გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე იყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში, თავისი ფოლოსოფიური მოღვაწერობის დასაწყისში განიცდიდა ა.შოპენჰაუერისა რ.ვაგნერის გავლენას, შემდგომ იაზრებდა პოზიტივისტურ შეხედულებებს, ხოლო ბოლო პერიოდში შეიმუშავა „ძალაუფლების ნების“ მეტაფიზიკა. 1889 წ. ფსიქიურად დაავადდა.

   ღმერთის სიკვდილი, ნიჰილიზმი, ნიცშეს ფილოსოფია აღსავსეა ნგრევის პათოსით, მას სურს დაამხოს ევროპული ცივილიზაციის ყველა კერპი, მოარღვიოს ფუძე იმ ღირებულებებისა რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდნენ ადამიანთა მოქმედების უმაღლეს და მყარ საზომად, ტრადიციულ მორალისა და ქრისტიანულ რელიგიაში ის ხედავს დაცემის სიმპტომებს,თანამედროვე ადამიანში - გადაგვარებას, ის ზიზღით შესცქერის ევროპის საზოგადოების ხანგრძლივი ისტორიის თითქმის ყველა სერიოზულ პროდუქტს. სფერო, რომელიც ხდება ნიცშეს უკომპრომისო კრიტიკის იბიექტი ეს არის ევროპული კულტურა მის ყველა ასპექტში.

   გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი მტერი უნდა ყოფილიყო ტრადიციული ფილოსოფია, კერძოდ, ტრადიციული მეტაფიზიკა, რომელიც კვებავდა კულტურის ყველა სხვა დარგებს, ეს ასეც არის. ნიცშეს ფილოსოფიის ძირითადი მახვილი მიმართულია ტადიციული მეტაფიზიკის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ. ამ პრინციპების სიყალბის ნათელსაყოფად ფიქრობს იგი საძირკველი გამოაცალოს იმ უზარმაზარ შენობას, რომელიც ევროპულ კულტურად იწოდება.

ძალაუფლების ნება.

   ღმერთი მკვდარია, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაფასდეს სამყაროს ძველი გაგება. უნდა შეიცვალოს ადამიანის ხედვის მიმართულება: ადამიანი უნდა ერთგულებდეს მიწას და არა ზეცას. მიწა  ნიცშესთან გაგებულია როგორც ამქვეყნიური სამყაროს შინაგანი ძალა, ანტიპოდი ტრადიციული ღმერთის შემოქმედებითი ძალისა. მიწა არის არა სტატიკური სუბსტრატი, არამედ დინამიური მიწიერი ენერგია - სიცოცხლე.

   არსებული ყოფიერება არის დროსა და სივრცეში გაშლილი სიცოცხლე, რომელსაც არ აქვს თავისი თავისგან განსხვავებული იმქვეყნიური საყრდენი. სიცოცხლე მიმართებაშია მხოლოდ თავის თავთან, ის უპირისპირდება და ეფუძნება მხოლოდ თავის თავს.

   ნიცშე კანონიერად მიიჩნევს ძველი მეტაფიზიკის კითხვას არსებულის ყოფიერების შესახებ. ტრადიციულ მეტაფიზიკაში მას არ მოსწონს პასუხი კითხვაზე და არა თვით ეს კითხვა. სიცოცხლე ნიცშეს აზროვნებაში უპირველეს ყოვლისა მეტაფიზიკური ცნებაა.

   სიცოცხლის პრინციპებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მინიჭებით ნიცშე დასაბამს აძლებს XX საუკუნის გავლენიან მიმართულებას, რომელიც „სიცოცხლის ფილოსოფიის“ სახელითაა ცნობილი. სიცოცხლე განიხილება როგორც სამყაროს ფუძე, როგორც ის საწყისი რომელიც აგვიხსნის ადამიანის შემეცნების, მოქმედების. არსებობის საზრისის საიდუმლოებებს.

   რასშია სიცოცხლის არსება ნიცშეს კონცეფციის მიხედვით?  სოცოცხლე ყოველთვის ნებაა, მაგრამ ის არ არის ნება არსებობისა, როგორც ეს შოპენჰაუერს ქონდა წარმოდგენილი, რაც არსებობს მას აღარ შეიძლება სურდეს უკვე განხორციელებული არსებობა, სიცოცხლის არსებობა არ არის არც თვითშენახვა, თავისი თავის შენარჩუნება და არც გარემოსთან შეგუება, არსებული ისწრაფვის გააფართოვოს თავისი ბატონობის არე, ბრძანებლობდეს, დაიმორჩილოს რაც შეიძლება მეტი, დასძლიოს სხვისი ნება, სიცოცხლე არის საკუთარი თავის დადგენა, განმტკიცება, გაფართოვება, ზრდა, მოკლედ სიცოცხლე არის სწრაფვა ძალაუფლებისაკენ, ნება ძალაუფლებისა, მაშასადამე, არსებულის ყოფიერებას ნიცშე ხედავს სიცოცხლეში, რომელიც გაგებული უნდა იქნას როგორც ნება ძალაუფლებისა.

      ევროპული ცივილიზაციის ხასიათი რაციონალიზმმა განსაზღვრა. ნიცშე კითხულობს, ხომ არ იყო რაციონალიზმის საფუძველი შიში და საკუთარი თავის მოტყუების ცდა. ხომ არ დაავიწყა რაციონალიზმმა ევროპას, რომლისთვისაც სოკრატე-პლატონის ფილოსოფია მხოლოდ დეკადენსს წარმოადგენდა, ჭეშმარიტი საფუძველი  ბერძნული კულტურა. ბერძნულ კულტურასთან მიახლოება რაციონალიზმისა და ორალიზმის პოზიციიდან შეუძლებელია, რადგან მას სხვა საფუძველი აქვს  შემოქმედებითი სული.
ნიცშესთვის საინტერესოა, როგორ არის შესაძლებელი შემოქმედება და, შესაბამისად, ბერძნული კულტურის წარმოშობა. ნიცშეს აზრით, როგორც სიცოცხლეს განსაზღვრავს საპირისპირო სქესთა ერთობა, ისე შემოქმედებას განსაზღვრავს ორი დაპირისპირებული საწყისის არსებობა. ერთი მხრივ, ეს არის დიონისური საწყისი ერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის განუსაზღვრელ ძალთა კავშირი, რომლის გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ თრობა და რომელიც წარმოშობს მუსიკის არაპლასტიკურ ხელოვნებას; მეორე მხრივ, ეს არის აპოლონური საწყისი ადამიანის წარმოსახვის უნარი, მისი ზმანება, რომელიც განუსაზღვრელობას გარდაქმნის მრავალფეროვან სახეებად და, შესაბამისად, წარმოშობს სახვით ხელოვნებას. ბერძენი არ იყო გულუბრყვილო ბავშვი, იგი აცნობიერებდა ადამიანური ყოფის ამაოებას. დიონისური საწყისი სწორედ შიშზე დაფუძნებული ადრეული ბერძნული ცნობიერებაა, აპოლონური საწყისი კი არის შემოქმედებითი ძალა, რომელიც ადამიანური ყოფის სიმძიმეს მშვენიერების სამყაროდ გარდაქმნის.

      ნიცშესთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს სიცოცხლე, მისი ძალა. უმაღლეს ძალაუფლებას ფლობს შემოქმედი, რადგან იგი კი არ თრგუნავს ან ამარცხებს, არამედ გარდაქმნის სიცოცხლეს. სხვაა თეორეტიკოსი, მორალისტი იგი სიცოცხლეს აუფასურებს. შესაბამისად, იუდაისტურ-ქრისტიანული კულტურა დეკადენსის კულტურას წარმოადგენს.

      XX საუკუნის უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი, მარტინ ჰაიდეგერი ამბობს, რომ ნიცშე უკანასკნელი გერმანელი ფილოსოფოსია, რომელიც ღმერთს ეძებდა.

      ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიამ უდიდესი გავლენა იქონია ზოგადად XX საუკუნის აზროვნებაზე. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, როგორებიცაა სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია და სხვ.

ნიცშეს შემოქმედებიდან 

       ქრისტიანობა - სინანულის რელიგიაა. სინანული კი ეწინააღმდეგება ყველა იმ გრძნობას, რომელიც სიცოცხლის ხალისს გვაძლევს. ადამიანი, რომელიც რაღაცას ნანობს - ძალას კარგავს. სინანული წარმოშობს ტანჯვას, თვითგვემის სურვილს, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიგვიყვანოს სიცოცხლის, საციცოცხლო ენერგიის მსხვერპლად გაღებამდე (ნაზარეველის შემთხვევა). თუ გადავხედავთ სინანულით გამოწვეულ შედეგებს, უფრო ნათელი გახდება მისი დამანგრეველი ზემოქმედება. სინანულის გაიდეალება ეწინააღმდეგება ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევის კანონს, სამაგიეროდ, ხელს უწყობს მათ, ვინც განადგურების ღირსნი არიან. სინანული მათ მხარესაა, ვინც ცხოვრებისგან ვერაფერი მიიღო. დღესდღეობით კაცობრიობა სინანულს უმაღლეს გრძნობად მიიჩნევს, მაშინ როდესაც ყოველი ძლიერებაზე ორიენტირებული სისტემა მას სისუსტედ თვლის. ადამიანები უფრო შორს წავიდნენ - სინანული დაუდეს საფუძვლად ყველა სხვა იდეალს. უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული და მასზე დამყარებული ღირებულებები ნიჰილისტური ფილოსოფიის “მონაპოვარია”, რომლის მიღმაც სიცოცხლის უარყოფა იმალება. შოპენჰაუერი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ სინანული - ცხოვრების უარყოფა და ნიჰილიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. კიდევ ვიმეორებ: სინანული უპირისპირდება საციცოცხლოდ აუცილებელ ინსტინქტებს. იცავს რა სუსტებსა და საცოდავებს, სინანული გვევლინება დამცირებისკენ მიმავალი გზის გამკვლევად, რომელსაც საბოლოოდ გადაშენებამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ეს გზა “გადაშენებისკენ” მიდის - ამბობენ, რომ სინანული მიგვიყვანს “ღმერთთან”, “სამოთხეში”, “ხსნასთან” და ა.შ.. ეს თითქოსდა ჭეშმარიტება, რომელიც სინამდვილეში რელიგიური ნაგავია, მაშინ აშკარავდება, როდესაც ადამიანი თვალს გაადევნებს იმ გზას, რომლისკენაც სინანული მიგვიძღვის. შოპენჰაუერი სიცოცხლის მტერი იყო - ამიტომაც მიიჩნევდა სინანულს ღირსებად. არისტოტელე, როგორც ვიცით, სინანულს მიიჩნევდა გონების ავადმყოფურ, საშიშ მდგომარეობას, რომლის განკურნების საშუალებადაც საფაღარათო წამალს მიიჩნევდა. საციცოცხლო ინსტინქტმა უნდა გვიბიძგოს, გავანადგუროთ ყოველი ისეთი სინანულის გამოვლინება, როგორიც, მაგალითად, გვქონდა შოპენჰაუერის შემთხვევაში (და არამარტო შოპენჰაუერის - ასეთი გვხვდებოდა პეტერბურგიდან პარიზამდე, ტოლსტოიდან ვაგნერამდე). ჩვენს ავადმყოფურ დღევანდელობაში არაფერია იმაზე ავადმყოფური, ვიდრე ქრისტიანული სინანული. დღეს გამოსავლის ძებნა, დაუნდობლობა დეგრადირებულობისადმი, ჩვენი, ჰიპერბორეელების საქმეა! 

       აუცილებელია აღვნიშნოთ, ვის მივიჩნევთ ჩვენს მოწინააღმდეგეებად - ღვთისმეტყველებს და ყველას, ვისაც მათი იდეებით აქვს გაჯერებული სისხლი. ეს საწამლავი იმაზე ძლიერია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია: მე ყოველი იდეალისტში ვხედავ ღვთისმეტყველის ქედმაღლურ თვისებებს - მათ აქვთ პრეტენზია, ამაღლდნენ რეალობაზე და ზემოდან გადმოგვხედონ ეჭვის თვალით. იდეალისტები, როგორც ყოველი ღვთისმსახური, თან ატარებენ ყოველ თავიანთ „დიად“ იდეებს, და ზიზღით უპირისპირებენ ისეთ ცნებებს, როგორებიცაა „გრძნობები“, „მეცნიერება“, „კეთილდღეობა“.. ისინი ამ ცნებებს მიიჩნევენ „სულისთვის“ მავნედ, მაცდურად, და თვლიან, რომ სული მათზე ამაღლებული უნდა იყოს. სამაგიეროდ, აიდეალებენ უმანკოებას, სიღატაკეს, თავმდაბლობას, ერთი სიტყვით „სიწმინდეს“, რომელმაც, სხვათა შორის, უფრო დიდი ზიანი მოუტანა კაცობრიობას, ვიდრე ყველა უბედურებამ ერთად. სანამ თავის დათრგუნვაში დახელოვნებულ მღვდლებს, აღიქვამენ როგორც განსაკუთრებულ, ამაღლებულ ადამიანად, შეუძლებელი იქნება პასუხი გაეცეს შეკითხვას - „რა არის სიმართლე?“ დღესდღეობით სიმართლე თავდაყირა დგას, რადგან მის მცველებად სწორედ ეს არარაობები მიაჩნიათ.

-----------------

ბიბლიოგრაფია:

E. Fink, Nietsches Philosophie, 1960.

Т. Шварц От Шопенгауера к Хеидеггеру. 1964.

ნახვა: 12956

გამოხმაურებები!

"დებულების სიყალბე მისი უარყოფის საფუძველი არ არის"  ნიცშე თვლიდა, რომ საჭირო იყო ისეთი ღირებულებებებისა და მიზნის  დანერგვა რომელიც იქნებოდა "სიცოცხლისდამამკვიდრებელი გვარისშემნახველი და გვარისგამომყვანიც." იმის არგუმენტად, რომ სიცოცხლის არსი ძალაუფლებისაკენ სწრაფვაა, ნიცშეს სოციალური ფენების არსებობა მოჰყავს, რადგან ,თვლის, რომ აქამდე რაც ღირებული შექმნილა მაღალი ფენის (არისტოკრატიის)მონაპოვარია. სწორედ ბატონის მიერ ზიზღნარევი დამოკიდებლება მონისადმი  მაღალი ფენის წარმომადგნელს აღუძრავს სურვილს არასოდეს დაეცეს მდაბიოს დონეზე , ხოლო ეს ბიძგი კი წინსვლის განვითარების ფართო არეალს იძლევა და რეგრესს გამორიცხავს. ვფიქრობ, ნიცშეს იდეა მართლაც რომ გენიალური იქნებოდა ღმერთი რომ მართლაც როგორც მარქსი ამბობდა ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა იყოს  და რელურად არ არსბობდეს.  ძალაუფლებას და მისაკენ ლტოლვას რაც შეეხება,  იუნგი და  ფროიდიც თვლიდნენ, რომ ისეთი სურვილების დაკმაყოფილების,  როგორიცაა ძალაუფლება, აგესია და გენიტალური სურვილები, დამთრგუნველი ძალების მოსპობა, სრული ადამიანური სახის დაკარგვამდე ანუ გაველურებამდე მიგვიყვნს.    ღირებულებათა გადაფასება ნიცშესეული გაგებით კი სწორედ იმ საზღვრების მოსპობას გადაფასებას გულისხმობს რომელსაც კულტურა განსაკუთრებით რელიგია აწესებს სიკეთისა და ბოროტეიბის ცნებით. ნიცშე თვლიდა რომ ადამიანის არსებობის უმაღლეს ფორმას ზეკაცის მდგომარეობას ადამიანი მხოლოდ მაშინ მიაღწევს როცა იგი სიკეთისა და ბოროტების მიღმა აღმოჩნდება. ანუ არ იარსებებს "სუპერ ეგო" არც მისი მთავარი მექანიზმი- სინდისი. ანუ ეს ნიშნავს , რომ სუსტის მოკვლა და მისთვის მოწყალების გაღება ზეკაცის მორალის „ჩარჩოებში“ ზნეობრივი დატვირთვით ტოლი ქმედებაა, რადგან არ არსებობს ზეკაცზე მაღლა მდგომი არც  ძალა და არც კანონი  . იგი თვითონაა ღმერთი.  რაც შეეხება რაციონალიზმს, რაციონალისტების მიერ აზროვნების გააბსოლუტებას, შემდეგ წლებში ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლების ჰორკჰაიმერის და ადორნოს  მიერ  საკმაოდ საფუძვლიანად იქნა უარყოფილი. იმ არგუმენტით რომ  აზროვნება არ ითვალისწინებს შემთხევითობებს.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters