კიბერ ომი და კიბერ საზღვრები, ტრენდი მერაბიშვილი და გასაყიდი პარლამენტი

      სითბო მოვიდა, დაგვიანონსეს კიდეც, რომ უქმეებზე თბილი ამინდები გველის და შეგვიძლია ნელ-ნელა გაზაფხულის სურნელიც ვიგრძნოთ აქა-იქ. მოკლედ, კიბერშეტევის შედეგები იმაზე საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე თავის დროზე თავად კიბერშეტევის ფაქტი. მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ კიბერშეტევას, ხოლო კარასინი გაკვირვებული კითხულობს - დადასტურდა რომ ეს ჩვენ ვქენით? ეჭვი მეპარებაო. მეორე ამბავია მერებაშვილის გატრენდებული ნიუსები. ახალი ამბავი - ქუთაისის პარლამენტი გაიყიდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 თებერვალი, 2020

      დასაპირისპირებელი ისევ ბევრია - გიორგი ვაშაძე - საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - იზოლაცია ან განვითარება. სერგი კაპანაძე - თუ „ოცნებას“ უნდა, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა

      ამბები ჰეშტეგით #მერაბიშვილი - ვანო მერაბიშვილი „ორი გვამის“ თაობაზე - ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იყო „მუხროვანის ამბოხება“ და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, მათ მოიცილეს მტკიცებულებები გაქცევის წინ. ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც ხომ არიან სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება და სწორედ ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. ხელისფულება კი, ადგა და გამოიყენა ეს. მე ვიყავი საკანში და არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება. ხელისუფლება კი იმეორებდა და იმეორებდა ამას. ვანო მერაბიშვილი - ციხიდან ღამით გამიყვანეს, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა - მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, მემხილებინა სააკაშვილი. ვანო მერაბიშვილი - იუსტიციის სამინისტრომ ჩემი დიაგნოზი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა. ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ჩვენ მეგობრები ვართ და ყველა საკითხში მოვგვარდებით. მიხეილ სააკაშვილი - არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები - ვანო მერაბიშვილი ჩემგან დიდ მადლიერებას იმსახურებს. გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილზე - პოლიტიკაში ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ. მამუკა მდინარაძე - ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არის უცნაური, სასაცილო და სპეკულაციური. გიორგი გახარია - ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი. თინა ბოკუჩავა - ადამიანს, რომელმაც 6 წელი და 9 თვე გაატარა სამარტოო საკანში, უნდა მივცეთ დრო, ჩამოყალიბდეს გეგმებთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი თავისი გეგმების შესახებ თვითონ ისაუბრებს. შალვა შავგულიძე - თუ ვანო მერაბიშვილი რომელიმე პარტიაში გაწევრიანდება, რომელიც ოპოზიციის მაგიდასთან იქნება წარმოდგენილი, არავითარ დისონანსს არ შექმნის მაგიდის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ეკა ბესელია - ვანო მერაბიშვილთან სასაუბრო არაფერი მაქვს - მასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ შემცვლია.

      ცოტნეს გადარჩენა - ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდიას კარგად ესმის და კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს.

      კიბერშეტევის ძალა - მეზობლობამ ინტერნეტი არ იცისო - ირაკლი კობახიძე კიბერშეტევაზე - თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ, რომ სამომავლოდ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს. მამუკა ხაზარაძე - რომ არა ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან რუსული სპეცსამსახურების მხილება, ხელისუფლება შეშფოთებასაც ვერ გამოთქვამდა კიბერშეტევასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღებას იქცევს პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისის მიერ - სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ, უარის თქმა რუსეთის დემონიზაციის ხაზზე. გიორგი ბადრიძე - როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის რუსეთთან მეზობლობა, ყოფნა-არყოფნის პრობლემად იქცა. The Telegraph - ბრიტანული უშიშროება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის განყოფილებას საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. The Washington Post - აშშ-ი უერთდება სხვა სახელმწიფოებს და რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს. Wired - ათწლეულზე მეტია, რაც რუსი ჰაკერები ცხოვრებას უმწარებენ მეზობელ ქვეყნებს. ლევან ბოძაშვილი - რუსეთის მხრიდან კიბერშეტევა იყო ომის აქტი და მასზე მთავრობამ საერთაშორისო-სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს. თინა ხიდაშელი კიბერშეტევაზე - რუსეთს საერთოდ არაფერი უშლის ხელს, რომ რაც უნდა ის გააკეთოს საქართველოში და როგორც უნდა ისე მოიქცეს. ამუკა მდინარაძე კიბერშეტევაზე - ოპოზიცია ამასაც ჩვენ გვაბრალებდა - შიგნით გვებრძოდნენ „ნაცები", გარედან - რუსები. ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან კიბერშეტევის ფაქტზე. დავით სიხარულიძე - საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ვახტანგ გომელაური - ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. მამუკა ხაზარაძე - სამწუხაროა, რომ ქვეყანა კიბერდანაშაულისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების მიმართ მოუმზადებელია. ბრიტანელი პარლამენტარი - რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კიბერსაზღვრები. ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე - ერთსულოვნება საერთაშორისო თანამეგობრობისა არის მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ მომავალში ასეთი თავდასხმები იქნას არიდებული. კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - ძალიან მნიშვნელოვანია შევზღუდოთ რუსული პროგრამების გამოყენება, ნაკლებად გამოვიყენოთ რუსული არასანდო აპლიკაციები. გიორგი გახარია კიბერშეტევაზე - წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება. დავით უსუფაშვილი - რუსეთი ყველა გზით, ტანკით, ეკონომიკური სანქციებით, ფრენების შეწყვეტით, კიბერშეტევით ცდილობს საქართველოს სუსტი ადგილები მოუსინჯოს. გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე - დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ძალიან მეპარება ეჭვი.

      სამაკლერო პარლამენტი - გია ხუხაშვილი - არავინ მეგულება ისეთი, ვინც ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ყიდვით დაინტერესდება. რომან გოცირიძე - ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა ძალიან დიდი დანაშაულია. აკაკი ბობოხიძე - ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა არ უნდა გაიყოდოს! ხელისუფლებამ ამაზე ფიქრს თავი დაანებოს. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს.

      ელჩობა ევროპაში - დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში დავით დონდუა, გერმანიაში კი ლევან იზორია დაინიშნა. ირაკლი აბესაძე - ლევან იზორიას დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობებიდან გაპარვა მოუწია - ასეთი რეპუტაციის ადამიანის ელჩად დანიშვნა ცუდი სიგნალია.

      ხორავას საქმე - ადვოკატი - მიხეილ კალანდია თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა. ადვოკატი - თუ კიდევ ვინმე გააკეთებს კომენტარს, რომ ზაზა სარალიძეს გარკვეული თანხა აქვს მიღებული შვილის გაყიდვაში, მას ამის დადასტურება მოუწევს. მიხეილ კალანდია - აქ მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება, რომ ეთქვა, ხალხო, ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძეო. მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 25 თებერვალს გამოაცხადებს. მიხეილ კალანდია - ჩემი მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და იარაღით, არამედ სუფთა ხელით.

საზღვარგარეთულები:

      ქსენოფობია შიშია - ავტობუსებს, რომლებითაც ჩინეთიდან უკრაინაში მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა, მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს. ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, სოლიდარობის ნიშნად, ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება. ირანში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვლადიმირ ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე - მოდი, არ დავივიწყოთ, რომ ადამიანები ვართ.

      იმედიანი ვლადიმერი - ვლადიმერ პუტინი - ვლადიმერ ზელენსკისთან მშვიდობაზე, მეგობრობაზე მოლაპარაკებები შესაძლებელია, რადგან „იმედი ბოლოს კვდება“.

      ომი სირიაში - ვლადიმერ პუტინი - სირიაში ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო.

      კინომანი ტრამპი - ტრამპი „პარაზიტისთვის“ ოსკარის გადაცემაზე - კინოაკადემიის დაჯილდოვება წელს რა ცუდი იყო, საერთოდ რა ჯანდაბაზეა ეს ფილმი?

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 180

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters