კარგი ამბავი გამოჩნდა - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ამის პარალელურად, დღეს რომ მშვიდად არ ჩაევლო, მმართველმა გუნდა, ევროპა რომ აწვალა და დოკუმენტი აწერინა, იმ დოკუმენტის ანულირება გამოაცხადა იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერსო. დღის ამბავი ცხადია ეს იყო. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1052 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე - ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი. გეგმური ოპერაციების შეჩერებაზე - ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ იყოს ცდუნება ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ სურთ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებებზე. თუ კლინიკა კოვიდპაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოითხოვს, ასეთი კლინიკა „ფეისბუკში“ „დათაგონ“ და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას. მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. თამარ გაბუნია - ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე. ამ კვირაში დავაკვირდებით როგორი იქნება აქტივობა და შემდეგ ვიფიქრებთ სამედიცინო დაწესებულებების გარეთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე. საველე ჰოსპიტლების ანალოგი იყო კოვიდსასტუმროები - ვფიქრობ, სასტუმროების მობილიზაცია საკმარისი იქნება. ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ. ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ეპიდგაუარესების შეჩერების ორი გზა არსებობს - აცრა და რეგულაციების დაცვა - რეკომენდაციები მარტო შოლტით და მათრახით არ უნდა აღსრულდეს თენგიზ ცერცვაძე - საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“, სახელმწიფო ამაზე წამოვიდა და ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

      ხელშეკრულების ანულირება - „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. უილიამ კორტნი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე - საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს? ჯიმ რიში - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. დევიდ კრამერი - ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა, მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. "ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს - პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა ბედი ეწევა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს - საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენებულმა ორივე კრიმინალმა. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება. როგორც კი „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ზღვარს გადალახავდა, ოპოზიციის მიზანი პოლიტიკური საბოტაჟი იქნებოდა. გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ უტიფარი განცხადება ადასტურებს, რომ იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ და აჩვენებს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. ვახტანგ მეგრელიშვილი - ირაკლი კობახიძემ არ ახსენა შეთანხმება, რომელიც დაკავშირებული იყო საარჩევნო ბარიერის დაწევასთან, მთავარი კითხვაა - შეთანხმების ამ ნაწილიდანაც გადის თუ არა „ქართული ოცნება“. მამუკა მდინარაძე - ვამბობთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება კი რაც რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ჩვენი კეთილი ნება იქნება. ოპოზიციისთვის საპარლამენტო თანამდებობების განაწილების საკითხზე გადაწყვეტილებას მათივე ქცევებიდან გამომდინარე მიიღებენ. არ გამოვრიცხავ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს კრიტიკა, მაგრამ თუ მოვლენებს ოდნავ ობიექტურად შეხედავ, ნებისმიერი გათვიცნობიერებული ადამიანი ობიექტურ შეფასებას გააკეთებს. ოპოზიციას მესამედ მივმართავ - საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ერთი სიტყვა ტყუილი მონახონ და მე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისეთს, როგორიც უნდათ. ნინო ბურჯანაძე - ვაფრთხილებდი კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ ჩართულობას და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას სათავისოდ გამოიყენებდა და არაფერს შეასრულებდა - სწორედ ასე მოხდა. სალომე სამადაშვილი - სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლის დროა - დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. ხათუნა სამნიძე - შანსი არ ჰქონდა „ოცნებას“ 43%-ის! - ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების. ლევან იოსელიანი - „ოცნებას“ არ სურს თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გადააქციოს, ამიტომ მოხდა შეთანხმების ანულირება - ამის გაკეთების საშუალება "ნაცმოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა. არმაზ ახვლედიანი - „ოცნების“ რეტროგრადულ-შავრაზმული მმართველობის ერთადერთი ამოცანა ნებისმიერ ფასად, თუნდაც ავტორიტარული რეჟიმის სრულად გაფორმებით მიტაცებული ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაა. ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში. გიორგი ვაშაძე - მივმართავ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. გიგი უგულავა - ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან - დღეს „ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა არჩევნები. ელენე ხოშტარია - მოეშვით პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს. „ლელო“ – თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც - ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს „გადაგდებების“ სერია. დავით ბაქრაძე - ჩემი ადამიანური და პოლიტიკური რეაქციაა პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება, თუმცა ოპოზიციასთან კოორდინირების და პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, დროებით თავს ვიკავებ. აკაკი ბობოხიძე - უნდა ვუთხრათ დასავლეთს, რომ საქართველო ბრუნდება პოლიტიკური კრიზისის საწყის ეტაპზე - ოპოზიციამ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა უნდა დააყენოს. ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად გაუგებარი პოზიცია გამოიყენა, რომ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა - როგორც ჩანს, პრობლემა 43%-ია. გიორგი ვაშაძე - ბატონ კობახიძეს მივმართავ, ყურით მოგიყვანეს და მოგაწერინეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ - არ ვიღებთ განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით. ხათუნა ლაგაზიძე - თუკი დასავლეთი ისევ ცრემლიანი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, ნიშნავს, რომ მან საქართველო დატოვა და დატოვა რუსეთის პირისპირ - „ქართულ ოცნებას“ ეს სილის გაწვნა არ უნდა აპატიოს. გია ხუხაშვილი - "ქართულმა ოცნებამ“ გაზომა და დაინახა, რომ რაც არ უნდა ვირეშმაკობა ითამაშონ, 43%-ზე ვერ გადიან - უმაღლეს ლიგაში გადავიდა და საერთაშორისო „გადაგდება“ მოაწყო. სალომე სამადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე" - ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა, მეგობრულ რჩევად ჩათვალონ. ვიოლა ფონ კრამონი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ასე რომ ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მოქალაქეების ხარჯზე, ეს ნამდვილად არ წაადგებათ - საქართველოში მივდივარ. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი - რუსეთის წაგულიანების გარეშე ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმა შეუძლებლად მიმაჩნია. ხატია დეკანოიძე - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს.

      არჩევნების თემის კვალზედ - ალეკო ელისაშვილი - ხოშტარია-მელიას ტანდემი არის მარცხის ფორმულა, რადგან ბოკერიას თავშია მოხარშული - ამ კაცმა ბევრი მილიონი დახარჯა, რომ საკუთარი პარტია დაენგრია, გაგიგიათ ასეთი რამე? გივი მიქანაძე - არ აქვს მნიშვნელობა, მერობის ერთი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას თუ რამდენიმე, კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციის ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.

      ჟურნალისტი და დაპირისპირება - დიეგო კოლასი - შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ - პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის. გიგა მაქარაშვილი 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისის დარბევის საქმეზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხება. ლანა გალდავა - კრიტიკული მედიის ფუნქციონირების გარეშე ამ ქვეყანაში ჩამოეშვება რკინის ფარდა, იქნება სრული განუკითხაობა და ქაოსი, რაც არის მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებში. ლევან იოსელიანი - მიუღებელია ჟურნალისტზე თავდასხმა მოქალაქის მხრიდან იქნება ეს თუ მინისტრის მხრიდან, ამას გამართლება არ აქვს და აუცილებელია რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. გიგი წერეთელი - „ქართული ოცნება“ გამოცხადებულ ომშია მედიასთან და იყენებს აბსოლუტურად არაეთიკურ, მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელ მეთოდებს. შემოსავლების სამსახური - არ შეესაბამება სიმართლეს, რომ შემოსავლების სამსახური შევიდა ტელეკომპანია „მთავარ არხში" და ატარებს საგადასახადო შემოწმებას.

      მერია დედაქალაქში - კახა კალაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრულად აღდგენა. კახა კალაძე „ნაცმოძრაობის“ და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატებზე - ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადი ქმედებაა. თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება.

      გზების გამოსწორება - გზების დეპარტამენტი - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა აქტიურად გრძელდება. კახეთში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 196 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კორონავირუსის 22 420 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 798 ადამიანი გარდაიცვალა. ტოკიოში მეორე დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ჯანმო - კორონავირუსის „დელტა“ შტამი მსოფლიოს 132 ქვეყანაშია დაფიქსირებული. აზერბაიჯანში კორონავირუსის 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 146

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters