თებერვალი დადგება და თოვლი ძალას მოიკრეფსო, ამბობენ სინოპტიკოსები და მაღალ მთაში 2 თებერვლიდან დიდთოვლობა გველის. ეს იანვარიც ასე მიილია. თვის ბოლოს კვლავ ოპოზიციური პარტია იყო მეინსტრიმის წამმართველი - ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ჩატარდა და მასში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არჩევნების შეფასებები იყო, ცხადია სააკაშვილის თემაც არ კარგავს აქტუალობას და ასევე ეკონომიკური პროგნოზები, კორუფცია, ომი უკრაინაში და სხვა ამბები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6518 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 31 იანვარი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      რას ვსუნთქავთ? - ნინო ჩხობაძე - საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.

      სამკურნალო პატიმარი - „ვივამედის“ დირექტორი - კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხი უარყოფითია - რაც შეეხება გონების კარგვას, ბადრაგს და ექთანს ასეთი ფაქტი არ დაუნახავთ, პაციენტი ტკივილს არ უჩივის, თავის დარტყმა არ ყოფილა, ზურგით მოხდა კედელთან შეხება. ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში „ჯერ არ გადაჰყავთ. შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ აპირებენ მის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რეანიმაციაში მისი გადაყვანა „სხეულის მასის ინდექსის“ გამო გადაწყდა. გიორგი ჩალაძე - არ შეიძლება „ვივამედის“ ექიმებზე, მედპერსონალზე და კლინიკაზე თავდასხმა, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ - სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სარეანიმაციო პალატაში. პაატა ბურჭულაძე - საქართველო დღეს თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წერს - მიშა უნდა გადარჩეს. ნიკოლოზ სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტები გადააკეთეს და სიმაღლე შეამცირეს, რომ წონის კლება კატასტროფული არ გამოვიდეს - ეს არის ნამდვილი კრიმინალი. ზურაბ ჩხაიძე - კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან - ამ ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები დაკავდებიან. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ რეანიმაციაში, პროცედურები აქვს გასავლელი - მისი მდგომარეობა ახლა უკეთესია.

      ახალი თავმჯდომარე და შიდაპარტიული ამბები - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილს - საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. ხატია დეკანოიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ნიკა მელია - არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით. ნონა მამულაშვილი - ვულოცავ ლევანს გამარჯვებას, პრობლემა ის არ არის - პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკაზე ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა! გიორგი ბარამიძე - მძიმე ბრძოლა იყო, ზოგ მომენტში ზღვარგადასული, მაგრამ ყველანი ვართ ერთი გუნდის წევრი და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაერთიანებს. გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ ვგეგმავ - ბევრმა მხარდამჭერმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რაც პარტიის ამოძრავებით გამოიხატება. აკაკი მინაშვილი - ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტებს - პარტიაში ვრჩები, თუმცა მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. ნუგზარ წიკლაური - პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე. ვახტანგ ძაბირაძე - თუ ვინმემ მოიგო არჩევნებით, „ქართული ოცნებაა“, რადგან ხაბეიშვილის უკან იგულისხმება ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებაა. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს ასეთი პოზიცია აქვს - დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, ის ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს გამარჯვებას ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ძალა ერთობაშია და არავითარ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს რამდენიმე წევრმა თანამდებობა დატოვა. კობა ნაყოფია - პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში - პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს. ლევან ბეჟაშვილი - ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს გამარჯვება არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება - ვაპირებთ, პარტიის გაერთიანება დავიწყოთ. გიორგი ბოტკოველი - უნდა ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხაბეიშვილის ან მელიას გუნდის წევრები - ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ბევრი საქმე, რაშიც საპროტესტო აქციებიც იგულისხმება. ლევან ხაბეიშვილი - უნდა გაიხსნას პრეზიდენტ სააკაშვილის შტაბები რაიონებში, დახურული ინფრასტრუქტურა უნდა ამოძრავდეს - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დიახ, ფიზიკური პრობლემები შეექმნება. გაუგებარია, რომ ჩემმა მეგობრებმა ჩასაფრებულის პოზიცია აირჩიეს და თანამდებობებს ტოვებენ - არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას. ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ „რუსულ ოცნებას“: პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და ჩვენს ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ. ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ - ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან.

      ოპოზიციაზე საგარეო შეფასებები - პაატა მანჯგალაძე - არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხზე შეთანხმება, ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ღირებულებების ერთგულია და საერთო ენას ბევრ საკითხზე ვიპოვით. ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა - პარტიასთან, რომელიც წარსულში ბრუნდება, თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. გიორგი ვაშაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთთავდასხმები და რაღაც კლიშეების დამკვიდრება დასრულდება - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბევრი კითხვაა და პასუხი უნდა გაეცეს. კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა კეზერაშვილი-მერაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, ხაბეიშვილს ამ თანამდებობიდან ძალიან მალე გააგდებენ. ოპოზიციის ახალ გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს, ცვლილების მოტანა არ შეუძლია - ეს ადამიანები ერთიანდებიან და ყოველთვის მარცხდებიან. ხათუნა სამნიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება გარდაუვალია, თუმცა ჯერ არც გაერთიანებების დროა და არც მოწოდებების, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს. გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ის არის რევოლუციის და ქაოსის სიმბოლო - რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, „ნაცმოძრაობაში“ ის ხდება, აქამდე რაც იყო ჟურნალია, ახლა იწყება თავდავიწყება. გია ვოლსკი - კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს. მიხეილ სარჯველაძე - ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში ყოფნის არც სურვილი და არც უნარი აქვს - ეს კაცი საპარლამენტო საქმიანობისთვის დაბადებული არ არის. ეკა ბესელია - არ გამოვრიცხავ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ირიბად იყოს ბიძინა ივანიშვილის კვალიც - ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ფულით მანიპულირება, ახალი ამბავი არ არის. ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ბელადზე ორიენტირებული ორგანიზაციაა - როგორც პოლიტიკური ძალა, იმდენად არის დეგრადირებული, რომ აღარ უნდა გაითვალისწინო.

      სტუმარი - მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვერები ჰქონდა შალვა პაპუაშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი ვოლსკისთან.

      გელათი - ანა ნაცვლიშვილი - თუ ასე გაგრძელდება, დავკარგავთ გელათს - მოვუწოდებ თეა წულუკიანს, უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა, რომ გელათი გადარჩეს. კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებულ კვლევას „პოლიტიკურად ანგაჟირებულ კრიტიკას“ და „ვიწროპარტიული ინტერესით განპირობებულ უსარგებლო ბრალდებებს” უწოდებს.

      სანქციობანა - კახა კალაძე - ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, არ არსებობს. ალექსი პეტრიაშვილი - ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ - ხელისუფლებისგან არავინ ითხოვს ქვების სროლას და სამხედრო ესკალაციას რუსეთთან, მაგრამ ყოველთვის არის დუმილი რუსეთის განცხადებების შემდეგშალვა პაპუაშვილი

      ეკონომიკური წინსვლები და კორუფციული „სტაგნაციაო“ - „საქსტატი“ - ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ლევან დავითაშვილი - საქართველოში ეკონომიკური ზრდის ყველა მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ გასული წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს. ფინანსთა მინისტრი - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება. კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის. საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - "კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს. კახა კალაძე - კორუფციის აღმოსაფხვრელად ბრძოლა ყოველდღიურად მიმდინარეობს - არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ყველაფერი იდეალურადაა და უბედნიერესები ვართ, გამოწვევები არსებობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

      დანაშაულის სტატისტიკა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და თითოეული მუხლის მიხედვით ჩაშლილი იქნება.

      ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს ვიზიტზე უარი ეთქვათ.

      მოგზაურთათვის - გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო და მოგვიანებით აღსდგა. კორშა-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

      საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის. აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა. ოლექსი დანილოვი - მობილიზაციის დროს რუსეთში 300 000 ადამიანი გაიწვიეს - 150 000 უკვე ფრონტზეა გაგზავნილი, 150 000 კი - წვრთნებს გადის. უკრაინის გენშტაბი - მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც მძიმე დანაკარგებს განიცდის. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ. ოლექსი რეზნიკოვი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება. კიევის ეკონომიკის სკოლა - რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა. ხორვატიის პრეზიდენტი - წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს. უკრაინაში, საკრებულოს დეპუტატი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააკავეს. უკრაინის საგარეო უწყება - ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს, მიუღებელია. იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის და ასევე ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ავტორიტარულ ლიდერებს მთელს მსოფლიოში. რუსულმა ძალებმა ბახმუტში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - არის მსხვერპლი. ოლექსი რეზნიკოვი F-16-ებზე - დახმარების ყველა სახეობას გაუვლია “არა”-ს ეტაპი, ეს ნიშნავს “არა”-ს დღეის მდგომარეობით.

      პაკისტანში, მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 87 ადამიანი დაიღუპა, 157 კი - დაშავდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 65

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters