დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, თუმცა მილოცვებიც კი გადაავიწყდა ქვეყანას - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. გამორჩეული სიახლე არ გვქონია - ისევ კრონა, ახალი ინფიცირება, გარდაცვლილები და საპატრიარქოს მომდევნო განცხადება დისტანციაზე, წირვა-ლოცვაზე სიარულსა და ზიარებაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 მარტი, 2020

      ინფიცირება - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა და ამასთანავე, კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო. ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები თბილისში ჩამოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს. ბათუმის მერია - ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებსა და საჯარო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი და მარნეულში მცხოვრები ოჯახის 4 წევრი მოათავსეს. მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალის პარამეტრები ცოტა უმჯობესდება, მაგრამ ვფრთხილობთ, მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა. თავდაცვის ძალებმა მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაამკაცრა. კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის - რეგიონში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, შიდა ქართლში ქუჩებისა და სკვერების სანიტარული დამუშავება მიმდინარეობს. იმერეთში საკარანტონო ზონებში 385 პირია მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაშია 384 მოქალაქე. მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოათავსეს. ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წლის ქალი, რომელთანაც ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობა გამოიხატა, ინტენსიური განყოფილებიდან რეანიმაციულში გადადის. ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა. ბოლნისსა და მარნეულს დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა. პაატა იმნაძე - სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად - კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. ჯერჯერობით, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიპოვოთ დროულად ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება. მედიკამენტების მედიაში დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან - ეს საქმე პროფესიონალების გუნდს მივანდოთ. დღეს საქართველოში რა შემთხვევებიც გვაქვს, ძირითადად ეს არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო სივრცეები სრულად არ არის დატვირთული. პაატა იმნაძე მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალზე - ექიმმა სწორად განსაზღვრა, დამძიმდა თუ არა პაციენტი, შეგვატყობინა და მომენტალურად სინჯი ავიღეთ. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენდირექტორის განცხადებით, კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ასაკოვანი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი „ამტელ ჰოსპიტალის“ თანამშრომელზე - ვერ გეტყვით, თუ პნევმონია ჰქონდა რატომ არსად არ მიიღეს, გასაოცარი ფაქტია. ეკატერინე ტიკარაძე მარნეულში ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. ლევან რატიანი - ახალშობილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია - დედა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის. მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ახალშობილსა და კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის, მარნეულელ ქალს შორის ნათესაური კავშირი და კონტაქტი არ დასტურდება. ეკატერინე ტიკარაძე - 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან, აქ არის მაღალი რისკი. ამირან გამყრელიძე - დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ - საუკეთესო მეთოდი ეპიდემიის ასაცილებლად სოციალური დისტანცირებაა.

      ვირუსზე საპატრიარქოს განცხადება - საპატრიარქო - მოვუწოდებთ მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში, ტაძრებში მსახურებები კი შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. გაუგებარია, რატომ კეთდება აქცენტი მორწმუნეებზე, როცა ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში. ზუგდიდში სასულიერო პირებმა ქუჩები და სოფლები აკურთხეს. სოზარ სუბარი - ქვემო ქართლის მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად შეწყვეტილია, ეკლესიების უმრავლესობაში კი დაცული იყო დისტანცია. ანდრია ჯაღმაიძე - უცნაური იქნებოდა, სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ არ გვცოდნოდა - ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს.

      კორონას მომიჯნავე - სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ბოლნისიდან და მარნეულიდან გამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის. „ჯორჯიან ეარვეისის“ გენდირექტორი - ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი, მათ შორის ბიზნეს კლასის შემთხვევაშიც 199 ევრო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო ბანკებს, აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს სთხოვს, ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად იატაკზე გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები - „აქ დაელოდე რიგს“ ან „მოიცადეთ აქ“! კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ლილოს თავშესაფარში მოათავსებენ. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სურსათით მომარაგების პრობლემა არ არის. დავით ზალკალიანი - პრემიერის მითითებით, ჩარტერული რეისის ნებისმიერი კლასის ბილეთი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული. უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი კი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება. სოზარ სუბარი - ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, კარანტინში მყოფ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.

      დაფასება - ბექა ნაცვლიშვილი - დროა ქვეყანამ გადახედოს პრიორიტეტებს და ერთხელ და სამუდამოდ მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების თავდაუზოგავი შრომა დავაფასოთ, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ.

      გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - რეგიონებში წყლის ხარისხი სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, მობილური ლაბორატორიების მეშვეობით მუდმივად კონტროლდება.

      ინფრასტრუქტურა - ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

      ახალი პრეზიდენტი - ასლან ბჟანია - ქართველები ჩვენი მეზობლები არიან - ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს - ეს შესაძლოა, იყოს აქ საზღვარზე ან სადმე.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო კორონა - მოსკოვის მერი პუტინს - მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს. ნიუ-იორკის გუბერნატორი - კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება, დახმარება გვჭირდება. ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსზე - ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 249-მდე გაიზარდა. ესპანეთი ნატო-ს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, „კორონავირუსის ჩუმი მატარებლების“ რაოდენობა ინფიცირებულთა 30%-ს შეადგენს. აშშ-ის სენატი და თეთრი სახლი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 683 ადამიანი გარდაიცვალა. მოსკოვში კორონავირუსით პირველი ორი პაციენტი გარდაიცვალა. უნგრეთში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კორონავირუსით გარდაიცვალა. ნიდერლანდებში ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 80 ადამიანი დაიღუპა.

      რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 123

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 26, 2020||12:03am

#qwellynews: საპატრიარქოს განხადებას გამოეხმაურნენ სასულიერო პირები და სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებულები. განცხადება სრული სახით: 

ჩვენ, მართლამდიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყოთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები - კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.

უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათბელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამინის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის 25.03.2020-ის განცხადებას.

  1. რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფალის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).
  2. ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება უპირველეს ყოვლისა მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.
  3. თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ.

სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი
იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი
დეკანოზი ზაზა თევზაძე
დეკანოზი ლევან მათეშვილი
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე
დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
მღვდელი ალექსი აბულაშვილი
მღვდელი მირიან მესხაძე
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
დიაკონი გიორგი ღიბრაძე
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:

თამარა გრძელიძე
თამარ გოგუაძე
ლევან ბუკია
შოთა კინწურაშვილი
გიორგი გეგუჩაძე
გიორგი ხუბულური
მიქაელ ბაქრაძე
საბა კევლიშვილი
ეკა ჭყოიძე
ვლადიმერ წითლიძე
კახა კურტანიძე
ვლადიმერ ნარსია
გურამ ლურსმანაშვილი

P.S. დანარჩენებისგან ველოდებით პასუხებს...

George: მარტი 26, 2020||2:13pm

მეორე საფეხურის სიმულაკრები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters