ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, რომელსაც თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსიც ჰქონდა, გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევიდან 1443 - თბილისში, 676 - აჭარაში, 541 - იმერეთში დაფიქსირდა. 41 ადამიანი გარდაიცვალა.

      ხვალ კიდევ ერთი არჩევნებია - პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ხვალ 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. კახა საბანაძე - საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. თორნიკე რიჟვაძე - ყველას ვაფრთხილებ, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ და მცდელობა, დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაექვემდებარება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო - ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები. გიგი უგულავა მოქალაქეებს - არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს. ცესკო ამომრჩეველს მიმართავს, იაქტიურონ არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს კი მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს საერთო ოპოზიციურ ფორმატში არც ერთი აქცია არ გაიმართება. კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. სირცხვილის დერეფნების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

      დეპუტატობა უნებართვოდ - ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყარონ. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ვალდებულია დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და საკითხი კენჭისყრაზე დასვას. ვახუშტი მენაბდე - სადეპუტატო მანდატის შემადგენელი პრივილეგიაა, უარი თქვა მანდატზე - ძალით პარლამენტში ვერავინ გაგაჩერებს. გიორგი რუხაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ძალით ვერავინ ვერავის ვერსად შეიყვანს. ზაალ უდუმაშვილი - თუ აწყობთ, სიაში დამატებით ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ბატონო ამ პარლამენტის წევრებიო და ესენი გვეჭიდავებიან, გინდა თუ არა ხართო, მაშინ კი ბატონო, იყოს ასე. ნინო ბურჯანაძე - რამდენი სისულელე უნდა თქვას კობახიძემ? - ვინმე იტყვის, რომ დეპუტატობა არ მინდაო და კობახიძე ეტყვის, არა, შენ მაინც პარლამენტის წევრი ხარო?! მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან, მან თქვა: ჩვენ ვართ ფასილიტატორები, ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ. ირმა ინაშვილი - ირაკლი კობახიძე არის მატყუარა - მტკნარი სიცრუეა, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში.

      ელჩები ოპოზიციასთან - ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ინდივიდუალური შეხვედრები შედგა. შალვა ნათელაშვილი - ელჩებს იმისთვის არ ვხვდებით, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ. ირმა ინაშვილი - ჩვენი პოზიცია არის ურყევი - ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. გერმანიის ელჩი - საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს - არ შეიძლება იმის თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“. ნოდარ ხარშილაძე - რთულ პოლიტიკურ კრიზისში ვართ - დიდი საფრთხეა, რომ მივიღოთ ჩრდილოეთ კორეა, ერთი პარტია პარლამენტში, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. გიგი წერეთელი - მოლაპარაკება არის ერთ თემაზე, როგორ მოხდეს მძიმე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რაც არჩევნების შემდეგ შეიქმნა. ირმა ინაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩთან დააფიქსირა საკუთარი პარტიის პოზიცია, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. სალომე სამადაშვილი - არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება, არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს. კელი დეგნანი - პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ტინი კოქსის განცხადებები ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან. ზაალ უდუმაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე - ვეთანხმებით, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს - იმედია, ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის. კურტ ვოლკერი - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ. ზურაბ ჯაფარიძე - ჩავთვალოთ, რომ იყო მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ ოპოზიციის პოზიციებსა და ხელისუფლებას შორის დაახლოების წერტილები იპოვონ.

      ტერორიზმი ბანკებში - წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილლმა პირმა 9 მძევალი აიყვანა, სოციალური მოთოვნები წამოაყენა, გაპოპულარულდა, ხალხს თავი მოაწონა და შემდეგ ჩაბარდა. ვაჟა სირაძე მედიას მოუწოდებდა, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი. ვიდეოკადრების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მძევლების მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა და მათ ბოდიშსაც კი უხდიდა შეჭრისთვის.

      დარბეული ოფისი - კახა საბანაძის განცხადებით, ბათუმში, „ნაცმოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია კონკრეტული პირი და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 1 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო - „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის. უკრაინაში კორონავირუსის 14 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 229 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 24 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 461 პაციენტი გარდაიცვალა. ევროკავშირი Pfizer-ის, BioNTech-სა და CureVac-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინების შესაძენად 10 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      მოძლიერებული აზერბაიჯანი - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აღდამის რაიონში შევიდნენ. ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის შესაძლებლობები რეგიონში გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ თანამშრომლობისთვისაა განკუთვნილი. ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 123

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters