მოზარდების განაჩენი, ანექსიის დღე, კორონას ახალი ცენტრები და ჩატეხილი მაგიდა

      ზამთრის კუდის მოქნევა ალბათ მაინც მარტის საქმე იქნება, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯერ მთებში აიკრძალა მოძრაობა, შემდეგ ბარშიც წვიმამ და თოვლ-ნამქერმა არ დააყოვნა. ალბათ, ასეთი თალხი ეხურა თბილისს 99 წლის უკან. დღის მთავარი თემა იუნკერების გახსენება იყო. ასევე მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობდა ოპოზიცია, ხორავას საქმეზე განაჩენიც გამოიტანეს. კორონაც ისევ დაუმარცხებელია და მეტიც, ახალი ეპიცენტრები და კერები ჩნდება მსოფლიოში - ირანი, იტალია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 თებერვალი, 2020

      საქართველოს ანექსიის დღე 1921 წლის 25 თებერვალი - სერგი კაპანაძე - ყველას ვალია გვახსოვდეს, ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. გიგა ბოკერია - დღეს ტრაგიკული დღეა, ამ დღეს საქართველოს ძალით წაართვეს თავისუფალი არჩევანი. „ევროპული საქართველო“ იუნკერ შალვა ერისთავის ეროვნულ გმირად გამოცხადების ინიციატივით გამოდის. სალომე სამადაშვილი - სწორედ იუნკერების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს. ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი აღუდგება წინ. ბადრი ჯაფარიძე - დღეს ჩვენ ვართ იმ ადამიანების მემორიალთან, რომელთა თავგანწირვაზე და საქმეზე დგას დღევანდელი საქართველო. თავდაცვის მინისტრმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პრემიერი - რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში და სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე. აშშ-ს საელჩო - საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას.

      დაკვირვებული ომბუდსმენი - საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება.

      კონსესუსი არ იქნება! - სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებებზე შეუძლებელია საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე ოპოზიციის ლიდერებზე პოლიტიკური ნადირობაა გამოცხადებული, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ბადრი ჯაფარიძე - კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია პოლიტიკური დევნა შეწყდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, შერეული სისტემითაც შევძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. გიგა ბოკერია - რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ, ამის შეტყობინების უამრავი გზა არის. გია ვოლსკი - უმრავლესობა რომც აიღონ, ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის პირობები შექმნას.

      გენპროკურორი - პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავს. ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ.

      სტატია ვაშინგტონს - გიორგი გახარია The Washington Times-ში სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისთვის, საქართველო კი ერთგულ პარტნიორს წარმოადგენს. ბადრი ჯაფარიძე - ეს პიარული სტატიაა, ამ განცხადების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება.

      განაჩენი ხორავას საქმეზე - სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 11 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. კალანდიების ოჯახის ადვოკატი მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. თენგიზ კალანდია - კალანდიების ოჯახს შეახოცეს ხელი, ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრსაც წავათრევ იმ ჯოჯოხეთში. მიხეილ კალანდიას ძმა - საქართველოში სამართალი არ არსებობს - ეჭიდაონ სტრასბურგს! ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. პროკურორი - არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება იყო კალანდიას საქმეში, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ადვოკატი - საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ კალანდიას პოლიტპატიმრის სტატუსი გაუფორმა. ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებს ობიექტურად რომ გამოეძიებინათ ხორავას ქუჩის საქმე, დღეს ასეთი მღელვარე პროცესები არ იქნებოდა. ადვოკატი - სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ზაზა სარალიძისთვის ძალიან ემოციური იყო, საუბარი უჭირდა - გარკვეული პერიოდი ის ეცდება, რომ მედიასთან კომენტარები არ გააკეთოს.

      ჯარიმების ბლოკი - ფოთლების, ბაღის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი გახდება. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება. ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.

      მიგვიღეთ რა - დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ზალკალიანის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს პოლიტიკური მომენტისთვის, როცა ნატოელი პარტნიორები საქართველოს წევრობაზე ჩამოყალიბდებიან. ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის. მარკო მიკელსონი - ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი გარკვეული „დაღლილობა“ არსებობს - უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები. დავით ზალკალიანის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა მაისში თბილისში ჩატარდება თუ სტრასბურგში.

საზღვარგარეთულები:

      იდუმალი მკვლელი - ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს მიმართავს, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოს, საიდანაც 1 მილიარდი ვაქცინის შექმნას მოხმარდება. ვიეტნამში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პირი გამოჯანმრთელდა. ომანში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, კანარის კუნძულებზე ერთ-ერთი სასტუმრო იზოლაციაში მოაქციეს. აზერბაიჯანის მთავარი ეპიდემიოლოგი - შემიძლია დავიფიცო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ არის. ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ჯერჯერობით, არც იტალიის და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებებს არ განვიხილავთ. აზერბაიჯანში 23 ადამიანი კორონავირუსზე ეჭვის გამო, კარანტინში მოათავსეს. ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთს ტემპერატურა უფიქსირდება. მაიკლ პომპეო - აშშ შეშფოთებულია, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, რესპუბლიკაში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე ინფორმაციას მალავდეს. ხორვატიის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რამდენიმე დღის წინ მილანში იმყოფებოდა. შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა. საქართველოდან ირანში დღეს კიდევ 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება. უეფა-ში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებას არ გამორიცხავენ.

      დაობლებული ეგვიპტე - 91 წლის ასაკში ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 550

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

vako: თებერვალი 26, 2020||6:37pm

ამ დაკავებული და გასამარტლებულებიდან ყველა უდანაშაულოროგოშ აღმჵჩნდება ხოლმე კაცო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters