Qwelly_ს ხელოვნების ჯგუფი არაერთ ცნობილ თუ უცნობ, უცხოელ თუ ქართველ ხელოვანს მასპინძლობს, იმეგობრებს და ცდილობს ორიოდე სიტყვით მოგითხროთ მათ შესახებ.

      გახსოვთ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ქალბატონი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს და შესანიშნავ ტილოებს ქმნის, ვგულისხმობ ქალბატონ მირიამ სოლოღაშვილს თავისი ალბომით - ქალი წითლებში.

      დღეს მინდა მოგიყვეთ ქალბატონი მარიამ კოზმანიშვილის შესახებ, რომელიც უდაოდ აღმოჩენა იყო ჩემთვის. ჩვენს გვერდით მოღვაწეობს მსგავსი დაკვირვების და ხედვის ხელოვანი ადამიანი და ბევრს არც სმენია მის შესახებ.

      წარმოშობით კახეთიდანაა, სოფელ კისისხევიდან. ულამაზესია და მდიდარია - ეკლესიათა რაოდენობით. ლექსების წერა ბავშვობიდან დაუწყია. პოეზიაზე შეყვარებულს, ქართული ენისა და ლიტერატურის მოტრფიალეს, გადაუწყვეტია ფილოლოგი გამოსულიყო და ასეც მოხდა, მაგრამ როგორც ჩვენს ბედკრულ საქართველოში ხდება, თავისი სპეციალობით არასოდეს უმუშავია.

სამაგიეროდ, ვმსახურობდი სამხედრო გარნიზონში, ჯერ აღმრიცხველ- ბუღალტერად, (!!!) შემდგომ კი საავიაციო სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ - გვწერს ქალბატონი მარიამი.

      მაგრამ როგორც ტიციანი იტყოდა, პოეტები კი არა, ლექსები წერენ პოეტებს და ქალბატონ მარიამსაც ორი პოეტური კრებული აქვს გამოცემული და მესამე კრებული ელექტრონულია თანამედროვეობის კვალდაკვალ, "საბას" გამომცემლობით.

      2001 წლიდან არის უმუშევარი. დიასახლისობს და თავისუფალ დროს "მოღვაწეობს ფეისბუქზე" (აქამდე Qwelly-ს შესახებ არ სმენია და ალბათ ამიტომ ☺).

      ჰყავს ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი (მალე ხუთნი გახდებიანო).

      შემდეგ რასაც გვიყვება ეს უშუალოდ მის დღევანდელ პოსტში წარმოდგენილ ხელოვნებას ეხება და უკომენტაროდ გთავაზობთ:

      "ქვა, როგორც სახელოვნებო მასალა, 2007 წელს შემთხვევით აღმოვაჩინე. მაშინ, როდესაც ნევროპათოლოგთან ვიზიტის შემდგომ, თავატკივებული ვბრუნდებოდი სახლში. პირველივე უსაოცრესი ქვა გახდა მშვენიერი "ქანდაკება" ოტია იოსელიანის მსგავსი.


ოტია იოსელიანი

      ეს სიმბოლური მნიშვნელობის იყო ჩემთვის. მას მერე ქვით დავსნეულდი. ვაგროვებდი ყველგან, თითქოს საგანგებოდ მიმოყრილ საოცარ მასალას. მერე ნელ-ნელა სხვა ბუნებრივი მასალის გამოყენებაც დავიწყე. დღემდე მაქვს შექმნილი 800 -ზე მეტი ნამუშევარი. რომელთაგან უმრავლესობა გაჩუქებული მაქვს.


მეფე ერეკლე II

      მქონდა ორი პერსონალური გამოფენა, თელავში, ქ. იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში.


რაჭველი კაცი

      სხვა შეკითხვებით ქალბატონი მარიამ არ დავტვირთეთ, თუ ვინმეს შეკითხვა გექნებათ დააკომენტარეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.

      იქამდე კი ისიამოვნეთ მისი შემოქმედებით:


ბაყაყები


ქრისტიანი ქალბატონი


ეგვიპტელი ქალი


დევი და ნაცარქექია


ქვებისა და ნიჟარების კომპოზიცია

      ყველაზე მეტად რაც აღმაფრთოვანებს მე და ალბათ თქვენც არის ის ფაქტი, რომ ნაკეთობების უმრავლესობა არის დაუმუშავებელი ქვა. უბრალოდ ქალბატონმა მარიამმა ამა თუ იმ ქვაში რაღაც ამოიკითხა და შემდეგ ისე გადმოგვცა რომ ჩვენც დაგვენახა სახეები, ცნობილი ადამიანები, პერსონაჟები და ა.შ.

იხილეთ ალბომი ამ საოცარი ნამუშევრებისა

     წარმატება ვუსურვოთ ქალბატონ მარიამს თავის სამოღვაწეო ასპარეზზე!

ტეგები: qwelly, დამუშავება, მარიამ_კოზმანიშვილი, სკულპტურა, ქვა, ხე, ხელოვნება

ნახვა: 1345

გამოხმაურებები!

აბსოლუტურად გეთანხმები, მაიკო, თან საქმე ისაა, რომ ყველა ქვა ბუნებრივია და უბრალოდ დანახვის კუთხეა მითითებული. 

მაიკო:

ძალიან საინტერესო ნამუშევრებია ♥

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters