blog, qwelly, ადამიანის, ბლოგი, დღიური, ზედმეტი, რეალობა, სიმართლე, სიცოცხლე, ტურგენევივითომ რითია თოთხმეტი დღე უფრო ნაკლები თოთხმეტ წელიწადზე? ან თოთხმეტ საუკუნეზე; ამბობენ, მარადისობის წინაშე ყველაფერი უმნიშვნელოა, დიახ თუ ასეა, მაშინ თავად მარადისობაც უმნიშვნელო რამ ყოფილა.

      წესიერი ადამიანი საკუთარ ავადმყოფობაზე არ ლაპარაკობს.

      მხოლოდ ერთხელ ვიხილე დედა სრულად დამშვიდებული, კერძოდ, მისი გარდაცვალების დღეს, კუბოში.

      ოჰ ბუნებავ! როგორ მიყვარხარ. მეც შენი წიაღიდან გამოვედი ცხოვრებისათვის ასეთი უნიათო.

      ბავშვები იმიტომ არსებობენ, რომ მშობლებმა არ მოიწყინონ.

      ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი, როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმ ხნის შემდეგ.

      სიკვდილის წინ მგონი მეპატიება ასეთი სურვილი, გავიგო, საერთოდ ვინ ვიყავი. კარგად რომ ჩავუფიქრდი ამ მნიშვნელოვან საკითხს და თანაც ჩავთვალე, რომ არავითარი საჭიროება არ მქონია, დიდი სიმკაცრით მემსჯელა ჩემ თავზე, როგორც ამას საკუთარ ღირსებაში მეტად დარწმუნებულნი სჩადიან, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე გახლდით სრულიად ზედმეტი ადამიანი მთელს ქვეყანაზე, უფრო სწორად უცხო ვინმე.

      ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი, მაგრამ ზედმეტნი... არა.

      მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა.

      საერთოდ, სულელი არ გახლავართ. ზოგჯერ თავში მომდის საკმაოდ ყურადსაღები და არცთუ ჩვეულებრივი აზრები, მაგრამ ზედმეტი ადამიანი რომ ვარ და თანაც შინაგანად ჩაკეტილი, ამიტომ ვშიშობ საკუთარი აზრების გამოთქმას. მით უმეტეს, წინასწარ ვიცი, რომ საძაგლად გამოვთქვამ.

      უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა ზედმეტი ადამიანი ვარ, მაგრამ არცთუ საკუთარი სურვილით. თავად ავად გახლავართ, მაგრამ ავადმყოფურს ვერაფერს ვიტან. ბედნიერებაზეც არ ვიტყოდი უარს. კიდეც შევეცადე მივახლოებოდი, ხან მარჯვნიდან მივუდექი, ხან მარცხნიდან... ამიტომ საკვირველი არ არის, მეც ვყოფილიყავი მოწყენილი, როგორც ყველა სხვა მოკვდავი.

      როცა ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავს, მისი გონება, როგორც ცნობილია, ნაკლებ ქმედითია. მშვიდი და სასიხარულო შეგრძნება კმაყოფილებისა მოიცავს მთელ მის არსებას. მისით არის აღვსილი, ადამიანში ქრება პირადულობის შეგრძნება - იგი განცხრომაშია, როგორც ამას ცუდად აღზრდილი პოეტები ამბობენ და ბოლოს როცა ეს "ხიბლი" გაივლის, ადამიანს იპყრობს სინანული. სინანული იმისა, რომ ბედნიერების ჟამს ნაკლებად აკვირდებოდა საკუთარ თავს, რომ საკუთარი ფიქრებით თუ მოგონებებით არ გაიორკეცა სიამოვნება... "ნეტარებაში" მყოფ ადამიანს განა აქვს დროის შეგრძნება, ან ღირს კი იმ დროს საკუთარ გრძნობებზე დაფიქრება? ბედნიერი კაცი - მზეზე გალაღებული ბუზია.

      მარტოხელა და მოკრძალებულ ადამიანთა უბედურება სწორედ ის არის, რომ თვალებიც კარგი აქვთ და საკმაოდ დაჭყეტილებიც, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავენ. ანდა ხედავენ მცდარად, გეგონება ნაირფერი სათვალიდან იყურებიანო, მათთვის საკუთარი აზრები და დაკვირვებები მხოლოდ ხელის შემშლელია.

      ვინა თქვა, რომ მხოლოდ სიმართლეა რეალობა? ტყუილიც, ისეთივე სიცოცხლის უნარიანია, როგორც სიმართლე, თუ მეტად არა.

      ძნელია ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლესთან გამოთხოვება!

ივან ტურგენევი

ნახვა: 664

ტეგები: qwelly, ბლოგი, დღიური, რეალობა, სიმართლე, სიცოცხლე, ტურგენევი

შორენა კენჭოშვილი: თებერვალი 17, 2013||7:08pm

:)

შორენა კენჭოშვილი: თებერვალი 25, 2013||9:29pm

:) :)albat martlai xarr.

შორენა კენჭოშვილი: მარტი 17, 2013||5:51pm

:)

ცისია: მაისი 30, 2013||6:13pm

miiyvars uuzooomood :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters