მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია, საქართველოში ახალი ნაფიცი ელჩი, შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში, ჯანდაცვა, პენიტენცია და სხვა მრავალფეროვანი წვრილ-მსხვილი ამბავნარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 იანვარი, 2020

      რა შედეგი მოგვცა კვლევამ?! - ბადრი ჯაფარიძე NDI-ის კვლევაზე - ეს არის მოსახლეობის მხრიდან პირდაპირი მანდატი, რომ "ქართულმა ოცნებამ" მმართველი პოზიცია უნდა დატოვოს. მამუკა მდინარაძე - ლორა თორნტონთან უახლოეს მომავალში გვექნება სიღრმისეული დისკუსია NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები არ არსებობს. ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რატომ ვერ მოხვდა „ლელო საქართველოსთვის“ NDI-ს კვლევაში - როდესაც ოქტომბერში ეს კვლევა დაიგეგმა, ჩვენ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა ვიყავით, ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ გამოკვლევაში "ლელო" არ ყოფილიყო ჩართული. მამუკა მდინარაძე - ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევაზე - მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში. გიორგი გახარია - სამწუხაროდ, კვლევები პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ემზარ კვიციანი - ლორა თორნტონი ამბობდა, პარტიებს იძულებულს გავხდით, ვინც ეთიკას დაარღვევს, ის პარლამენტარები მომავალ არჩევნებზე სიაში არ მოხვდნენ.

      სასაზღვრო საქმეები აზერბაიჯანთან - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორი - როგორც ბრალდებულმა განაცხადა, დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების იქიდან გაძევება უნდოდა.

      ოლიმპიელი მოსწავლეები - მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს - გვეამაყებით თითოეული თქვენგანი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განძი.

      მოსალაპარაკებელი აფხაზეთი - ქეთევან ციხელაშვილი - მზად ვართ და ნაბიჯებსაც ვდგამთ დიალოგისკენ აფხაზურ და ოს საზოგადოებასთან. გიორგი გახარია - ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა - მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს. ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი - ცხინვალი ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით შეშფოთებულია - აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“. მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა დრიაევმა. ანატოლი ბიბილოვი - გზა არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე უკანონო საგუშაგოს არ მოხსნის. ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო უწყება" გაკვირვებას გამოხატავს „პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით“. სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა.

      ნაფიცი ელჩი -საქართველოში აშშ-ს ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. არჩილ თალაკვაძე - მოხარული ვართ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ დაამტკიცა საქართველოში ამერიკის ელჩი. კელი დეგნანი - ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. აშშ-ის ახალი ელჩი - წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია.

      გახარიას ამოცანები - გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

      წასვლა-დაბრუნება პროკურატურაში - სერგო რატიანი - ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა. ადვოკატი - ზაზა სარალიძის მიერ გადაყენებული გენპროკურორი თანამდებობაზე მასთან შეთანხმებით ინიშნება, ეს პოლიტიკური გარიგებაა მიხეილ კალანდიას საქმეზე. ლევან გოგიჩაიშვილი - შოთაძე თავისით არ გადამდგარა, ეს იყო უმრავლესობის გზავნილი ივანიშვილის მიმართ - ის ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთს ასწრებენ მის ქებას, მაშინ მომხრე იყვნენ, რომ გადამდგარიყო. სოფო კილაძე - ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია. ლევან კობერიძე - როცა შოთაძის გადადგომა გადაწყვიტეს, უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ასწრებდნენ კომენტარებში, კი უნდა გადადგესო, ახლა გვიმტკიცებენ, უნდა დაბრუნდესო. მამუკა მდინარაძე - სწორედ ირაკლი შოთაძის მსგავსი ადამიანი სჭირდება პროკურატურას, რომ კიდევ უფრო განვითარდეს. არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება - პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობით ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს. გიორგი გახარია - ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი. ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს.

      ჯანდაცვის საკითხები - ლევან კობერიძე - ჯანდაცვის ახალი მინისტრი მეცხრე თუ მერვე თვეა დანიშნულია და არცერთ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია. საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პირველს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ. ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია.

      თურქეთის ციხიდან საქართველოში - თურქული მედია - თურქეთს მოუწევს გაათავისუფლოს ლავასოღლი, თუ საქართველო კვლავ არ დათანხმდება მის მიღებას. თეა წულუკიანი - სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ქართულმა მხარემ ლავასოღლის ექსტრადიცია არ მოითხოვა. გიორგი გახარია ლავასოღლის შესახებ - არ ვიცი რა მდგომარეობაა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუ ასეთი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, საქართველოს მოთხოვნით ექსტრადირება მოხდება.

      დეკანოზის საქმე პოლიტიკური სარჩულით - EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე პოლიტიკური სარჩულის ნიშნები იკვეთება.

      ცვლილებების სერიალი - გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას. ლევან კობერიძე - ალბათ, ბოლო სერიაში მთავრობის ეს წევრები მარტო რჩებიან სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ არის მათი პატრონი. მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას არაფერი დაუდასტურებია ირიბად - იმ ადამიანმა გაგცათ პასუხი, რომ ბოლო სერიაში ნახავთ, რომ ეს ასე არ იქნება.

საზღვარგარეთულები:

      სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

      კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ხუთი დაზარალებული ქვეყანა იმედოვნებს, რომ ირანი კომპენსაციას გადაიხდის. მედია - ირანის მიერ 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.

      მარინ ლე პენი საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

      ავსტრალიაში ძლიერმა წვიმამ ხანძარი შეასუსტა.

      ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო - თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს.

      უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვება მოუნდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა.

      აიათოლას სიტყვა - ირანის უმაღლესი ლიდერი - ირანს ღვთიური მხარდაჭერა ჰქონდა, როცა აშშ-ს „სილა გაულაწუნა“.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1657

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

George: იანვარი 18, 2020||12:19am

www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტი !!!

NDI რა იცის QWELLY რა ხილია ?

George: იანვარი 18, 2020||12:21am

#qwelly #Qwellyland #VideoQwelly #qwellygraphy  ❤️❤️❤️  #QWELLY #Qwellyssimo #Qwellynaria #qwellynews

George: იანვარი 18, 2020||12:14pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters