ძალადობა ბავშვებზე

ბავშვთა მიმართ ძალადობა და ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქოლოგია, ნაშრომი, ქველი, Qwelly, Psychology, fsiqologia, bavshvebze dzaladoba

     ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დახმარება, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლებოდა. უკანასკნელ პერიოდში საზოგადოება ამ პრობლემაზე ალაპარაკდა. დღეს დამალული არაა, რომ ბავშვების დიდი როდენობა ძალადობის მსხვერპლია ხშირად სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ისინი უნდა დაიცვან.

     პოსტში განხილული თემები

  • ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები
  • ფიზიკური ძალადობა
  • ემოციური ძალადობა
  • სექსუალური ძალადობა
  • უგულებელყოფა
  • ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორები
  • ძალადობის გამომწვევი რისკ ფაქტორები
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგები
  • ძალადობით გამოწვეული უშუალო შედეგები
  • შორეული შედეგები - ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურებები
  • როგორ მიგვანიშნებენ ბავშვები, რომ ძალადობა განიცადეს?
  • რატომ აქვს ძალადობას ადგილი?

ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები

     ოჯახში ძალადობის შედეგი ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, რომელიც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს; იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრავმული სტრესის რეაქციებს (ღამის კოშმარები, მუდმივი წუხილი შესაძლო საფრთხის გამო, გაშეშება). ბავშვი ან მოზარდი შეიძლება თვითონ გახდეს ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი; მოძალადემ შეიძლება გამოიყენოს ბავშვი ან მოზარდი, როგორც ერთ-ერთი გზა მსხვერპლის გასაკონტროლებლად, რამაც შეიძლება ბავშვში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს; ბავშვებს ან მოზარდებს შეიძლება ამბივალენტური გრძნობა განუვითარდეთ მოძალადე მშობლის მიმართ: თან უყვართ, თან სძულთ; ბავშვებმა შეიძლება დაისწავლონ ძალადობრივი დამოკიდებულება და ქცევა; ოჯახში ძალადობის შედეგად ძალადობრივი ქცევა ბავშვისთვის შეიძლება ქცევის ნორმა გახდეს; ოჯახში ძალადობის ნიშნები მოსწავლეებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეს ნიშნები, როდესაც ძალადობრივ ოჯახში იზრდებიან, თუმცა შესაძლოა ეს სიმპტომები სხვა მრავალი მიზეზის გამოც არსებობდეს. ფიზიკური ჩივილები (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი) მუდმივი დაღლილობა მუდმივი შფოთვა შესაძლო საფრთხის გამო მოწყენილობა, სხვებისგან გარიყულობა, პასიურობა დაბალი თვითშეფასება, დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ახალი ამოცანების შიში ყურადღების პრობლემები, დავალებაზე კონცენტრაციის და ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულეები აგრესია, მიმართული მასწავლებლის, თანატოლების ან საკუთარი თავის მიმართ სტერეოტიპული რწმენები მამაკაცის, როგორც მოძალადის და ქალის, როგორც მსხვერპლის შესახებ. ამასთან ერთად მოზარდებისთვის დამახასიათებელია სუიციდური ფიქრები და ქცევები მაღალი რისკის შემცველი ქცევები, მათ შორის კრიმინალური, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება სკოლის არასაპატიო გაცდენები და სახლიდან გაქცევა ძალადობრივი ურთიერთობა შეყვარებულთან ზოგიერთი მოსწავლე ოჯახში არსებულ პრობლემებს სკოლის საშულაებით შეიძლება გაუმკლავდეს, სწავლაზე, სპორტსა და ურთიერთობებზე ფოკუსირებით. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს? ოჯახში ძალადობა ბავშვებს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას უნგრევს, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა შეძლონ და სკოლა, მოსწავლისათვის დაცულ და უსაფრთხო ადგილად აქციონ. მიეცით მოსწავლეებს საშუალება საკუთარი თავი გამოხატონ საუბრის, თამაშის თუ წერითი დავალებების საშუალებით; შექმენით უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული გარემო, სადაც ერთმანეთის პატივისცემაზეა აქცენტი; დააწესეთ ნორმები და წესები ძალადობის წინააღმდეგ; განამტკიცეთ ძალადობის მიუღებლობა; ასწავლეთ და დააჯილდოვეთ არაძალადობრივი კონფლიქტის მოგვარება და თანამშრომლობა; აჩვენეთ მათ მზრუნველი და პატივისცემიანი ქცევა; ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს შორის თანამშროლობას, კონკურენციის ნაცვლად; ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, რომ თვითშეფასება გაეზარდოთ, თავდაჯერებულები გახდნენ; ყოველთვის სიტყვიერად შეაქეთ მათი მცდელობები; შესაძლებლობა მიეცით, რომ სწავლის პროცესში გაერთონ და იმხიარულონ; დაეხმარეთ, რომ საკუთარი სიძლიერეები აღიარონ და შეიგრძნონ წარმატება; სკოლასთან პოზიტიური კავშირი გაზარდეთ - შეეცადეთ ბავშვის ინტერესი/ძლიერი მხარეები შეუსაბამოთ სკოლის პროგრამას; მაქსიმალურად მხარი დაუჭირეთ ჩართულობას; ესაუბრეთ მოსწავლის მშობელს გაუზიარეთ თქვენი წუხილი ბავშვის პრობლემებთან დაკავშირებით. ჰკითხეთ თუ რას ამჩნევს თვითონ, როგორ იქცევა ბავშვი სახლში, ჰკითხეთ მისი აზრით რა იწვევს პრობლემებს სკოლაში, მშობლეთან ერთად განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ბავშვს დაეხმაროთ (თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და რა შეუძლია მშობელს). გახსოვდეთ რომ ხშირად ოჯახურ პრობლემებზე ოჯახის გარეთ საუბარი ძალიან რთულია. ოჯახში ძალადობაზე შეკითხვებს მშობელს ნუ დაუსვამთ. თავიდან აგრძნობინეთ, რომ გაწუხებთ ბავშვის პრობლემები და მზად ხართ დაეხმაროთ. იმ შემთხევაში თუ თვითონ დაიწყებს საუბარს ოჯახში ძალადობაზე, შესთავაზეთ დახმარება და მიაწოდეთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, ასევე იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც შეუძლია დასახმარებლად მიმართოს. გახსოვდეთ!ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი!

     ბავშვთა მიმართ ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვისადმი ცუდად მოპყრობა ბავშვის ისეთ არაადეკვატურ მოვლას გულისხმობს, რომელსაც ბავშვისთვის რეალური ან პოტენციური ზიანი მოაქვს.

     ჩვეულებრივ, ბავშვისადმი ცუდად მოპყრობის ოთხ ტიპს გამოყოფენ:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • ემოციური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობა
  • უგულველყოფა

     განვიხილოთ ძალადობის თითოეული ფორმა ცალ-ცალკე:

ფიზიკური ძალადობა

     ფიზიკური ძალადობა - ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას.

     ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ან განმეორებადი ქმედებები - ცემა, ხელისკვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნებისმიერი ტკივილის მიყენება (ჩქმეტა, ნემსით ჩხვლეტა და ა. შ. ).

     ფიზიკური ძალადობაა “განსაკუთრებული” დასჯის გამოყენება - წამება, ბავშვის ჩაკეტვა ბნელ ადგილას (სარდაფში, საკუჭნაოში, ყუთში), ისეთი სამუშაოს შესრულების მოთხოვნა, რომელსაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება.

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი

     უმეტეს შემთხვევაში ბავშვები მალავენ მასზე განხორციელებულ ძალადობას, განმეორებითი ძალადობის შიშის გამო. ჩვენი შეშფოთება და ფაქტის გარკვევის მოთხოვნილება უნდა გამოიწვიოს შემდეგმა ფიზიკურმა და ქცევითმა ნიშნებმა, როგორიცაა- სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები(რაც მეტყველებს სხვადასხვა დროს მიყენებულ დაზიანების კვალს. )

     ასევე საყურადღებოა ბავშვის ქცევის შემდეგი ნიშნები:

  • ეშინია მოზარდი ადამიანების,
  • ფრთხება, სხვა ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე,
  • ფრთხება , როცა გვერდით ვინმე ტირის,
  • გამუდმებულად შფოთავს მოსალოდნელი საფრთხის გამო,
  • აგრესიულად იქცევა, გაღიზიანებული ან გაუცხოვებულია
  • ქცევის უკიდურესობა-ჰიპოაქტიურია ან ჰიპერაქტიულია
  • ხაზგასმით დამჯერია, მორჩილი, პასიურია, არ ავლენს ინიციატივას,
  • ეშინია მშობლების, ეშინია სახში წასვლის
  • კრიტიკისადმი აქვს ავანდმყოფური დამოკიდებულება
  • ცხოველებისადმი იჩენს სისასტიკეს
  • აცვია ამინდისათვის და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი
  • გაქცევები სახლიდან, მოუსვენარი ძილი და ა. შ.
  • სისტემატიური გაცდენები სკოლაში;
  • თვითშეფასების დაბალი დონე.
  • აქვს უსირცხვილო ან გარყვნილი მზერა

ემოციური ძალადობა

     ემოციური ძალადობა - როგორც კვლევები უჩვენებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.

     რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?

     ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, მუდმივად გაკრიტიკება- ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) ყვირილი, ასევე, ბავშვის თნდასწრებით უფროსების ჩხუბი და დავა.

     ზოგჯერ უფროსები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, რადგანაც ვერაფერს საზიანოს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში ასეთი დაცინვა, როგორც წესი ბავშვს ძალიან თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ.

     ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორც მას წარმოაჩენენ.

     დაშინება - სერიოზული ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული. შიშზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი მუდმივად სტრესშია, ეშინია ნებისმიერი ქმედების და ხშირად ვერც კი არჩევს რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო არა. ასეთ დროს, ბავშვებს ყველა წვრილმანზე საყვედურობენ და მიუთითებენ, აშინებენ შედეგებით, რითიც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.

     ხშირად როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მშობლის დავალებას, ხდება მათი დაშინება, თუმცა უკვე კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის ის ფაქტი, რომ დასჯა და ფსიქოლოგიურ სტრესში ყოფნა ძალიან ცუდია ბავშვის მოტივაციისთვის. როგორც წესი ასეთ მიდგომა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო აუარესებს და რეალურად უფრო დიდი პრობლემების გამომწვევია.

     ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება – ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა. შ.

     ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები

     მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხოფა , ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და საზოგადოებას შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შმითუმეტეს ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.

     უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი შეესწრო სხვის მიმართ განხორციელებულ ძალადობს (ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს) ის ისევე ითრგუნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.

     სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები უბრალოდ ბავშვის „დისციპლინისთვის“ აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.

     ემოციური ძალადობა ყველაზე ძნელი ამოსაცნობი ფორმაა. ფსიქოლოგიურად დათრგუნული ბავშვების ამოცნობა ძნელია, რადგან ემოციური ძაადობა არ ტოვედს სხეულზე კვალს, მისი უარყოდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ბავსვის განვითარებს შემდეგ პერიოდში.

     ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპიური ფიზიკური და ქცევითი გამოვლინებებია:

  • მეტყველების ფარღვევა-ბავშვს ენა ებმევა ძნელად ლაპარაკობს.
  • ფსიქო სომატური ჩივილები-თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, გულის წასვლა.
  • შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა.
  • დეპრესია
  • ბავშვის დესტრუქციული და აუტოდესტრუქციული ქცევა.
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება.
  • მოზარდებისადმი ზედმეტად დამოკიდებულება.
  • პასიურობა, ინიცატივის არ ქონა.
  • ბავშვი იტყუება.
  • ბავშვი ასაკისათვის შეუფერებლად დიდია
  • ნევროზული ქცევები;
  • ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება;
  • იძულებით საკვების მიღება;
  • თვითდაზიანება;
  • ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
  • ინტერესების დაქვეითება;
  • ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია.

სექსუალური ძალადობა

     სექსუალური ძალადობა - ფიზიკური ძალადობის სპეციფიური ფორმაა, რომლის დროსაც ბავშვისადმი მიყენებული ფიზიკური (და ასევე ფსიქოლოგიური) ზიანი გამოწვეულია მოზრდილთან სქესობრივი კონტაქტით. სექსუალური ძალადობა მოიცავს როგორც სქესობრივ აქტს, ასევე შეხებას და ფერებას. ასევე, სექსუალურ ძალადობად ითვლება ბავშვის სექსუალურ ობიექტად გამოყენება, რაც მოიცავს: სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, სექსუალურ გარყვნას, ეროტიული ელფერის ალერსს, თვალთვალს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევას (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა.

ზოგადი საკითხები

  • ბავშვისთვის მატრავმირებელია სექსუალური ძალადობის/ქმედების ნებისმიერი ფორმა. სექსუალური ძალადობით მიყენებული ზიანი ემოციური ბუნებისაა და მომდინარეობს იმედგაცრუების, ღალატის, იზოლაციის, სირცხვილის, შფოთვის და ბავშვობის დაკარგვის განცდებიდან, რომლებსაც ბავშვი გრძნობს და მას მოზრდილ ცხოვრებაშიც გაჰყვება.
  • ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. სტატისტიკური მონაცემებით გოგონა ბიჭი 4:1. 18 წლის ასაკამდე.
  • სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ოჯახს გარეთ ან ოჯახში.
  • ხშირ შემთხვევებში ოჯახს გარეთ სექსუალური ძალადობა გაუპატიურების სახით ხდება, ფიზიკური თავდასხმითა და მუქარით. ამგვარი ძალადობის მსხვერპლი უმეტესად მოზარდები არიან და ეს მათთვის ერთჯერადი გამოცდილებაა.
  • ოჯახში სექსუალურ ძალადობას ქრონიკული ხასიათი აქვს და ზოგჯერ წლების მანძილზე გრძელდება. ბავშვის ჩათრევა სექსუალურ ქმედებებში თანდათანობით ხდება. ოჯახში უფრო მცირე ასაკიდან შეიძლება განიცდიდეს ბავშვი სექსუალურ ძალადობას, ვიდრე ოჯახსგარეთ ძალადობის შემთხვევაში.
  • ინცესტის შემხვევების გამოძიება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. რადგან ინცესტის შემთხვევაში მოძალადე ბავშვთან ნათესავურ კავშირშია ან ბავშვთან ერთად ცხოვრობს; არა მოძალადე მშობელმა და ოჯახის სხვა წევრებმა შესაძლებელია მოძალადის მხარე დაიჭირონ და ბავშვი გაამტყუონ. მხარდაჭერის უქონლობა ამცირებს ბავშვის და რესპონდენტების ინტერვიუერთან თანამშრომლობის ეფექტურობას. გამოკითხვა რთულდება და ფაქტების მოძიებაც პრობლემური ხდება.
  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ასაკისათვის შეუფერებელი სექსუალური ურთიერთობების ცოდნით და სექსუალური ქცევით გამოირჩევიან, რაც სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ან სათამაშოებით თამაშისას ვლინდება.
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ქმედებათა ფართო სპექტრს მოიცავს. სექსუალური ძალადობის შემთხვევაში საყურადღებოა, რომ მოზრდილს, იოლად შეუძლია ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა, ამდროს, ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი შეფასება და შესაბამისად მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვის თანხმობით მოხდა ეს თუ არა. გარდა ამისა, მოძალადე თავისი სექსუალური ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ხშირად მიმართავს მუქარას, შანტაჟს, მოსყიდვას ან/და დაყოლიებას.

     მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ცოდნა სექსუალურ ძალადობაზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მაინც ბევრი მითი არსებობს ამ პრობლემის ირგვლივ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ:

  • სექსუალური მოძალადეების უმეტესობა (მაგრამ არა ყველა) – მამაკაცებია;
  • სექსუალური მოძალადეები ძირითადად ჰეტეროსექსუალები არიან;
  • სექსუალურ ძალადობას საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი ჩადის;
  • მსხვერპლი მოძალადეს უმეტეს შემთხვევაში იცნობს;
  • ბავშვები უმეტეს შემთხვევაში განიცდიან სექსუალურ ძალადობას იქ, სადაც ისინი თავს უნდა გრძნობდნენ უსაფრთხოდ და იმათგან, ვინც უნდა იცავდეს მათ;
  • ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს სექსუალური ძალადობა, აშინებენ და ემუქრებიან, რომ არაფერი თქვან;
  • მოძალადეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამალონ, რაც ჩაიდინეს;
  • ძალიან იშვიათად, ბავშვები იტყუებიან, რომ განიცადეს სექსუალური ძალადობა;
  • ოჯახის სხვა წევრები ხშირად შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამალონ ან იგნორირება გაუკეთონ სექსუალური ძალადობის ფაქტს;
  • თუ პიროვნება, რომელმაც განიცადა სექსუალური ძალადობა, არ მიიღებს საჭირო ყურადღებას და მკურნალობას, ის თვითონ შეიძლება გახდეს მოძალადე მომავალში.

ბავშვის მიერ ძალადობის უარყოფა

     სექსუალური ძალადობის იმ შემთხვევებში, როდესაც მოძალადე ოჯახის წევრია, ბავშვის მხრიდან ძალადობის უარყოფა უფრო მოსალოდნელია. Oოჯახურ დინამიკას დიდი გავლენა აქვს ბავშვის უნარზე დაიწყოს და გააგრძელოს თხრობა მომხდარის შესახებ. ბევრი მიზეზი არსებობს რატომ შეიძლება ბავშვმა უარყოს ძალადობის ფაქტი. მათ შორის:

  • სახლიდან გადასახლების და უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაბარებით დამუქრება. ამის შედეგად ბავშვს შიში უჩნდება მეგობრების, და/ძმის დაკარგვის, სკოლის შეცვლის;
  • ოჯახური მხარდაჭერის არქონა;
  • გაბრაზებული ან არაკეთილმოსურნე მშობლის მხრიდან ზეწოლა;
  • მოძალადის მხრიდან მუქარა, ფსიქოლოგიური ზეწოლა;
  • ოჯახის და პოლიციის შორის კომუნიკაციის არქონა;
  • მომაბეზრებელი იურიდიული პროცესები;
  • შიში;
  • მოძალადის მიმართ ლოიალურობა.

     იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვმა შეიძლება ძალადობა უარყოს ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ძალადობაგანცდილი ბავშვის გამოკითხვა უნდა მოხდეს გამოძიების პროცესის დასაწყისში რაც შეიძლება მალე. ბავშვთა გამოკითხვა საკმაოდ სპეციფიურია და ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნას საჭიროებს.

სექსუალური ძალადობის ფიზიკური ნიშნები

     1. საშოს და ანალური ხვრელის ტრამვები;

     2. ჰიპერსექსუალურობა ბავშვის ქმედებაში;

     3. პერიოდული ტკივილები მუცლის არეში;

     4. გაძლიერებული მასტურბაცია;

     5. უძილობა, ღამის კოშმარები, სიბნელის შიში;

     6. სისხლჩაქცევები, ნაკაწრები, კბენის ნაკვალევი დუნდულოებზე და გენიტალიის მიდამოებში;

     7. ქავილი, ტკივილი, გამონადენი ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, საშოდან ან ასოდან;

     8. ტკივილები შარდის გამოყოფის დროს ან შარდ-სასქესო სისტემის პერიოდული ინფექციები;

     9. ქვედა საცვალის დასვრა;

     10. სასქესო ორგანოების არეში უჩვეულო სუნი;

     11. მოუსვენრობა ან დეპრესია;

     12. კვების დარღვევა – სრული უმადობა ნერვულ ნიადაგზე ან გაძლიერებული მადა;

     13. მოუხერხებელი, გაძნელებული სიარული და ჯდომის გაძნელება;

     14. ორსულობა;

     15. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;

     16. ბავშვები, რომლებსაც ასწავლიან, მაგრამ აგრძელებენ შარდვას ლოგინში, დადიან მოუწესრიგებლები და დასვრილები;

     17. თვითმკვლელობის და თვითგანდიდების მცდელობა.

ქცევის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე

  • ვერ იტანს თავის ან საპირისპირო სქესს
  • არ უყვარს თავის სხეული , ამბობს რომ ბინძური და უშნოა
  • დაჟნებით ინტერესდება სექსუალური ქმედებებით, მალულად ცდილობს შეეხოს მოზრდიებს, ასევე მოითხოვს შეეხონ მას
  • ითხოვს რომ ადამიანებმა ტანსაცმელი საერთოდ გაიხადონ ან ძალადობით ხდის სხვებს
  • აქვს ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნა

  • უფროსების მიმართ აქვს უნდობლობა, ფამილარული დამოკიდებულება მათ მიმართ;
  • შიში გარკვეული პიროვნების მიმართ;
  • სოციალური იზოლაცია და ჩაკეტილობა;
  • ძილის დარღვევა ( ღამის კოშმარები, უსაფუძვლო შიში, ენურეზი და მარტო დარჩენის შიში ძილის დროს)
  • სახლ იდან გაქცევები;
  • განაცხადი სექსუალური ძალადობის შესახებ
  • ხშირი შეხება გენიტალიების არეში ან მასტურბაცია
  • შეუფერებელი სექსუალური ქცევა “მიწებება”, განშორების შიში
  • გადაჭარბებული ბანაობა
  • ძალადობის შემთხვევის გადატანა სათამაშოებით თამაშისას
  • ამხანაგების ჩათრევა
  • ახლობლებთან ან მეგობრებთან ურთიერთობების თავის არიდება
  • თანატოლებთან ურთიერთობების თავის არიდება
  • არ სურს ან უარს აცხადებს გამოიცვალოს ტანსაცმელი, შრომითი საქმიანობის დროს;
  • აქვს თვითშეფასების დაბალი დონე;
  • ნარკოტიკების და ტოქსიური ნივთიერებების მიღება, ალკოჰოლიზმი;
  • აქვს ასაკისადმი შეუფერებელი სექსუალური ცოდნის გამოვლინება;
  • აქვს განსაკუთრებული ინტერესი უფროსების, ბავშვების ან ცხოველების სასქესო ორგანოებისადმი;
  • აქვს სააბაზანოს, შხაპის, დაკეტილი კარების შიში;
  • სამედიცინო შემოწმების შიში;
  • სექსისადმი გაძლიერებული ლტოლვა;
  • საჯაროდ ეწევა მასტურბაციას, ცდილობს სხვებიც ჩაითრიოს ამაში
  • პასიურია, შებოჭილი. არ არის სპონტალური, მაგალითად ფიზკულტურის გაკვეთლზე ზის სწორედ, გამართული, დაძაბული, ფეხებმიტყუპებული, უცნაურად მოძრაობს, თითქოს ცდილობს ფეხები არ დააშოროს
  • ეშინია და გაურბის განსაკუთრებით უფროსი ადამიანებისგან შეხებას, ამ დროს „ქავავდება“

უგულებელყოფა

     უგულებელყოფა - ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება, სამედიცინო დახმარება და სხვა) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო (სიღარიბე, ფსიქიკური დაავადებები, გამოუცდელობა) ან ამგვარი მიზეზების გარეშე, რის შედეგადაც ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება.

ბავშვთა უგულვებელყოფის ნიშნები:

     1. ჰიგიენური ნორმების დაუცველობა;

     2. ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;

     3. ასაკისა და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი;

     4. ქრონიკული დაავადებები;

     5. ხარბი ჭამა;

     6. ნევროზული ქცევები;

     7. თამაშების არცოდნა;

     8. თვითდაზიანება;

     9. უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;

     10. ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;

     11. თვითშეფასების დაბალი დონე.

ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორები

     სისასტიკე და ძალადობა ადამიანთა საზოგადოებაში უძველესი დროიდან არსებობდა. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვების მიმართ არაადამიანური მოპყრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული. რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა გაეგდო საკუთარი შვილი სახლიდან, გაეყიდა მონად, შეეწირა მსხვერპლად და მოეკლა კიდეც. მიტოვებულ ბავშვებს მონებად იყენებდნენ, აიძულებდნენ პროსტიტუციასა და მათხოვრობას. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფაბრიკებში იყენებდნენ ღარიბი ობოლი ბავშვების თითქმის უფასო შრომას, რომლებიც დაზგებთან ყოველდღიურად 16 საათს ატარებდენ, ხოლო რომ არ გაქცეულიყვნენ, კედელზე ჯაჭვით აბამდნენ.

ძალადობის გამომწვევი რისკ ფაქტორები

     ძალადობის გამომწვევი ფაქტორები განიხილება ერთობლიობაში და ქმნის ძალადობის განხორციელების სურათს, სადაც არ ხდება კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუმცა განისაზღვრება რისკები და ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე - ბავშვის უსაფრთხოების დონე.

     ბავშვთა მიმართ ძალადობის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია იმ ოჯახსა და საზოგადოებაში, სადაც წარმოდგენილია ჩამოთვლილი ფაქტორების სხვადასხვა კომბინაცია. ძალადობის რისკ ფაქტორები ჯგუფდება სამ ძირითად კატეგორიაში: ინდივიდუალური სახის, ურთიერთობებში გამოხატული და საზოგადოებრივი.

ინდივიდუალური სახის რის ფაქტროები აერთიანებს:

  • მშობელთა ფსიქიკური პრობლემები და დაავადებები;
  • პიროვნება, რომელიც ადრე იყო ძალადობის მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება მოძალადე.
  • ალკოჰოლიზმი და ნარკომანია;
  • მშობლები ბავშვობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი;
  • ბავშვების გაცნობიერებულობის დაბალი დონე;
  • მშობელთა ნაკლებად ინფორმირებულობა;
  • აგრესიული და ანტისოციალური ქცევა;
  • გამოუცდელობა და უცოდინარობა ბავშვის განვითარების შესახებ;
  • მკაცრი აღზრდის სტილი – ძლიერ მაკონტროლებელი;
  • ხშირი ცოლ-ქმრული პრობლემები;
  • ძალიან ახალგაზრდა მშობლები.

ურთიერთობში გამოხატული რისკ ფაქტორები მოიცავს:

  • ოჯახური კონფლიქტები;
  • არასრული ოჯახები;
  • ურთიერთობის (აღზრდის) ძალისმიერი ფორმები (ყვირილი, ცემა, მუქარა და დასჯა);
  • ჩაკეტილი ცხოვრების წესი;

საზოგადოებრივი რისკ ფაქტორები ფარავს:

  • დაბალი კულტურა და განათლება;
  • დაბალი ეკონომიური შემოსავალი, სიღარიბე;
  • მასობრივი მაუწყებლობის მიერ ძალმომრეობისა და სისასტიკის შემცველი კადრების ჩვენება (კინო, ტელევიზია და ა. შ.);
  • ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებად კომპეტენტურობა;
  • სახელმწიფო დახმარების სიმწირე და არასტაბილურობა;
  • ბავშვთა დაცვის სამსახურების არასრულყოფილება;
  • საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემისადმი.
  • ეთნოკულტურული ტრადიციები, რომელთა მიხედვით ძალადობა დასაშვებია.
  • მრავალი წევრისგან შემდგარი ოჯახები;
  • ტერიტორიები/უბნები, სადაც ურთიერთობები შემცირებულია;

ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგები

     ბავშვთა მიმართ ძალადობასა და უგულვებელყოფას აქვთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები.

     პირველ რიგში, ძალადობა და უგულვებელყოფა მთლიანად ამახინჯებს ბავშვის ცხოვრებას, მის პიროვნებას:

     1. უარესდება ბავშვის ჯანმრთელობა (ფიზიკური ჯანმრთელობა- შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ენურეზი, ბრონქიალური ასთმა, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები და სხვა; მენტალური ჯანმრთელობა – შესაძლოა გაჩნდეს ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები, შიშები, ქცევითი დარღვევები, სტრესული აშლილობანი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები შეიძლება დამანგრეველი იყოს, ხელი შეუწყოს სუიციდის, მკვლელობების ან ცხოვრებისეული დისფუნქციების განვითარებას; სექსუალური ჯანმრთელობა –ადამიანების მიმართ შიში, სქესობრივი ურთიერთობის შიში და სხვა).

     2. ბავშვი ვერ აღწევს წარმატებებს განათლებაში, პირად განვითარებაში.

     3. ბავშვს უჩნდება სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები: ვერ ეგუება მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებს, არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, არ შეუძლია პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, არ არის კანონმორჩილი, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, აქტიური და ინიციატივიანი ქცევა;

     4. საფრთხე ექმნება ბავშვის შემდგომ ეკონომიურ კეთილდღეობას. (ბავშვი ვერ იღებს საჭირო განათლებას, მომავალში არ არის მზად მუშაობისათვის, ვერ აღწევს მატერიალური უზრუნველყოფას, ვერ ხდება კარგი მეოჯახე).

     5. ძალადობით გამოწვეული ფიზიკური დაზიანება ხელს უშლის მომავალში ბავშვის პოტენციალის გამოვლინებას;

     6. ადრეულ ასაკში აქვს ძალადობაგანცდილი ბავშვის თავის ტვინი სტრუქტურულად შეცვლილია და მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.

     7. სხვადასხვა კვლევებიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.

     ძალადობის შედეგები აისახება არამარტო პიროვნულ, არამედ სახელმწიფო დონეზეც, ვინაიდან მსხვერპლთა პრობლემების მოგვარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. აქ იგულისხმება მსხვერპლთა: სამედიცინო დახმარება მწვავე შემთხვევებში; სამედიცინო რეაბილიტაცია; ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; სოციალური დახმარება; მსხვერპლისა და მოძალადის სოციალური რეაბილიტაცია და სხვა სახის ხარჯები.

ძალადობით გამოწვეული უშუალო შედეგები

  • ფიზიკური ტრამვები, დაზიანებები. ამ დროს ბავშვები ხშირად განმეორებით ხვდებიან სტაციონარში მოწამვლის, მოტეხილობების გამო. მათ აღენიშნებათ ღებინება, თავის ტკივილები და ტვინის შერყევისათვის დამახასიათებელი-სისხლჩაქცევები თვალის გუგებზე და სხვა სიმპტომები. გადატანილიდან გამომდინარე, ბავშვი განიცდის ძლიერ შიშს, შფოთვას და სიბრაზეს.
  • ძალადობის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან აგრესიას, ემოციურ აფექტებს, რომელიც ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ. მათი აგრესიულობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება თამაშის დროს. ზოგიერთი მათგანი, პირიქით, განსაკუთრებულ პასიურობას ავლენს. ორივე შემთხვევაში დარღვეულია თანატოლებთან კონტაქტი და ურთიერთობა. ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ ყურადღება, რის გამოც ისინი ხშირად გამომწვევად და აგრესიულად იქცევიან.
  • მოკლევადიან შედეგებს მიეკუთვნება მწვავე ფსიქიკური დარღვევები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან დათრგუნვის სახით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ხშირად ვითარდება დეპრესია, საკუთარი უუნარობისა და არასრულფასოვნების განცდით. ძალადობის უშუალო შედეგები ასრულებს ერთგავარი ნიშნების-სიგნალების ფუნქციას, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში უნდა მოხდეს ბავშვის უსაფრთხოების შეფასება და სათანადო რეაგირება.

შორეული შედეგები - ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურებები

  • გამოყოფენ ფიზიკურ და ფსიქიურ დარღვევებს, სხვადასხვა სომატურ დაავადებებს, პიროვნულ და ემოციურ დარღვევებს, სოციალურ შედეგებს.
  • ბავშვების უმეტესობას, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა აღზრდის მეთოდია ან ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც განიცდიან სითბოსა და ყურადღების ნაკლებობას, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება აღენიშნებათ. ისინი ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს სიმაღლით, წონით ან ორივე მაჩვენებლით ერთდროულად; უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ სკოლაში. ძალადობრივ გარემოში აღზრდილი ბავშვები შეიძლება გამოირჩეოდნენ მკრთალი სახით, შეშუპებული, მძინარე თვალებით, მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური ჩაცმულობითა და გარეგნობით.
  • ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ბავშვებს აღენიშნებათ სიმსუქნე ან წონის მკვეთრი დაკარგვა, რაც განპირობებულია მადის დარღვევით. ემოციური ძალადობის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული, სექსუალური ძალადობისას გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში. ხშირად ვითარდება ფსიქიური დაავადებები: მეტყველების დარღვევები, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), ენკოპრეზი (ნაწლავთა მოქმედების შეუკავებლობა).
  • ძალადობის ნებისმიერ ფორმის დროს მსხვერპლი ან თვილმხილველი ხასიათდება დაბალი თვითშეფასებით, რომელიც ხელს უწყობს იმ ფსიქოლოგიური დარღვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ძალადობით არის განპირორებული. პიროვნება დაბალი თვითშეფასებით მუდმივად განიცდის სირცხვილს, დანაშაულის გრძნობას. ის დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნებაში, იმაში, რომ “ის ყველაზე ცუდია”, რის გამოც ასეთ ბავშვებს გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვება, მათთან ურთიერთობა და წარმატების მიღწევა უჭირთ. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც კი აღენიშნებათ დეპრესია. იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით. მოზარდებში ხშირია სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა.
  • ფსიქოლოგიური ტრამვა პრაქტიკულად ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი, რის შედეგადაც ისინი შემდგომ განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით ვითარდებიან, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე.

ჩადენილი ძალადობის ქცევითი სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ფაქტორებს:

  • შესაძლოა ბავშვს ახასიათებდეს `გაყინული ფხიზლობა~. მას თვალი ერთ ადგილას აქვს გაშტერებული დიდი ხნის განმავლობაში და ყურადღებას არ აქცევს გარემოში მომხდარ ცვლილებებს. ასევე შესაძლოა ძალადობის მიმანიშნებელი იყოს, თუ ბავშვს არ შეუძლია ყურადღების დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრაცია.
  • შირად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები აგრესიულობით გამოირჩევიან სხვა ბავშვების მიმართ, არიან დესტრუქციულნი, მოსწონთ სათამაშოების დამტვრევა, ცხოველების წვალება, შესაძლოა მათ ნივთებს ცეცხლი წაუკიდონ და ა. შ. ;
  • ძალადობის მსხვერპლს ხშირად არასაიმედოობის გრძნობა გააჩნია, რაც მის მოუსვენრობაში გამოიხატება. ისინი სწრაფად ეჩვევიან ისეთ პიროვნებას, რომელიც მათ თბილად მოეპყრობა, თუმცა ეს შეჩვევა შფოთვითაა აღსავსე, ისინი თავს მოუსვენრად გრძნობენ, რომ არ მიატოვოს ამ პიროვნებამაც.
  • განვითარების შეფერხება – მოტორული ან სოციალური;
  • მეტყველების განვითარების შეფერხება;
  • საკუთარი თავისადმი ნაკლები პატივისცემა;
  • ცუდი მიღწევები სკოლაში და/ან სკოლაში არ გამოცხადება;
  • სახლიდან გაქცევა;
  • ენურეზისი (უნებლიე შარდვა).
  • დადებითი ახლო ურთიერთობის დამყარების უუნარობა;
  • საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენება;
  • თვითმკვლელობის მცდელობა;
  • საკუთარ თავზე ცუდი ზრუნვა;
  • ანტისაზოგადოებრივი ქცევა, მათ შორის სამართალდარღვევები;
  • ნივთიერებათა არადანიშნულებისამებრ გამოყენება (მაგალითად, წებოსი, ალკოჰოლური სასმელების, წამლების, აკრძალული მედიკამენტების);
  • სხვა ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა;
  • საჭმლის უწესრიგოდ მიღება.

ძალადობის სხვა შესაძლო მაჩვენებლები შეიძლება შეიცავდნენ:

  • ახსნა-განმარტებათა შეუსაბამობა მიღებული დაზიანებების შესახებ, რომელსაც აძლევს ბავშვი, მზრუნველი, ან სხვა ანგარიშგასაწევი პირი;
  • საეჭვო/დაუჯერებელი ახსნა-განმარტებები, რომლებსაც დაზიანებასთან დაკავშირებით იძლევიან;
  • დაყოვნება ბავშვისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის დრო.

როგორ მიგვანიშნებენ ბავშვები, რომ ძალადობა განიცადეს?

  • ფიზიკური ნიშნები: მაგ. – სხეულზე დალურჯებული ადგილები და სხვა ცხადი ნიშნები;
  • აბუჩად აგდების ნიშნები (როგორიცაა სიგამხრდე, ცუდი გარეგნობა ცუდი ჰიგიენის გამო, პირადი ზრუნვის ნაკლებობა).

  • ქცევა: მაგ. – უჩვეულოდ თავის თავში ჩაკეტილი, აგრესიული ან ნერვიული;
  • – უჩვეულო შიშები (მაგ. სიახლოვის, მარტოობის, მამაკაცების შიში)
  • არაპირდაპირი საუბარი ამის შესახებ: მაგ.
  • გიყვებიან, თუ რა გადახდა მათ "მეგობარს", რომ თქვენი რეაქცია შეამოწმონ;
  • გიყვებიან მოთხრობებს იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა გამოგონილ ან მითოლოგიურ პერსონაჟს.
  • პირდაპირი საუბარი თქვენთან: მაგ.
  • გეუბნებიან თავისი სიტყვებით, რომ ვიღაცამ ის გაუკეთა, რაც არ მოეწონა.

რატომ აქვს ძალადობას ადგილი?

  • მოზრდილები მაშინ ძალადობენ ბავშვებზე, როდესაც არ ხედავენ ბავშვებში პიროვნებებს, თავისი უფლებებით, მოთხოვნილებებით და გრძნობებით;
  • როდესაც მოზრდილებს ურტყამენ – ეს აღიქმება, როგორც ძალიან ცუდი, ხოლო როცა ბავშვებს ცემენ – ითვლება, რომ ეს მათ სასიკეთოდ, მათი განვითარების დასახმარებლად ხდება. ასეთი შეხედულება ფიგურირებს ბავშვებზე ძალადობის შესახებაც;
  • ბავშვზე ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს ძალის ბოროტად გამოყენების შედეგს. ბავშვები მოზრდილებთან შედარებით ფიზიკურად უფრო სუსტები არიან და აგრეთვე, მათზე ემოციურადაც არიან დამოკიდებულნი;
  • უნარშეზღუდულ ბავშვებზე ძალადობის რისკი ბევრად უფრო მეტია ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო:
  • კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ისინი მათზე ჩადენილ ძალადობას ჩუმად იტანენ;
  • ასეთი ბავშვები ხშირად სხვა ბავშვებთან შედარებით მეტად იზოლირებული არიან, არ აქვთ ხშირი კონტაქტი იმ მოზრდილებთან, რომლებსაც მათი დაცვა შეუძლიათ, ან სხვა ბავშვებთან;
  • ინვალიდი ბავშვები სამედიცინო და პირადი ზრუნვის თვალსაზრისით დამოკიდებული არიან მოზრდილებზე, რის გამოც უფრო ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, სადაც მოზრდილს შეუძლია ისინი ბოროტად გამოიყენოს;
  • დაბალი თვითშეფასება და საკუთარი სიცოცხლის გაკონტროლების შეუძლებლობა, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური ნაკლით ან სხვა მიზეზით, არ აძლევს საშუალებას დაიცვან თავი და აუხსნან ვინმეს, თუ როგორი უბედურები არიან ისინი იმის გამო, რომ მათ ცუდად ექცევიან.

     ბუნებრივია, იზოლირებული ბავშვი, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, ძალადობის მიმართ უფრო დაუცველია.

     ძალადობის ყველა ფორმა ერთანირად ვერ აიხსნება. ფიზიკურ ძალადობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ბავშვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ბატონობს და აგრეთვე, როდესაც სიღარიბე და სხვა სოციალური ფაქტორები ძლიერ სტერსს იწვევენ და უარყოფით გავლენას ახდენენ ოჯახის წევრების ურთიერთობებზე. მაგარმ მხოლოდ სიღარიბის და სტრესის გამო ვერ ავხსნით, რატომ აქვს სექსუალურ ძალადობას ადგილი. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა უმთავრესად მოზრდილების – განსაკუთრებით კი მამაკაცების – ფიზიკური ძალის არაშესაფერისი გამოყენების შედეგია.

აქვე იხილეთ სხვა ნაშრომებიც:

დევიაციური ქცევა და მასთან დაკავსირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ძალადობა ბავშვებზე და მათი ფსიფოლოგიური შედეგები

ტრამვა, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა

ტეგები: qwelly, საზოგადოება, სოციუმი, ფსიქოლოგია, ძალადობა

ნახვა: 9710

გამოხმაურებები!

ფსიქოლოგიურ-ემოციური ძალადობის ნიშნები ყოველთვის არაა აშკარა, ეს ალბათ უფრო იმ ასაკში, როცა არ შეუძლია ბავშვს იმ ფორმით გადმოცემა ემოციების, რომელიც უფროსებისთვის უფრო გასაგები ან შესამჩნევი იქნება. ან უბრალოდ არ ექცევა საჭირო ყურადღება საჭირო დროს, სამწუხაროდ

ქალბატონო ნათია,გეთანხმებით ,ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე ძნელი  ამოსაცნობია,სამწუხაროდ დაახლოვებით ბავშთავთა 80 % განიცდის ფსიქო-ემოციურ ძალადობას,რომელიც სამომავლოდ აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.გადამეტებული კონტროლი,მეტსახელების შერქმევა,ბავშვის დარწმუნება სრულ უუნარობაშ,რომ სხვა სჯობია,ბავშის წინაშე დადგმული ძალადობრივი კომფლიქტები,ისეთი მოთხოვნები რომლებიც ბავშვის შესაძლებლობას აღემატება,თუნდაც კარგად სწავლა....და უამრავი მსგავსი ფაქტები...სამწუხაროდ ოჯახს და სკოლა დიდი წვლილი მიუძღვის ამაში.ხშირ შემთხვევაში ამას ბავშვის მკაცრად აღზრდა ქვია...შვილი მტრულად გაზარდე,მოყვრულად ამოგადგებაო,მე კი ვიტყოდი,რომ მტრულად გამოგვაგება. 

დიდი მადლობა ბატონ კახა

Kakha_მ თქვა:

კარგი ნაშრომია )

კარგი ნაშრომია

RSS

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters