ერგნეთში ჩვენი ტერიტორიების ამბებზე შეიკრიბნენ კეთილისმსურველები და ადგილობრივი „ხელისუფლებები“. დღის მთავარი ამბავი ომიკრონთან ერთად სწორედ ეგ იყო. საქართველოშიც ვრცლად განიხილება უკრაინის ამბავი, რადგან ვცდილობთ ერთ ქვაბში მოვიხარშოთ, უფრო სწორად - ერთ ევროპულ ქვაბში. მიშა არ კარგავს აქტუალობას და მის საქმეში ბრალდებულები გამართლებას. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0825 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 იანვარი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი. თენგიზ ცერცვაძე - დღეისთვის კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, მაგრამ პრობლემა პაციენტების ნაკადების მართვაში ჯერჯერობით არ ყოფილა. „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე - ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ.

      მოურჩენელი იარები - ირაკლი ანთაძე - საოკუპაციო ძალები აქტიურად აწარმოებენ ბორდერიზაციას, ეს პროცესი ასევე უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. ზვიად ზვიადაძე - ერგნეთში შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა, მომდევნო შეხვედრა 4 მარტს გაიმართება. ირაკლი ანთაძე - უკანონოდ დაკავებულებთან დაკავშირებით მოვითხოვეთ დაეკონკრეტებინათ ე.წ. ბრალდებები - ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახს არ დაუბრუნდება. DRI - დე ფაქტო ცხინვალის იზოლაციურ პოლიტიკას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

      მიშას ბლოკი - კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები. პროკურორი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე - ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო - ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. ირაკლი ზარქუა - რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა - მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს. ადვოკატი - სააკაშვილს ძალიან უნდოდა ელგუჯა ცომაიას, წოწორიებისა და ნარიმანიძის უკანონო პატიმრობა დასრულებულიყო, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი სიხარული მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ნონა მამულაშვილი - მიხეილ სააკაშვილი მადლობელია მეუფე ნიკოლოზის, მაგრამ ის არც შინაპატიმრობაში უნდა იყოს, უნდა იმყოფებოდეს გარეთ, იყოს თავისუფალი. ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა "დაუსაბუთებლობის გამო" არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია მეუფე ნიკოლოზთან წავიდეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი ახირება, ეს არის საპროცესო მდგომარეობა, რომელსაც ეს ადამიანი იმსახურებს. მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მიხეილ სააკაშვილი - განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს - ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში მინიმალურადაც კი არაა დაცული. ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წერილი სააკაშვილს - განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

      სოცების მოთხოვნები - მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური აგენტები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, აქციას მართავენ. პროფკავშირები - აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულ სოციალურ აგენტებს 21 იანვარს შეხვდება.

      ახალი მიკროავტობუსები - კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან თბილისს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება. ცნობილია - ჯამში 76 სამარშრუტო ხაზი იმუშავებს, საიდანაც 53 ძველი, 23 კი ახალი ხაზი იქნება. კალაძე არ გამორიცხავს, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. მერიის ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საშეღავათო ბარათებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება და მგზავრებს აღნიშნული ბარათებით ძველი ტარიფით შეუძლიათ ისარგებლონ. დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წელს დაიწყება. მომავალ წელს 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდიან.

      ინსპექცია - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე - როცა ერთი სამსახური თანაბარი მოცულობის ორ სამსახურებად იყოფა, უნდა მოხდეს აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაცია და არა მისი რეორგანიზაცია.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჯანმო - საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად არაეფექტურია. მსოფლიოში კორონავირუსის 3.46 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაცია - ამერიკაში კორონავირუსი ისეთი აქტიურობით ვრცელდება, როგორც არასდროს. სომხეთში კორონავირუსის 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა.

      უკრაინული დაძაბულობა - ჯო ბაიდენი - უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელებს მოუწოდებს, პანიკას ნუ მიეცემიან. Reuters - აშშ-მა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი გააგზავნონ. ამერიკელი სენატორი - სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად. ირაკლი კობახიძე - ბუნებრივია, ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია, ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება გამოვხატოთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი - სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი მეზობლების საქმეებში ჩარევის წინაშე. დმიტრო კულება - ჩვენ არ გადავიხდით ჩვენი მოქალაქეების სისხლით პარტნიორების უუნარობისთვის - სწრაფად და მკაფიოდ გააკეთონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე. კელი დეგნანი - საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში უკრაინასთან დაკავშირებით და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან. ენტონი ბლინკენი - თუკი რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი. ვლადიმერ ზელენსკი - მინდა, შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ჯო ბაიდენი - თუკი რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა - თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის.

      ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 129

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters