„გამჭვირვალე“ კანონის უკან გაწვევას დაპირდნენ აქციის მონაწილეებს და დღევანდელი დღე გამარჯვებად მოინათლა. მაგრამ პარლამენტის წინ აქცია მაინც დაანონსდა და ამ წუთებშიც კი იმართება, რადგან დაპირების შესრულებას სახლში ვერ დაველოდებით, ვაითუ მოგვატყუონო. დღის მთავარი ამბავი, ცხადია 7-8 მარტის აქციები იყო, მისი დარბევები და მიღებული შედეგები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 მარტი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      აქციის ქრონიკები შუაღამიდან - ნინო ლომჯარია - რაც რუსთაველზე მოხდა და ხდება, არის მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენება. მომიტინგეები სანაპიროდან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან - ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ეროვნული მუზეუმი - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს - ექსპონატების ნაწილი საცავებში იქნა გადატანილი. სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლას კიდევ ერთხელ ცდილობს. რუსთაველის გამზირზე ლევან ხაბეიშვილსა და რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება იყო. რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებმა ავტომობილი ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს. გამთენიისას, ექვსის ნახევარზე, სპეცრაზმი კვლავ რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გაწმენდას ცდილობდა. მომიტინგეების ნაწილი ამ დროისთვის მეტრო „რუსთაველთან“ იმყოფება - დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მომიტინგეები დააკავა. „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებსა და ოპერატორს. უკვე დილით, შვიდ საათზე, რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ, რაც ტერიტორია მომიტინგეებისგან გაწმინდეს, კვლავ რჩება სპეცრაზმის ნაწილი - პოლიცია დგას უშუალოდ პარლამენტის წინ. რვა საათზე - პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა - აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

      შედეგები: შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, „ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა - მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყებას აპირებს. სერგი კაპანაძე - უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს - საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო. ლევან ალაფიშვილი - პროცესის დასრულება მხოლოდ იმით შეიძლება, კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ და მეორე მოსმენით ჩააგდონ, სხვა შემთხვევაში, მისი გაგრძელება იურიდიულად ნებისმიერ დროს შეიძლება. ვახუშტი მენაბდე - კანონპროექტის პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ, მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, 22 შეტყობინება შევიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართა. შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები აღარ განიხილონ. ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ეს არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე, ეს არის ჩვენი გატაცების საქმე - გვცემდნენ ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება.

      პოლიტიკოსებად მომუშავეთა შეფასებები - ხატია დეკანოიძე - ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! ალეკო ელისაშვილი - ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ - ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო. გიორგი გახარია - მოდი, დავიწყოთ მადლობით! - საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია. „ლელო“ - ბრძოლა გრძელდება - საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა. ცოტნე კობერიძე - ლომჯარია მავნებელია - ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამბობ, რომ ეს მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესია, სისულელეა - ხალხი თვითორგანიზებული იყო. გიორგი მარგველაშვილი - კრემლმა უკან დაიხია - თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია - მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ. ბექა ლილუაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ვალდებულება აიღო და ახლა უნდა მივდიოთ ფეხდაფეხ - საჭიროების შემთხვევაში აქციებიც უნდა გაგრძელდეს. ხათუნა სამნიძე - ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს, არ ვფიქრობ, რომ პარტიები ამაში უნდა ჩაერიონ - ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცედურულად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე. სანდრო რაქვიაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უკან არ დაუხევია - ხალხი, ვინც ციხეშია, უნდა გამოუშვან. ანა დოლიძე კანონპროექტის გაწვევის განცხადებაზე - ეს განცხადება არ მომწონს, აქ არც ბოდიშია - ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ბაჩუკი ქარდავა - თუ ვინმეს გადაგდებას მოახერხებს ეს რეჟიმი, ეს არის საკუთარი თავი - უნდა ჩატარდეს სხდომა და კანონპროექტს კენჭი ეყაროს. სერგო ჩიხლაძე - პროტესტი უნდა გაგრძელდეს - რაც შეეხება პარლამენტის შუშების ჩამტვრევას, სამწუხაროდ, აქციების დროს, უკონტროლო ჯგუფები არიან - გიორგი ვაშაძეს ახალგაზრდები გამოჰყავდა დამტვრეული შუშებიდან. არმაზ ახვლედიანი - უნდა ჩამოყალიბდეს ნდობის მთავრობა და შსს-ს, სუს-ის, პროკურატურის ხელმძღვანელები შეირჩენ ნდობის უმაღლესი მანდატით - მხოლოდ ასე შევძლებთ საქართველოს გადაქცევას ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პაატა დავითაია - ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე და გააცნობიეროს პროტესტი, რასაც ის მიიღებს თუ საქართველოს ევროპულ მომავალს დაემუქრება საფრთხე. გიგა ბოკერია - ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს - მისი შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა. პაატა მანჯგალაძე - ახლა გაჩერება საქმის შუა გზაზე მიტოვებაა - პროტესტი უნდა გაგრძელდეს! სალომე სამადაშვილი - ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვიბრძვით, არ ვაპირებთ ბრძოლით დავიღალოთ, სანამ არ გავაფორმებთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ქვეყანაში. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. მამუკა მდინარაძე კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებაზე - მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ე.წ. აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონის ჩაგდებაზე - დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი - კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა არასწორია - ყველას პასუხისმგებლობა იყო, ვინც სიცოცხლისთვის რისკის შემცველი მოწოდებებით გამოდიოდა. 12-პუნქტიანი გეგმის კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა - ახლა ოპონენტებმა კეთილი ინებონ და შემოგვიერთდნენ, რომ საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ხათუნა სამნიძე - პროცესი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი მათ შორის, საპროტესტო აქციების საშუალებით. პეტრე ცისკარიშვილი - რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება. ლევან ხაბეიშვილი - მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა იწყება, „რუსული ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს. გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს იქნება მაშინ, როცა საქართველო მიიღებს სტატუსს, როცა საბოლოოდ დავიხსნით თავს რუსული დავალებების შემსრულებელი რეჟიმისგან. მამუკა გამყრელიძე - პოლიტიკაში მოდის პრაგმატული, მტკიცე და სამართლიანი ახალი თაობა, რომლისთვის პატრიოტიზმი ნიშნავს ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს. კახა ოქრიაშვილი - საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ! ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს. ამ კანონს არაფერი ჰქონდა საერთო რუსულ კანონთან - ადამიანები სიყალბეზე აგებული კამპანიით შეცდომაში შეიყვანეს. რადიკალური პოლიტიკური ძალების მიზანი არ ემთხვევა სახელმწიფო ინტერესებს - მათი მიზანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ეს არის წინააღმდეგობა გაუწიონ კანდიდატის სტატუსის მიღებას. წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება თანაზომიერების პრინციპის და კანონის შესაბამისად იყო გამოყენებული - პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ რადიკალ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ. კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება - პოლიტიკანებს, რომლებიც პროცედურაზე სპეკულირებენ, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან. არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ამ ჯგუფისგან პარლამენტის შტურმის მცდელობა სხვა დროსაც გვინახავს - ჩვენი პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ, რადიკალიზაციაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს. ბოლო 10 წელი სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა. იმედია, იმ სამ დეპუტატს ეყოფა გამბედაობა, თქვან, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული - საჭიროა იმ ზარალის აღრიცხვა, რომელიც მიადგა როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას. იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ძალადობის, როცა ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე „თინეიჯერები“. გიორგი კვირიკაშვილი - ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. სალომე ზურაბიშვილი - გასაგებია, რატომაც არის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა - ნუ გეშინიათ, რას იზამენ, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს. ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად - თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია - ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში. ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს - ეს ბრძოლაა, გზის დასასრული არაა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გავდივართ.

      აქციების გაგრძელება - სოფო ჯაფარიძე - მოვუწოდებ ყველა მომღერალს, ყველა ხელოვანს, შემოგვიერთდით დღეს აქციაზე 19:00 საათზე - ერთად ვაქციოთ დღევანდელი აქცია, აქცია-კონცერტად. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტია არ მიესალმება დღევანდელ აქციაზე ე.წ. „კონცერტის“ იდეას - ეს კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. პაატა მანჯგალაძე - სპეცრაზმით გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებ - თავისუფლებას ვერ გააჩერებ. პაატა ბურჭულაძე - გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ახლა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი - გადამგდები არიან, არ არიან სიტყვის ხალხი. ნინო ლომჯარია - „ხალხის ძალამ“ შეიცვალოს სახელი და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“ - სადაც რუსული პროპაგანდით მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მიხვალთ, ყველგან ნამდვილი ხალხის ძალა დაგხვდებათ.

      შორეული მაყურებლები - სენატორები ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს შემაშფოთებელი კანონმდებლობის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს. BBC-ი ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონზე - კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას. ანდერს ფოგ რასმუსენი - უსაზღვრო მამაცობაა - სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს. CNN - კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე. ევროკავშირის წარმომადგენლობა - მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს განაახლონ პროევროპული რეფორმები. ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის გაწვევის განცხადებაზე - მნიშვნელოვანი სიახლეა, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მირიამ ლექსმანი კანონპროექტის გაწვევაზე - მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად საჭირო იყო ეს ყველაფერი? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად? ჟოზეფ ბორელი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო. ვიოლა ფონ კრამონი - მივესალმები რუსეთის კანონის გაწვევას, ამ დრამის აცილება შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხისა და მეგობრებისთვის თავიდანვე მოესმინა - საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები! ევროპის სახალხო პარტია - ქართველი ხალხის ხმა ძლიერი და მკაფიოა - მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა. ევროპარლამენტარი - სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს! ხავიერ კოლომინა - ნატო მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია - ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება. აშშ-ის საელჩო - დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან. საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმაურება. გერმანიის საელჩო - კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია - მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დიმიტრი პესკოვი - საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს. ოლივერ ვარჰეი - მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სადავო კანონის გაწვევის შესახებ. ილჰან კიუჩუკი - გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი რეალურად არ იქნება გაწვეული. ტეის როიტენი „ქართულ ოცნებას“ - ჩააგდეთ კანონპროექტი მეორე მოსმენით, რაც შეიძლება მალე. ინალ არძინბა - მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა.

      საპარლამენტო განრიგი - მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება. 9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ჩასაგდებად პლენარულ სხდომაზე ხვალ გაიტანს. პარლამენტის შენობაში 10 მარტს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბონ.

      ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა.

      „საქსტატი“ - 2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა.

საზღვარგარეთულები:

      ომი - უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, დაიბომბა ხარკოვი და ოდესა, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი - რთული ღამე იყო - მტერმა 81 რაკეტა გაისროლა - არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსებმა ხერსონში ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი. კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ავტომობილები და შენობები.

      Bloomberg - ვიქტორ ორბანი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას უშვებს.

      იერუსალიმის აეროპორტში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 58

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters