გირჩულ-ელისაშვილური ტანდემი, პანდემიის შემცირება და ნავალნის დაპატიმრება

      როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ - 1643; გარდაცვლილი - 2958, გუშინ დილის შემდეგ - 25; კარანტინის რეჟიმში - 460. დოლარის ფასი ლარში - 3.2994

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 964 ტესტი ჩატარდა. 25 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოავლინა. ამირან გამყრელიძე - მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ქვეყანაში შეზღუდვები არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოიხსნება. თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებლი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ გადაწყვეტილებებს მიმდინარე დღეებში მიიღებენ. სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ანაზღურება არის საკმარისი და შესაძლოა, საკმარისზე მეტი, რომ ეფექტური და ხარისხიანი სერვისი აწარმოონ კლინიკებმა, თუმცა ეს მექანიზმი ექვემდებარება გადახედვას. კლინიკების სიჭარბე, განსაკუთრებით მცირე ზომის, რომელიც უკავშირდება მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს, არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. 3 მლნ 900 ათასი ვაქცინის დოზაა საჭირო, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს ჩაუტარდეს. სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა. ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის პლატფორმა შემუშავდა, რათა ბაზრებისა და მოლების გახსნამდე დასაქმებულების ტესტირება მოხდეს. ბაკურიანში არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა, მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მითითება ობიექტის დატოვებაზე. მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველი ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირებული და ეს ობიექტების გახსნის წინაპირობაა.

      ელისაშვილ-გირჩული ამბავი - გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძე ლაპარაკზეც კი უარს ამბობს - მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! ანა ნაცვლიშვილი „გირჩის“ ინიციატივაზე - ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია, არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა. ალეკო ელისაშვილი - გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ. გიორგი ვაშაძე - დიდი შანსი გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის - ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. აკაკი ბობოხიძე - ბატონი ელისაშვილი და „გირჩი“ პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით გველაპარაკებიან, ბრალდებებსაც ისვრიან „ქოცური“ მენტალიტეტით. კახა კოჟორიძე "გირჩის" ინიციატივაზე - ერთიან ფორმატში სამსჯელოდ მზაობა არსებობს, თუმცა ვერ გეტყვით, რა იქნება ამ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია. გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ, რომ ალეკო ელისაშვილის თუ „გირჩის“ მხრიდან მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი - თუ ვინმეს აქვს წინადადება, ეს უნდა იყოს განხილული საერთო ოპოზიციურ ფორმატში. ნინო ბურჯანაძე - ალეკო ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა. ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა. ოპოზიციამ სიტყვა გატეხა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა რურუას გამოშვების პროცესი. ელისაშვილი - ოპოზიციამ სიტყვა გატეხა და რურუას გამოშვება გაჭირდა, დეტალებს მოყოლა არც უნდა. დეკანოიძე - ელისაშვილის განცხადება რურუაზე ძალიან მძიმეა, რაც ხელისუფლებას უქმნის კომფორტს.

      თავის მართლების ამბავი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს.

      გამოძიება გელათზე - ანა ნაცვლიშვილი - პროკურატურისგან მოვითხოვე, დაიწყონ გამოძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის არასწორი რეაბილიტაციის გამო ძეგლის დაზიანების ფაქტზე.

      თბილისის მერია - მაჭავარიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

      ჰესობანა - ნათია თურნავა - „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმერეთში მოსახლეობამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გაგრძელების მოთხოვნით აქცია გამართა.

      ნატოსკენ - იენს სტოლტენბერგი - საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აზერბაიჯანში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ. სომხეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 7141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 214 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 174 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1723 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში 22 857 ახალი შემთხვევაა, 471 ადამიანი გარდაიცვალა. ბელგიაში დღეიდან ვაქცინაციის მეორე ეტაპი იწყება. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინიტრი - მალე გავაჟღერებთ „სოლიდარობის გეგმას“, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ლონდონში მოსახლეობის ვაქცინაცია 24/7 რეჟიმში განხორციელდება. ჯანმო-ს ხელმძღვანელი - ვაქცინებთან დაკავშირებით ქვეყნების „პირველი მე“ დამოკიდებულება პანდემიას მხოლოდ გაახანგრძლივებს.

      საგანგებოდ - აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

      ნავალნის ჩასვლა - მაიკ პომპეო - მკაცრად ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. Amnesty International - ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია, მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ალექსეი ნავალნი - არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემთვის, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ზურაბ ბატიაშვილი - ნავალნი არის მაგალითი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ შეუპოვარი უნდა იყო - მან იცის, რომ ციხეში ჩაჯდომაც სჭირდება ასეთ სიტუაციას და ამაზე შეგნებულად წავიდა. სერგეი ლავროვი - დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებაზე მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ. ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ალექსეი ნავალნის სასამართლო სხდომა გაიმართა. ალექსეი ნავალნი პუტინზე - ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და გადააგდეს. ევროკომისიის პრეზიდენტი - ვგმობ რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 87

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

vako: იანვარი 19, 2021||7:34am

ქართული შეფასებები არ გაიშვა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters