დასტური მეორე მოსმენით, ნაპოვნი ცხედარი და გამოძიება, მსახურება შეჩერებული მღვდელი

      დღის მთავარი ამბავია კონსტიტუციის ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცება. პარალელურად ოპოზიციის პროტესტი პარლამენტდან რურუას გათავისუფლების შეძახილებით. ასევე კონგრესემენების ქება ან კრიტიკა ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულოზე, კორონას ახალი შემთხვევები, საპატრიარქოს აკრძალვები და გამოძიება იდუმალ სიკვდილზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ივნისი, 2020

      ქართული შემთხვევები - რუსთავის „ცხელების ცენტრში” 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით ეპიდკვლევა მიმდინარეობს. კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი თელავში, სოფელ ყარაჯალაში დადასტურდა. დიდუბის ბაზრის ხელმძღვანელი კორონავირუსით ინფიცირებულზე - ჩვენთან მუშაობდა, თუმცა 4 დღეა ბაზარში არ გამოჩენილა - თუ ჩვენი ბაზრიდან მოხდა დაინფიცირება, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იზოლაცია.

      თითქმის მიღებული ცვლილებები - პალამენტმა საკონსტიტუციო ცვლილელებს მეორე მოსმენით მიიღო. სხდომა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების გარეშე ჩატარდა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მეორე მოსმენით დაამტკიცა. ირაკლი სესიაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ კვლავ გამოიჩინა რადიკალური მიდგომები და პასუხისგებლობას გაექცა. ნუკრი ქანთარია - ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციულ სისტემაზე, 2012 წლის შემდეგ ოცნებობდა თითქოს ამაზე, ოღონდ ეს მიგვაღებინაო, მაგრამ რამდენჯერმე უგანა. სერგო რატიანი - თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამჯერადაც მთლიანად ჩაიშლება შეთანხმება. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კი არა, საკუთარი პარტია გადაარჩინა. რომან გოცირიძე - სულ რომ კორონავირუსი დაემართოს „ოცნების“ დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს. არჩილ თალაკვაძე - როდესაც საზოგადოებას ეუბნები, რომ მხარს ვუჭერ, მაგრამ ხმას არ ვაძლევ, ეს არის პოლიტიკური ტყუილი. ლევან გოგიჩაიშვილი - მაქვს განცდა, რომ „ნაცმოძრაობას“ არ სურს ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და ამას თავისი სიბრიყვით ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება“. გია ვოლსკი - ოპოზიციას სულ არ ენაღვლება რურუა. გედევან ფოფხაძე - თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პოზიციას აფიქსირებდეს, ვიდრე ბოიკოტს აცხადებდეს და რაღაც წინაპირობებს აყენებდეს. ლევან კობერიძე უმრავლესობას - პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და ახლა მცდელობა, თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ. კახა ოქრიაშვილმა, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით, არის კრიმინალური და დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით. გიგა ბოკერია - ახლა ამას უნდა მოჰყვეს საკონსტიტუციო ცვლილებების მე-3 მოსმენით მიღება, იქამდე რურუას გათავისუფლება, თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი. მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ყველა თავისი დანაყოფით 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა, მათ ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება სამი მოსმენით - „ქართული ოცნება“ თავად უზრუნველყოფს, რომ არავინ დააკლდეს, რადგან ამ პროექტში არის ის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებულად უნდოდათ. ნინო ბურჯანაძე - რომ არა ოპოზიციური ერთობა, დღევანდელი არც კენჭისყრა იქნებოდა და არც იმის შანსი, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მესამე მოსმენაზე, ყველა პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. ადამ კინზინგერი - მინდა, ყველას მივულოცო, ვინც ასეთ დადებით ნაბიჯს მისცა ხმა და მოწოდება გავაკეთო 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულების შესახებ. გიორგი ვაშაძე - კოორდინირებულმა ბრძოლამ მოგვიტანა ეს გამარჯვება და „ოცნება" აიძულა დატუქსული ბავშვივით მისულიყო და საარჩევნო ცვლილებისთვის ხმა მიეცა. კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენაზე. ვიოლა ფონ კრამონი - საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით. ადამ კინზინგერი - თუ აშშ-ის პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს. ოთო კახიძე - მესამე მოსმენაზე ვიქნებით, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.

      კანდიდატები - თაკო ჩარკვიანი - მინდა, საბურთალოზე მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, რადგან ეს არის ღირებულებების ბრძოლა. გიგა ბოკერია - თბილისს გარეთ არის ოლქები, სადაც რამდენიმე კანდიდატის დაყენება პრაგმატულად სჯობს, ვიდრე ერთის. მამუკა ხაზარაძე - ზესტაფონში ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ.

      კონგრესმენის შენიშვნები - მაიკლ კარპენტერი - მმართველმა პარტიამ რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას - კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს. კარპენტერი გაბუნიას საქმეზე - კრემლს ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს - უნდა ვიზეიმოთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა. არჩილ თალაკვაძე - თუ კარპენტერი გვაკრიტიკებს და გვიმტკიცებს, რომ რურუას გარეშე საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას, ამაზე საუბარი შეგვიძლია, მზად ვართ მასთან დისკუსიისთვის. ეს კონგრესმენები საქართველოს მეგობრები არიან, ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე, რადგან მისი ლიდერობის პერიოდში ჩვენმა გუნდმა გააკეთა ის, რომ ქვეყანა უფრო სტაბილური გამხდარიყო. გია ვოლსკი - კარპენტერი მოგვიწოდებს, რომ უკანონობა ჩავიდინოთ, სასამართლოზე ზეწოლა მოვახდინოთ.

      საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი" ბათუმის პორტში შემოდის.

      კომპანია „არსის“ ინფორმაციით, მათი ინიციატივა თბილისისა და სხვა ქალაქების შემოგარენში საკემპინგო ადგილების განვითარებით შიდა ტურიზმის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

      მღვდელმსახურების შეჩერება - საპატრიარქო - მღვდელმონაზონ იეროთეოზს ღვთისმსახურება ეკრძალება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოს გადაეცემა. დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს მმართველის პასუხი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - ვარწმუნებთ ჩვენს ქართველ ძმებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) 2020 წლის 16 ივნისის წერილში გამოხატავენ საკუთარ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არასოდეს არ გვქონია განზრახვა შეგვექმნა რაიმე მსგავსი გაერთიანება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პარიზში ფუნქციონირებს ქართული ტრადიციების სამრევლო, რომლის წინამძღვარია მისი მაღალღირსება არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი.

      ცოფიანობა - თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა. საპატრიარქო დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს მიერ საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს.

      გაურკვეველი დაკარგვა და გარდაცვალება - 22 ივნისს 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შსს - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, გამოკითხულია 50-მდე მოწმე, გამოთხოვილია კამერების ჩანაწერები. შს მინისტრის მოადგილე - გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში მისი მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩაერთო, აცხადებს, რომ მთავარ კითხვებს პასუხი ქიმიურმა და გისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის ავტომანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ახლა მთავარი კითხვაა, დახრჩობის შემდეგ მდინარემ მიაყენა დაზიანებები, მანამდე ფერდობზე ჩარბენისას მიიღო თუ ვინმემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციაში ორი მოწმე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციის შენობაში გამოსაკითხ ორ პირს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.

საზღვარგარეთულები:

      კორონას გლობუსი - აშშ-ში კორონავირუსის 30 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 424 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 440 215-ს, დაღუპულების რიცხვმა კი 14 011-ს მიაღწია. რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 7425 შემთხვევა გამოვლინდა, 153 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში 24 საათში კორონავირუსის 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში ლუდის ბარები და რესტორნები 4 ივლისიდან გაიხსნება.

      საკუთარი ნავიგაცია - BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთმა კოსმოსში სატელიტი გაუშვა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ნავიგაციის საკუთარ სისტემას შექმნის.

      ძეგლების მცველი - დონალდ ტრამპმა ფედერალურ მთავრობას უფლებამოსილება მიანიჭა, 10 წლამდე ვადით დააპატიმროს პირები, რომლებიც ძეგლებს აზიანებენ.

      ემანუელ მაკრონი - თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს.

      უჯარობა - „როიტერსი“ - ინდოეთი და ჩინეთი საზღვრის სადაო მონაკვეთიდან ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 86

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

თამარი: ივნისი 23, 2020||11:21pm

საწყალი ბიჭი ( 

ლაშა: ივნისი 24, 2020||11:40am

#qwellynews: რუმინეთში, გუგლის რუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ქვეყანაში მშენებარე უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი შეურაცხმყოფელი სახელით მონიშნა. რუმინეთის ეროვნულმა ანტიდისკრიმინაციულმა საბჭომ გუგლს 2000 ევრო ჯარიმა დაადო.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters