Ranking Web of World Universities 2012 წლის ზაფხულის რეიტინგის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ პირველ ადგილზეა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. შარშანდელთან შედარებით ჩვენ ასევე ორჯერ გავაუმჯობესეთ საერთო რეიტინგის ქულა და მსოფლიოში 5915 ადგილიდან 2538 ადგილზე გადავინაცვლეთ.

Ranking Web of World Universities - არის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი, რომლის სიაშიც გაერთიანებულია 12 000 უმაღლესი სასწავლებელი.

რეიტინგში ადგილების გადანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ინტერნეტ-სივრცეში უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ხილვადობა (visibility). ხილვადობა იზომება იმის და მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტ-სივრცეში. აქ გამოყენებული ვებ-ინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებ-გვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის მკვლევარების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ამ რეიტინგში საქართველოში პირველი ადგილის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეცნიერების კვლევები და უნივერსიტეტის მუშაობის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა.

 

აგერ ბატონო თუ არ გჯერათ! იხილეთ ბმული >> www.webometrics.info

ტეგები: Iliauni, Ranking_Web_of_World_Universities

ნახვა: 398

გამოხმაურებები!

როგორც მე გავიგე, მხოლოდ ვებგვერდების მიხედვით ტარდება ხო კვლევა და რეიტინგის დადგენა?შეგიძლია ლინკი დადო? ცხრილი რომ კარგად გამოჩნდეს...

მარიამ სამწუხაროდ ლინკს რაღაც დაემართა... :( 

ამ საიტზე დევს ისე >> http://www.webometrics.info/  რომ შეხვალ გადადი გვერდზე rank by country და იქ საქართველოს მონახავ... დღეს რაღაც ჭირს მაგ საიტს... :(

Mariam May said:

შეგიძლია ლინკი დადო? ცხრილი რომ კარგად გამოჩნდეს...

madloba. gaxsna :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters