პოლიტიკური კინკლაობა იმაზე ვის უფრო მეტად უნდა ევროპაში და ვის უფრო ევროპული კურსი უჭირავს. აი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი და ცხადია, ნიუსრუმშიც მხოლოდ ეს ამბავი ტრიალებს. ასევე, მსოფლიოს უკრაინული ამბები. და ამ ამბების პარალელურად საქართველოს პოზიცია ევროპულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.8767 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 მაისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      პრემიერი ევროპაში და ევროპული არჩევანის ქართული შიდა განხილვები - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა უთხრეს, რომ ოპოზიცია მათ თხოვს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. „მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“. ანა ნაცვლიშვილი - პრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, ამიტომ მოგვევლინა ბრალმდებლად, რომ ოპოზიცია არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო. იაგო ხვიჩია - ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა - შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად, ამასთან გვაქვს საქმე. ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. ილია დარჩიაშვილი - შვეიცარიაში პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა. გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს, რადგან მძიმეა რეალობა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს. სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ ღარიბაშვილს, გაასაჯაროვოს ბრიუსელში მიღებული 20-პუნქტიანი დოკუმენტი - ივანიშვილის დავალება არ ყოფილა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები გაენადგურებინათ, ამიტომ არიან კობახიძე-ღარიბაშვილი თავის მართლების რეჟიმში. ირაკლი კობახიძე - საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებზე თავადაც საჯაროდ გასცემენ პასუხს. თამარ კორძაია კობახიძის განცხადებაზე - აბსტრაქტული და ყალბი შემოთავაზებების ნაცვლად, კითხვარზე პასუხები გაასაჯაროონ და მერე დავიწყოთ საუბარი. ჰერმან საბო - ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე ხელისუფლებამ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა და ოპოზიცია არც კი ჩაახედა - რასაც არ უნდა აკეთებდეს ოპოზიცია ბრიუსელში, შეუძლებელია მას რაიმე დაბრალდეს! რომან გოცირიძე - ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ და ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული განაცხადი გაეკეთებინათ. მიხეილ სარჯველაძე - ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის დაუსაბუთებელი პრეტენზიებისთვის და ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას მათი მხრიდან. თეონა აქუბარდია - ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციისკენ ისრების გადმოტანის მცდელობაა და არა ჭეშმარიტების დადგენის სურვილი - მთელი ეს პროპაგანდა ოპოზიციის გაშავების მიზანს ემსახურება! ანრი ოხანაშვილი - რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს აშშ-ის საელჩო. ელენე ხოშტარია - უახლოეს კვირებში წყდება ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი, ისტორიული, საკითხი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არჩილ თალაკვაძე - საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ მუშაობს.

      აფხაზეთობა - ირაკლი ღარიბაშვილი - 23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ - კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. სიონის საკათედრო ტაძარში მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა.

      აბრეშუმი - სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან.

      დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

      ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

      თავდაცვა - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - რამშტაინის ბაზაზე ჩატარებული შეხვედრები უშუალოდ უკრაინას ეხებოდა და ის ქვეყნები იყო მიწვეული, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში განიხილებოდა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ ჩვენი გეგმების კორექტირება არ გამოიწვია, რადგან გამოწვევები და შესაძლებლობები სწორად იყო გათვლილი.

საზღვარგარეთულები:

      ომიანობა უკრაინაში - ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს - თქვენ გვასწავლით, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, თავი მაღლა ასწიო ყველაზე რთულ დროს - თქვენ მარტო არ ხართ! ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები უკრაინულ ძალებს გაწვრთნიან. გაერო - მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. დავოსის ეკონომიკური ფორუმი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნა. ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ფორუმის მონაწილეებს - მსოფლიოს ვთავაზობთ შანსს, შეიქმნას პრეცედენტი, რა მოხდება, თუ მეზობლის განადგურებას შეეცდები - გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ რეკონსტრუქციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა, აღმოსავლეთ ნაწილში ყოველდღიურად 50-100 სიცოცხლეს კარგავს. დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების მოწოდებით გამოდის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ქალაქ დესნაზე თავდასხმის შედეგად 87 ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მხარე - რუსული ჯარები ცდილობენ უკრაინული ძალების თავდაცვის ხაზები გაარღვიონ და აღმოსავლეთ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიონ. გერმანიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს - აქციის მონაწილეები ბრანდენბურგის კარიბჭესთან ხელებშეკრული დადგნენ. ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე. 11 წლის გოგონა, რომელიც ლუგანსკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვისას დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე დაახლოებით 29 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხარკოველმა მაშველებმა ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს. ჯანმო - უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე 248 თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია 75 ადამიანი. მიხაილო პოდოლიაკი - ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას, რუსეთი აგრძელებს ბავშვების მოკვლას და ქალების გაუპატიურებას, უკრაინელები აგრძელებენ დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას - დასკვნები გამოიტანეთ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების ქონების ჩამორთმევის პროცედურას ამარტივებს. ლუდმილა დენისოვა - დავალება მაქვს ორი და სამი წლის ბავშვების დედებისგან, რომლებიც საშინელი ტანჯვით მოკვდნენ რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების შედეგად, რომ ამ საშინელების შესახებ მსოფლიოსთვის მომეთხრო. ვლადიმერ პუტინი ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე - რუსეთის ეკონომიკა სანქციების ზემოქმედებას ღირსეულად უმკლავდება. ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, შეშფოთებულია დასავლეთის ნაბიჯების გამო, რაც უკრაინის „დანაწევრებას“ გულისხმობს. თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩაბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება. ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ. კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა. უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულებებისთვის კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარსდგება. რუსი დიპლომატი გაეროში თანამდებობას ტოვებს - არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს. მედია - აშშ კიევში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას განიხილავს.

      ჯო ბაიდენი მხარს უჭერს, რომ იაპონია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადაა.

      ირანის პრეზიდენტი - რევოლუციური გვარდიის მოკლული პოლკოვნიკის გამო შურს ვიძიებთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters