დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი - 3916, ბოლო დღე-ღამეში - 8; კარანტინის რეჟიმში - 331. დოლარის ფასი ლარში - 3.4363.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 645 ტესტი ჩატარდა. 8 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში 258 პირის ტესტირების შედეგად კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 615 ფაქტი გამოავლინა. თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება. იშვიათი შემთხვევა იყო, როცა რეგისტრირებულ მოქალაქეს მწვავედ გამოხატული პრობლემის გამო ვაქცინაციაზე უარი უთხრეს, მაგრამ ვიზიტის გადატანა შესთავაზეს. ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის პრობლემა დღეს არ დგას, მაგრამ შემთხვევების ამგვარი მატება თუ იქნება, კოვიდ კლინიკების გაფართოების გეგმა გვაქვს. შესაძლოა, გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა. მწერალი დათო ტურაშვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. პაატა იმნაძე - უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა.

      უნდობელი ჰესი - არასამთავრობო ორგანიზაციები „ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებზე სამთავრობო უწყებებსა და ინვესტორებს, ასევე პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ. კომპანია „ენკამ“ მზადყოფნა გამოთქვა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან, სადაც გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული 6 პირის ახლობლები შეიკრიბნენ, ხმაურია. საპატრიარქოს განცხადებით, „ნამახვანჰესის“ და დავით გარეჯის საკითხი „მრავალი ნიშნით განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის“. ნათია თურნავა - დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მიმართ - მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები. თუ იქნება მოთხოვნა, რომ „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში უცხოელი ექსპერტებიც მოიწვიონ, აღნიშნულ წინადადებას დასთანხმდებიან. იმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ. ფოთში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს და ჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაშია.

      შინაური ოპოზიცია - დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე - მათ მიატოვეს გუნდი, ამომრჩეველი, ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო, რომ გუნდის წევრები არჩევნებში გვერდში დაუდგნენ. დავით სერგეენკო - ბოლო დღებში უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს „ოცნების“ კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ, ეს არაა პოლიტიკური კაპიტალი, რომ მათ ვინმემ ხმა მისცეს. ლევან იოსელიანი - როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და "ნაციონალებს" ეხვეწება, შემოდითო.

      კობახიძე ამერიკაში, დენიელსონის დოკუმენტზე თანხმობა და აქვე ოპოზიციაც - დავით სერგეენკო - ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ. თენგიზ ფხალაძე - ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან - მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა. ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ ვითარებაზე, რაც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ვახტანგ ძაბირაძე - არ ველოდები, რომ დასავლეთი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს და სანქციების თემას აამუშავებს, თუმცა, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ამაზე მინიშნება იყოს. გრიგოლ გეგელია - დავინახეთ, რომ კობახიძეს ვაშინგტონში გაუნათდა მაინც და მაინც გონება, რომელიც ვერაფრით გავუნათეთ თბილისში. კახა კუჭავა - ძალიან მნიშვნელოვანია სენატორების პოზიცია - მათ სურთ იხილონ ძლიერი საქართველო. ნიკოლოზ სამხარაძე - შესაძლებელია მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ლევან იოსელიანი - მაქვს განცდა, აშშ-ში ვიზიტად მყოფ ირაკლი კობახიძეს კომპრომისის საჭიროებასთან დაკავშირებით ისეთ საკითხზე მიუთითეს, რაზეც აქამდე არც ის და არც "ქართული ოცნება" მზად არ იყო. გურამ მაჭარაშვილი - რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ - დანიელსონის დოკუმენტში ასახულ ყველა იმ საკითხს, რასაც ჩვენი რუსურსი ჰყოფნის, დავაინიცირებთ და დავიწყებთ მსჯელობას. „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. ვიოლა ფონ კრამონი - კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას, საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს. ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხის შეკრების შემთხვევაში, „ოცნება“ იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. ლევან იოსელიანი - გამოსავალი შემდეგ ფორმულაშია: პატიმრები უნდა გამოვიდნენ, ხოლო ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნებზე თქვას უარი და პარლამენტში შემოვიდეს. გიგი უგულავა - მართლა სირცხვილია, როცა ერთ-ერთ საუკეთესო სამართლის პროფესორს, გიორგი მუმლაძეს ეს უწიგნურები ასამართლებენ. ვახტანგ მეგრელიშვილი - ორშაბათს პარლამენტში მისვლას ვაპირებთ, უბრალოდ გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ. გიგა ბოკერია - პირველი ბზარი გაჩნდა „ოცნების“ პოზიციაში, უტიფრობიდან ცოტა უკან დაიხიეს, თუმცა დანიელსონის მომზადებულ დოკუმენტზე მათი ხელმოწერა, საკმარისი არ არის. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა ოპოზიციის მხრიდანაც აუცილებელია. აკაკი მინაშვილი - ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა - 2 მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება - პოლიტიკურად დევნილებსა და ვადამდელ არჩევნებზე. სერგო ჩიხლაძე - ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის - ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ დასტურად, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“.

      შეხვედრა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა.

      ფასიანი ქაღალდები - საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. ირაკლი კოვზანაძე - პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება. კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა. ფინანსთა მინისტრი - მოკლევადიან პერიოდში ლარის მკვეთრი მერყეობა არ უნდა გვქონდეს.

      ტერორიზმი - ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლად აიყვანა რამდენიმე ადამიანი. „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული. გია ვოლსკი - არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურების სავალდებულო სწავლებაგავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას. შსს-ს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

      ჩვენი სოფელი - ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილი - მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რაც 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა. მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება. თხილის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინი გამართლდა.

      თებერვალ-მარტში დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოავლინეს, დაკავებულია 44 პირი.

      ძალადობა თეატრალებში - თეა წულუკიანი მსახიობ ბესო ზანგურს მოუწოდებს, თეატრი სასწრაფოდ დატოვოს. რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური ყველა როლიდან დროებით მოხსნა.

      ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა.

      12 ქვეყანა რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

      მსჯავრი - დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურორის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 139 მილიონს, გამოჯანრთელებულების რიცხვმა კი 118 მილიონს გადააჭარბა. კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, სავარაუდოდ, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება გახდება საჭირო. ინდოეთში კორონავირუსის 217 353 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 185 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 397 ადამიანი გარდაიცვალა. ანგელა მერკელი - კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია და ის ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ.

      უკრაინის მდგრადობა - რუსეთმა ყირიმში იმ არმიის ნაწილები გადაისროლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ვლადიმერ ზელენსკი - არმია მზად არის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. დიმიტრი პესკოვი - აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ეს ბოლომდე დამშვიდების მიზეზს არ იძლევა. პარიზში ვლადიმერ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა შედგა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 113

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters