როგორც იქნება თოვლი გამოჩნდა ზამთარში. მართალია ჯერ ძალიან მსუბუქად დედაქალაქელებისთვის, მაგრამ საქართველოს უმეტეს ნაწილში პრობლემებიც კი შექმნა, ამასთან, სინოპტიკოსები როგორც გვპირდებიან, 19-20 იანვარს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და სხვა მომიჯნავე ამბებია მოსალოდნელი. თუმცა, დღეს დილით გზების დეპარტამენტი - საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარი ნიუსები ეხებოდა პრემიერის და მინისტრების ბრიფინგებს და სანატორიუმში შესახლებული დევნილების პრობლემების უკვე მომხდარი ტრაგედიის ფონზე - რაც შეეხება ლარს - დოლარის ღირებულება - 3.0811 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 იანვარი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი 65 სკოლაში განახლდა. ბიძინა კულუმბეგოვი - იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები, ვურჩევდი, ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. ამ დროისთვის, ვაქცინაცია საქართველოში არსებული სკოლების პერსონალის 73%-ს აქვს ჩატარებული. ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე - ჩვენი რეაგირება უნდა იყოს პირველ რიგში ვაქცინაციის პროცესის აქტიური წარმართვა, არსებული რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად დაცვა. “ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი - კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც შეზღუდვებს გამოიწვევს.

      პრემიერის სხდომაზე - მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს. პრემიერი - 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაქსიმუმია. დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება, რისთვისაც საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება იწყება. ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რიგ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება ხარჯები. მედიკამენტები, რომლებიც თურქეთში 5 ლარი ღირს, საქართველოში 10-ჯერ მეტ ფასად იყიდება. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სამართავად ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის. სოციალური აგენტების ხელფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ - მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი ადეკვატურია. ნათია თურნავა - მთავრობამ უარი თქვა ელექტროენერგიის დასუბსიდირების იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან შეუძლებელი იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს - მზად ვარ ამისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვიმუშაო. ექსპორტი მთლიანობაში არის გაზრდილი საქართველოში, ჩვენ გადავაჭარბეთ პანდემიამდელ - 2019 წლის მაჩვენებელს. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებთან ერთობლივი ფორმატის შეხვედრას ითხოვს.

      დაბალანაზღაურებადი სამსახური - „სოლიდარობის ქსელის“ იურისტის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება.

      სანატორიუმში შეცხოვრებულები - სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები - სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ მაშინ, როცა გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. თამარ კორძაია - მივმართავ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სანატორიუმ „ქართლში" მომხდარ ფაქტს. პაატა მანჯგალაძე - ხალხისთვის გამოყოფილი ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება - სანატორიუმ „ქართლში" მომხდარს უნდა მოჰყვეს გამოძიება. ლევან ხაბეიშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ შემთხვევაზე - ვპირდები მთავრობას, რომ ეს მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული და კონკრეტული ადამიანები დასჯილი. ხათუნა სამნიძე - სანატორიუმ „ქართლთან“ გუშინ მომხდარი ფაქტი უმძიმესია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დევნილების ყოფის სიმძიმეს. სახალხო დამცველი დევნილთა სააგენტოს მოუწოდებს, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემამდე მათი ქირით უზრუნველყოფის დაპირება გასცეს. სალომე სამადაშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარზე - საქმე გვაქვს უმძიმეს ტრაგედიასთან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გულგრილობას. გია ვოლსკი - ქირის შეთავაზება დევნილებისთვის არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპირებს ამ ქირაზე გაადატაროს პირობის შესრულება ბინით დაკმაყოფილებაზე, არც სახელმწიფოს სურს მუდმივად ქირა იხადოს. სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველის რეკომენდაცია არის, რომ პრიორიტეტულად სწორედ ნგრევადი ობიექტებიდან უნდა მოხდეს დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. გარდაცვლილი დევნილის ახლობელი - როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ ჩემი ბიძის გარდაცვალება უბედური შემთხვევაა და ბინების მიღებასთან კავშირში არ არის, ცდება. დიმიტრი ხუნდაძე დევნილის გარდაცვალებაზე - ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და აღარ გვექნება შეხება მსგავს საპროტესტო ფაქტებთან. ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ „ქართლში“ მამაკაცის გარდაცვალებაზე - პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა - ჩემი თხოვნაა, გამოძიებას დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან. ნინო ლომჯარია დევნილის გარდაცვალებაზე - არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარი განცხადებები ისმოდა - მზად ვართ, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ.

      პოეზიის ბედი - კულტურის სამინისტრო - ქართული ლიტერატური მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის წიგნში, ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის 2 ლექსი - სამინისტრო მუზეუმის ხელმძღვანელთან გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებაზე - ბევრს საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა - შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო.

      ხელისუფალს არ სჭირდება ინსპექცია? - სახელმწიფო ინსპექტორი - სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე - ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა.

      წარმატება - ირაკლი ღარიბაშვილი - სანდრო ბაზაძე პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო, ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს საქართველოს.

      სიმბოლიზმი - წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოს, ბაგრატოვანთა ხეივანს, დავით მეფსალმუნის ბიუსტი შეემატა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 30 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 670 ადამიანი გარდაიცვალა. საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დღეიდან დაჯარიმდებიან.

      უკრაინის ამბები - კანადა, რუსული აგრესიის გამო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ხათუნა ბურკაძე - რუსეთის კიბერშეტევები უკრაინის წინააღმდეგ საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის მიღებას ცხადყოფს. პეტრო პოროშენკო - ციხეში არ ჩავჯდები - მე ტიმოშენკო არ ვარ. პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩაფრინდა და სასამართლოშიც მივიდა. ნინო კალანდაძე პეტრო პოროშენკოს საქმეზე - სახელმწიფომ, რომელსაც უნდა დემოკრატიული განვითარება, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს სახელმწიფო მეთაურების დაპატიმრების შესაძლებლობა.

      უამინდობა - აშშ-ში დიდთოვლობისა და ყინვის შედეგად 145 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, გაუქმდა ათასობით ავიარეისი.

      ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 135

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters