ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია. გიორგი გახარია - შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოსთვის“. 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებთ გადაწყვეტილება, საქართველოს აკისრებს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის მოქალაქეების, ასევე პარტნიორების წინაშე. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება. ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღებენ იმ მიწას, რომელსაც წლები ამუშავებდნენ. დავით ზალკალიანი - ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკებების რეჟიმში ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილი - ჩვენი პროექტები და შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, თავად აღმოვაჩინოთ, რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად. დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ გააფართოოს იმ ქვეყნების სია, რომელთანაც ფრენებს გახსნის. მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს.

      შაქარაშვილის საქმის დეტალებიდან - ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პირი, რომელიც აცხადებს, რომ შაქარაშვილის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, ხაშურის საკრებულოს წევრი არაა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, მას არ ჰქონია ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ადვოკატის განცხადებით, ვახო ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია და ორივე ნაწილში ის ამბობს, რომ მას საცემად მისდევდნენ. თამარ ჩუგოშვილი შაქარაშვილის საქმეზე - უჩვეულო მდგომარეობა გვაქვს, როცა ჟურნალისტები უფრო აქტიურად იძიებენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები. გია ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე - გამოძიება საკმაოდ რთულია - მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა. ვასილ მამულაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები არანაირად არ არის დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის საქმესთან. ალექსანდრე კობაიძე - მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან, უწყებას მივმართეთ, რომ ის არაა ავთენტური და გავანადგუროთ, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ავთო ბილანიშვილია, სიმართლეს არ შეესაბამება. პროკურატურა - გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო. შსს-ს ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, ხანძარი ჯართის შეგროვების მიზნით მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. ბიძის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. შსს-ში გურამ ამირხანაშვილი გამოიკითხა. ვასილ მამულაშვილი - რატომ იყო კომპიუტერში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა საერთო მასალაში არეული - ამ კუთხით არა ერთი შეკითხვა დაისვა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია. ალექსანდრე კობაიძე პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე - შესაძლებელია შსს-ს თანამშრომლის ან სხვა პირების მხრიდან გულგრილობა იყო, მაგრამ შესაძლებელია, რომ არავის პასუხისმგებლობა არ დადგეს. კობაიძე: ცდილობენ შაქარაშვილის საქმეზე პრობლემები შეიქმნას და ჯოხი დაცვის მხარეს გადაატეხონ. შაქარაშვილის გაუჩინერების შემდეგ მისი მეგობრები თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ. შეიძლება ამით ზეწოლა და შანტაჟი მოახდინონ - მახარაშვილი პირადი ცხოვრების კადრებზე.

      კაპიტანი რუსულ კლუბში - სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე - ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით. შენგელიას მამა: კომპენსირებას გავაკეთებთ, როცა ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ყაველაშვილი შენგელიაზე: CSKA-ში ამერიკელები თამაშობენ და რატომ არ შეიძლება ქართველმა ითამაშოს?

      აია სოფიას ამბავზედ - საპატრიარქო - ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული არ იქნება როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევა.

      დამტკიცებული კანონი და მოსაპოვებელი 15 პროცენტი - თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - როგორც ჩანს, ის ტექსტი, რაც იყო დაინიცირებული, დამძიმებულია - ეს საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის. დავით ზალკალიანმა არასწორი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკვე კანონია. გია ვოლსკი - სიცრუეა, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო - არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურებულა. სალომე სამადაშვილი - იმის ნაცვლად, უწყებები მუშაობდნენ, როგორმე თავიდან ააცილონ ჩვენს ქვეყანას სანქცია, ვისმენთ სრულიად ურცხვ და არაკომპეტენტურ შეფასებებს. მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის. სალომე სამადაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ოცნების” და ივანიშვილის გასაგონად. ანრი ოხანაშვილი - კანონპროექტი კონგრესის ოფიციალური პოზიცია არ არის - მაგალითად, ემზარ კვიციანმა „დააინიცირა“ პროექტი, ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას? აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიოში კორონა - სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 176 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის საგარეო უწყება - მაიკ პომპეო ჩვენთვის ჩირქის მოცხების მიზნით ყველა სახის „ფეიკ ნიუსს“ თხზავს. ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 221 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 163

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters