უმეტესობა ჩვენი ქვეყნისა მოესწრო იმ მოვლენებს, რასაც ამ წიგნში შეხვდებით. წლების მიხედვით უკვე მიხვდებოდით რომელ პერიოდზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივად ვერ მივუდგებით. ამ წიგნში არა მარტო 1987-1991 წლის ამბებია გადმოცემული, ავტორი მთელ საბჭოთა კავშირს იხსენებს, იმ დროსაც სადაც არ უცხოვრია და უბრალოდ გადმოცემით იცის, ან წიგნებში წაკითხულიდან. მამა ნამდვილად არ დაისვამდა და ამ ამბავს პატარაობისას არ მოუყვებოდა, მაგრამ რთული პერიოდის გამოვლა მასაც მოუწია. დათო ტურაშვილი 1966 წელს დაიბადა და გამოიარა ურთულესი პერიოდი მართლაც. ამ წიგნში მისი ავტობიოგრაფიაც არის და ვინც ამას წაიკითხავს უთუოდ უკეთ გაიგებს რა ხდებოდა საბჭოთა საქართველოში.

პირველ პირში იწერება და ჩვენ შევხვდებით ისეთ ცნობილ პირებს, როგორიცაა ზვიად გამსახურდია, გივი გვახარია და ა.შ. იმდენი ცნობილი პიროვნება და მაღალი თანამდებობის პირია მოხსენიებული, რომ მიკვირდა დათო ყველას როგორ იცნობდა. განა ის მიკვირდა საიდან იცოდა, წიგნში წერია, რომ ყველას პირადად იცნობდა თითქმის. სახელების წაკითხვისას ზოგი არ მქონდა გაგონილი და დედაჩემს ან მამაჩემს ვეკითხებოდი თუ ვინ იყო ესა და ეს პიროვნება და ვისმენდი მათ მონოლოგს, მიყვებოდნენ იმ პერიოდზე რაც ჰქონდათ გაგონილი და თვითონ როგორ ცხოვრობდნენ. იმასაც მეკითხებოდნენ აქამდე არ გიკითხავს, ეხლა რატომ დაინტერესდიო და მაშინვე ვაჩვენებდი წიგნს, რომელშიც ამ ამბებზე იყო საუბარი და ეს სახელებიც იყო მოხსენიებული.

   ამ წიგნმა აღმიძრა სურვილი უფრო მეტი გამეგო საბჭოთა კავშირზე, მაგრამ დათოს ყველაფერი თითქმის დაწვრილებით აქვს აღწერილი და ცოტათი მაინც დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნილება. საშინელი კრიზისი იყო, არ იყო საპნები და ისეთი ელემენტარული რამ რაც სჭირდება ადამიანს ჰიგიენასა თუ მოვლისთვის. ამაზე მეცინებოდა კიდეც, მაგრამ ეს სასაცილო ნამდვილად არ იყო. ასევე არ იყო ჯინსები, კარგად შეკერილი ჯინსები, რატომაც მოხდა სწორედ თვითმფრინავის კატასტროფა. დათო ტურაშვილს ამაზეც კარგად უწერია “ჯინსების თაობა“, წიგნი, რომელმაც ძალიან დამზაფრა.

საბჭოთა დროში ჯინსები დიდი პრობლემა იყო და გამართლდა იური გაგარინის სიტყვები: საბჭოთა კავშირი სწორედ ჯინსების უქონლობის გამო დაიშალა.

P.S. რაღა გითხრათ, ვისაც გაინტერესებთ ეს თემა და პოსტმა მაინც დაგაინტერესათ წიგნი, მისი მოძიება შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში. “იყო და არა იყო რა“, ზღაპარივით იმიტომ იწყება, რომ ეს რომანი მართლა ზღაპარივით დაიწყო და რომანი იმიტომ ჰქვია, რომ სინამდვილეში სიყვარულის ისტორიაა, "ბაკურ სულაკაურმა" გამოსცა.

ნახვა: 595

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, ლიტერატურა, მიმოხილვა, წიგნი

vako: აპრილი 19, 2016||4:29pm

ესეც საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის მიმოხილვა და90 იანი წლების საქართველოა აღწერილი არი ისტორიები ირაკლი ბათიაშვილზე მერაბ კოსტავაზე და კიდე ბევრ პოლიტიკოსზე 9 აპრილის მოვლენებია აღწერილი მარა ესეც დიდი არაფერია საერთოდ ვერ არის დათო ტურაშვილი მოაზროვნე და ყველაზე ღირებული ამ წიგნში რაც ეწერა ის არი რო რუსთაველის პროსპეკტს ადრე გოლოვინსკის პროსპეკტი ერქვა :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters