შეზღუდვები დაწესდა და აღსრულება 28 ნოემბრიდან დაიწყება. შეზღუდვები კი განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, თუმცა ქალაქები მაინც დააშორა ერთმანეთს. დღის მთავარი თემა პრემიერის გამოსვლა და დაწესებული შეზღუდვები იყო. ოპოზიციამ, ცხადია, არც დაწესებული შეზღუდვები მოიწონა და არც პარლამენტში შესვლაზეა თანახმა - ერთადერთი რასაც თანხმდება საბიუჯეტო დაფინანსებაა. კოვიდს რაც შეეხება - მთლიანი რიცხვები - 118690 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 98781, გარდაცვლილი - 1124, კარანტინში - 2037. რაც შეეხება ეკონომიკის მეტრს - დოლარი - 3.3137 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 1293 - თბილისში, 475 - აჭარაში, 793 - იმერეთში დაფიქსირდა. 39 პაციენტი გარდაიცვალა. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. ანზორ მელიას განცხადებით, მის გარდა, კლინიკა „გულის“ 70-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, კლინიკაში კი 10 დეკემბრამდე მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდ სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები შევიძინეთ. ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო ჰოსპიტალური დახმარება, ვისაც ეს სჭირდება. სილამაზის სალონები პრევენციულ ღონისძიებებს იცავდნენ, რის გამოც წერტილოვანი შეზღუდვები მათ არ შეეხოთ. იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება.

      პრემიერის და ქვეყნის მთავრობის გეგმები - გიორგი გახარია - სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი. შსს-ს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას გასცემს ყველა კომპანიისთვის, რომ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2-თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე. ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. ბიუჯეტს ბიზნესის და მოსახლეობის მიზნობრივი დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება. თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიური შეზღუდვა არ წესდება. ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ეს არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, აგიტატორს და კოორდინატორს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში. მრავალპარტიული პარლამენტი არის ის, რაც ამ ქვეყანამ დაიმსახურა. ვინ შეძლებს ერთჯერადად 300-ლარიანი და 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200-ლარიანი დახმარების მიღებას. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის კორონავირუსის არაბუნებრივი გავრცელებაა, ამიტომ გვიწევს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ეს არ არის რთული შეზღუდვები. წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც. ვაწესებთ იმავე სახის დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს არის 300 ლარი. ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მობილობა შევამციროთ. ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ეს შეზღუდვები ლოკალურია. განათლების მინისტრი - მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე უნივერსიტეტებს აქვთ უფლება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იგეგმება. ალბათ, ეს ყველაფერი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველსაც იძლევა. გიორგი გახარიას განცხადებით, „მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“.

      დავიწყოთ შეზღუდვები - ვახტანგ კალოიანი - შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებას და მოხსნას თავისი კრიტერიუმები აქვს და არ ითვალისწინებს შობას, ახალ წელს, 8 მარტს, ან „ოცნების“ დაბადების დღეს. 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. 28 ნოემბრიდან, გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება, 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი შაბათ-კვირის გარდა, ტრანსპორტის და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. კერძოდ, უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ ეხება:

  1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
  5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
  9. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

      შეზღუდვების კრიტიკა - გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციები „მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია“. გიგი უგულავა - შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს? ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია. ბადრი ჯაფარიძე - როდესაც არაკომპეტენტური ადამიანები არიან მთავრობაში, ყოველთვის მიიყვანენ ქვეყანას იმ კრიზისამდე, სადაც ვიმყოფებით. სოსო ფხაკაძე - გადარჩენისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერატორების ლიკვიდურობის მხარდაჭერა, რაც გარკვეული გადასახადების კომპანიებში დატოვებას გულისხმობს. გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე - კაცი, რომელმაც დრო თვითქებაში გაატარა, როცა ქვეყანა კრიზისისთვის უნდა მოემზადებინა, ბედავს და სხვას არიგებს ჭკუას. სერგო ჩიხლაძე - ერთხელ ჩაკეტვისას 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა და 1 თვეში ეკონომიკამ 17%-ით მოიკლო, უარესს ველოდებით ახლა. დავით ჭიჭინაძე - ერთხელ მაინც მოხდეს ისე, რომ ფინანსები სამართლიანად ხალხისთვის დაიხარჯოს, სხვა შემთხვევაში, პირდაპირ ვადგავართ გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ. მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა - პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის წინ ბოდიშს მოუხდიდა. ზურაბ ჯაფარიძე - შეზღუდვები აპრიორი არასწორია, სიღარიბეში ვრჩებით და უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება.

      პარლამენტში შესვლაზე უარი, პარლამენტარის დაფინანსებაზე თანხმობა - დავით ჭიჭინაძე - პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები. რამაზ საყვარელიძე - არც ერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს - ოპოზიცია ცდილობს ბოიკოტზე ერთმანეთი შეაგულიანოს. ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და მის მხარდამჭერებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ძაბირაძე - ვადამდელი არჩევნები მაინც საჭირო გახდება, 1 წელში თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ამიტომ ოპოზიციისთვის უმჯობესია პარლამენტში შევიდეს. გიორგი კანდელაკი - „ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიტანოს გონივრული წინადადება, როგორ შეიცვალოს ის სიტუაცია, რომელშიც ქვეყანას გაუჩნდა არალეგიტიმური პარლამენტი. გუბაზ სანიკიძე - რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ. გუბაზ სანიკიძე - ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიციის ჭკუაზე წასვლა - მთავარი ამოცანაა ოპოზიცია არ გაიბზაროს და პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს. სერგო ჩიხლაძე საბიუჯეტო დაფინანსებაზე - უარის თქმა ზედმეტი თვითდაზიანებაა, რასაც ელოდება ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიები ფინანსურად მოახრჩოს, ამ საჩუქარს ვერ გავუკეთებთ. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს ზაალ უდუმაშვილი - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები - დღეს უკვე საინტერესოა ხელისუფლების პოზიცია. არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოსგან 5 140 020 ლარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 3 115 635 ლარს, „ევროპული საქართველო“ კი 1 124 409 ლარს მიიღებს. გიორგი კანდელაკი - „ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას

      მოვლენილი - ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ლევან ზურაბაშვილი აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი.

      სიტყვების არ დავიწყება - პროკურორი - ნინო კალანდაძე დაიკითხა მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიებში არ იყო. ნინო კალანდაძე - ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი აფრიალებს, ის დავით გარეჯს არ ეხება. პროკურორი - ნინო კალანდაძის განცხადება, იმ პერიოდისათვის ავტომატურად იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო, რაზეც მას არანაირი პასუხი არ გაუცია.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 266 705-ს მიაღწია. მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე ხანგრძლივდება. სომხეთში კორონავირუსის 1 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 25 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 524 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ირანში კორონავირუსის 13 961 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 482 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 705 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა.

      კოვიდის სხვა პრობლემები - გაეროს ქალთა ორგანიზაცია - კორონავირუსის პანდემიამ გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული შედეგები, შესაძლოა, 25 წლით უკან დააბრუნოს - პანდემიამდე მსოფლიოში ქალების მიერ არაანაზღაურებადი სამუშაო 16 მილიარდ საათს შეადგენდა, რაც ვირუსის გავრელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. “უოლტ დისნეი“ 32 000-მდე თანამშრომელს დაითხოვს. გერმანიას, პანდემიის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე სათხილამურო კურორტების დროებით დახურვა სურს.

      ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსი მზადაა, თანამედროვე მსოფლიოში არსებული პრობლემები რუსეთთან ერთად გადალახოს.

      რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა.

      ჯო ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ტომ დონილონის კანდიდატურას განიხილავს.

      თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ათობით პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

      დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 75

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters