ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 051 ტესტი ჩატარდა. 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე - „ბრიტანული შტამის“ 3 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით მუტირებული შტამია. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩა. სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ. 15 მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება. ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საჰაერო საზღვრით PCR ტესტის პასუხით შემოსვლა შეუძლიათ, 1 მარტიდან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი ემატება. 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ. მიხეილ ჩხენკელი - როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღები საქმიანობას სრულად 1-ელ მარტს აღადგნენ. აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% -ი სავალდებულო ტესტირებას გაივლის, ზუსტად ისევე, როგორც ეს ჩვენ გვაქვს სკოლების მასწავლებლებისთვის. 15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ. რესტორნები ბათუმში 1-ელი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება. ნათია თურნავას განცხადებით, შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება როგორც ამ სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. თუ დავინახეთ, რომ ადამიანებმა არ დაიცვეს რეგულაციები და ბიზნესი არ ასრულებს პროტოკოლს, მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება, რისი გაკეთებაც არ გვინდა. 8 მარტიდან სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეების გახსნა, მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება. ზამთრის კურორტების გახსნა დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო ღონისძიებას. ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, სამიზნე დღიურ ტესტირებად 20 ათასი ტესტი რჩება, კოვიდის მიზნებისთვის კი ქვეყანაში 5 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული. რიგ სექტორს თანაშრომლების ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო მარტშიც დაუფარავს. ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ველოდებით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ ჯგუფებში, სადაც ტესტირებები მიმდინარეობს, სიტუაცია დამამშვიდებელია და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1.5%-ს არ აჭარბებს. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდ თავყრილობებზე, ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა განაწილების შესახებ. „ფაიზერთან“ მიმართებაში ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი - „ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ. ანა დოლიძე - ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს, თუ ამას ვაქცინაცია არ მოჰყვება. სერგო ჩიხლაძე - განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა - კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშს და საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?!

      ოპოზიციამ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობა გამართა. რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ჯო ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში - შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაპატიმრებით, მხარეებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი - მოვუწოდებ პოლიტიკურ აქტორებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს. თენგიზ ფხალაძე - არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება მოხდეს, თუკი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ქმედებებში გადაითარგმნება. რამაზ საყვარელიძე - ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება - დიალოგისკენ მოძრაობა ადრე თუ გვიან აუცილებელია. ზურაბ ბატიაშვილი - განცხადებების ტონი სულ უფრო და უფრო მკაცრდება, შემდეგი ეტაპი სანქციებია - რეალური გამოსავალი, მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ვანო მაჭავარიანი - „ოცნება“ უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს სანქცირებული, ეს კატასტროფაა, რომელსაც „ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს. ლევან იოსელიანი - ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და იყოს დიალოგის ერთ მხარეს, მონდომების შემთხვევაში, მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც ამას შესაძლებელს გახდის. გია ხუხაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება „ნიანგის ცრემლებია“. საია - მთავრობამ ვერ უზრუნველყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ უფრო დაამძიმა ვითარება. ნიკოლოზ სამხარაძე - ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა „ქართული ოცნება” დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა - ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია. ოპოზიცია ნიკა მელიას დაჭერის გამო, სანქციების დაწესებას პოლიტიკოსებისთვის, პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის ითხოვს. დავით ბაქრაძე - რასაც დღეს ვხედავთ, აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს კრიტიკის ზვავია - თუ პროცესები ასე გაგრძელდა, სანქციების შემოღება რამდენიმე თვის საკითხია. ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოიხსენიებს, როგორც კრიმინალებს, დიალოგზე საუბარი იაფფასიანი ტყუილი და ფარისევლობაა - დიალოგი ასე არ ხდება. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია იმყოფება და საკუთარ მომხრეებსაც ამყოფებს მოჯადოებულ წრეში. „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ნიკა მელიას გათავისუფლება პრინციპული საკითხია. გიგი უგულავა - უნდა ველოდოთ ყველაფერს: პიკეტს, მანიფესტაციებს - სადაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობაა! - ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ მსგავსი დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა. გიორგი ხელაშვილი - დიდი ხანია, საქართველოში აქციებით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. როცა საერთაშორისო გზავნილებზე ვსაუბრობთ, ოპოზიციის მხრიდან სწორი იქნება, არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს, იმის ამოღება. გიგა ბოკერია - დიალოგი პოლიტპატიმრების გამოშვების პარალელურად, იმისთვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და აქციები უნდა იყოს „მწვავე და მშვიდობიანი“. ნინო ბურჯანაძე - ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან და პოლიტიკური დევნაა, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება, დანარჩენ საკითხებზე, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, საუბარი არ იქნება. ხატია დეკანოიძე - ჩვენ გვაქვს სამი მოთხოვნა: ნიკა მელიას გათავისუფლება, ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა - თუ რომელიმე საკითხს გამოაკლებენ, არავითარი დიალოგი არ იქნება. ნათია თურნავა - სტრატეგიული პარტნიორების რჩევა მნიშვნელოვანია, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს. მამუკა მდინარაძე - ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“. გიგი უგულავა - ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს. დიმიტრი ხუნდაძე - მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებისგან უგულავებს, თარგამაძეებს ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები აქვთ დაწესებული - სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ დგება. ხათუნა სამნიძე „ქართულ ოცნებაზე“ - არათუ დიალოგზე წამომსვლელები არიან, არც აინტერესებთ, რას ამბობენ დასავლელი პარტნიორები - დარწმუნებული ვარ, შოკში იყო პავილიონისი, რომელსაც ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს. სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი - პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება კრიზისის დაძლევის გზა არ არის. მამუკა მდინარაძე - არც უგულავას მიერ ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი გასაკრიტიკებელი ადამიანი - 48 მილიონის მომპარავები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას. სერგო ჩიხლაძე - გუშინდელი შეხვედრა იყო პირველი შემთხვევა, როცა ფასილიტატორების მხრიდან აღარ ყოფილა ნახსენები: „შედით პარლამენტში“ - ეს ბევრის მეტყველია. ხათუნა ლაგაზიძე - დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” „ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც.

      რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა.

      კალაძე და თბილისის მერია - კახა კალაძე - ძლიერმა ქარმა თბილისში გუშინ სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხის წაქცევის შემთხვევები, რამდენიმე ლოკაციაზე კედლები ჩამოიშალა. მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე ფერადი პანოს რეაბილიტაცია მოხდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას შეეხება, გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. თბილისის მერია ელექტრომობილებისთვის დამტენების ქალაქში დასაყენებლად პროექტის მომზადებას იწყებს. თბილისის მერია დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მაია ბითაძე - თბილისის მერიის ინიციატივით პარლამენტში შემოვიდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გადაწყდება ათობით ათასი თბილისელის პრობლემა.

      ნომრების შეცვლა - შსს - სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 749 შემთხვევა გამოვლინდა და 383 ადამიანი გარდაიცვალა.

      სომხეთში ახალგაზრდები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

      მედია - უკრაინაში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 27 პოლიციელი დაშავდა.

      საფრანგეთის პროკურატურამ ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 115

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters