არ ვიცი რამდენად შეესაბამება ჩემი მოსაზრების გამოთქმა ამ გვერდის სტანდარტებს ან რამდენად კორექტულად გამომვა ეს, მაგრამ რადგან ამას აწერია დღიური,თავის უფლებას მივცემ გამოვიყენო დანიშნულებისამებრ. მით უფრო,რომ ახლა რეალურ დღიურში ჩაწერა მეზარება.
ჩემი დისკომფირტი-ესაა მისალოცი დღეები, დღეები როცა ვისვენებთ თან გვილოცავენ ან არ ვისვენებთ და ისე გვილოცავენ. განსაკუთრებით ის მომენტია დამთრგუნველი,როცა უბრალოდ გეუბნებიან "გილოცავ დღევანდელ დღეს" და შენც ცდილობ სახეზე არ დაგეტყოს და მექანიკურად პასუხობ,შენც გილოცავ. ეს იმ შემთხვას ჰგავს, ვიღაც რო გეუბნება, "რამხელა გაზრდილხარ,6 წლისა სულ სხვანაირი იყავი. მშობლები როგორ არიან?" შენ კი არ იცი მის ოჯახში ვინ მოიკითხო,მამა,ქმარი თუ შვილები. უბრალოდ ვერ ცნობ და ამის აღიარება უხერხულში გაგდებს. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ერთ დღეს დავასკვენი, ალბათ ადამიანები დღესასწაულებს იმიტომ ულოცავენ რომ ეს კარგ ტონად ითვლება. ერთ ერთ ქრისტიანულ დღესასწაულზე გადავწყვიტე მე დამესწრო ყველასთვის მილოცვა და პირველი ვისაც მივულოცე ებრაელი აღმოჩნდა :დ დღეს სახლიდან არ გავსულვარ და მიხაროდა ამ გაცვეთილ ფრაზას ავცდითქო მაგრამ მეზობელი რის მეზობელია... :)))

ნახვა: 887

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღესასწაული, დღიური, მილოცვა, ფიქრები

ლაშა: ოქტომბერი 15, 2017||12:48am

პირველ რიგში მივესალმები ამ წამოწყებას - კი, დღიური აწერია და სწორედ რომ დანიშნულებისამებრ და სწორად იყენებ ))

მეორე რიგში, მეზობელს ვუერთდები და ... ხატია, დაგვაინებით გილოცავ სვეტიცხოვლობას. )) და თუ რა დღესასწაულია, აქვე, ქველზევე ნახავ, ძალიან მოკლედ ► http://www.qwelly.com/group/oqtomberi/forum/topics/sveticxovloba

ხატია: ოქტომბერი 15, 2017||12:53am
რა გაეწყობა,მეც გილოცავ და ეს ის შემთხვევაა როცა მეც ვიცი რა დღესასწაულიცა :დ უბრალოდ ვერ ვხვდები რატო უნდა ვულოცავდეტ ესე ერთმანეთს. მე არ მაქვს კონკრეტულად სცეტიცხივლობაზე. თუნდაც ახალ წელს,ტუნდაც დაბადების დღეს. ეს ყველაფერი ხომ მექანიკუდად ხდება,ჩვენგან დამოუკიდებლად. ჩემთვის მიუღებელი ხმამაღალი ნათქვამი გამოვა,უფრო ბანალურია ასეთ დეტალებზე ამხელა ყურადღების მიქცევა... მესმის ხარისხის დაცვა მიულოცო ადამიანს,დაწინაურება, სახლის შეძენა... ის რაც მისი დამსახურებით მოხდა, ასეთი მილოცვა ადეკვატურია და აუცილებელიც მაგრამ...
ლაშა: ოქტომბერი 15, 2017||1:02am

სიხარულის გაზიარებაა (ახალ წელზე გეთანხმები, კალენდარზე ერთი დღის ცვლილების მილოცვა ალბათ უფრო მექანიკურია), მაგრამ სხვა ჩამოთვლილებზე შეიძლება სათითაოდ განხილვა. მაგალითად, ადამიანის დაბადება არის თუ არა სიხარულის მომტანი? ჰოდა, ამ სიხარულს ვიხსენებთ და ვახსენებთ ერთმანეთს. ომში გამარჯვება არის თუ არა სასიხარულო? - ჰოდა, ამ გამარჯვებას ვულოცავთ ერთმანეთს. ქრისტეს დაბადება, არის თუ არა გამოხსნის სიხარული? - ჰოდა, ამ სიხარულს ვულოცავთ ერთმანეთს, როგორც მიულოცავდი დაწინაურებას, რომელიც გაახარებდა, სახლის შეძენას, რომელიც გაახარებდა და ა.შ. 

აქ უფრო საინტერესო მგონია ასეთი ამბავი - ეთიკისა და გულწრფელობის გადმოსახედიდან, როდესაც ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობები ერთმანეთს სხვადასხვა თარიღში ულოცავენ ერთსა და იმავე დღესასწაულს, როდის უფრო ეთიკური გულწრფელია მილოცვა - როცა შენ აღნიშნავ ამ დღესასწაულს, თუ როცა ის?

თათია: ოქტომბერი 15, 2017||6:19pm
მეც ვფიქრობ, რომ მილოცვა სიხარულის გაზიარება, პოზიტივისა და სიყვარულის ჩუქებას ნიშნავს ერთმანეთისადმი. აქვე უნდა აიღნიშნოს მილოცვის ფორმებიც, აი მე მაგალითად, ძალიან მაღიზიანებს როდესაც რაიმე დღესასწაულს ფოტოზე მიწერილი ტექსტებით მილოცავენ... :(( ამ დროს მირჩევნია საერთოდ მიულოცველი ვიყო :დდდ
ხატია: ოქტომბერი 15, 2017||11:15pm

ჰოო, საინტერესო მოსაზრებებია, ჯერ თათიას კომენტარს გამოვეხმაურები, მეც ეს თანამედროვე მილოცვის წესები განსაკუთრებით მაღიზიანებს, ფოტოს გამოგზავნა, გადაკოპირებული მოკლეტექსტური შეტყობინებები, ფოტოზე მონიშვნები და ა.შ. ეს უკიდურესი ფორმაა საერთოდ...

ხოლო რაც შეეხება წინა მოსაზრებას, სათითაოდ თუ განვიხილავთ, ადამიანის დაბადება სასიხარულო და მისალოცია, მაგრამ ყოველ წელს იმის აღნიშვნა რომ ამ დღეს შენ დაიბადე და გილოცავ, ეს უკვე ლოგიკასაა მოკლებული. ასევეა ომში გამარჯვება, მისალოცია მაშინ და არა 30 წლის შემდეგ, როცა შეგიძლია უფრო აღნიშნო რომ ეს თარიღი გამარჯვების დღისაა მაგრამ დღეს არაფერი ხდება, არაფერია მისალოცი დღეს...ყველაზე ხოლო რელიგიური დღესასწაულების მილოცვა კი მითუმეტეს ყველაზე სათუთი საქმეა, მითუმეტეს მაშინ, როცა ადამიანს კარგად არ იცნობ. ძალიან დიდია შანსი იმისა, იმ ადამიანს უბრალოდ არ სწამდეს და ესეც მექანიკურ დონეზეა დაყვანილი. თუ შენ არ ხარ დაწმუნებული, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ფაქტით ისიც ისევე აღფრთოვანებულია, როგორც შენ, ჯობია არც გაამახვილო ამაზე ყურადღება. სწორედ აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მისალოცია მხოლოდ პირადი მიღწევები, რომელიც ზუსტად იცი რომ ამ ადამიანის მიღწევაა და უხარია. სხვა ყველაფერი გადასახედია...

ლაშა: ოქტომბერი 15, 2017||11:39pm

აქ გრძნობად დონეზე გადის ზღვარი და ცხადია კამათი არ გამოგვივა. მაგალითად, მე ყველწლიურად, თუნდაც 30 წელი გავიდეს, გამიხრდება საყვარელი ადამიანების დაბადების დღე და მივულოცავ მას და მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ასევე ვიცი რომ უხარია )) თუ არ უხარია, არ უყვარს, არ უნდა და ა.შ. ცხადია, მისალოციც არაფერია და არც ღირს მათთან კონტაქტი.

რელიგიური დღესასწაულის სისათუთეს რაც შეეხება, აქ ვერ დაგეთანხმები - არ აქვს მნიშვნელობა სწამს ცეცხლის გარდამოსვლის, ქრისტეს შობის ან აღდგომის თუ არა, თუ შენ გწამს და გიხარია, ეს უკვე საკმარისია რომ მიულოცო (ნუ, მთლად მუსლიმთათვის ამის მილოცვას არ გირჩევთ, განაწყენდებიან, მაგრამ გულწრფელობისთვის მათაც უნდა მიულოცო თუ გიხრია) - მერე რა რომ ვერ გაგიგებს? მთავარია თემას საიდან განვიხილავთ - გულწრფელობიდან თუ კონფორმიზმიდან? ეს იგივეა, იცოდე სად არის ულევი ოქროს საბადო და მეგობარს არ გაუზიარო, მხოლოდ იმიტომ რომ მას იმ წუთას ოქრო არ უნდა ან საერთოდ არ სწამს ოქრო არსებობის )) ხატია, ზოგჯერ ადამიანებმა ისიც არ იციან, რა უნდათ, არათუ რა სჭირდებათ, მაგრამ თუ შენ გულწრფელი ხარ რწმენასა და სიხარულში? განა გულწრფელობა არ სჯობს? ))

ხატია: ოქტომბერი 15, 2017||11:54pm

რაღაც ვერ გავიგე, მე თუ მიხარია, რომ მზე ამოვიდა, ბრმას რატონ უნდა მივულოცო მხოლოდ იმიტო რო ეს მე მიხარია და მისთვის ამით არაფერი შეცვლილა? პირიქით, ეს ხომ ეგოიზმია ! ან კიდევ, თუ ჩემმა საყვარელმა კლუბმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რატომ უნდა მივულოცო იმას, ვიზეც ვიცი რომ ფეხბურთი უყვარს მაგრამ ავიცი რომელ გუნდს გულშემატკივრობს? 

და კითხვაზე პასუხი, გულწრფელობა ყოველთვის სჯობს კონფორმიზმს. ნუ, თითქმის ყოველთვის. თუმცა მილოცვების დროს ასე არ გამოდის, ულოცავ იმიტომ, რომ აქეთ გილოცავენ და ცუდ ტონად ითვლება :)

ლაშა: ოქტომბერი 16, 2017||12:11am

ბრმას რომ მზის ამოსვლა მიულოცო, გაუხარდება - მზეს ბრმებიც ხედავენ (სოსოიას ხატია მაინც არ გახსოვს? ))), ეგეც არ იყოს - მზე გარდა სინათლისა, სითბოსაც იძლევა და ეს უკანასკელი ყველას ახრებს დ სჭირდება ბრმა იქნება თუ თვალხილულ. 

რაც შეეხება, რელიგიური დღესასწაულის და საფეხბურთო კლუბის გამარჯვების შედარებას, მგონი ცოტა აცდენილია )) ბარსას ქომაგებს, ელ კლასიკოში რეალის გამარჯვებას თუ მიულოცავ ან კაი ბიჭის და უნდა იყო, ან ბოროტი ტერმინატორი (აი, ქალი რომ ასრულებს მის როლს).

ნუთუ ფიქრობ, რომ რეალის გამარჯვება ისეთივე საზოგადოა, როგორც ჩემს მიერ დასახელებული დღესასწაულები? თუ არ გწამს რელიგიური დღესასწაულის, მილოცვა იქნება სრული აფერისტობა და აბსოლუტურად გეთანხმები - არ ღირს ასეთი რამ. მაგრამ თუკი გწამს, მაშინ, როგორ გგონია, რეალის გამარჯვების ტოლფასი მისია/შედეგი აქვს იმ მოვლენებს, რომლებიც, შემდეგ, რელიგიურ დღესასწაულებად იქცნენ?

ხატია: ოქტომბერი 16, 2017||12:44am

შეიძლება ჩემი მაგალითები არ ასახვს ზუსტად რისი თქმაც მინდოდა და ეს ყოველივე არც ჩემი რწმენა-ურწმუნოებიდანაა გამოტანილი ეს დასკვნები. უბრალოდ მიმაჩნია, რომ მილოცვა ესაა აქტი, როცა იცი რო ვიღაცას რაღაც ძალიან უხარია და მილოცვით უერთდები ამ სიხარულს. მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხარ, მხოლოდ კარგი ტონის გამო და მხოლოდ იმიტომ რომ ასეა მიღებული, ძალიან არაბუნებრივს ხდის ამ ყველაფერს. ამას ვიძახი და მეც ვულოცავ, რა ვქნა, მე ერთი ვარ და ასე ყველას ვერ დავუწყებ ახსნას. უბრალოდ ვისურვებდი, ადამიანები მეტი დაფიქრებით მოიქცნენხოლმე და სხვა თუ არაფერი 9 აპრილი მაინც რო არაა მისალოცი დღე ეს მაინც გააცნობიერონ. ხო ხვდები რასაც ვამბობ, ეს ყველაფერი მექანიკურად რომ ხდება მაგაზე მწყდება გული. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters