სიზმარმა უკან დაიხია, ზუსტად ასე იყო… კედლები მატარებლის ვაგონივით ნელნელა გაცურდნენ სადღაც. ამან მიახვედრა, სიზმარში ვარო, მანამდე ცხადი ეგონა ყოველივე. შეჰყურებდა სიზმარეულ კედლებს, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ, ბოლოს სულაც გაქრნენ, მათი ადგილი საავადმყოფოს პალატის თეთრად შეფეთქილმა კედლებმა დაიკავა.

      იწვა და იხსენებდა ეს წუთია ნანახ სიზმარს. ჯერ იმაზე დაფიქრდა, თუ ჰქონია ოდესმე ასეთი შემთხვევა... სხვა დროსაც თუ მიმხვდარა, სიზმარში ვარო, ჯერ ისევ სიზმრად მყოფი. მსგავსი ვერაფერი გაიხსენა, არასდროს არცერთ სიზმარს მისგან უკან არ დაუხევია, არ გაქცევია მის თვალთზერისგან მანამდე, სანამ გამოღვიძებას მოასწრებდა.

      თვითონ სიზმრის შინაარსი ცალკე აკვირვებდა, ალბათ ხილვა უფრო ეთქმოდა, ვიდრე სიზმარი... ოთახში იყო,მშვენიერ ხალვათ ოთახში. რომელსაც არ ჰქონდა არც კარი, არც ფანჯარა. ალებასტრივით თეთრი კრიალა კედლები ჰქონდა,.. მერე როგორ იყო მოხატული. .. ნაირფერადი ნაყშებით, უცხო მცენარების ტოტებით, ვაზის პწკალებს ჰგავდნენ, ისე იყვნენ ჩაგრეხილები. ეს ყველაფერი ისეთი ნაირფერებით შემკული, ალბათ უკეთესის წარმოდგენა რომ შეუძლებელი გეჩვენება. კარგა დიდი სივრცე იყო შემოსაზღვრული ამ ლამაზად მოხატულ კედლებით, და ეს სივრცე რაღაცნაირი მსუყე სინათლით იყო განათებული, თუმცა სინათლის წყარო კი არსად ჩანდა... აი ეს იყო საოცარი, არც კარი, არც ფანჯარა, არც რაიმე ნათურის მსგავსი, ამ დროს კი მთელი ოთახი სინათლეს გაეჩახჩახებინა. ის სინათლეს რაღაც განსხვავებული იყო, უცხოდ ხვდებოდა თვალს, მსუე იყო და თან გამჭვირვალე, ეს უფრო გასხივოსნებას ჰგავდა. მთელ ოთახი პირთამდე ერთიანად აევსო ამ გასხივოსნებას, ერთ კუნჭულსაც ვერ ნახავდი ოდნავ ჩრდილდაფენილს.

      ნელნელა ისიც გაახსენდა, რაც ამ საოცარ სიზმარს უძღოდა წინ, ღვინო მოითხოვა, ახლავე მომიტანეთო, ღვინის დალევა მინდაო. ერთი ამბავი ატეხა, როცა შეეწინაღმდეგნენ. ბოლოს მაინც თავისი გაიტანა... ჰო, ღვინო ნამდვილად დალია, სხეულში ახლაც გრძნობდა რაღაც ჟრუანტელის მსგავს განცდას, და ამ განცდას უსიამოვნოს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. თავიც უბრუოდა, თუმცა არც ისე ძალიან. გაახსენდა დედის შეშინებული სახე, რა დაფეთებული თვალებით შემოხედა ღვინის ხსენებისას.

      - რას ამბობ შვილო, - დედას ხმაშიაც შიში ისმოდა, - ღვინო ახლა როგორ შეიძლება შენთვის.

      ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო.

      -რას ჰქვია ახლა?- გაჰყვიროდა მთელი ხმით, - ვკვდები არა? ვკვდები და მომაკვდავს ღვინო აღარ სჭირდება...

      - თამაზი, გთხოვ დაწყნარდი, -შეევედრა დედა, რომელიღაც წამლის შუშას დაავლო ხელი.

      არა, არ დაწყნარდა, პირიქით, ხმას კიდევ უფრო აუწია. რასაც მიწვდა, ყველაფერი ძირს გადმოყარა. დაუზოგავად იქნევდა შებინტულ ხელებს, პალატის იატაკი ნამტვრევებით მოიფინა.

      ექთანი შემოვიდა პალატაში, რა ხდებაო. სიტყვა ღვინის გაგონებისას პირკატა ეცა.

      - წარმოუდგენელია,- შეიცხადა ექთანმა, - ამდენი დაზიანება, მრვლობითი მოტეხილობები... ხომ არ დაგავიწყდა, ლამის მზტელი სხეული დაბინტული რომ გაქვს.

      - ფეხებზე მკიდია, ღვინო მომიტანეთ...

      - .ჩირქი გდის შეუხორცებელი ჭრილობებიდან, ჩირქს ვეღარ ვაშრობთ, - ექთანი მის გონზე მოყვანას ცდილობდა.

      თამაზი ამან კიდევ უფრო გააგიჟა

      -სწორედ მაგას ვეღარ ვუძლებ, ვიცი, ისედაც არ შეხორცდება...

      - მოგკლავს ღვინო, - სასოწარკვეთით იყვირა დრდამ.

      -მირჩევნია ღვინომ მომკლას, ისედაც მკლავს ეს ჩირქი..., - ყვიროდა პასუხად.

      მერე ექიმიც შემოვიდა.

      - რა ხდება თამაზ, ცოტა მოითმინე და ღვინოსაც დალევ...

      ექიმმა ნამდვილად სცადა რაღაც, მთელი ეპისტოლე წაუკითხა, ძალიან მძიმე ავარიას ცოვხალი გადაურჩი, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი ვცადეთ და ახლა ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრიო. ამდენი მოტეხილობების მოშუშებას დრო სჭირდებაო. მართალია, ცოტათი გაჭიანურდა, მაგრამ რას იზამ..

      - ღვინო მომიტანეთ, -იყო პასუხი, - ჩემი ჭრილობები, ვიცი აღარ მოშუშდება.

      ამ სიტყვებს სულ პატარა პაუზა მოჰყვა, თამაზი ამან საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რასაც უკვე კარგა ხანია ეჭვობდა, აღარ შუშდებოდა მისი ჭრილობები, რატომღაც ორგანიზმი არ ცდილობდა, ეშველა თავისთვის. ამაზე მის უჩუმრად ლაპარაკობდნენ, გაკვირბვებას გამოთქვამდნენ, ჭრილობის კიდურები ერთმანეთისკენ არ მიიწევენ, არ ამჟღავნებენ ოდნავ სურვილსაც კი შეხორცებისთვისო. მკურნალობას არავითარი შედეგი აღარ მოჰქონდა, ალბათ ვეღარც მოიტანდა, და ეს ყველამ კარგდ იცოდა, თუმცა მაინც თავისას ცდილობდნენ, მაგრამ სანამდე? თამაზის მეტი აღარ შეეძლო, გამძლეობამ საბოლოოდ უმტყუნა. დამამშვიდებლის გაკეთება სცადეს, თამაზიმ ახლოსაც არ გაიკარა, დაიმუქრა, კედელს თავს მივახლიო.

      -ისედაც მკლავს ეს ჩირქი, მირჩევნია ღვინომ მომკლას, - გაიძახოდა გაუთავებლად. იმდენი იყვირა, ხმაც ჩაეხრინწა, ‘’ ღვინო, ღვინო. ‘’ რაღაც არაამქვეყნიური ხმით მოჰყვა ხავილს, თან ცრემლებიც სდიოდა, სრულებით ვეღარ იკავებდა თავს.

      რაღაც დროის მანძილზე პალატა დაცარიელდა, კარებიც მჭიდროდ იყო წინანდებურად მოხურული. მერე კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა, მინის ქილა მოჰქონდა. თამაზიმ ხავილი შეწყვფიტა, მინის ქილას მიაჩერდა.

      - აგერ ღვინო, რახან არ იშლი , - ამ სიტყვებით ექთანმა ღვინო მომცრო ტუმბოზე ჩამოდგა.

      - სამი ლიტრა მაინც იქნება, - გაივლო თამაზიმ გულში.

      ექთანმა მთელი ჭიქა მოიძია და ღვინო ჩამოასხა.

      - არ იჩქარო, ნელნელა დალიე, -ამ სიტყვებით ექთანი კარს უკან გაუჩინარდა.

      თამაზიმ გაიწოდა შებინტული ხელი, ჭიქა აიღო, ათივე თითით ჩაბღუჯული ეჭირა ჭიქა, ხელი უკანკალებდა და ამის შეჩერებას შეეცადა. თითოს მიაღწია რაღაცას, ღვინის წვეთები აღარ ჩამორბოდნენ თითებზე. ჭიქა პირთან მიიტანა, მოსვა. მონატრებულმა გემომ დაუარა მთელ ტანში, რაღაც ერთ წამში სხეულის ყველა უჯრედში შეაღწია...არცერთი წამალი ამას ვერ ახერხებსო, გულში აღნიშნა წამლების ყლაპვისგან თავმობეზრებულმა თამაზიმ, ასე სწრაფად ვერ მოირბინს მთელ სხეულსო.

      სულ ბოლომდე დალია ჭიქა, გაყუჩდა, სხეულში ღვინის მოგზაურობას მიაყურადა...მიმოდიოდა მონატრებული თბილი ტალღა, ყველგან და ყველაფერთან მივიდა, გულსაც მიეახლა, რა საამო იყო ამ ტალღასთან შეხვედრა,

      პირველ ჭიქას მეორეც მიჰყვა, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ის თბილი ტალღა, უკვე გაცოცხლდა ლამის გადავიწყებული საამური განცდა თრობისა.

      ცოტა ხნით ჭრილობებმა შეახსენს თავი, რაღაც აგრძნობინეს, თუმცა რა, თამაზი ამას ვერ მიხვდა, არც შეუწუხებია თავი რაიმე გაეგო. არაფრის გაგონება არ მინდა თქვენგან, გადაჭრით გამოუცხადა საკუთარ ჭრილობებს. მერე პატარა პაუზა გააკეთა და ხმა ჩაიკმინდეთო, მეტი დამაჯერებლობისთვის დაუმატა. მათაც ჩაიმინდეს ხმა, აღარაფრით ახსენებდნენ თამაზის საკუთარი არსებობის შესახებ, არაფრით აღარ აშფოთებდნენ. და თამაზიც სვამდა ღვინოს, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. თრობაც მოეძალა, ტალღები გახშირდნენ, , მთელ სხეულში უვლიდნენ, თანაც სულ უფრო და უფრო ძლევამოსილად. კარგია, ძალინ კარგია, ეხმიანებოდა გულში ამ ტალღებს, მირჩევნია თქვენ წაიღოთ ჩემი სიცოცხლე, ამ დაწყევლილ ჩირქს ბოლომდე არ შევაჭმევ ჩემს თავს.

      სწორედ ამ დროს, დერეფნის ბოლოს მეტად სევდიანი სცენა თამაშდებოდა... იქ იყო თემაზის დედა, ერთიანად ცრემლგამშრალი იჯდა სკამზე, ირგვლივ ახლობლებიეხვეოდნენ. არც ისინი იღებდნენ ხმას, რაღა ყო სალაპარაკო, აღსრულდა, რისიც ასე შინოდათ, სხეულმა უარი თქვა სიცოცხლეზე, ამას აღარაფერი ეშველებოდა. ისღა დარჩა, მომაკვდავისთვის კანასკნელი სურვილი შეესრულებინათ, და ეს ღვინის დალევაში გამოიიხატა. ‘’დალიოს, რამდენიც უნდა, სხვა რაღა დარჩენია, ამით ბევრი არაფერი დაშავდება, ჰა და ჰა, ერთი ორი საათით დააჩქაროს აღსასრული,’’. ჩუმად ერთმანეთს ესღა გადაულაპარაკეს, როცა ექთანი გამოეცხადათ და აუწყა მათ, თამაზი ჭიქას ჭიქაზე ცლისო... მან ერთი წამით შეიხედა პალატაში, თამაზი შეათვალიერა.

      ბოლო ჭიქა დაცალა თამაზიმ, ცოტა ღვინო დაეღვარა , უკვე კარგა მთვრალი იყო, თრობის განცდა ცეცხლოვან ტალღებად იქცნენ, რომლებიც თითქოსდა წალეკვას უქადდენ სხეულს. თამაზის ეს სრულებით არ ანაღვლებდა, ჭიქა ხელიდან გააგდო, გაიგონა მისი გატეხვის ხმა... მეტი არაფერი გაუგონია, მკვდარივით მაშინვე ღრმად ჩაეძინა. კარგა ხანს ეძინა , ისე ღრმად, ამქვეყნის აღარაფერიესმდა. ის სოცარი სიზმარიც, რომელმაც ასე უცნურად დაიხია უკან მისგან, სწორედ გამოღვიძების წინ ნახა.

      -ისევ ცოცხლებში ვარ, - ეს იყო პირველი ფიქრი, რომელმაც თამაზის გაუელვა თავში, როცა ცხადი და სიზმარი საბოლოოდ განასხვავა ერთმანეთისგან, ..-ცოცხალი და ისევ შებინტული.

      საკუთარ სხეულს მიაყურადა, ნეტავი როდის და რას აპირებსო. უდიდეს შინაგან სიმშვიდეს გრძნობდა, სრულიად მზად იყო იმ ბოლო ზღვარის გადასალახავდ, რაც სიკვდილს აშორებდა, ოდნავადაც არ ეშინოდა ამ ბოლო ნაბიჯის და ამით ძალიან კმაყოფილი იყო. დიდხანს ალბათ ვერ გავძლებ, რაც უფრო ადრე იქნება, მით უკეთესი, ასე ფიქრობდა, იწვა გაყუჩებული და ელოდა.

      უცბად იგრძნო, შებინტული ჭრილბები ექავებოდნენ. ასე მგონია ჭიანჭველელების ურდოები დამიდიოდნენ თელ ტანზეო, იფიქრა თამზიმ. ქავილი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. თამაზიმ ღილაკს ხელი დააჭირა, ექთანი გამოიძახა.

      - ერთი ნახე, რა სჭირს ამათ, საშინლად მექავება.

      ექთანმა სახვევს შემოხსნა დაიწყო, თამაზი უყურებდ, რას დავინახვო. ექთანმა ძლივს მოასწრო სახვევის ბოლომდე შემოცლა, როცა ამობურცული ჩირქი გასკდა და ლამის ჭერამდე აასხა ჩირქმა... ექთანს გაოცებული შეძახილი აღმოხდა,ასეთი რამ ჯერ არ ენახა.

      მერე კი დაიწყო, და რა დაიწყო... მოდიოდა და მოედინებოდა ჩირცი ღია ჭრილობებიდან, პალატაში ჩირქიანი სახვევების მომცრო გორაკი გაჩნდა.

      მერე ქიმიც მოვიდა, სხვებმაც მოაკითხეს, მსგავსი არაფერი გვიახავსო, ამბობდნენ, ასე როგორ ამოხეთქა ჩირქმაო. თუმცა უფრო დიდი საოცრება წინ ელოდათ.

      თვითონ თამაზი არაფერში არ ღებულობდა მონაწილეობას, აღარაფერში აღარ ერეოდა, იწვა და ელოდა სიკვდილს, ელოდა სრულიად მშვიდად, არც არაფრის ეშინოდა, არც არაფერი ადარდებდა, გადააბიჯა რაღაც ზღვარს, და ახლა ბოლო ნაბიჯსღა ელოდა, რომელიც ამსოფლიდან გნაშორებდა. ირგვლივმყოფებიც ერიდებოდნენ, ძალიან ფრთხილად ეპყრობოდნენ,ხედავდნენ მის სიმშვიდეს და მის დარღვევას უფრთხოდნენ. ძალიან ფრთხიად შეაპარებდნენ ხოლმე წამლის მიღების თუ რაიმე სხვა პროცედურის შესახებ, თამაზიც ემორჩილებოდა მის ირგვლივ მოუსფუსე მზრუნველ უ ხელებს, სრულიდ განურჩევლად, ყოველგვარი ემოციის გარეშე. ასე გვიდა რამდენიმე დღე, ირგვლივ მოფუსფუსე მზრუნველთა თვალებში რაღაც უცნაური, ცნობისოყვარე ნაპერწკლები გაჩნდნენ,რომელთაც თან გაკვირვებაც ერთვოდა...უწინარეს ყოვლისა, ეს დედას დაეტყო, ჩამქრალი თვალები რაღაცნაირად გამოუცოცხლდნენ, მეტი ყურადღებით შემოჰყურებდნენ თამაზის, გაკვირვება მათშიაც იკითხებოდა... როგორც ჩანს, ძალიან უკვირდათ რაღაც... და რა იყო ეს ‘’რაღაც?’’ თამაზიმ გამოჯანმრთელება დაიწყო, აი ეს იყო.. ჭრილობების ნაპირები ერთმაქნეთისკენ დაიძრნენ, შეხორცების სურვილი გამოამჟღავნეს. ეს ისეთი უცნაური რამ იყო, პირველდ ამის დაჯერება ყვლას ძალინ გუძნელდა, მაგრამ ბოლოს ირწმუნეს, და ისიც კი გაბედეს ბოლოს, თამაზისთვისაც გაეგებინებინათ.

      -ყოჩაღ, თამაზ, სულ ნალე წამოხტები ფეხზე, - უთხრა ექიმმა ერთ მშვენიერ დღეს, მის მიღმა სხვებიც იდგნენ, დასტურის ნიშნად თავები დაიქნიეს, სახეზე ყველას სიხარული ეწერა.

      თამაზიმ გაგონა ექიმის სიტყვები და ცხადია, მათი შინაარსიც მშვენივრად გაიგო, თუმცა საპასუხოდ არაფერი უთქვამს, არანაირი განცდა არ გამუხატავს, არც ღიმილი, არც რაიმე სიტყვა. ძალიან ძვირად უღირდა ის სიმშვიდე, რასაც თავისი ყველაზე დიდი მკურნალის და სასწაულმოქმედის( აქ ღვინოს გულისხმობდა) წყალობით მიაღწია. არაფრით არ უნდოდა მისი დათმობა. თუ რაიმე ისევ შეიცვლებოდა, ანუ ეს ყოველივე დროებითი ემისია აღმოჩნდებოდა, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

      მაგრამ სად წაუხვალ გარდაუვალს... ეს სიტყვები აქ მეტად სასიხარულო ამბავს მიუძღვის წინ, თამაზი ფეხზე დადგა, უკვე გამოჯანმრთელებულიტოვებდა საავადმყოფოს პალატას. სახეზე კვლავ სიმშვიდე ეწეწრა, რაც ასე ძვირად დაუჯდა. ...მის გვერდით მომავალ დედასაც სიმშვიდე ჩაჰფენოდა თვალებში, უკვე აღარაფრის ეშინოდა, ანდა თითქმის არაფრის...დედებს ხომ ყოველთვის რაღაცის ეშინიათ. ახლობლებიც აქ იყვნენ, ცნობისმოყვარეთა მთელი გუნდიც, ექიმები, ექთნები... შემთხვევითი თუ ძველი ნაცნობები. ყველას გაკვირვება ეწერასხეზე, სასწაული მოხდაო, ღვინომ მოარჩინაო. ერთი ხანშიშეული სანიტარი დაინტერესდა,რა ხდებაო, ამდენი ხალხისმოზეიმე სახეების დანახვისას. აუხსნეს, კაცი კვდებოდა და ღვინის დალევამ მოარჩინაო. და მან ხომ ბეჭედი დაუსვა ყოველივეს, ისეთი სიტყვა დაადევნა ამ პატარა გუნდს.

      - კარგია რომ გაბედე, ჩემო ბიჭო, - უთხრა მან თამაზის და ლოთი კაცის აპრიალებული თვალები შეაცეცა, - სიხარული აკლდა შენს სხეულს, ეს სწორედ ღვინომ აჩუქა. ღვინო ხომ თვითონ სიხარულია...

      უკეთესად ვერ იტყვიო, გაივლო გულში თამაზიმ, მიაბიჯებდა გასასვლელისკენ, ასევე ნელნელა უბრუნდებოდა ცხოვრებას. თვითონაც ბევრი იფიქრა ამაზე, და სწორედ სეთი დასკვნა გააკეთა, ოღონდ ეს ხმამაღლა არავისთვის უთქვამს. იმ დღეს ნანახ სიზმარსაც კარგა ხანია მოუძებნა ახსნა, სწორედ ღვინო იყო ის სინათლე, უკარებო და უფანჯრო ოთახი რომ აევსო... უფრო სწორად, ღვინოში მყოფი სინათლე. ყველაფერშია მზე, რაც კი დედამიწაზე მოიწევა და მწიფდება, მაგრამ ყველაზე მეტი მზე ღვინოშია, ასე ამბობენ მცოდნენი, და ეს თამაზიმ ახლა ყველაზე უკეთესად იცოდა... წლობით დევს ღვინო ბნელ სარდაფებში, წლობით ანთია მასში მზე და არასდროს ქრება, პირიქით, კიდევ უფრო ემატება სხივმოსილება დროის გასვლის კვალობაზე.

ნახვა: 181

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სიზმარი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters