ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული - 265523, ბოლო დღე-ღამეში - 409; გარდაცვლილი - 3520, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 253. დოლარის ფასი ლარში - 3.3268.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 947 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან მხოლოდ სამ დაწესებულებაში არ განახლდა დღეიდან მუშაობა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე. ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". მიხეილ სარჯველაძე - ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა. მიხეილ სარჯველაძე - კერძო სასწავლებელში სწავლა დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან, ეს აქსიომატური დებულებაა და გასაგებია ყველასთვის. თამარ გაბუნია - ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში და ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ. ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს. კოვაქს პლატფორმა - თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება. „ლელო“ მინისტრ ტიკარაძის გადადგომას ითხოვს. შარლ მიშელი - პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა. ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს.

      ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისს სტუმრობს. მიხეილ სარჯველაძე - შარლ მიშელის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და არ მგონია, რომ ოპოზიციის ინტერპრეტაციებს საფუძველი ჰქონდეს. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის - საჭიროა საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული გაძლიერდეს და გამყარდეს. შარლ მიშელი - საქართველოში ჩემი ვიზიტი გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზეა, რომელიც ევროკავშირს ძალიან აშფოთებს - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების დოზებზე წვდომა ჰქონდეს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობაზე, მნიშვნელოვანია ერთიანობა ძირითად ღირებულებებზე. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით - მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი. ალუდა ღუდუშაური - ჩვენი ოპონენტები რადიკალურ ნაბიჯებს აანონსებენ, რომელიც ხელს არ უწყობს დეესკალაციას, შარლ მიშელის მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება. განვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა, რათა უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქცინის საჭირო რაოდენობა. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. შარლ მიშელი - კონკრეტული საქმეები უნდა მოგვარდეს და მოქალაქეებს შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა - მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და გამოწვევებს თვალი გაუსწოროს. შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ! ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, ეს უნდა შეიცვალოს. შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისი განვიხილეთ, ყველა მხარემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის. მექნება შესაძლებლობა, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები და ამ დროს გავაჟღერებ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილით მიმართეს. მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე - იმედი მაქვს, რომ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ. სალომე სამადაშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს. გიგა ბოკერია - კრიზისი განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პატიმრები, მელია და რურუა გათავისუფლდებიან - დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე. შარლ მიშელი - ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ - დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს. პარლამენტში შარლ მიშელი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. გიგა ბოკერია - ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის, თუმცა მან შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე საქმიანი საუბრის დაწყება. მამუკა ხაზარაძე - დაიწყო მედიაციის პროცესი, ვადაც განსაზღვრულია - ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს. დავით ბაქრაძე - პოლიტპატიმრების საკითხი იქნება პირველი თემა, რასაც გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა მოჰყვეს ყველა სხვა საკითხი. სალომე სამადაშვილი - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი. მაკა ბოჭორიშვილი - “ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში - მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. გიორგი ვაშაძე - იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები - ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე. ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან - ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. ზურაბ ჯაფარიძე - მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება. დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს. მამუკა ხაზარაძე - 16 მარტს შეხვედრაა ბრიუსელში და იმ მომენტისთვის ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა მოვახერხოთ, რომ საკითხები ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ. ირაკლი ღარიბაშვილი - მე მექნება კონსულტაცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით - იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. გიგა ბოკერია - არაფერი შეცვლილა, მშვიდობიანი პიკეტირება იქნება. გიორგი ვაშაძე - თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შარლ მიშელი - სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი - დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ჯაფარიძე - პოლიტპატიმრები, ხელახალი არჩევნები და ა.შ. - ყველა ეს საკითხი დევს მაგიდაზე.

      მელიას ამბავნარი - „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ სათავო ოფისში შესვლა და მისი ლიდერის დაკავება ვაშინგტონიდან ჩანს, რომ საქართველო კვლავ არასტაბილურია. პოლ სტრონსკი - საქართველო რჩება აალებად ქვეყნად - ვხედავთ ბორძიკს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან შემდეგ კრიზისამდე. კურტ ვოლკერი - ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო - ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე. ლუკ კოფი - საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს, მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს. ირაკლი ზარქუა - სანქციების შესახებ 2013 წლიდან გვახსოვს საუბარი, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა და ვერც განხორციელდებოდა, რადგან საქართველო, როგორც არასდროს ისეა ახლოს ევროკავშირთან. თუ ვინმეს უნდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, აგერ ბურთი და მოედანი - გადაიხადე, რაც გეკუთვნის კონსტიტუციით, გამობრძანდი და მოლაპარაკება გააგრძელე, მარტივია. მაია ბითაძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დასხდნენ პარლამენტში, გამოიყენონ თავიანთი მანდატი და საპარლამენტო ტრიბუნა. სალომე სამადაშვილი - ქვეყანა კრიზისში მმართველმა გუნდმა შეიყვანა და კომპრომისის გზებზეც მან უნდა იფიქროს. დავით ბაქრაძე - უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა - საერთაშორისო მეგობრებისგან მომავალი კრიტიკის ზვავი „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი გადასატანი იქნება. ლევან იოსელიანის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი გაართულა.

      მილიონები ლარად - 2020 წელს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზებული ქონებების საბაზრო ღირებულება 29 012 665 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, გასულ წელს 1 ლარად პრივატიზებული ქონების ნაწილის ღირებულება არ შეფასებულა. მათ შორისაა, საქართველოს საპატრიარქოსთვის, დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შუამდგომლობით გადაცემული, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადაცემული ქონება.

      ხორბალა - საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია შესაძლოა, გაგრძელდეს.

      დასაქმება - ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო-ს მეცნიერი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, საერთო ჯამში, მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 571 შემთხვევა გამოვლინდა, 333 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 241 მილიონზე მეტი ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო ფინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

      ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერის თქმით, პრემიერ-მინისტრს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ნიკოლ ფაშინიანი - ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით.

      ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის კუთვნილ გემზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.

      სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters