ათონელის თანამოაზრეობა ანტილათინ საეკლესიო მოღვაწე პეტრე ანტიოქიელთან. და მთელი დამაჯერებლობით წარმოჩინდა, რომ მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა, თითქოს ამ საკითხში იგი რომაელი პაპისტების მომხრე იყო.

სინამდვილეში კი არათუ გიორგი ათონელისა და ბერძენი მამების, არამედ მისი და რომაელი პაპისტების პოზიცია განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. საქმე ის არის, რომ პაპისტური სწავლება ევქარისტიის შესახებ მხოლოდ იმით არ ამოიწურება, რომ ხმიადები მოციქულთაგან მომდინარეობს. ცალკე საკითხია, თუ როგორ აფასებდნენ ისინი საფუვრიანი პურის გამოყენებას. მაგალითად, მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ევქარისტიის პრაქტიკას ლათინები უკიდურესად უარყოფითად აფასებდნენ. საილუსტრაცუიოდ დავიმოწმოთ სიტყვები იმ წერილიდან, რომელიც კარდინალმა ჰუმბერტმა ჩამოიტანა კონსტანტინეპოლში 1054 წელს. მაშინ, როცა წმიდა გიორგი ათონელი ასაბუთებს და იცავს ამ პრაქტიკის კანონიკურობას [62], პაპისტები გადაჭრით ეწინააღმდეგებიან და შეურაცხყოფენ კიდეც მას, როგორც „ხრწნადის“, „შერყვნილი ბუნებისა“ და „წახდენის“ შემცველს [63].

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებს ნამდვილად საერთო ჰქონდათ ევქარისტიის აღსრულების პრაქტიკა [64], მაშინ ცხადი გახდება, რომ ლათინი პაპისტების ამგვარი შეურაცხმყოფელი კრიტიკა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგაც არის მიმართული. ამას კი გულგრილად ნამდვილად ვერ შეხვდებოდა გიორგი ათონელი, რომელიც ყველგან თავგამოდებით იცავდა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს. ვფიქრობთ, ოპონენტები დაგვეთანხმებიან, რომ იგი ნამდვილად არ მიიჩნევდა „შერყვნილი ბუნებისა“ და „წახდენის“ შემცველად არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის ბარძიმს, რომლითაც თითონაც აღასრულებდა ევქარისტიის საიდუმლოს და თითონვე იღებდა ზიარებას.

პაპისტების პოზიციითვე, „თუკი დედამიწის ზურგზე რომელიმე ხალხი სიამაყის გამო არ ეთანხმება მას (რომის პაპს - გ.მ.), მაშინ ეს ხალხი ეკლესიად არც უნდა იწოდებოდეს, იგი სრული არარაობაა, ან უკეთ რომ ვთქვათ, ერეტიკოსთა საკრებულო, სქიზმატიკოსთა ბრბო, სატანების სინაგოგაა“ [65]... მაშასადამე, პაპისტების თქმით, რაკი მართლმადიდებელი ქრისტიანები არ ეთანხმებოდნენ რომის პაპს ევქარისტიის აღსრულების პრაქტიკაში (დანარჩენ საკითხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამის გამო, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის განუყოფელ ნაწილსაც საქართველო წარმოადგენს, ყოფილა „ერეტიკოსთა საკრებულო, სქიზმატიკოსთა ბრბო და სატანების სინაგოგა“.

ასეთი იყო კათოლიციზმის დამოკიდებულება მართლმადიდებელი აღმოსავლეთისადმი დიდი სქიზმის ეპოქაში. აქედან გამომდინარე, განა შეიძლება იმის თქმა, რომ წმიდა გიორგი ათონელი ემიჯნებოდა საბერძნეთის ეკლესიას და კათოლიციზმის მხარეს იდგა? ნუთუ იგი საბერძნეთისა და მისი მშობლიური საქართველოს ეკლესიას „სატანების სინაგოგად“ მიიჩნევდა? მაშ რა რჯიდა მას, რომ ამ „ერეტიკოსთა საკრებულოს“ სამსახურში მდგარიყო, თანაც ისე ერთგულად, რომ „სრული ბერძენის“ სახელიც კი დაიმკვიდრა [66]. ან მისი გარდაცვალებიდან მოკლე დროში [67] როგორღა ჩაიწერებოდა პეტრიწონის ტიპიკონში, რომ ქართველები „ნებითა ღმრთისაჲთა, ჭეშმარიტისა მართლმადიდებლობისა მათისა (ბერძენთა - გ.მ.) მიმდგომნი ვართ და აღმსარებელნი და მოწაფენი მათნი“ [68], თუკი საქართველოს ეკლესიის მნათობი წმიდა გიორგი ათონელი (მთელი ქართველი ერი მისი სულიერი შვილი რომ იყო [69]) საბერძნეთის ეკლესიას ემიჯნებოდა და კათოლიციზმს უჭერდა მხარს? მაშინ ქართველებზე კი არ იტყოდნენ, რომ ბერძნების მართალი სარწმუნოების მოწაფენი არიანო, არამედ ჩვენს წინაპრებს დაუმკვიდრდებოდათ სახელი რომის პაპის მოწაფეებისა და მიმდევრებისა.

სიმართლე ის არის, რომ ქართველები ნამდვილად იყვნენ ბერძენთა მართალი სარწმუნოების სრული თანაზიარნი. და ისიც ფაქტია, რომ ამ სულიერ თანაზიარებას უფრო მეტი სიმტკიცე და უფრო მეტი სისრულე შესძინა სწორედ წმიდა გიორგი ათონელმა, თავად „სრულმა ბერძენმა“ სარწმუნოებით. ამას ცხადყოფს მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება. აქედან გამომდინარე, ცხადია, იგი სწორედ კათოლიციზმს ემიჯნებოდა. ამასთან ერთად არ უარყოფდა იმას, რომ ისტორიულ წარსულში საბერძნეთში არაერთხელ ჰქონდა ადგილი ერესების მოძალებას, მაგრამ, პაპისტებისაგან განსხვავებით, აწმყოში ნამდვილად არ მიიჩნევდა საბერძნეთის ეკლესიას „ერეტიკოსთა საკრებულოდ“ და „სქიზმატიკოსთა ბრბოდ“.

დაბოლოს, გიორგი მცირის თხზულების მოცემულ მონაკვეთზე მსჯელობა გვსურს დავასრულოთ პასუხით კითხვაზე - რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, 1054 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგაც გიორგი ათონელი აღიარებს რომის ოფიციალური ეკლესიის მადლმოსილებას და არ მოიხსენიებს მას ერეტიკულ საკრებულოდ? [70]

ვფიქრობთ, ამ ყველაფერს ძალზედ მარტივი ახსნა აქვს. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ XVI საუკუნიდან მიიჩნევა 1054 წელი ეკლესიათა განყოფის თარიღად [71]. მანამდე კი (და თვით გიორგი ათონელის მოღვაწეობის დროსაც) კარდინალ ჰუმბერტისა და მისი თანმხლები ლეგატების საქციელი მართლმადიდებელ აღმოსავლეთში განიხილებოდა, როგორც თვითმარქვია ელჩების ავანტიურა და მეტი არაფერი [72]. რაც შეეხება რომის ეკლესიის ცნობიერების გამომხატველ ლეგიტიმურ საკრებო განჩინებას, რითაც მოხდა მართლმადიდებელთა შეჩვენება ფილიოკვეს უარყოფის გამო, ამას გიორგი ათონელის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ ჰქონდა ადგილი. მხედველობაში გვაქვს ქ. ბარში 1098 წელს შემდგარი კრება [73]. და საერთოდ, მართლმადიდებელთა აზრით, რომის საბოლოო განვარდნა ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საზღვრებიდან ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მოხდა. ხოლო 1054 წლის ანათემები შეუქცევადი განყოფის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო [74].

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ეპოქაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისწრაფება შეთანხმებისაკენ75. გიორგი ათონელმაც ამიტომ გამოავლინა დამთმობი დამოკიდებულება რომაელების მიმართ, რომ მაშინ „ჟამიცა მარჯუე იყო და დაწყნარებული“ [76]. ესე იგი ჩანდა საშუალება იმისა, რომ უმთავრესი სადავო საითხები მოგვარდებოდა და მშვიდობა აღდგებოდა ეკლესიაში. იყო იმედი იმისა, რომ როგორც უწინ მოხერხდა ფოტი პატრიარქის დროს წარმოქმნილი დაპირისპირების დაძლევა და როგორც საბერძნეთში ხდებოდა ხოლმე მოძალებული ერესებისგან გათავისუფლება, ასევე მოახერხებდა რომიც პაპისმიზგან თავის დაღწევას.

სწორედ ამ მიზნით, გიორგი ათონელი წმიდა ფოტი დიდის მიბაძვით, მისი პირადი მეგობრის პეტრე პატრიარქის მსგავსად, ირჩევს ტაქტიკური დათმობის პოზიციას. ეს გამოიხატება შემდეგში: 1) თავს იკავებს რომაელთა საწესჩვეულებო საკითხების განხილვისაგან; 2) განადიდებს რომის ეკლესიის ღირსეულ წარსულს, რითაც მოუწოდებს დასავლელ ქრისტიანებს უერთგულონ ეკლესიური ერთობის იმ საფუძველს, რომელიც თავიდან არსებობდა, უარი თქვან განმაახლებლობაზე და 3) დასკვნის სახით - „ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“, ანუ შეუვალობას იჩენს სარწმუნოების დოგმატურ საკითხებში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს კათოლიციზმის შეწყნარებას.

III. გამოიჩინა თუ არა გიორგი ათონელმა ფილიოკვესადმი შემწყნარებლობა წმიდა ათანასე დიდის სიმბოლოს თარგმნისას -

რა თქმა უნდა, არა.

წმიდა ათანასე ალექსანდრიელის აღსარების XX მუხლი გიორგი ათონელისეულ თარგმანში ასე იკითხება: „სულიწმიდაჲ - მამისაგან და ძისა; არა შექმნით, არცა დაბადებით, არცა შობით, არამედ გამოსლვით“ [77]. ხოლო თხზულებაზე დართულ ანდერთად იგი ბრძანებს: „ესე მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ ჰრომთა წიგნისაგან გადმოვწერე. ვინ აღმოიკითხო, ლოცვა ყავთ გლახაკისა გიორგისათჳს, რომელმან ესე ვთარგმნე“ [78].

წმიდა ათანასეს თხზულებაში არსებული ამ ფრაზისა და მასზე დართული ღირსი მამის ანდერძის გამო, რამდენიმე წლის წინ ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში გაკეთდა ძალზედ თამამი და ნაჩქარევი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ფილიოკვეს გამო ატეხილი კამათი წმიდა გიორგი ათონელს „უსაფუძვლოდ მიაჩნდა“ [79], რომ „საბუთი, რომელიც მოწმობს გიორგი მთაწმიდელის შემწყნარებლობას რომის ეკლესიის აღმსარებლობის მიმართ, - ესაა ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლო (მასში დაცული დასავლური პნევმატოლოგიური ფორმულით)“ [80]; რომ გიორგი ათონელი საერთოდ არ მიიჩნევდა ფილიოკვეს დოგმატურ ცდომილებად [81]. და, პირდაპირ გამოაცხადეს იგი კათოლიკედ [82] (აღარ დასჯერდნენ იმას, რომ დღემდე მას უბრალოდ კათოლიციზმისადმი „სიმპათიებით გამსჭვალულ“ მართლმადიდებელ ქრისტიანად წარმოაჩენდნენ) [83].

ამგვარ ნაჩქარევ დასკვნებს არ გააკეთებდნენ პატივცემული მკვლევრები, თუკი მხედველობიდან არ გამორჩებოდათ, თუ როგორ დაიცვა გიორგი ათონელმა, ბიზანტიის იმპერატორის წინაშე წარდგომისას, მრწამსის უცვალებლობის წესი. მათ არც იმით შეუწუხებიათ თავი, რომ გიორგი ათონელის სხვა დოგმატურ თარგმანებთან ერთობლიობაში განეხილათ წმიდა ათანასეს სიმბოლო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ გიორგი ათონელის მიერ არის ქართულად გადმოღებული უდიდესი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწის, წმიდა ფოტი დიდის სიმბოლოც [84] (რასაც ნამდვილად არ გააკეთებდა კათოლიციზმის სათნომყოფელი კაცი და ლათინების მიერ მრავალგზის ანათემირებული [85] მართლმადიდებელი პატრიარქის სარწმუნოების აღსარებას არ თარგმნიდა).

ამავე დროს, სწორედ წმიდა გიორგი ათონელმა მოგვცა ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ქართული რედაქცია [86], რომელიც დღესაც არის აღსარებული საქართველოს ეკლესიაში და იგი ნამდვილად არის ფილიოკვედაურთველი. ხოლო თავის ერთ-ერთ ანდერძში მას დიდებულად აქვს აღნიშნული, რომ ყოვლადწმიდა სამება „გურწმენა და აღვიარებთ და გუჱუწყა ჭეშმარიტებაჲ მისი მართლმადიდებლობით ხარებისაებრ“ [87]. როგორც ცნობილია, „მართლმადიდებლობით ხარებისაებრ“ სამების რწმენა აღნიშნავს რწმენას იმისა, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან [88].

ეს ყველაფერი რომ გაეთვალისწინებინათ პატივცემულ მკვლევრებს, დარწმუნებული ვართ, მათივე მეცნიერული კეთილსინდისიერება არ მისცემდა მათ იმის საშუალებას, რომ წმიდა გიორგი ათონელი კათოლიკედ გამოეცხადებინათ. ამავე დროს, ნებსით თუ უნებლიედ, მათ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს - საერთოდ მცდარად გაიგეს იმ ანდერძის შინაარსი, რომელსაც გიორგი ათონელი დაურთავს წმიდა ათანასეს სიმბოლოს.

ღირსი მამის ანდერძი, რომლის ტექსტი სრულად გვაქვს ზევით მოყვანილი, მიზნად ისახავს ორ რამეს - პირველი: მკითხველს დაუსახელოს წყარო, საიდანაც მოხდა წმიდა ათანასეს „მართლისა სარწმუნოების აღსარების“ ქართულად თარგმნა (როგორც ჩანს, ესაა ბერძნულენოვანი „ჰრომთა წიგნი“) და მეორე: წყაროს დასახელების კვალობაზე მიუთითოს, რომ პასუხისმგებლობა მისი ტექსტის სისწორის შესახებ სწორედ ამ „ჰრომთა წიგნის“ შემდგენელს (თუ შემდგენლებს) ეკისრება.

თავის უაღრესად მოკლე ანდერძში ღირსი გიორგი ათონელი ნამდვილად არ ისახავს მიზნად, რაიმე სახის შეფასება მისცეს მის მიერ ნათარგმნ ძეგლში არსებულ ბუნდოვან გამონათქვამს. და, შეიძლება ითქვას, იგი შეგნებულად იკავებს კიდეც თავს ყოველგვარი აზრის გამოთქმისგან.

ასეთ ვითარებაში პატივცემულმა მკვლევრებმა როგორღაც მოახერხეს და ღირსი მამის ანდერძი ისე წაიკითხეს, თითქოს გიორგი ათონელი აზრსაც გამოთქვამდეს და პირდაპირ იწონებდეს კიდეც დასავლურ პნევმატოლოგიურ ფორმულას.

კერძოდ, მათ ჩათვალეს, რომ გიორგი ათონელის ანდერძში შემკლებული სახით დამოწმებული წმიდა ათანასეს თხზულების სათაური („მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ“ [89]) თურმე ყოფილა ღირსი მამის მხრიდან მაინცდამაინც დასავლური პნევმატოლოგიური ფორმულის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადება.

სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარად არის. მაშინ, როცა გიორგი ათონელმა „ფრიადითა გამოწულილვითა და გამოძიებითა“ [90] ქართული საეკლესიო წიგნები „ბერძულსა შეაწამნა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განასრულნა და სიტყუადუხჭირობისა და ვერაგობისაგან განაშუენა“ [91], ასეთ დროს, მას წმიდა ათანასეს სიმბოლოს ტექსტი ბერძნულ დედანთან „შეუწამებელი“ დარჩა. ამის შესახებ აქვს კიდეც აღნიშნული თავის ანდერძში, რომ იგი „ჰრომთა წიგნიდან“ გადმოიღო.

წმიდა ათანასეს აღსარების ბერძნულთან „შეუწამებლად“ გადმოღების ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ხელთა გვაქვს ამ დოგმატური ძეგლის ქართული თარგმანის პირველადი რედაქცია. რომ იგი ნამდვილად წარმოადგენს „შავად შესრულებულ“ პირველად თარგმანს, რომლის შემდგომი რედაქტირება (ბერძნულ ნუსხებთან შეწამება - კრიტიკული ტექსტის დადგენა) თვითონ გიორგი ათონელმა, როგორც ჩანს, ვეღარ მოახერხა. შესაძლოა, იმის გამო, რომ მას ამ თხზულების შესაწამებელ-შესადარებელ ბერძნულ დედნებზე უბრალოდ ვერც კი მიუწვდებოდა ხელი (XIII საუკუნეზე უადრესი ბერძნული ნუსხები მოცემული ძეგლისა ხომ უბრალოდ არ მოიპოვება [92]).

საერთოდ, საეკლესიო-მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ ეს მართლაც ასეა. ისევე, როგორც თვითონ გიორგი ათონელს (და არა მხოლოდ მას) უხდებოდა მისი წინამორბედი ქართველი წიგნიერი მოღვაწეების მიერ უწინ ქართულად გადმოღებული ტექსტების ბერძნულთან შეწამება-რედაქტირება, სწორედ ასევე მოხდა გიორგი ათონელის მოცემულ თარგმანთან დაკავშირებით. წმიდა ათანასეს „მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ“ საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრდა სათანადო შესწორებით. იგი დასაწყისში აქვს დართული ქართულ დავითნს.

გიორგი ათონელის, როგორც მართლმადიდებელი საეკლესიო მოღვაწის, სახელს არანაირად არ შეიძლება მიადგეს ჩრდილი იმ ფაქტის გამო, რომ მან უცვლელი სახით გადმოიღო „ჰრომთა წიგნიდან“ წმიდა ათანასეს სიმბოლოს პრობლემური ადგილი [93]. პირიქით, ამით მან კარგი საქმე გააკეთა, რადგან მისი მომდევნო თაობების მთარგმნელ-რედაქტორებს საშუალება მისცა დანამდვილებით სცოდნოდათ, წმიდა ათანასეს „მართლისა სარწმუნოებისა აღსარების“ რომელ რედაქციაზე მიუწვდებოდა მას ხელი, ანუ რომელი ტექსტი იყო წარმოდგენილი მის მიერ მითითებულ „ჰრომთა წიგნში“.

დაბოლოს, იმის შესახებ, რომ წმიდა ათანასეს სიმბოლოში არსებული ორაზროვანი გამონათქვამი მართლმადიდებელ აღმოსავლეთში სულაც არ მიაჩნდათ დასავლურ პნევმატოლოგიურ ფორმულად, ნათლად ჩანს გრიგოლ კვიპრელის თხზულებებიდან. როგორც ცნობილია, პატრიარქი გრიგოლი ათანასე დიდისა და სხვა მამების მსგავს გამონათქვამებს განმარტავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციიდან [94]. ასე რომ, სანამ იმას იტყოდნენ, ათანასეს სიმბოლოს თარგმნით გიორგი ათონელმა კათოლიკურ დოგმატს დაუჭირაო მხარი, ჯერ ის უნდა გამოერკვიათ, არის კი საერთოდ კათოლიკური დოგმატი წმიდა ათანასეს სიმბოლოში? - გრიგოლ კვიპრელის თხზულებები ნათლად წარმოაჩენენ, რომ არა."

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters