ალბათ, არავის გაუკვირდა რომ მთელი დღე მხოლოდ ანულირება და ხელშეკრულების გაუქმება, გადაგდება, კრიტიკა, შეშფოთება და იმედგაცრუება ისმოდა. თუკი ვინმეს ჰკითხეს აზრი ანულირების შესახებ, ყველამ მხოლოდ კრიტიკა წარმოთქვა გარდა ანულირების ავტორებისა - ისინი დარწმუნებით და თავდაჯერებით საუბრობენ საკუთარ ძლიერებასა და გადაწყვეტილების აუცილებლობაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1197 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა. კლინიკების ასოციაცია - საჭიროა, გამკაცრდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი და გაიზარდოს ვიზიტორთა კარანტინის პერიოდი. კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ორი კარავი განთავსდა, სადაც სავარაუდოდ, მოქალაქეები აცრის შემდეგ დაყოვნებას შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინირებული პირების საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღების ინსტრუქციას ავრცელებს.

      ანულირების მსოფლიო გამოხმაურებები - შარლ მიშელი - „ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე თანაბრად ყურადღება გავამახვილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ. ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად. ევროპარლამენტარები - გაოცებული და იმედგაცრუებული ვართ „ქართული ოცნების” მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან. კონგრესმენები - იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის. დიდი ბრიტანეთის საელჩო - შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე. საქართველოში ჩამოსული ვიოლა ფონ კრამონი - ველოდებით მიშელის განცხადებას, რომელიც შეთანხმების ინიციატორია, პარტიებთან ვისაუბრებ, ხვალ კი პრესკონფერენციას გავმართავ. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი პარტიით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. მეთიუ ბრაიზა - არაკეთილგონივრულია იმ ხელშეკრულების მიტოვება, რომელიც შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან ერთად იქნა გაფორმებული. ჯეიმს აპატურაი - „ოცნების” გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ სამწუხაროა - „ნაცმოძრაობამ“ მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია. საელჩო - აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით. რასა იუკნევიჩიენე - სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად ვარ იმედგაცრუებული ქართველი პოლიტიკოსებით. იან კელი - ამ ხელშეკრულების ანულირებით საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს. ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის - ვცდილობთ, ბუქარესტის სამიტის შეცდომები ვილნიუსში გამოვასწოროთ, მაგრამ ეს შეგვიძლია იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერი და იდეალურია. საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად დავბრუნდებით და შემდეგ დავაკვირდებით შეთანხმების იმპლემენტაციას. ახლა ვახდენთ პოლიტიკის იმგვარად ფორმულირებას, რომელიც იქნება სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დახმარება უპირობო არაა - დასავლეთში თუ აძლევ სიტყვას, რომ გაატარებ რეფორმებს, უნდა გაატარო.

      ანულირება შინაურულად - ბადრი ჯაფარიძე - ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის ძალიან კრიტიკული. ალეკო ელისაშვილი - გული მისკდება, რას იტყვიან შარლ მიშელი და ევროკავშირი. დავით ზალკალიანი - ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის. გია ვოლსკი - მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია პოლიტიკით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ატარებს. ვახტანგ მეგრელიშვილი - შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია. რატი იონათამიშვილი - პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, „ნაცმოძრაობის“ იდენტურია. სალომე სამადაშვილი - უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გახდეს ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი, ალერნატივაა სრული ბოიკოტი და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რაიმე გამოვრიცხო, თუმცა, იმას, რომ ბოიკოტში გადავიდეს ოპოზიცია, აქვს თავის მინუსები - ეს არის ფართო მსჯელობის საკითხი. გიგი წერეთელი - საერთაშორისო წნეხი აუცილებელია იმისათვის, რათა „ქართულმა ოცნებამ“ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს. ალეკო ელისაშვილი - სიცანცარეა, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს - “გამოდით პარლამენტიდან” - რა ხდება მერე? შერცხვება ივანიშვილს ან კობახიძეს, გაწითლდებიან? პაატა ზაქარეიშვილი - ორი უნიკალური შანსია სიტუაციის შემოსატრიალებლად - სააკაშვილის ჩამოსვლა, რომ ციხეში წავიდეს და ხმაური იყოს არჩევნებამდე და გახარიას მიერ საკუთარი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერად. გია ვოლსკი - სიყალბის პიკი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას. ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აკაკი ბობოხიძე - თუ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, საფუძველი გვაქვს, რომ რიგგარეშე არჩევნებს მივაღწიოთ არა მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულზე. გია ვოლსკი - ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს. ბადრი ჯაფარიძე - რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, შეთანხმების დამრღვევი არის „ქართული ოცნება“. ნიკა სიმონიშვილი - „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებას დიდი ხანია არ უერთდება, თუმცა „ოცნებას“ ახლა გაახსენდა - შესაძლოა, „ოცნებას“ ჰქონდეს საფუძვლიანი შიში, რომ 43%-ს ვერ მოიპოვებს. იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს აიღოს ანტიდასავლური კურსი, უბრალოდ ოპოზიციაც, შეიძლება პროდასავლური რიტორიკით, მაგრამ ამას აკეთებს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე განიხილეს. იაგო ხვიჩია ოპოზიციასთან კონსულტაციაზე - მე ყველგან დავდივარ სადაც დამპატიჟებენ, უბრალოდ, მარტივი არ არის ყველასთვის ჩემი იქ ატანა. ელენე ხოშტარია - ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ბექა ლილუაშვილი - არ მიგვაჩნია სწორად ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის პარლამენტის ბოიკოტი - ეს კომფორტის ზონაა, რომელშიც არ უნდა ვამყოფოთ მმართველი პარტია. იაგო ხვიჩია ნიკა მელიას მიერ პარლამენტის დატოვებაზე - ისე გამოდის, თითქოს ეს ხალხი პარლამენტში იტანჯება, ახლა მათ ლიდერს მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და გუნდის წევრები მის გარეშე უნდა იტანჯონ. ირაკლი ქადაგიშვილი - თქვენ გგონიათ პარტიების უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები უნდა?! მათ დესტაბილიზაცია და ისეთი არჩევნები უნდათ, როცა მთავრობას მიწოლით გააგდებენ. გიგა ბოკერია - თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტის დატოვება და ჩვენი საზოგადოებისათვის, უცხოელი პარტნიორებისათვის ვითარების გაშიშვლება ზაალ უდუმაშვილი - „ნაცმოძრაობა“ დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს, „ოცნებას“ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს. ნინო ბურჯანაძე - რაც „ოცნებამ“ გააკეთა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა - დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, რომ ეს არის „გადაგდება“. გიორგი ვაშაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ შეთანხმების გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას - შარლ მიშელის განცხადება იყო არასწორი. თინა ბოკუჩავა - დოკუმენტთან გულწრფელობაზე და საერთაშორისო მისწრაფებებთან მიმართებაში ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი, ბატონი ვოლკსი ნუ გვესაუბრება. თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ეკა გიგაური - „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ქვეყნის რეფორმების გზით განვითარებაზე და ევროპულ გზაზე. ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ნიკა მელია - არავინ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტზე - მნიშვნელობა არ აქვს „ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს, ჩვენ გავალთ რეფერენდუმზე და მას დავამარცხებთ. არჩილ თალაკვაძე - მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როცა მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს. დავით ბაქრაძე - სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება - წაგების უფლება არ გვაქვს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო" შეთანხმებიდან გასვლას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას დააყენებს, თუკი არჩევნებზე "ქართული ოცნება" 43%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ირაკლი ქადაგიშვილი შეთანხმების ანულირებაზე - ეს არ არის „გადაგდება“, ეს არის რეალობასთან დაბრუნება - ვერავინ ვერაფერს გვაიძულებს.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის 200-მდე თანამდებობის პირის დეკლარაციის გამოკვლევისას 41-ში დარღვევა და უზუსტობა აღმოჩნდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - იაპონიის მთავრობის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში - იაპონია პანდემიის დაწყების დროიდან ყველაზე მძიმე სიტუაციის წინაშე დგას. ენტონი ბლინკენი ტედროს ადანომ გებრეისუსს - კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად კვლევები ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს. კომპანია „გუგლი“ და „ფეისბუქი“ ოფისის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდიან. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 23 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 799 ადამიანი გარდაიცვალა.

      აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი სომეხი სამხედრო დაიჭრა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების საჭიროებაზე საუბრობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 180

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters