interesting, mom, mother, qwelly, გამონათქვამები, დედა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, საკითხავი, საქართველო, საქართველოში, ფაქტები, ქართველი_დედა

      ეს არის იმ უიშვიათესი ფაქტების ჩამონათვალი, რომელიც მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია, რომელსაც მხოლოდ ქართველი დედა აკეთებს და რაც მთავარია აკეთებს იმ სიყვარულით, რომელიც არანაირი მიწიერი საზომით არ იზომება.

მხოლოდ საქართველოში

მხოლოდ საქართველოში: დედა ეუბნება შვილს,როდესაც მას რამე უჭირს "ვაიმე შვილო, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი".

მხოლოდ საქართველოში: დედა სიცოცხლის ბოლომდე ეხმარება შვილს მიუხედავად იმისა, მას უჭირს რამე თუ არა.

მხოლოდ საქართველოში: დედას როგორ ძალიანაც არ უნდა ჭირდებოდეს ექიმთან წასვლა, უკანსაკნელ კაპიკსაც შვილს მისცემს, იმ ფიქრით რომ, "ჩემს შვილს გულს არაფერი დააკლდეს თანატოლებში არ დამეჩაგროსო".

მხოლოდ საქართველოში: დედა ასე მიმართავს შვილს, "ჩემო ერთა" ჩემო ოცნება, ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე,ჩემი ანგელოზი.

მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია გვიანობამდე არ დაიძინოს და დაელოდოს,თუ მისი შვილი სახლში არ არის,

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ოხრავს ძილში, ისე სევდიანად, რომ თვალზე ცრემლი მოგადგება მის შემყურეს.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ზრუნავს შვილზე ისე რომ მისნაირად, შვილზე ვერავინ და ვერასოდეს იზრუნებს.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა, შვილზე დარდით, შეიძლება გაჭაღარავდეს და გადაჰყვეს მასზე დარდს.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში უჯდება შვილი დედას კალთაში, სრულწლოვანიც კი, დედა თავზე ხელს უსვამს და ამხნევებს, "შვილო დედის კალთა ხომ მაინც ყველაზე ტკბილია".

მხოლოდ საქართველოში: შვილმა შეიძლება დედა ანერვიულოს და მეორე წუთს დედა მას თვალებს უკოცნიდეს.

მხოლოდ საქართველოში: დედები მზად არიან საკუთარი სიცოცხლე დათმონ შვილების სანაცვლოდ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მხოლოდ საქართველოში: 20 წლის დაქვრივებული დედა მზად არის, საკუთარი დარჩენილი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნას და მამინაცვალი არ დაუსვას სახლში.

მხოლოდ საქართველოში: ყველაზე თბილად იხუტებს დედა, შვილს.

მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია შვილის გულისთვის ყველანაირი ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფა აიტანოს.

მხოლოდ საქართველოში: დედა ნერვიულობს მის შვილს საჭმელი ნაჭამი აქვს თუ არა, და თუ ნაჭამი აქვს,ეყო თუ არა მას ეს საჭმელი.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ეუბნება შვილს: "დედა გენაცვალოს".

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია იტიროს შვილთან ერთად.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას ჰგონია თავისი შვილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კარგი.

მხოლოდ საქართველოში: დედა სცემს შვილს ტაკოებზე, და თან ფიქრობს, რომ რამე არ ატკინოს.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია მორწყას ცრემლებით, შვილის საფლავი.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ამბობს, რომ ჯობია მისმა შვილმა იტიროს დედა, ვიდრე დედამ იტიროს შვილი.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედის ცრემლია, ყველაზე წმინდა ცრემლი, რომელიც კი ამ ცოდვილ დედამიწაზე დაცემულა.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში დედა არის ყველა სიწმინდის, სიკეთის, ყველაფერ კარგის და ლამაზის დამტევი სიტყვა.

მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ ქართველ დედებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ შვილების მთელი გულით და არსებით სიყვარული.

და იცით რა?? მოეფერეთ დედებს, მათ იცი რა მაგრად უყვარხართ?

წყარო: ქართველი დედის სიტყვა, ცრემლი, ტკივილი და სიყვარული.

ტეგები: qwelly, გამონათქვამები, დედა, საინტერესო, საკითხავი, საქართველო, ფაქტები

ნახვა: 967

გამოხმაურებები!

ძალიან ბევრს არ ვეთანხმები, მაგრამ საინტერესო იყო :)

ravici. chemi azrit  deda deda aris erovnebis miuxedavad .. an iqneb arc.. ravici. momecona isee dzalian dzalian

yvela qalshi aris dedobrivi instiqti ,zogshi metad zogshi naklebad . ra shuashia aprikeli deda viqnebi tu qartveli. ise ver vitan am sityvebs "mxolod saqartveloshi". 

ნინო და გოჩა, მგონი რუსკა უბრალოდ იმას ამბობდა რომ ესეთი ტექსტები მხოლოდ საქართველოშია :) ასე მხოლოდ საქართველოში ეფერება დედა შვილს :) 

სიტყვა  დედა გენაცვალოს სხვა ენაზე გამოიქმევა ისე კარგად და ზუსტად როგორც ქარტულად?!

ეს უკვე ენის პრობლემაა რუსკა და არა იმის რომ მხოლოდ საქართველოში! სამწუხაროდ მრავალ სხვა ენაში არის ისეთი ზუსტი დეფინიცეიები გრძნობების, განცდების, მოვლენების, ტერმინების, რომელიც ქართულში არაა... ასე რომ ეს არგუმენტად არ გამოგადგება ცემო კარგო 

ruska_მ თქვა:

სიტყვა  დედა გენაცვალოს სხვა ენაზე გამოიქმევა ისე კარგად და ზუსტად როგორც ქარტულად?!

yvelas sakutari azri aqvs da aqedan gamomdinare chemi azrit ki bevri ram martlac mxolod qqrtvel dedebs axasiatebt,

აქ უკვე შესადავებელი არაფერია რუსკა :) შენ სრული უფლება გაქვს ისე ფიქრობდე როგორც გინდა, როგორც სწორად მიგაჩნია :)

ruska_მ თქვა:

yvelas sakutari azri aqvs da aqedan gamomdinare chemi azrit ki bevri ram martlac mxolod qqrtvel dedebs axasiatebt,

:)))))))))

არც  ასეა საქმე :))) მაგრამ მაინც რომ საინტერესო  იყო ეს აშკარაა. :))

saintereso rom aris magitomac davde:))))))))))))))))))))

sayvareli ^^

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters