გახარიას მოქცევა, მეწყერი თბილისში და ვაქცინაცია პენსიონერებში

      ვაქცინაცია ახალ ეტაპზე გადადის. ახლა უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი. რა ამის პასუხია და გახარია პოლიტიკაში ბრუნდება, პრინციპში - არც წავსულვარო ამბობს, მხოლოდ გადავდექიო. კოვიდპანდემია საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 277650, ბოლო დღე-ღამეში - 242, გამოჯანმრთელებული - 270369, ბოლო დღე-ღამეში - 396, გარდაცვლილი - 3710, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 204. დოლარის ფასი ლარში - 3.3299.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 185 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საკითხზე რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა, მოქალაქეებს შეეძლებათ, აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ. საკმაოდ მაღალი რისკია იმის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს. ვაქცინის მიმღებ ჯგუფში მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალიც შედის. მინისტრი გარდაცვლილ ექთანზე - დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი - მას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა. ამირან გამყრელიძე - ინფიცირების რიცხვი ოდნავ იმატებს - ეს არ არის ნახტომისებური, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე - როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, ვინმე სხვა განიცდიდეს - ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის საკითხის შესასწავლად საქართველოში „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესისადმი სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული.

      მეწყერი შუაგულ თბილისში - ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესწავლაში უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები ჩაერთვნენ. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე ნაპრალი პროგრესირებს, თუმცა „მინიმალური მოცულობით“. თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე - მონიტორინგის პირველად შედეგს ხვალ დავდებთ - მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს.

      მორიგება პარტიებში - გიგი წერეთელი - ახალი არ არის კობახიძეს მიერ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ძალიან კონსტრუქციული იყო. სერგი კაპანაძე - ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, ნამდვილად ხელოვნურია ეს კრიზისი, ოღონდ კრიზისი „ოცნებამ“ შექმნა და არა ოპოზიციამ. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ შეთანხმება და დათანხმება ვერ განასხვავა ერთმანეთისგან. პარტია, რომელიც სააკაშვილის ავტორობით ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება. საბა ბუაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა ოპოზიციის კაპიტულაცია და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ლევან იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ არ ჩაშლილა და შეთანხმების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. სალომე ზურაბიშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს. შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. იაგო ხვიჩია - ორივე მართალია, როცა ამბობს, რომ მაგიდა მეორე მხარემ ააყირავა - დანარჩენმა ოპოზიციამ და დანიელსონმა კარგად ვერ გავიგეთ ეს რა თამაშია. ჟოზეფ ბორელი - ქართული პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს, წავიდეს საჭირო კომპრომისებზე. საქართველო ვერ იქნება ბიპოლარიზებულ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლის მთავრობის მუშაობას.

      გახარიას ახალი რაუნდი - გიორგი გახარია - არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ - მალე შევხვდებით. გიორგი მარგველაშვილი - არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. ვახტანგ ძაბირაძე - თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას შეძლებენ, ეს მესამე პოლიტიკური ცენტრის შესახებ სერიოზული განაცხადი იქნება. ელისო ბოლქვაძე - პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი. ირაკლი ზარქუა - ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას - ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება. მიხეილ სარჯველაძე - თუ გახარია აპირებს პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით განახორციელოს, ამის თაობაზე გვექნება ინფორმაცია და მერე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შეფასებები. ირაკლი მეზურნიშვილი გახარიას განცხადებაზე - მივესალმები ოპოზიციური სპექტრის გაფართოებას - დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის. ალეკო ელისაშვილი - გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, შეძლებს თუ არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს. ბექა დავითულიანი - გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ჩვენი პარტიიდანაა წასული. სერგი კაპანაძე - თუ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ფიქრია ჩიხრაძე - გიორგი გახარია დამოუკიდებელი ფიგურა ვერ იქნება, ის იქნება უფრო „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი. კახა კახიშვილი - ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რაც დღეს გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ, ერთ დღეში არ მიიღება - როგორც ჩანს, არც ნიკა მელიას საკითხი იყო გარდამტეხი. დავით სერგეენკო - გამიჭირდება თქმა, თუ როგორი კონფიგურაცია, რა სცენარები შეიძლება იყოს, გიორგი გახარიას განცხადება მედიიდან გავიგე. ლევან იოსელიანი - ის დრო წავიდა, რომ ვიღაცას ფუფუნება ჰქონდეს, სატელიტური ოპოზიცია იყოს - გამოჩნდება ბატონი გახარია როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს. ბექა ლილუაშვილი - გიორგი გახარიასთან კონტაქტი მქონდა მისი გადადგომის მერეც, კონსულტაციები არ მქონია. ბათუმის მაჟორიტარი რესან კონცელიძე გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ კატეგორიულად უარყოფს. გია ვოლსკი - მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს. ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარიას მიმართ აჟიოტაჟი გადაჭარბებულია - ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი აქტორი იყოს. ხათუნა ლაგაზიძე - ქართულ პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს. გიორგი აბაშიშვილი - გიორგი გახარია პოლიტიკაში უნდა დარჩეს, მისი გამოცდილება ქვეყანას სჭირდება. თაკო ჩარკვიანი - მთავარია, ოპოზიციამ საკუთარ თავში კორექტივი შევიტანოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჭკუაზე ნუ ივლიან!

      ელჩები პრემიერთან - საფრანგეთის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს - ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გერმანიის ელჩი - პრემიერ-მინისტრს დავუდასტურე გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში.

      კულტურის უფროსობა - ელისო ბოლქვაძე - მე ვარ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩემთან ინტერვიუების დროს ძირითადი აქცენტები კულტურაზე უნდა გავაკეთოთ.

      გიგი წერეთელი ნატალი საბანაძის გადადგომაზე - ალბათ, ძნელი იყო ელჩისთვის ამის შელამაზება, პრაქტიკულად დასავლური ვექტორიდან დისტანცირება ხდება. ირაკლი ზარქუა - ნატალი საბანაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ეტყობა სხვა მოსაზრებები ჰქონდა.

      „საქსტატი“ - IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 13 907.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, წინა წელთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 6.8% შეადგინა. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.3%-ით გაიზარდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინებით ჯერჯერობით ვერ დაეხმარება. ევროკომისარი - ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება. ამსტერდამში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 პაციენტი გარდაიცვალა. „ასტრაზენეკა“ - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თრომბის წარმოქნის გაზრდილი რისკი კი არ აჩვენა. რუსეთში კორონავირუსის 9 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 361 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აშშ-ში 124 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, ჩინეთში - 74.9 მილიონი, ევროკავშირში - 57.2 მილიონი.

      პუტინისადმი - ადამ კინზინგერი - რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია, ის ტირანია, რომელიც თავს ესხმის თავისუფლების მოყვარულ ხალხს და მათ არჩევნებს.

      ნიკოლ ფაშინიანი - არტაკ დავთიანი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულად ითვლება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

*+

ნახვა: 195

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters