ივანიშვილი მოგონებებით და მომავალი გეგმებით, საარჩევნო სიების მიღების დასასრული და საარტილერიო ომი

      სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე დღე, თუ თვის ბოლომდე არა, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებს დღის მთავარი ამბები. კორონას სტატისტიკა უცნაური პროგრესიით იზრდება, პარალელურად ლარი, გაურკვეველ სვლებს აკეთებს, ქვეყანაში პარტიების სიების რეგისტრაცია დასრულდა და ისეთი უცნაური ხალხი მოხვდა სიებში, ყველა გაოცებულია. საარჩევნოდ, მოგოებებით დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილიც. ყარაბაღში კვლავ ომია. კორონავირუსის დადასტურებული 6640 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3419 და გარდაცვლილი - 41.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 241 აჭარაში, იმერეთში - 96, თბილისში - 62. პაატა იმნაძე - ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? რუსთავის „ცხელების ცენტრში“, კორონავირუსი 90 წლის ქალს დაუდასტურდა. მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულებიდან 35 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. საქართველოში კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ 81 წლის მამაკაცს რთული თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მარინა ენდელაძე - რამდენიმე დღე პიკი გვექნება, შემდეგ კი შემცირდება. მარინა ენდელაძე - თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია. ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კორონავირუსი 1300-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. საქართველოში კორონავირუსისგან 41-ე პაციენტი გარდაიცვალა - 82 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამირან გამყრელიძე - ჩვენ შევდივართ ახალ პროცესში, გლობალურად პანდემია უფრო და უფრო ფართოვდება. დარწმუნებული ვარ, პანდემიიდან გამოვალთ შედარებით ნაკლები დაზიანებით - საპანიკო არაფერია, პროცესი მართვადია. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე - უკვე სასურველია, რომ სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ გამოვიყენოთ ყველა დიდ ქალაქში.

      ამბები არჩევნებზე და არჩევნების გამო - ცესკო - 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან პარტიული სია 52-მა წარმოადგინა, მათგან 2 საარჩევნო ბლოკი, 50 - პოლიტიკური პარტიაა. გიორგი ვაშაძე - ერთადერთი, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია, ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში, ოფიციალურად მილიონერი 6 მინისტრი, გამდიდრებული მათი ახლობლები და გაღარიბებული ხალხი. გია ხუხაშვილი - მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია - თავწახრილი ადასტურებდა მიცემულ დირექტივებს. ხათუნა ლაგაზიძე - მე-9 მოწვევის პარლამენტი იყო ყველაზე უსახური, ყველაზე დიდი რაოდენობის მონებით. არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილი თითქმის სრულად გაკოტრებულ, დრომოჭმულ ავტორიტარად ჩამოყალიბდა. დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ივანიშვილს და არ დაუჭერს მხარს სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. ირაკლი ჩიქოვანი - „ქართული ოცნების“ არჩევის შემდგომ 8 წელი არის მშვიდობიანი განვითარების 8 წელი. ალექსანდრე მოწერელია - „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქის მიმართ. ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს - როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს მიმართავს, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენებისგან პოლიტიკური მოწოდებებისთვის. ოთარ კახიძე - ივანიშვილს და სააკაშვილს სურთ შავ-თეთრი სურათი დახატონ, რომ თითქოს არის ორპოლუსიანი არჩევანი. დავით ზალკალიანი - თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი საქართველოში დამკვირვებლების ჩამოსაყვანად. ირაკლი კობახიძე - 40 მოქმედი დეპუტატია წარმოდგენილი სიაში, ჩვენ გვეყოლება თვისობრივად და არსებითად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი. ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა. გუგული მაღრაძე კითხვაზე, რატომ ვერ მოხვდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში - ეს არის ორმხრივი შეთანხმება, სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები? ენძელა მაჭავარიანი - რაც შევძელი, გავაკეთე ოთხ წელიწადში და მიმაჩნია, რომ ახლა, პარლამენტში "ტაიმაუტი" უნდა ავიღო. დავით უსუფაშვილი - 8 წლის წინ ქვეყანამ დაიწყო სვლა წინ, შემდეგ შეჩერდა და მერე უკვე უკუსვლით დაცურდა - დაქანცული და წარუმატებელი „ქართული ოცნება“ „იმსახურებს“ დასვენებას და ოპოზიციაში წასვლას. დავით უსუფაშვილი - „ლელო“ მყარად არის მესამე პოლიტიკური ძალა, „ქართულ ოცნებას“ კი აქვს რესურსი პარლამენტში შექმნას საინტერესო ოპოზიციური დაჯგუფება. სულხან სალაძე ძალადობის ფაქტებზე - სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ, საგამოძიებო უწყებები მოწადინებულები იყვნენ, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული, რაც დაღს ასვამს მმართველ პარტიას. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. არჩილ თალაკვაძე - "ნაციონალური მოძრაობის" სიაში ბევრი დაზიანებული ადამიანია, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს და სამშობლოს.

      საარჩევნოდ გააქტიურება - ბიძინა ივანიშვილი - 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება. ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს - სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი პოლიტიკური აქტიურობა. გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური ახლო მხედველობის გამო, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გაუაზრებელი მოქმედებებით ქვეყანას 20% დააკარგვინა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით „ნაციონალური მოძრაობის“ გამრუდებულს. სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი. მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ - ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები. ყველა სფეროში პროგრესი ისეთი თვალსაჩინოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აწყობს სტატისტიკაზე საუბარი, თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და რაც მთავარია, არ იპარავს. საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცით გადაგვარებული, ცბიერი პოლიტიკური გუნდი მოურიდებლად ცდილობს მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს ძალაუფლება. პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება. სიღარიბე ობიექტური რეალობაა და მის არსებობას ვაღიარებთ, მაგრამ ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

      ბრიუსელი - დავით ზალკალიანი - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით

      გარეჯი - დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლში და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

      პურ-მარილი - ლევან დავითაშვილი - არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება.

      ყურძნის ქურდები - კახეთში, სხვისი ვენახებიდან ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძნის მოპარვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიამ ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა. სომხეთში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 169 ადამიანი გარდაიცვალა. იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს.

      საპირისპირო თვლა - სომხეთის თავდაცვის უწყება - საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ჩვენმა ჯარისკაცებმა სომხეთის ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. სერგეი ლავროვი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მოსკოვში შეხვედრას სთავაზობს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 55 მშვიდობიანი მოქალაქე. ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. სომხური მედია - მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ განადგურებული აზერბაიჯანის საბრძოლო ვერტმფრენი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სომხეთის პრეზიდენტი - საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ ჩაერევა, კავკასია ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება. აზერბაიჯანული მედია - სომხეთის საარტილერიო ცეცხლს კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვანო მაჭავარიანი - გიორგი გახარიას შეთავაზება არასერიოზულია - დიდი ალბათობით, კონფლიქტის მხარეები რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან მოლაპარაკებებს. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანისთვის მოლაპარაკების სივრცის შეთავაზება ცუდი იდეა არაა, თუმცა საქართველოს ამის გამოცდილება და რესურსი არ გააჩნია. ილჰამ ალიევმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს. სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში „ფრანს-პრესის“ თანამშრომლებს თავს დაესხნენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვაფრთხილებ ყველას, ვინც სომხეთს, ამ ბანდიტურ სახელმწიფოს უჭერს მხარს, ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე. ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი და სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთის იმპერიალისტური ოცნების განსახორციელებლად ბოლო დაბრკოლებაა. ემანუელ მაკრონი - მთიან ყარაბაღში სერიოზული ვითარებაა. აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

      უკან მდგომი პუტინი - ალექსეი ნავალნი - ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის უკან პუტინი დგას, სხვა ვერსია არ მაქვს.

      ამერიკული დემოკრატია - დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის სატელევიოზიო დებატების შემდეგი რაუნდი შეცვლილი ფორმატით გაიმართება. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მენეჯერი წინასაარჩევნო კამპანიას ტოვებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 129

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters