laozi, speech, lies, myth, philosophy, philosophy of lies, plato, ადამი, ბერძნული ფილოსოფიის ისტორია, ბიბლია, დაო და ძინი, თვალთმაქცობა, იოანე სინელი, კლემაქსი ანუ კიბე, ლაო ძი, ლაროშფუკო, მოხსენება, ნიცშე, პატიოსნება, პირველი ტყუილი, პლატონი, სიცრუის უმდაბლესი ნაირსახეობა, სიცრუის ფილოსოფია, ტყუილის ფილოსოფია, ფილოსოფია, ფრანსუა დე ლაროშფუკო, ფრიდრიხ ნიცშე, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, შთა

სიცრუის ფილოსოფია

     კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტყუილი კაცს ეკუთვნის. ეს არ არის ადამიანთა შორის ტყუილი, ესაა ღმრთისადმი ტყუილი, ერთგვარი ცილისწამება ღმერთს. ამის შესახებ წმინდა წერილი, ბიბლია, ასე მოგვითრობს: "და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.(დაბ. 3, 12)" ერთი შეხედვით ძნელია ამ სიტყვებში ტყუილი იპოვო როცა გახსოვს სიუჟეტი. მართლაც ევა აწვდის ხის ნაყოფს, ადამი გამოართმევს და შეჭამს. განსხვავება ჩემს ნათქვამსა და ადამის ნათქვამს შორის ისაა რომ მე ვთქვი: ადამი გამოართმევს და შეჭამს. ზურაბ კიკნაძე ხუთწიგნეულის განმარტებისას აღნიშნავს რომ ადამი და დედაკაცი ისე ლაპარაკობენ, თითქოს არ გააჩნდეთ თავისუფალი ნება და ვისამე ძალადობით ეჭამათ ხის ნაყოფი.

     რაც შეეხება თავად ტყუილის ამ ფორმას - თავდაცვას, თავისმართლებას, ამავე დროს ცილისწამებას, საკმაო ხშირი გამოყენება აქვს დღევანდელ ყოფიერებაშიც და თურმე აღმოსავალი პირველ ადამიანთა შორის ჰქონია.

     ეს პირველი ადამიანის ნაშობ ტყუილი. მოდით ახლა განვიხილოთ სხვადასხვა ფილოსოფოსების დამოკიდებულება ტყუილის შესახებ. განვიხილოთ გამოჩენილი ფილოსოფოსები რათა ჩვენც, აქ მყოფმა ფილოსოფოსებმა შევძლოთ საკუთარი აზრის სწორად ჩამოყალიბება. დიახ, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რომ აქ ყველანი ფილოსოფოსები ვართ, თუმცა თუკი დაგაინტერესებთ შევეცდები ჩემი მოსაზრება აქვე განვმარტო.

     "როგორც ყოველ კურტნის მუშას სურს ჰყავდეს საკუთარი თაყვანისმცემელი, ასევე უნდა თავად ყველაზე ამაყ ადამიანს – ფილოსოფოსს, რომ სამყაროს თვალი ყოველი მხრიდან ტელესკოპივით მისი ქმედებისა და აზროვნებისაკენ იყოს მიმართული."

     ახლა მივუბრუნდეთ სიცრუის თემას და უკვე აღიარებულ, მე ვიტყოდი დიად ფილოსოფოსთა მოსაზრებებს.

     ლაო ძი წერს:

"ოდეს ცრუბრძნობა გამეფდა: პირმოთნეობა იშვა.

ჭეშმარიტად მხოლოდ ის ეზიარა მარადიულს:

ვინც უარყო ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება.

ოდეს ცრუმეტყველება მოისპობა,

დიადი სიმშვიდე დაისადგურებს."

     დამეთანხმებით ალბათ შესადავებელი არ გვაქვს, ვფიქრობ განმარტებასაც არ საჭიროებს იმდენად ცხადია ყოველი, თუმცა მაინც ვიტყვი რომ ლაო ძის სურს დაგვანახოს ტყუილის კიდევ ერთი სახე - პირმოთნეობა, თავის მოწონება. ამის მიზეზს კი ის სწორედ ტყუილის გამეფებაში ხედავს.

     ცრუმეტყველების მიზეზად ლაო ცოდნის არ ქონას ასახელებს. ანუ ის თვლის რომ თუკი ადამიანს არ აქვს შესაბამისი განათლება, სწავლულობა, მას ხშირად უწევს ტყუილი თქვას როცა ცდილობ ვინმეს ასწავლო ანდა უბრალოდ საკუთარი აზრი მკაფიოდ გამოხატოს.

     ტყუილის თქმა თუ ტყუილი ქმედება რაიმე სარგებლის მიღების მიზნით ყოველთვის გამოხატავდა ადამიანის ზნეობრივ დაკნინებას. როდესაც პლატონის სახელმწიფოში ვკითხულობთ სოკრატეს მსჯელობას სახელმწიფოს მოწყობის მისეულ ვარიანტზე და მმართვლებად ფილოსოფოსებს ადგენს, იგი იმთავივე გამორიცხავს რომ ფილოსოფოსმა ოდესმე იცრუოს... მოგეხსენებათ ჭეშმარიტებისადმი სწრაფვა, სიბრძნის სიყვარული რადიკალურად განსხვავებული ცნებაა ვიდრე ტყუილი, სიცრუის სიყვარული.

     კვლავ დავუბრუნდეთ რელიგიურ შეხედულებებს ამ საკითხზე. მეცხრე მცნება: "არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა". (გამოსვლა-20,16) ათ მცნებაში რომელიც მსოფლიო ყველა საკანონმდებლო კოდექსის ნაწილია დაგმობილია ცილისწამება - რომელიც თავისთავშივე მოიაზრებს ტყუილს. ტყუილს სარგებლის მიღების ან უბრალოდ შურის გამო ჩადენილს.

     როდესაც ვსაუბრობთ სიცრუეზე, მის აღმოსაჩენად, გამოსააშკარავებლად ყველაზე კარგი ლაკმუსი დამეთანხმებით ალბათ რომ სიმართლე, ჭეშმარიტება იქნება.

     მოგეხსენებათ ურთიერთსაპირისპირო ცნებები, ზოგჯერ ურთიერთდაპირისპირებულნიც, განაპირობებენ თითოეულის არსებობას. მაგ: სიბნელე რომ შეგვეცნო საჭირო იყო სინათლე, სიცივე რომ იგრძნო სითბო უნდა განიცადო, დაბალი მაღლის საშუალებით იზომება, თქვენ წარმოიდგინეთ და მამაკაცის წარმოსაჩენად დედაკაცია საჭირო. ცოტა მეტად მხატვრულად რომ ვთქვათ მოდი დავესესხოთ კვლავ ლაო ძის:

"ო, უბედურებავ!

შენ ხარ ძირი ბედნიერების,

ო, ბედნიერებავ!

შენ ხარ ძირი უბედურების!

     მოკლედ, მგონი "ანტონიმების" თემა კარგად განვმარტეთ. რა შუაშია ეს სიცრუესთან?

     მოდით ანალოგიური ლოგიკით ვიმსჯელოთ ტყუილზე. ტყუილი ესაა ჭეშმარიტების, სიმართლის მოკლება. მაშ თვალი გადავავლოთ ჭეშმარიტების შესახებ ფილოსოფოსთა მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ სიცრუის არსი.

     ანტიკური დროის ფილოსოფოსები მოგვითხრობენ ჭეშმარიტების შესახებ. პერმანიდეს მტკიცებით: "მხოლოდ იმ გზას მივყავართ ჭეშმარიტებისკენ, რომელიც არსებულს არსებულად თვლის და არარსებულს არარსებულად."

     როგორც წინა ლექციაზე ითქვა სოკრატემდელი ხანის ფილოსოფოსები სამყაროს კოსმიურ შეცნობას "გადაყვნენ" და ხშირად უწევდათ მსჯელობა თვალით უხილავ საგნებზე. ამიტომ პერმანიდე როგორც ერთ-ერთი რეალისტი, ამავდროულად გულუბრყვილო სამყაროთმცოდნე, მხოლოდ თვალხილულს მიიჩნევს ჭეშმარიტებად, ხოლო სხვა დანარჩენს ტყუილს უწოდებს.

     დემოკრიტეს ფრაგმენტებში იკითხება: "ადამიანი შორსაა ჭეშმარიტებისგან. ჩვენ ჭეშმარიტად არაფერი არ ვიცით, არამედ თითოეული ჩვენგანის შეხედულება ეიდოლების ნაკადის შედეგია."

     ეს კიდევ ახლოს დგას ადამიანის გონების მუშაობის პრინციპთან. ეს ჩემი ფილოსოფიაა და რას ვგულისხმობ ახლავე მოგახსენებთ. ადამიანის გონება როგორ მუშაობს? ჩემი აზრით, ჩვენს განათლებას, აზროვნებას, თვით შემოქმედებასაც კი განაპირობებს გარემო, საზოგადოება. ანუ მე ვიცი ის რასაც მასწავლიან, მე ვხატავ, ვწერ, ვოცნებობ იმაზე რაც მინახავს ან რის შესახებაც მაქვს ცოდნა, რომელის ისევდაისევ ვინმე გარეშე პირის მეშვეობით მოხვდა ჩემს გონებაში. მითუმეტეს XXI საუკუნეში ცოტა რთულია რაიმე, სრულიად ახალი გამოიგონო. ამასვე ამტკიცებს დემოკრიტე. სიტყვა ეიდოლონ ნიშნავს ხატს, გამოსახულებას. ახლა უკეთ გავიგებთ რას ამბობ დიდი ბერძენი ფილოსოფოსი: ჩვენ ჭეშმარიტად არაფერი ვიცით, არამედ თითოეული ჩვენგანის შეხედულება (სხვადასხვა თემაზე) ხატების და გამოსახულებების ნაკადის შედეგია.

     სხვადასხვა მოაზროვნეებიც მსჯელობენ ტყუილზე. დროის სიმცირის გამო მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან:

     სიცრუის უმდაბლესი ნაირსახეობაა - საკუთარი თავის მოტყუება საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებით ან სხვების დაუფასებლობით, საკუთარი ან გარეშემომყოფთა საქციელების მოტივებში შეცდომით, ჩვენ ვქმნით არასწორი საქციელების საფუძველს და, საბოლოო ჯამში ვაგებთ. საკუთარი თავისთვის სიმართლის თქმა ყოველთვის არ არის ადვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ამართლებს თავის თავს.

"ყველაზე სწორი საშუალება იყო მოტყუებული - ეს არის საკუთარი თავის ჩათავლა სხვებზე ჭკვიანად."

ფრანსუა დე ლაროშფუკო.

     არსებობს ტყუილები რომლებმაც დროს გაუძლო. რას წერენ ტყუილზე რომელსაც "გასართობად" ვიყენებ? წაგიკითხავთ სტატიას 1997 წლის ქართული გაზეთის პირველი ნომრის გამოცემიდან. ანუ ერთ-ერთი გასართობი ტყუილის მაგალითად გამოგვადგება: "დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია."

     "არსებობს ჩვენს სინამდვილეში კიდევ ერთი, თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ "უწყინარ" ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან!"

     მგონი ჩვენს შორის არ საჭიროებს ამ ტყუილის წარმომშობი მიზეზის ახსა და ყველასთვის ნათელია რომ ეს უკავშირდება მაცხოვრის აღდგომის გაბითურებას, ტყუილად მიჩნევას და რომლესაც ჩვენც რაღაც ფორმით, ხანდახან გაუაზრებლადაც ვუერთდებით. შარვალზე რაღაც გაგდია - უი დღეს ხომ პირველი აპრილია.

     ჩემის მხრივ ამ ჯგუფს მივაკუთვნებ სხვადასხვა გასართობ, რეალით შოუებს რომლის სამოქმედო გეგმაშიც ხშირად ვხედავთ ტყუილს, ტყუილზე აგებულ თამაშებს და ა.შ.

     ფსიქოლოგიაშიც არ გვაქვს ტყუილის სახარბილო ფორმები. ბავშვისთვის ნათქვამ შეიძლება მარტივ, ერთი შეხედვით უწყინარ ტყუილს, სავალალო შედეგები მოჰყვეს მის ფსიქიკაში. ეს იქნება ცრუ დაპირებები, ცრუ სასჯელები და ა.შ.

     ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა მოდით მთავარ ნაწილზე გადავალ.

     მთავარი იმიტომ რომ ამ თემაზე მოხსენების გაკეთების გადაწყვეტილება, სწორედ ამ ფილოსოფიური ნაშრომის შთაბეჭდილების შედეგად, მივიღე.

     უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი - ფრიდრიხ ნიცშე.

     ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ...

     შესავალში ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ თავად ნიცშეს ფილოსოფიის შესახებნიცშეს ფილოსოფია ყველა ღირებულების გადაფასების ცდაა. აზროვნების ეს კონცეფცია გამოხატავს არა მხოლოდ მეამბოხე მოაზროვნის სულისკვეთებას, არამედ აფუძნებს შემეცნების გარკვეულ წესს, რაც გულისხმობს, რომ შეუძლებელია ბოლომდე გაიაზრო ამა თუ იმ კულტურული ფენომენის ნამდვილი საზრისი, თუ არ მოხდა მისი ღირებულების გადაფასება და საფუძვლებთან მისვლა.

     ნიცშესთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს სიცოცხლე, მისი ძალა. უმაღლეს ძალაუფლებას ფლობს შემოქმედი, რადგან იგი კი არ თრგუნავს ან ამარცხებს, არამედ გარდაქმნის სიცოხლეს. სხვაა თეორეტიკოსი, მორალისტი _ იგი სიცოცხლეს აუფასურებს. შესაბამისად, იუდაისტურ-ქრისტიანული კულტურა დეკადენსის კულტურას წარმოადგენს.

     როგორც უკვე ვთქვი მისთვის მორალისტური შეხედულებები წარმოადგენდა ადამიანის გონების დეკადანსს, ამითომ შეიძლება ითქვას ნიცშემ "თავი დაიზღვია" როცა ნაწარმოებს დაარქვა: "ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ, მორალის გარეშე აზრით"

     ნიცშეს წინამდებარე ნაშრომი ასევე გახლავთ სხვადასხვა ცნებების რაობის განსაზღვრა და გადაფასება.

     იმას რასეც ზემოთ ლაროშფუკო წერდა, მოგვიანებით ნიცშემ ქედმაღლობა უწოდა. ანუ თავისმოტყუებას ქედმაღლობა დაარქვა და წერს:

"ქედმაღლობა, რომელიც შემეცნებასა და შეგრძნებას უკავშირდება, დამაბრმავებელი ბურუსივით აფენია ადამიანის თვალებსა და რეცეპტორებს, ამიტომაც ცდება ყოფიერების შეფასებაში, როცა შემეცნებით თავად ყველაზე მეტად საამურ ფასეულობას საკუთარ თავში მოიცავს. მისი (ქედმაღლობის) ძირითადი ზემოქმედება შეცდენაა, თუმცა ცალკეული ქმედებებიც იმავე ხასიათისაა."

     თვალთმაქცობა - ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა _ როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე, მოკლედ, ამაოების ალის ირგვლივ გაუთავებელი წრიალი იმდენადაა წესად და კანონად ქცეული, რომ თითქმის გაუგებარიც კია, როგორ იყო შესაძლებელი ადამინებს შორის გაჩენილიყო გულწრფელი და წმინდა სწრაფვა ჭეშმარიტებისადმი.

     პატიოსნება - ეს ისევ იმას ნიშნავს, რომ ფოთოლი არის ფოთლების მიზეზი. ჩვენ ხომ არაფერი ვიცით იმ არსობრივი ხარისხის შესახებ, რომელსაც "პატიოსნება" დაერქმეოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, უამრავი გაინდივიდუალურებული და, ამდენად, არაიგივეობრივი ქმედებით, რომლებსაც ჩვენ არაიგივეობათა გამოტოვებით ვაიგივებთ და ეხლა კი პატიოსან საქციელად ვაცხადებთ.

     ადამიანები არა იმდენად მოტყუებას გაურბიან, რამდენადაც მოტყუების შედეგად დაზარალებას. ამ საფეხურზე მათ არა თვით შეცდენა სძულთ, არამედ შეცდენის გარკვეულ სახეობათა ავი, მტრული შედეგები. ასეთივე შეზღუდული აზრით ნებავს ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება; იგი ჭეშმარიტების მხოლოდ სასიამოვნო, ცხოვრებისათვის სასარგებლო შედეგებს ესწრაფვის; წმინდა, არასახეირო შემეცნების მიმართ იგი გულგრილია, ხოლო ისეთ ჭეშმარიტებას, რომელიც საზიანო და დამანგრეველიც შეიძლება იყოს, ემტერება კიდევაც.

     ჭეშმარიტების შესახებ ნიცშე წერს:

მაშასადამე, რა არის ჭეშმარიტება? მეტაფორების მოძრავი ჯარი, მოკლედ, ადამიანის რელაციათა შეჯამება, რომლის პოეტურად და რიტორიკულად აღზევება, პროექცია, მოკაზმვა მოხდა და ხალხის მიერ ხანგრძლივი ხმარების გამო თავს მყარად, კანონიკურად და სავალდებულოდაც კი წარმოაჩენს: ჭეშმარიტება ილუზიებია, რომელთა რაობაც, არის ის, რომ ისინი გაცვეთილ და აზრობივად უძლურ მეტაფორებად ქცეული, ანდა მონეტებია, რომლებზეც გამოსახულება წაშლილია და ახლა არა მონეტად, არამედ მხოლოდ ლითონად აღიქმება.

მატყუარასგან განსხვავებით, ვისაც არავინ ენდობა და ყველა ზურგს აქცევს, ადამიანი ახდენს ჭეშმარიტების ღირსეულობის, სანდოობისა და სასარგებლოობის დემონსტრირებას.

     ნიცშე გამოსავალასც გვთაავზობს როგორ გავექცეთ ამდენ "თვითცნობიერ" ტყუილს.

     მოკლედ, მხოლოდ იმით, რომ ადამიანი საკუთარ თავს როგორც სუბიექტს, კერძოდ კი შემოქმედ ხელოვან სუბიექტს დაივიწყებს, მაშინ შეძლებს მშვიდ, უსაფრთხო და თანამიმდევრულ ცხოვრებას; მას რომ ამ რწმენის საპყრობილეს კედლებიდან ერთი წამით გადმოხედვა მაინც შეეძლოს, მაშინვე დასრულდებოდა მისი "თვითცნობიერება"

     მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებინებისაკენ თავად ადამიანია მიდრეკილი და აღტაცებულია, როდესაც რაფსოდი ეპიკურ ზღაპრებს ისე უყვება, თითქოს ჭეშმარიტება ყოფილიყოს ან მსახიობი მეფეს უფრო მეფურად განასახიერებდეს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ინტელექტი, თვალთმაქცობის ეს ოსტატი, თავისი ჩვეულებისამებრ იმდენადაა მონური სამსახურისაგან თავისუფალი, რამდენადაც შეუძლია უზიანოდ შეცდენა და მაშინ ზეიმობს იგი თავის სატურნალიებს.

     მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს აქ წაკითხულო გამოვა რომ ადამიანი თავად იქმნის გარემოს ტყუილებით სავსეს და მერე ეს ტყუილები უქმნიან მას პრობლემას რომლიდანაც თავის დაღწევა უნდა იყოს ერთ-ერთმი მთავარი მისწრაფება ადამიანისა.

     მოდით ნიცშეს ნაშრომის მიმოხილვას განმარტების გარეშე, ბოლო ციტატით დავასრულებ:

     "რამდენად სხვანაირად დგას უბედურებაში სტოიკური, გამოცდილებით ჭკუანასწავლი, ცნებებით საკუთარი თავის ფლობის უნარის მქონე ადამიანიც! ის, თუკი ჩვეულებისამებრ მხოლოდ გულწრფელობას, ჭეშმარიტებას, სიმცდარისაგან თავისუფლებასა და მომხიბვლელი თავდასხმებისაგან თავშესაფარს ეძებს, ახლა უბედურებაში ჩავარდნილი თვალთმაქცობის ისეთივე შედევრს აბარებს, როგორც სხვა ბედნიერებაში; მას ადამიანურად მეტყველი და მოძრავი სახე კი არა აქვს, არამედ თითქოს შენიღბულია გაწონასწორებულობით, არათუ არ ყვირის, არამედ საკუთარ ხმასაც კი არ იცვლის: მის თავზე მთელი ღრუბელი რომ გადმოიღვაროს, ლაბადას წამოიფარებს და ნელი ნაბიჯით თავსხმაში გზას გაუყვება."

     ამოუწურავია ტყუილის თემა და მასზედ მიძღვნილი მოსაზრებები თუ შეხედულებების აღწერას ალბათ რამდენიმე დღე, კვირა ანდა თვე დასჭირდება. დღეს ტყუილი განვიხილეთ როგორც ადამიანის ყოველდგიურობის ერთ-ერთი მახასიათებელი. მივყევით ნიცშეს და არაფერი ვთქვით ტყუილის მორალურ მხარეზე. მაგრამ აქ ხომ ქრისტიანობის ერთ-ერთი კერაა, ანუ სემინარია. გამოსვლის დასასულს მეც, რიგითი ქრისტიანი და შეძლებისდაგვარად მართლმადიდებელიც, გავთამანდები და შემოგთავაზებთ: მოდით ახლა ტყუილი როგორც ცოდვა ისე განვიხილოთ და გავიგოთ რა არის მისი დაბადების მიზეზი და როგორ ვებრძოლოთ მას.

     ამისთვის, გადავწყვიტე ადამიანის არსის და მისი სულის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მკურნალისთვის მიმემართა და დღევანდელი თემაც მისი სწავლებებით დამესრულებინა.

     იოანე სინელი, თავის უდიდეს წიგნში "კლემაქსი ანუ კიბე" რომელსაც მეორე სახარებასაც კი უწოდებდნენ (სამონაზვნო სახარება) მეთორმეტე საფეხურზე აღწერს ტყუილს, მის რაობას და მასთან ბრძოლის მეთოდებს:

     მაშ ასე:

კლემაქსი ანუ კიბე
თავი მეთრმეტე, მისივე თქმული

ტყუილის შესახებ

     "რკინა და ქვა შობს ცეცხლს, ხოლო მრავლისმტყველება და განცხრომა - ტყუილს.

     ტყუილი სიყვარულს რყვნის. ის ცრუ ფიცის მშობელია, რაც თავის მხრივ ღვთის უარყოფას ნიშნავს. ("ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;" ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. (მთ, 5. 34-36 ))

     ვისაც გონება აქვს არავის ეგონოს თითქოს ტყუილი პატარა ცოდვა იყოს. ტყუილთან დაკავშჳრებით სულიწმინდამ საშინელი სიტყვები წარმოთქვა დავით წინასწარმეტყველის პირით: "რომელი იტყჳნ სიცრუვესა, არა წარემათოს წინაშე თუალთა ჩემთა."

     მინახავს ადამიანები ტყუილით რომ ხარობდნენ.

     ორგულობა ტყუილის დედაა და ხელობა, ვინაიდან ორგულობა სხვა არაფერია, თუ არა ტყუილში გაწრთვნა და ცრუ ფიცი.

     ვინც ღვთის შიში მოიპოვა, მისთვის უცხოა ტყუილი, რადგან მას საკუთარი შინაგანი და მოიუკერძჴებელი მსაჯული ჰყავს - სინდისი.

     როგორც თითოეულ ვნებას განსხვავებული სასჯელი შეესაბამება, ისე ტყუილსაც. სხვაა სასჯელი ტანჯვის შიშჳთ ნათქვამი სიცრუისათვის და სხვაა სასჯელი ტყუილისთვის, საჭიროების გარეშე, ღვთის შიშის არქონის შედეგად რომ ითქმება.

     ერთმა საზრდოს გამო იცრუა, მეორემ - ავხორცობისთვის, სხვამ - გარშემომყოფთა გასაციენბლად, სხვამ ძმისთვის რომ ბოროტება გაეკეთებინა.

     ტყუილის მთქმელი კეთილგონიერებას იმიზეზებს და სულის წარწყმედას სიმართლედ მიიჩნევს."

     როგორ ვებრძოლოთ ტყუილს?

     "მეთაურთაგან მიყენებული ტანჯვით ტყუილი აილაგმება, ხოლო ცრემლთა სიმრავლე სრულიად სპობს და ანადგურებს მას.

     ჩვილმა ბავშვმა არი იცის ტყუილი! არც ბოროტებისგან განშორებულმა სულმა!..

     კაცის გულს როცა ღვინო ეამება, ძალაუნებურად სიმართლეს ამბობს. ლმობიერების ცრემლებით აღვსებულთათვის უცხოა ტყუილი, რადგან ისინი გამუდმებით უფალს ადიდებენ, რომლისა არც დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. "დაო დე ძინი" / ლაო ძი - გამომცმენლობა "განათლება", თბილისი 1990
  2. ბერძნული ფილოსოფიის ისტორია (წიგნი I)/ თამარ კუკავა - გამომცემლობა "განათლება", თბილის 1988
  3. კლემაქსი ანუ კიბე / იოანე სინელი / საეკლესიო ბიბლიოთეკა II, გამომცემლობა "ახალი ივერიონი", თბილისი 2008
  4. "შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (II წიგნი) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი - 2006

ელექტრონული ლიტერატურა:

  1. ბიბლია
  2. ხუთწიგნეული თარგმანება
  3. ფრანსუა დე ლაროშფუკოს გამონათქვამები
  4. "ქართული გაზეთი" №1, 1997 წ.
  5. "ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით"

ლაშა ჩილინდრიშვილი
10.11.11

ტეგები: Qwelly, ბიბლია, ლაო_ძი, მოხსენება, ნიცშე, პლატონი, სინელი, სიცრუე, ტყუილი, ფილოსოფია, მეტი...ქველი

ნახვა: 5242

გამოხმაურებები!

ერთი მოხსენებისთვის რაც შემეძლო ჩავაკვეხე ))) 

Kakha_მ თქვა:

ბიბლიოგრაფია შთამბეჭდავია, დაო დე ძინზე აღარაფერს ვამბობ :DD

არადა ეს ილიაუნისთვის არ იყო :P :D 

Kakha_მ თქვა:

იოანე კიბისაღმწერელის დართვაც შეიძლება ილიაუნიში? :D არვიცოდი თუ ცნობდა 

რა არის აქ საკვირველი, ყველაზე კარგი აუდიტორია და ფილოსოფიური მსმენელი ელენესთან გვყავდა :D 

Kakha_მ თქვა:

ნუთუ ელენეს მოუმზადე ეს ნაშრომი? :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters