შაბათ-კვირის უქმეები, კვირის მძიმე ტრაგედიამ სრულად გააუფერულა. გუშინ საღამოს, საზარელი ამბავი გავრცელა მედიის საშუალებით - 17 ადამიანი გარდაიცვალა შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში, 3 კი მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. ხვალინდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო და ასევე ოპოზიციის გაერთიანება და მემორანდუმი ურთიერთდაცვაზე. დღესვე შაქარაშვილის საქმის სასამართლოც იყოს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 აგვისტო, 2020

      ვირუსის ქართული ბედი - კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა, 5 იმპორტირებულია. მესტიის მუნიციპალიტეტში 571-მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა. ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა - კორონა არსად გამქრალა. აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის წყაროს დადგენა „უკვე შეუძლებელია“, რის გამოც ყველა პაციენტი ინფიცირებულად განიხილება. კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკური დაავადებები ჰქონდა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      ოპოზიციის მემორანდუმი - სერგი კაპანაძე - დღეს დავადასტურებთ, რომ სამთავრობო პროპაგანდიდან წამოსული ნიაღვარი, თითქოს ოპოზიცია ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობს, არის არასწორი. ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების დასაცავად შესაძლოა, საკოორდინაციო შტაბი შექმნან. ლევან თარხნიშვილი - ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ აქვს კოორდინაციის უნარი. გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობაზე“ - „სიტყვის კაცობა“ პოლიტიკაშიც გადამწყვეტია. დავით ბაქრაძის შეფასებით, მემორანდუმი, რომელსაც 30-მდე პარტია მოაწერს ხელს, ოპოზიციის ერთიანობის შესახებ „მძლავრი პოლიტიკური სიგნალია”. ნინო ბურჯანაძე - ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაირაზმება. 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. თინა ბოკუჩავა - ისანში კანდიდატის წარდგენაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არაა. გიორგი ვაშაძე - ვაწერთ ხელს? უნდა შევთანხმდეთ და ყველა შეთანხმება უნდა დავიცვათ. თინა ბოკუჩავა - ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ის, რომ ოპოზიცია ივანიშვილის რეჟიმს არ შეუქმნის მომავალ ხელისუფლებას. გიგი უგულავა - თაკო ჩარკვიანი უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს - თუ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ისანში კანდიდატის დაყენების სურვილი ექნება, ეს სამართლიანი იქნება. ნინო ბურჯანაძე პარტიებს, რომლებსაც ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, მოუწოდებს, გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს. თინა ბოკუჩავა - ოპოზიციას უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე ჰყოფს. ანა დოლიძე - მხარს ვუჭერ ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს. დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მისი პარტიული ამომრჩევლის, არამედ ქვეყნის მომავლის წინაშე. ირაკლი ოქრუაშვილი - დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ოპოზიციურ ერთობაში, გამოსწორებას მოითხოვს.

      კვირა საღამოს ტრაგედია - შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლე - დაახლოებით 6 საათზე ჩემგან თაფლი შეიძინეს. არავინ ნასვამ მდგომარეობაში არ იყო და არც მიკროავტობუსს აღენიშნებოდა იმ მომენტში რაიმე პრობლემა. ილია მეორე - დიდია ჩვენი მწუხარება, გვინდა ყველა ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადოთ, თუმცა მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ. კელი დეგნანი შატილის გზაზე ავარიაზე - ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ტურისტული კომპანია Traveler.ge - ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი. ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ სამივე ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება. შატილში ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. ალეკო ელისაშვილი - როდემდე უნდა ვიყოთ მსგავსი ფაქტებით შეძრულები და ვითვლიდეთ გარდაცვლილებს გზებზე? აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. შალვა კერესელიძე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ავარიის შედეგად დაშავებულთა გადასარჩენად. ეკა ლალიაშვილი - დროა, პრემიერი დაინტერესდეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადოს გზებზე მსხვერპლის შემცირება. ირანის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნიკოლ ფაშინიანი - ღრმად დამწუხრებული ვარ დუშეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებს. შატილის გზაზე ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობდა.

      ნატომდე გზა - ჯეიმს სტავრიდისი - საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება.

      შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - ადვოკატები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების - საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას მოითხოვენ. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 5-ათასლარიან გირაოს სთავაზობს. საქმის პროკურორი - ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს. ადვოკატი - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ირაკლი წაქაძის პატიმრობაში დატოვების არანაირი გარემოება არ არსებობს, 50 000 ლარის ოდენობით გირაოს მოვითხოვთ. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი - ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულოა, მის მიმართ პატიმრობის გამოყენება სამართალთან შეუთავსებელია. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - ჩვენი მოთხოვნაა, უკიდურესად მძიმე აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს. ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა - შაქარაშვილი მოკლა მან, ვინც საქმე გააყალბა, ვინც ხელს აფარებს ბავშვის მკვლელებს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გიგა ტატიაშვილის ადვოკატი - სასამართლო პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარის ასრულებას ჰგავდა. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი - სამწუხაროდ, სასამართლომ დაკვეთა შეასრულა.

      ავარიული პირველი არხი - პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. თიკო ბერძენიშვილის განცხადებით, როგორც ტელეკომპანია "პირველი არხი", ისე რადიო მაუწყებლობას განაგრძობს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - რუსეთში კორონავირუსის 4 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 65 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 34 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 449 ადამიანი გარდაიცვალა.

      თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

      ბელარუსია - სვეტლანა ტიხანოვსკაია - იმედი მაქვს, ხელისუფლებასთან დიალოგი მალე დაიწყება. ბელარუსის თავდაცვის უწყება ლიეტუვას საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს.

      ნავალნის გადარჩენა - ომსკის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის სიცოცხლე იხსნეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ. ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევები მიუთითებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს.

      ავსტრიამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

      სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრი ნავთობსადენზე მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 84

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters