ჩაგდებული კანონპროექტი და გამარჯვება-დათმობის სიამაყეები

      აგენტების ამბავი ისევ გამოურკვეველი დარჩება, რადგან გამჭვირვალობის კანონპროექტი ჯერ გაიწვიეს, მერე პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და ჩააგდეს. ახლა კიდევ ერთი თვე, არ უნდა შეაბრუნონ, თორემ განახლდება განხილვები უპრობლემოდ. ვიღაც გამარჯვებას ზეიმობს, ვიღაც დამარცხებას. ევროკავშირში ცხადია არ შეგვიყვანეს, მაგრამ ტაში დაგვიკრეს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5925 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 მარტი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      ჩაგდების ამბავი - პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გამართა. კელი დეგნანი - ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი - ის გზა, რომელიც საქართველომ 31 წლის წინ აირჩია, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური გზაა, ამას ვერავინ შეცვლის. რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო. პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. სერგი კაპანაძე - ეს პატარა წარმატება, ბრძოლაში პატარა გამარჯვებაა - „ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტურად არაფერი არ შეცვლილა, ხვალ სხვა ინსტრუმენტის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტის გაწვევის თაობაზე წერილობით მიმართეს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის სხდომაზე უნდა გაფორმდეს ქართველი ხალხის ნება - „არა, რუსულ კანონს!” - სანამ საქართველო არ იქნება ევროკავშირის ნაწილი და არ გავა სამშვიდობოს, ხალხი დარჩება მუდმივ სიფხიზლეში. იაგო ხვიჩია - ხელისუფლება ეცდება, იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანა, რაღაცნაირად შური იძიოს - სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევის შესახებ კანონპროექტი. ალექსანდრე რაქვიაშვილი - არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი წარმატებული მიტინგით პოლიტიკური ომის მოგება შესაძლებელია. სალომე სამადაშვილი - რაც დღეს პარლამენტის დარბაზში მოხდება, კონსტიტუციასთან ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა - ქართველი ახალგაზრდების ბრძოლამ მოიგერია რუსული იერიში. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ოვაციებით შეხვდნენ. პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, ჩვენ პერიოდულად შევიკრიბებით, თუმცა პერმანენტული აქციები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობდა. გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. გიორგი ვაშაძე - მოდუნება არ შეიძლება, ბრძოლა გრძელდება! - კობახიძის ვეუბნები, შენ გაიქცევი პირველი რუსეთში, ოღონდ ივანიშვილი თუ წაგიყოლებს. გიორგი ვაშაძე - მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მათი მოპოვებული გამარჯვებაა - პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით, რომლითაც სამშობლოს დავიცავთ. პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი სცენა და ტექნიკური მოწყობილობები დაშალეს. გიგა ბოკერია - კანონპროექტის ჩაგდება არ ნიშნავს არაფერს - არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს წარმატება მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს. უკვე შუადღისას საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულდა. პაატა მანჯგალაძე - არ უნდა მოვდუნდეთ, ხელისუფლება რევანშისთვის ემზადება მათ წინააღმდეგ, ვინც რეჟიმს და საქართველოს ევროპისგან დაშორების მზაკვრულ გეგმას წინ აღუდგა. იაგო ხვიჩია - მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები კოორდინირდნენ იდეის გარშემო - გააცნობიერეს, რომ რაღაც ნიშნავს რუსეთისკენ სვლას და ხელისუფლებას არ მისცეს ამის შესაძლებლობა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ ეს სცადა. მიხეილ სარჯველაძე - არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი პარტიული და ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის გამოიყენოს. ირაკლი კობახიძე - ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, გაიგეს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“. ირაკლი ქადაგიშვილი - ამ საპროტესტო დღეებმა დაგვანახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ გაიგონებს თავისი ახალგაზრდის გულის ნათქვამს და რომელიც წელში გადატეხავს თავის მოქალაქეს. თინა ხიდაშელი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე - გააცნობიერეს, რომ ძალიან შორს არ იყვნენ იმ მომენტისგან, როცა ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში „ვარდების რევოლუციის“ ტიპის შედეგი დაუდგებოდათ.

      დღე მესამე საზღვარგარეთიდან - აბები გვიან ღამიდან - ჰელსინკის კომისია - საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის შესახებ“, ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან. დიმიტრი პესკოვი რუსეთის მოქალაქეებზე - უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ. სერგეი ლავროვი - საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები კიევის მაიდანს მოგვაგონებს და ევროკავშირის მხრიდან შეფასებები, აშკარად თვალთმაქცურია. USAID-ის ხელმძღვანელი - ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის გაწვევაზე - კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია - კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს.

      პოლიცია - შსს - გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით ფაქტის დადგენაზე გამოძიება მუშაობს. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, შსს-მ გამოძიების ფარგლებში ნივთმტკიცების სახით გამოუყენებელი „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღო. ექიმის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ.

      თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ.

      რაფაელ გლუკსმანი - უკრაინელები და ქართველები ყოველდღე გვახსენებენ, რა არის სინამდვილეში ევროპული პროექტი - ვიყოთ ღირსები.

      რუსსაშიშები - რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

      ITB ბერლინის დირექტორი - ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით, მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო.

      საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ურსულა ფონ დერ ლაიენი - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები ომის დანაშაულია. უკრაინის გენშტაბი - მტერი ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტს. სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის.

      ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

      პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო.

      ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 52

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters