განათლების ახალი მინისტრი, პარტიის ამბები და ჩინეთი რუსეთში

      ახალი კვირა ახალი მინისტრით უნდა დაიწყოო ჩვენს წინაპარ პოლიტიკოსებს უთქვამთ რიტორიკაში. განათლების მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ჩხენკელის ნაცვლად ამილახვარი გვიმინისტრებს. მიშას ჯანმრთელობის აქციებიც დაბრუნდა და სხვა აქციებიც დაანონსდა - 9 აპრილს. პროკურატურაც მეინსრიმობდა დღეს და ოცნებიდან წასული დეპუტატებიც. ჯანდაცვა და ტრადიციულად პოლიტიკური საკინკლაო ამბებიც მრავლად არის. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5763 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 მარტი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      მიშას აქციები - მიშას აქციების დაბრუნება - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდნენ. ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოჯახი და გარემოცვა მიხეილ სააკაშვილზე ზეწოლას ახორციელებს. რატი ბრეგაძე - სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას. გიორგი ჩალაძე - ინფორმაცია, რაც რატი ბრეგაძემ გააჟღერა, არის მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომელიც არ მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით.

      ახალი მინისტრი განათლებაში - პრემიერ-მინისტრმა დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრი წარადგინა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ანა ნაცვლიშვილი მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვარით შესაძლო - შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება - სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, პრობლემა რჩება იგივე. ირაკლი ნადირაძე - რომელ მინისტრს სად გადაანაცვლებენ, ამით არაფერი შეიცვლება- რუსული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი რჩება ქვეყანაში. გიორგი ამილახვარს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის, ხოლო ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილია. ალექსი პეტრიაშვილი - ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არავითარი შედეგის მომტანი არ არის ჩხენკელის ჩანაცვლება დესპოტებით - სტუდენტების პროტესტს ვერავინ შეაჩერებს. შალვა პაპუაშვილი - გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა განათლების სისტემას მიუძღვნა და ამ მხრივ უდიდესი გამოცილება აქვს. ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ ჩხენკელი ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას, მასზე მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს „ოცნებას“, მაგრამ ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი - საჭიროა მონა, რომელიც იქნება ეფექტურიც და ახალგაზრდებს გააჩერებს. მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს. გიორგი ამილახვარი - განათლების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები - დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, რათა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. ვახტანგ ძაბირაძე - მმართველმა ძალამ ჩათვალა, რომ ჩხენკელმა ვერ უზრუნველყო სტუდენტების ნეიტრალიზება - ამილახვარს ექნება დავალება, შეძლოს არასასურველი გამოხტომების თავიდან აცილება, როგორც ჩანს, რეპრესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბერდია სიჭინავა - ხელისუფლებას მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად გაკვეთილი არ უსწავლია, აპირებენ ძალაუფლების კონსოლიდაციას - ამის გამოვლინება იყო ცვლილება განათლების სამინისტროში. განათლების ახალი მინისტრი - უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში. ნანა ტოხვაძე - „ბიძინას კარზე“ დაწინაურდა „რუსული კანონის“ მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი ამილახვარი. გია ვოლსკი - ამილახვარს არ აქვს ის თვისება, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული.

      წასვლა პარტიიდა - ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. გიორგი ცაგარეიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის. გიორგი ვაშაძე - დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა - გაქცევა სიმხდალეა, ღირსება არის დარჩენა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კოვზანაძეს დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, საკუთარ პროფესიას დაბრუნებოდა - ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. ალეკო ელისაშვილი - უმრავლესობის დაშლა ლოგიკურია - იმ 76 ადამიანიდან, ვინც იმ საძაგელ კანონს მხარი დაუჭირა, სულ მცირე ნახევარს მაინც ალბათ გული ერეოდა და არ უნდოდა ამის გაკეთება.

      ევროპაში მოსიარულეები - ზურაბ ჯაფარიძე - ბრიუსელში ვერ ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს იზიარებს - ამაზე იყო საუბარი პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაზე. გიორგი ვაშაძე - პარტნიორებისთვის ნათელია, სამწუხაროდ, სად დგას „ქართული ოცნება“ - ყოველ ჯერზე, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეკრება გადამწყვეტი და აუცილებელია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავდგეთ. ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ კლავს ისტორიულ შანსს, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. შალვა პაპუაშვილი - იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში - ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა რადიკალებს ენერგიის დამატებით პორციას აძლევს.

      ჯანდამცველი - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ექნება ვალდებულება, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის. ჯანდაცვის მინისტრი - რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს მედიკამენტების გაყიდვა, სხვადასხვა მექანიზმით მოვახდენთ გაკონტროლებას - მოგვიწევს დაჯარიმება და შესაბამისი გაფრთხილების გაცემა. ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

      დაგეგმილი აქცია - შალვა პაპუაშვილი - 9 აპრილის აქციის მიზანია მხოლოდ ერთადერთი რამ - მეტი პოლარიზაცია.

      კობახიძე ნიუსებში - ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს.

      ტურაშვილის ამბავი - მწერალი დათო ტურაშვილი ნერვული და სტენოკარდიული შეტევის გამო, ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. ნინო წილოსანი - მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას - გამოვიდა ვინმე ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების ოჯახის რამდენიმე წევრი?

      მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია დაიწყო.

      პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს.

      პროკურატურის დღის წესრიგი - გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა. პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე სასწავლო პროგრამის ფარგლებში მეოთხე შეხვედრა გაიმართა. პროკურატურა - პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ასევე ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

      კანონი აგენტურაზე - ანა ნაცვლიშვილი - 80-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერილი წერილი, რომელთაც პირადად გამოცადეს რუსეთში დრაკონული კანონის შედეგები, ადასტურებს, რა მნიშვნელოვანია გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა ერთიანი ძალისხმევით მოიპოვა. შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. სალომე ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება.

      „საქსტატი“ - იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტის მოცულობამ 914.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.3%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.3 პროცენტით გაიზარდა.

      3 კარი - სერგეი ლავროვი - ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე - ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს შემოერთებაზე, თბილისისთვის კარი ღია რჩება.

      სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამიას საქმეზეც არის საუბარი.

საზღვარგარეთულები:

      ომი - უკრაინის გენშტაბი - ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. საფრანგეთში პოლონეთის ელჩი - თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება, კონფლიქტში ჩაერთოს. ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება. სერგეი ნაევი - რუსეთს ბუფერული ზონების შესაქმნელად, უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურს. ოლექსი დანილოვი - ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ უპირველესი და უმთავრესი პუნქტი რუსული საოკუპაციო ძალების კაპიტულაცია ან უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა უნდა იყოს. უკრაინამ რუს ოლიგარქს ქონება ჩამოართვა. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დიმიტრი მედვედევი - სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება - მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას. აშშ უკრაინას კიდევ 350 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.

      დამნაშავე პუტინი - ევროკავშირი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე - ევროკავშირი მიესალმება ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ომის დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, მიუკერძოებელი პოზიცია დაიჭიროს და თავი აარიდოს პოლიტიზაციასა და ორმაგ სტანდარტებს. შალვა პაპუაშვილი - როცა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ.

      კიმ ჩენ ინი - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული ძალა მტკიცედ შეაკავებს მტრის უგუნურ ნაბიჯებსა და პროვოკაციებს და არასასურველი სიტუაციის შემთხვევაში უყოყმანოდ შეასრულებს თავის მნიშვნელოვან მისიას.

      ჩინურ-რუსული შეხვედრა - ვლადიმერ პუტინი - მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს. სი ძინპინი - ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით ვითარდება. სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა. სი ძინპინი - ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა - ვიმედოვნებთ, სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გამოიყენებს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად, რომ შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვმა „გულდასმით შეისწავლა“ პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები და “ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებებისთვის“.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 53

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters