კედელი შუა გზაზე, პროტესტი ქუთაისში და თბილისში, ოცნებიდან გამოსული დეპუტატები

      აქციები დაიწყო და კიდევ უფრო დიდი აქციები იქნებაო. დილით, სოფელ გუმათში რკინის კედლები დახვდა მოსახლეობას. ჯერ კარვები დაუშალეს, ახლა კი გზა გადაუკეტეს. ამიტომ დიდი აქცია ქუთაისში გაიმართა. რაც შეეხება პოლიტიკას თბილისში - ოცნებიდან წამოსული დეპუტატები ოპოზიციის სკამებზე გადაჯდნენ და გახარიას მოსვლა დააანონსეს. დღეს დედაენის დღეა! კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 291214, ბოლო დღე-ღამეში - 1085, გამოჯანმრთელებული - 278683, ბოლო დღე-ღამეში - 432, გარდაცვლილი - 3901, ბოლო დღე-ღამეში - 7; კარანტინის რეჟიმში - 162. დოლარის ფასი ლარში - 3.4432.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 35 863 ტესტი ჩატარდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 2147-მა პირმა ჩაიტარა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 259 ფაქტი გამოავლინა. გიორგი ხანიშვილი - ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დაიცვას. გიორგი ღიბრაძე - ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გასაგრძელებლად, პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ რეგულაციების ცვლილებაზე - არანაირი კავშირი იმ გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები შემოვა. ამ ეტაპისთვის არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება. ახალგაზრდებში უფრო მეტად ე.წ. ბრიტანული შტამი ფიქსირდება, თუმცა ის მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს. ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება, დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. ირაკლი ქადაგიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ ქეიფი საჭირო არ არის. 19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. თენგიზ ცერცვაძე - ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან - ჯერ კიდევ გვაქვს შანსი შევაჩეროთ.

      დედაენის დღე - ირაკლი ღარიბაშვილი - დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია. მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ტრენერები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ხუთი ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილი - ახალი ეპოქა ენის განვითარებას ახალ გამოწვევებს უყენებს - ჩვენი უძველესი ენისთვის უნდა შევძლოთ ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ტექნოლოგიების დაუფლება და ახალი სივრცეების გახსნა. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ - ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს.

      აკრძალული სოფელი და ასაკრძალი ჰესი - პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა. ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგებმა ცენტრალური მოედანი გადაკეტეს. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში მსვლელობა მოაწყვეს. საპატრიარქო - შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს - აუცილებელია შედგეს დიალოგი. ვარლამ გოლეთიანი - ღამეს ვათენებთ ქუთაისში და ხვალ გადავადგილდებით გუმათში - თუ ხელისუფლებას არ ექნება ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი, დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით პიკეტირებას.

      იდეა - რომან გოცირიძე - საქართველომ გაცილებით დაბალ პროცენტში უნდა მოიზიდოს სესხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევრობონდების განთავსება შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს.

      ამბები ოპოზიციაზე - შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო. თუ "ნაცმოძრაობა" ნახავს, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა. ალეკო ელისაშვილი - ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი - რეალობას თვალი გავუსწოროთ. ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი - ისეთი ბავშვური რაღაცები მესმის ოპოზიციიდან, რომ გაოცებული ვარ. ვახტანგ ძაბირაძე - ნიკა მელიას ციხის გარეთ ყოფნა ხელისუფლებას დამატებით პრობლემას ვერ შეუქმნის, ამიტომ გაუგებარია, რატომ არ ათავისუფლებს მას ხელისუფლება. ზაალ უდუმაშვილი - არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას. არჩილ თალაკვაძე - „გირჩის“ მოთხოვნები არის მათი პროგრამა და ვნახეთ, რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სპექტრს ეკისრება. ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას ციხეში ყოფნა კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკების პროცესს. ბექა ლილუაშვილი - ნიკანორ მელია ბრალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების ორგანიზებაში, როგორ არის პოლიტპატიმარი აბა?! ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - მათი თვითმიზანია მელიას ციხეში ყოფნა, მათ მელიასთან ერთად კი არა, სააკაშვილთან ერთად სურდათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისვლა. გიგა ბოკერია - გიორგი მუმლაძეს ბრალის წაყენებას უპირებენ, არის რისკი, პატიმრობაში დატოვონ, თუ ასე მოხდება, ის კიდევ ერთი პოლიტპატიმარი იქნება ივანიშვილის რეჟიმის ხელში. შს სამინისტროსთან მოძრაობა „საქართველოს“ წევრები გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ.

      საფრთხეშეპარული უმრავლესობა - საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. დავით სერგეენკო - მინუს ხუთი დეპუტატით საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიკარგება, თუმცა, ჯობდა საჯარო სივრციდან არ გაგვეგო და გვცოდნოდა. გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართული ოცნების“ დატოვებაზე - ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ანა ბუჩუკური - დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ. შალვა კერესელიძე - მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ. გიორგი ხოჯევანიშვილი - არსებული პროცესები გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ბექა ლილუაშვილი - რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. ალექსანდრე მოწერელია - როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. გიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიას, რომელსაც გიორგი გახარია შექმნის, ბიძინა ივანიშვილთან კავშირი აქვს. ლელა ქებურია - გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას შეიძენს მარტივი ტესტის ჩაბარების შემდეგ - უნდა თქვან, რას ფიქრობენ პოლიტპატიმრების არსებობაზე და ვადამდელ არჩევნებზე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალი ოპოზიციური პარტია როცა ჩამოყალიბდება, სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას შეუერთდება. ლევან იოსელიანი - ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი - ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების" მიმართ. არჩილ თალაკვაძე გახარიაზე - ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა.პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა - ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია. ანრი ოხანაშვილი - რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია. ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვერავინ "დაგვაბულინგებს". რატი იონათამიშვილი - უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. გიგა ბოკერია - არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ ვერსიას, რომ არის მცდელობა ივანიშვილის გარშემო „ბ“ გუნდის გაკეთების, საფუძველი აქვს. ბექა ლილუაშვილი - შეცდომა იყო 20 ივნისის დღე, შეცდომაა ინსტიტუტების სისუსტე, პარტიაში შეჭრის გზით ნიკა მელიას დაკავება კი ევროპული მომავლისთვის რისკის შემცველი იყო, რისი მოცემულობაც აშკარად გვაქვს. გიორგი გახარიას პარტია რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს, ადგილობრივ არჩევნებში კი მონაწილეობას მიიღებს. ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია. ლევან იოსელიანი - პარტია, რომელიც შეიქმნება, მთავარი თავსატეხი და პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ იქნება.

      პირველი ასაქმებულები - ჯანდაცვის სამინისტრო - გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - აშშ-ში ვაქცინის 192 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 171 მილიონი, ინდოეთში კი 111 მილიონი. რუსეთში კორონავირუსის 8 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა. დანია ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩასულ ვაქცინირებულ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე კომპონენტი მიიღო.

      ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტს აპრილის ბოლოს დატოვებს.

      ზურაბ ბატიაშვილი - საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით შექმნის საშიშროება რეალური გახდა - თუ უკრაინაში რუსებს გაუვიდათ, შემდეგ საქართველო იქნება მიზანში ამოღებული.

      ავღანეთის მისია - ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აშშ-ის განზრახვა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 11 სექტემბრისთვის გადადოს, სამშვიდობო პროცესს გაართულებს.

      შეთანხმება - დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის შესაძლო შეხვედრის დეტალებზე საუბარი ნაადრევია. მედია - ჩეხეთი მზად არის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას პრაღაში უმასპინძლოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 58

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 14, 2021||11:07pm

უფასო დენი დაჰპირდით და მოგვარდება ეს პრობლემაო, ხომ თქვა იმ კაცმა? (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters