ყინვის მოლოდინი, პოლიტიკური ტემპერატურა საკრებულოში, სასამართლოსა და ომბუდსმენთან

      იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი კრიტიკა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 იანვარი, 2020

      მაღალჩინოსნის ძმა - ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლევან იზორიას, მისი ძმის დაკავების ფაქტის დაფარვაში, რამდენიმე მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. ირმა ნადირაშვილი - კადრები, რომლებიც ვნახეთ, ზუსტად ხსნის, რატომ არის დემორალიზებული პოლიცია. სოფო კილაძე - ბატონ კიტა იზორიას აქვს ფსიქიკური პრობლემა და მისი ვიდეოს გასაჯაროება დიდი უზნეობაა. მამუკა მდინარაძე ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ კადრებზე - ვიდრე სამსახურში პრობლემები არ შეექმნებოდა, რატომ არ ასაჯაროვებდა გიორგი დვალიშვილი ამ კადრებს? გიორგი ვაშაძე - იზორიას საკითხი „ოცნების“ ლიდერებისთვის ცნობილი ყოფილა და ახლა გამჟღავნდა - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს. ნინო ლომჯარია ლევან იზორიას ძმის კადრებზე - ადგილი აქვს პოლიციელთა მხრიდან გარკვეულ სავარაუდო გადაცდომებს ან პოლიციელთა მისამართით ჩადენილ უკანონობებს. გია ვოლსკი ლევან იზორიას ძმის კადრებზე - ამ თემის ახლა წამოწევა პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის კარგი დამახასიათებელი ოფიცრისთვის.

      სარალიძე-დადუნაშვილის საქმიდან - პროკურატურა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმა არ არის. ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას - მიზეზები გაჟღერდება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ზაზა სარალიძე - „რაზე მელაპარაკებით, მთელი საქართველოს კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემ შენი შვილის მკვლელებსო. რა მნიშვნელობა აქვს, 15 წლის მერე ხომ გამოუშვებენ. შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა და გუშინ კიდევ მიგინეს, ამ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი“. მიხეილ კალანდიას მამა - არაფერი არ არსებობს ჩემი შვილის წინააღმდეგ, ზაზა სარალიძე ვიღაცასთანაა გარიგებული. მიხეილ კალანდიას პროცესზე ორი მოწმის, მათ შორის მირზა სუბელიანის წერილობითი ჩვენებები უდავოდ ცნეს. მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან" იმართება, რომელიც სააკაშვილის ფილიალია. პროკურორის განცხადებით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ, დავით სარალიძის მკვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა. მიხეილ კალანდიას პროცესზე, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები ესროლა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. ადვოკატი - ნაცვლად იმისა, რომ კალანდიებმა ბოდიში მოიხადონ, დავით სარალიძეს, ზაზა სარალიძეს, გიორგი ჯანაშიას ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ - მათი მხრიდან ეს სულ მცირე, უხერხულია.

      ხმამაღალი კონგრესმენები - კონგრესმენი პიტ ოლსონი - საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და აშშ-ის ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში - ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს! კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა - როგორც კონგრესის წევრი, დღეს გწერთ, რათა მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან ასოცირებულ / დაკავშირებულ ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე.

      ცემა-ტყეპა საკრებულოში - საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ლევან ხაბეიშვილი - ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესიეთ - დედაქალაქის მერს ხაბეიშვილი აწუხებს და საკუთარ თანაგუნდელებს უთხრა, 20-30 ხართ და ჩაქოლეთ! ზაალ უდუმაშვილი - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და სპონტანურად არ მომხდარა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, საკრებულოს შენობაში მათი ფრაქციის თანამშრომლებს არ უშვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს დადგინდეს ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების სერიოზულობა და მომხდარზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ოპოზიციის ლიდერებს საკრებულოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. საკრებულოს დაცვის სამსახურმა შენობაში გადაადგილება გაამკაცრა. საკრებულოს თავმჯდომარე - ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პირადი შეურაცხყოფისგან და ფიზიკური დაპირისპირებისგან. საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა შენობის საკეტი მას შემდეგ შეცვალეს, რაც "ნაცმოძრაობის" დეპუტატს გასაღები აღმოაჩნდა. გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე - ესაა ვენდეტა ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად ამხელს მათ. გიგა ბოკერია ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე - ეს არის ასლან აბაშიძის კურსის გაგრძელება, როცა ხარ აგონიაში და ისტერიკაში მყოფი მიმართავ ძალადობას. ლევან ხაბეიშვილი - მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ბექა დავითულიანი საკრებულოს უმრავლესობას - გთავაზობთ, ლევან ხაბეიშვილს სრული იგნორირება გავუკეთოთ, იაროს და იყეფოს რამდენიც უნდა.

      ანაკლიაზე დაპირებები - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოკლე ვადებში უნდა წარადგინოს ხედვა, რას აპირებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძე - ხვალაც შეიძლება ანაკლიის პროექტის გაცოცხლება - ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ ნუ აჩერებ პროექტს.

      დამცველი და მინისტრი - ანრი ოხანაშვილი - გავერკვევით და თუ საჭირო იქნება, გვექნება ნინო ლომჯარიასთანაც და თეა წულუკიანთანაც კომუნიკაცია. სოფო კილაძე - ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენა, რა გახდა მათი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი. მამუკა მდინარაძე - ომბუდსმენს უთხრეს, რომ ის ციხეში დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ამის შემდეგ ლომჯარია ისევ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს შეხვდა. ნინო ლომჯარია - იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, ადგილი აქვს ომბუდსმენის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელის შეშლის მცდელობას. გიგა ბოკერია - წულუკიანი ცუდად ხდება კრიტიკისას და მერე მისთვის აღარ არსებობს არც ერთი წესი და ქცევის ნორმა.

      პროკურორის განცხადებით, "რუსთავი2"-ის ეთერში გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ საკუთრებაში დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ავტომობილი მიიღო. ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ნიკა გვარამია - მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი - გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი.

საზღვარგარეთულები:

      აშშ ირანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციებს უწესებს. დონალდ ტრამპი - დიდებული გეგმა მაქვს.

      ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - გერმანელებს წარსულმა ბოროტების მიმართ იმუნიტეტი ვერ გამოგვიმუშავა.

      ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, საავადმყოფოების დიდი ნაწილი გადატვირთულია.

      ალექსნადრე ლუკაშენკო - რუსეთმა თავხედურად, უსინდისოდ, უმიზეზოდ დაგვიხურა ბაზარი, რათა დავეჩოქებინეთ და დავემცირებინეთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1334

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 26, 2020||9:45pm

კადრებში ისე ჩანდა, ყველა ელოდა ჩხუბი როდის ატყდებოდა და ერთი სული ჰქონდათ პირველი ცეცხლი დაენახათ )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters