ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9077 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 ივლისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      ამერიკის დღეები - ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა - ეს თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. „მსურს ვუპასუხო არასერიოზულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB)დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, გარკვევით განვაცხადო, შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად“,-განაცხადა დეგნანმა. ირაკლი კობახიძე დეგნანის განცხადებაზე - თუ ის კამპანია FSB-ს ეკუთვნის, გამოდის, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი და უსუფაშვილი FSB-ს საქმიანობასთან არიან დაკავშირებული.

      ჩხუბი ამერიკის ტერიტორიაზე - გია ვოლსკი - რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს! იაგო ხვიჩია - გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ - ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. პაატა მანჯგალაძე - მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ თავის მართლება არ დამიწყია - ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს ბოდიშის მოხდას ვურჩევ. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილ ქმედებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს. ანრი ოხანაშვილი - გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა - გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა. რატი იონათამიშვილი - ერთ მხარესაა - პროვოკატორი, მატყუარა, უთავმოყვარეო წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ოხანაშვილი ევროპული განათლებით. მიხეილ სარჯველაძე - ნუ შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ისე, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა უმიზეზოდ - მანდატის დატოვების მოთხოვნა მტკნარი აბსურდია. ბექა ოდიშარია - გიამბობთ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე: ღონისძიების შემდეგ გამოჩნდა აღელვებული ანრი ოხანაშვილი, კაცს ფერი არ ედო, ისაუბრა უმძიმეს შეურაცხყოფაზე, რაც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. ირაკლი ზარქუა - დანაშაული ვატო წერეთლის მხრიდან იყო, როდესაც მანდატის მქონე, არჩეულ პირს შეურაცხყოფა მიაყენა. გიორგი ვაშაძე - ეს არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ ნათელი მაგალითი - ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?! ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მინდა რიტორიკული კითხვა დავუსვა - რა იქნებოდა ჩვენი გუნდის პროპორციული პასუხი იმ პირად შეურაცხყოფაზე, რასაც მასიურად აქვს ადგილი ჩვენი გუნდის და ლიდერის მიმართ. ხატია დეკანოიძე - დეპუტატების მიერ საელჩოში მოხდა ძალადობა, ალბათ, ნებისმიერ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ დღეს ამაზე ვისაუბრებდით. ანრი ოხანაშვილი - როცა ადამიანის ღირსებას ეხები, ბინძური, ბილწი სიტყვებით მოგმართავენ, გაქვს უფლება პროპორციულად უპასუხო და მე ვიმოქმედე პროპორციულად. გიგა ბოკერია - აშშ-ს საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა. ირაკლი კობახიძე - ვერ დავეშვებით „ჭუტას“ დონეზე - ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამას ეთიკისა და კანონის დონეზე გაეცა შესაბამისი პასუხი. კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - ძალადობა არის მიუღებელი - იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა.

      ელჩის წასვლა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია თანამდებობას ტოვებს, რის მიზეზადაც „საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას“ ასახელებს. - ფუნქციის შესრულება მიწევდა შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან. გია ვოლსკი - ფაქტია, რომ საფრანგეთში ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა. საგარეო უწყება - საფრანგეთში ელჩმა, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა - უწყების მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებებით გაკვირვებული ვართ. ირაკლი ზარქუა - თეა კატუკია ელჩის თანამდებობას არ შეესაბამებოდა და ამიტომ გაიწვიეს - ის სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა. ირაკლი კობახიძე საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩზე - თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც უკმაყოფილო იყო, მას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა.

      აგიტაციები - „შინ ევროპისკენ” ფარგლებში, გიგი უგულავას და ფოთში ოპოზიციური პარტიის წევრების მიერ საინფორმაციო ფლაერების დარიგებისათვის ხელის შეშლა სცადეს. ჩხოროწყუში, „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებსა და ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრი - უგულავა ფოთში ერთხელ უკვე დამარცხდა - ხალხს აგრესია აქვს პოლიტიკაში ამ გადასაშენებელ დინოზავრებზე. ქეთევან ჩაჩავა „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობის და კამპანიის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფების ფაქტებს ეხმიანება. თელავის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ყვარელშიც დაუპირისპირდნენ. წალენჯიხაში საინფორმაციო კამპანია „შინ ევროპაში“ მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ და მერიის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

      (დე)ოლიგარქიზაცია - „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ირაკლი კობახიძე - ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება - თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის შს მინისტრის მოადგილე - რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით 20 000-მდე საქმეა აღძრული. ოდესის გუბერნატორი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 35 750 რუსი სამხედრო მოკლეს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა უკრაინას ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. მარიუპოლის მერის მრჩეველი - ქალაქში კიდევ ერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული. ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსლან სტეფანჩუკმა და დენის შმიგალმა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიღწევის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. უკრაინის პარლამენტში ევროკავშირის დროშა აღმართეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 63%-ით არის რეალიზებული, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ათობით მნიშვნელოვანი კანონის მიღება. ოლენა ზელენსკა - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში. რომის პაპის განცხადებით, გაერო უძლურია, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 136

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters