ლუკაშენკოს ხავერდოვანი სეზონი და სამასპინძლო აქციები ლარსთან

      გუშინ რომ სოხუმის დაცემა გაიხსენეს, დღეს ბელარუსის პრეზიდენტი სწორედ აფხაზეთში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით და დაარღვია საქართველოს სახელმწიფოს კანონი. აქამდე ჯერ კიდევ მეგობართა სიაში იმყოფებოდა ოფიციალურ დონეზე მაინც. დღეს ასევე აქციები მოეწყო ლარსთან და ხოშტარიას დროამ „მასპინძლობა“ გაუწია რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებაც რატომღაც დეზერტირებს ეძახიან ანუ ჯობდა ეომათ?! დღის მთავარ ამბებში კვლავ ომბუდსმენიც ფიგურირებს და კალაძის თბილისიც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8336 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 სექტემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან.

      ლუკაშენკო აფხაზეთში და აფხაზური აბები - ინალ არძინბა - აფხაზეთში იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკას ტოვებენ. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია - აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას. ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. პაატა დავითაია - ინალ არძინბას და სერგეი ლავროვს შორის დადებული შეთანხმება, დაავალდებულებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, დაექვემდებარონ მობილიზაციას და მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში. სალომე ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ზურაბ ბატიაშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე - ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი - რეაგირების გარეშე ეს არ უნდა დარჩეს. ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციულად ჩირგვებში არ უნდა ჩარგოს თავი, ვითომ არაფერი მომხდარა - ეს განსაკუთრებულად საშიში პრეცედენტია. სერგი კაპანაძე - მე ამას ვუყურებ დიდი ანექსიური პოლიტიკის პატარა გამოვლინებად - დასავლეთთან მუშაობაა საჭირო, რომ ანექსიაზე ორიენტირებული ნაბიჯი დასანქცირდეს. გიორგი გახარია - ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. კახა კალაძე - აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია - ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება. დავით უსუფაშვილი - ლუკაშენკო იმ ზრახვებს ასრულებს, რაც იმპერიალისტ რუსეთს ამოძრავებს. საქართველოს საგარეო უწყება ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. პაატა დავითაია - აფხაზეთში ჩასვლით ბელარუსის პრეზიდენტმა დაარღვია კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რითაც გადაკვეთა „წითელი ხაზები“ - ბიჭვინთაში გაკეთებული განცხადებები არის საგანგაშო და საქართველოს მთავრობისგან მკაცრ რეაგირებას საჭიროებს. მიხეილ სარჯველაძე - ბელარუსს აქამდე ჰქონდა მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - არასდროს და არავისთან მიმართებით საქართველო არ შეეგუება ურყევი მხარდამჭერი პოზიციიდან ნაბიჯს უკან. გიორგი ხელაშვილი - გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ „ვიზიტს“ - იმედი ვიქნიოთ, რომ ბელარუსის მხარე არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ და არამეგობრულ ნაბიჯებს. პაატა ზაქარეიშვილი - მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა, ერთადერთი ლავროვი იყო, როდესაც რუსეთმა აღიარა - ერთ-ერთი „მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას. ნიკა სიმონიშვილი - არ არის გამორიცხული, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტით ანექსიის გარკვეულ წინაპირობებს ჰქონდეს ადგილი - ამ ფონზე რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, უბრალოდ თავი მიწაში აქვს ჩარგული. თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას აპროტესტებენ - აქციის მონაწილეებმა პუტინისა და ლუკაშენკოს ფოტოები დაწვეს. უკრაინული ტელეარხის პროდიუსერი ლუკაშენკოს „ვიზიტზე“ - ეს ძალიან ცუდის ნიშანია, რომელიც მოწმობს, რომ რუსეთი და ბელარუსი ემზადებიან შემდგომი ესკალაციისთვის. თორნიკე შარაშენიძე - მზადდება ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფო“, რომელშიც რუსები შეათრევენ ბელარუსს და ცდილობენ, შეათრიონ აფხაზეთიც - სამწუხაროდ, შეიძლება ყველაფერი აღიარებისკენ მიდის. ვოლოდიმირ კოპჩაკი - ლუკაშენკოს ვიზიტი არის იმისთვის, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით - ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თბილისის რეაქციაზე, ეს არის საკვანძო მომენტი. ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე - ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა - იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. რომან გოცირიძე - ახლავე უნდა იყოს დიპლომატიური ნაბიჯები გადადგმული, ბელარუსიდან ელჩის გამოწვევა უნდა მოხდეს - პრემიერს განცხადება უნდა გააკეთებინა, „ტვიტერზე“ რაღაც „ნაგლეჯის“ დადების ნაცვლად. ილია დარჩიაშვილი - ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში მიუღებელია - მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. ჯუანშერ ბურჭულაძე - გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით - არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება. გიორგი რუხაძე - ლუკაშენკო პლაჟზე წამოსაწოლად ნამდვილად არ ჩასულა - ელჩის დაბარება არ არის პასუხი, შემხვედრი პასუხი იქნებოდა ელჩის გაძევება, უნდა დაანახო ყველას, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც არ მოითმენ.

      შემოსვლა ლარსიდან - რუსეთის მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრამდე მოსასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედით გამოიარეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ გადახდის ვალდებულება დაეკისროთ. დავით უსუფაშვილი - რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს დოკუმენტურად გადაწყვეტას ვინ შემოუშვან და ვინ - არა - თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც ამას ითხოვს. სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება თავს არიდებს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას - ჩვენ თებერვლიდან ვითხოვთ, რომ ქვეყანამ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთთან. გიგა ბოკერია - „რატომ არ მოიწვიეს უშიშროების საბჭო?“ - ასეთი შეკითხვა ეროვნული ინტერესების მქონე ხელისუფლების პირობებში უნდა დაისვას, რომელიც არ გვყავს. გივი მიქანაძე - ამ ეტაპზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის საჭიროება არ იკვეთება. ალექსანდრე დარახველიძე - როგორც კი საჭიროება დადგება, უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება. ხათუნა ბურკაძე - უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება აუცილებელია. გიორგი ვაშაძე - საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს - „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავს აგრესიას საქართველოზე. გივი მიქანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე - მორალს აცდენილია ბეჟაშვილის და მისი გუნდის განცხადებები - 2008 წლის შემდეგ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე. ხატია დეკანოიძე - ის, რაც ლარსზე ხდება, წარმოუდგენლად დიდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, თუმცა ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკა და უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია მათ პირობებში არ აქვს. პარტია „დროას“ და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა - შსს აქციის გამართვის ადგილად მათ გველეთს სთავაზობს. შს მინისტრის მოადგილე - ასეთ დროს აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ. დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში 40-45%-ით გაიზარდა - თითოეული პირის შესწავლა ხდება. მიხეილ სარჯველაძე - თუ ვინმეს სათქმელი აქვს, ამის გაკეთება სხვაგანაც შეუძლია - ლარსში ჩასვლა არ მგონია, რომ აუცილებელი იყო. „საოკუპაციო შენატანის" შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე - კარგად რომ დაფიქრდნენ და არ იჩქარონ ასეთი განცხადებების გაკეთება, მიხვდებიან, რომ ეს შეურაცხმყოფელია მათივე პოზიციისთვის.

      საბანკო - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - კვლევების თანახმად, მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6 თვიდან 1 წლამდე ასახელებს. დღეს ჩვენ არ ვამბობთ, რომ უძრავი ქონების სექტორში დიდი მოცულობითაა რისკები დაგროვილი, თუმცა არის საყურადღებო ტენდენციები, როგორიც არის ფასების ზრდა და ქირის ზრდა. ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა საბანკო სისტემის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს.

      საომბუდსმენო - ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფი შეძლებს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას. გიორგი ბურჯანაძე - რომ გითხრათ, სახალხო დამცველის პოზიციაზე დიდ ცვლილებებს განვახორციელებ, არა - ნინო ლომჯარიასთან ერთად ყველა იდეის რეალიზების შესაძლებლობა მქონდა და ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ. ნათია მეზვრიშვილი - ხმას არ მივცემთ სახალხო დამცველის არც ერთ კანდიდატს, რომლის მიმართაც დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით რაიმე კითხვის ნიშანი იქნება.

      კალას თბილისობა - კახა კალაძის განცხადებით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, 1-ელ და 2 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: „კონდიციონერი ჩართე!“, „არ მუშაობს“ - ეს წარსულს ჩავაბარეთ. როცა საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს მოსახლეობას - გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება და 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში იყო კიდევ ერთი შესასვლელი, რომელიც დღეს კერძო ტერიტორიაა და ჩვენ მის დაბრუნებას ვგეგმავთ. მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ არსებულ 70-მეტრიან გვირაბში მგზავრთა გადასვლა ფიზიკურად შეუძლებელია და საჭიროა დაიწყოს მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე. გიორგი ტყემალაძე - მოსახლეობის მხარდაჭერით სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება და თბილისელებს საგრძნობლად შეუმსუბუქდებათ დედაქალაქში გადაადგილება. მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრთანაკადის მოძრაობას მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა - ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ აღიარებს. უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტების ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები უერთდებიან. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგებს. უკრაინის საგარეო უწყება ე.წ. „რეფერენდუმებზე“ - ამ სპექტაკლს არავითარი კავშირი არ აქვს ნების გამოვლენასთან და არანაირ ზეგავლენას არ ახდენს უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სისტემასა და საზღვრებზე. საქართველოს საგარეო უწყება - საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმერ პუტინს ე.წ. „რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი - ვგმობთ და არ ვაღიარებთ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ჩატარებულ ფსევდო რეფერენდუმებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს სურს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები აიძულოს არჩევანი გააკეთონ: ან მოგკლავენ ან უნდა მოკლა. რუსეთის დუმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „შეერთების“ საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს.

      გაზსადენი - ჯოზეფ ბორელი გაზსადენებზე მომხდარ გაჟონვაზე - ყველა არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი. იენს სტოლტენბერგი - „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია.

      აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.

      აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. საფრანგეთი მზადაა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 43

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters