გაცოცხლებული ქარაგმა

      როგორ არ ჰგვანან ერთმანეთს მთვარის და მზის სხივები... მთვარის სხივები უმეტესად ძილის წინ მეწვევიან ხოლმე, თვალის ქუთუთოებზე ნაზად მეფერებიან, მამშვიდებენ, ძილს მგვრიან.

      მზის სხივები კი პირიქით, ძილს როდი მაცლიან... თვალის ქუთუთოებში დაუკითხავად იჭრებიან, რა დროს ძილიაო, მაფხიზლებენ.

      ხომ ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მე მაინც ერთნაირად მომწონს მთვარის და მზის სხივები. რომელი გირჩევნიაო, რომ მკითხონ, ვერ ვუპასუხებ.

ქარი

      აი ვის უყვარს თამაში... მუდამ აღმა-დაღმა დაჰქრის, არ იღლება, არც ბეზრდება. ოღონდ ეთამაშე, მეტი არაფერი უნდა.

      ხან დავლურს ჩამოუვლის ჩემს ირგვლივ, რასაც მიწვდება, წამოხვეტავს და სახეში მაყრის. ხან კიდევ მიჰქრის, მიჰქრის დაუცხრომლად. თან მაქეზებს, სცადე, იქნებ დამიჭიროო. მეც გავედევნე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიხელთე, მუდამ ხელიდან მისხლტება. თან გულიანად ხარხარებს და ქშუტუნით მეუბნება, ხომ გასწავლე დაჭერობანას თამაშიო.

      - ახლა შენ იჭერ, - ვუთხარი ქარს და უკანმოუხედავად გავიქეცი. ქარი სიცილ-ხარხარით გამომედევნა. რაც კი შემეძლო, სწრაფად გავრბოდი, მაინც სულ მალე დამეწია. ხომ დაგიჭირეო, ყურებში ჩამიქშუტუნა, თან თმები ამიწეწა, ლოყებზეც სილაქები მიტკაცუნა.

      მერე ისევ მე გამოვედევნე ქარს. ბევრი ვდიე, ძალიან მოვინდომე, მაგრამ მაინც ვერ დავეწიე.

      არა, ქარს დაჭერობანას თამაშში ვერავინ აჯობებს, თვით მეც კი...

     

ქარის სახეცვლილება

      ისევ ჩამოიქროლა ქარმა, მაგრამ როგორღაც არ ჰგავდა თავის თავს. მეტად რბილად და ალერსიანად მომელამუნა ლოყებზე, თმაზეც სათუთად მომეფერა, როდი ამიწეწა... თავისი ჩვეული დავლური კი დაუარა, მაგრამ სულ ნელა, აუჩქარებლად, უწინდებურად როდი ფართიფურთობდა.

      - როგორ შეგცვლია ხასიათი, - ვუთხარი გაოცებულმა, - ქარს აღარც კი გავხარ.

      - მე ახლა ნიავი მქვია, - ჩამჩურჩულა ყურში სულ ჩუმად, საამო ხმით.

      ცოტა ხანს კიდევ იჩურჩულა და იღიღინა, ნელნელა მიილია მისი ხმა, სულ ოდნავღა შრიალებდა, ძლივსღა მესმოდა. მერე მთლად მიწყდა.

      თურმე ჩაეძინა.

     

წვიმა და ყვავილები

      რა მდიდრულად, რა პეწიანად იმოსებიან ყვავილები... არაფერი სჯობს მათთან თამაშს. განსაკუთრებით ის მხიბლავს, მზის გულიან სიცილს რომ იმეორებენ, თვითონაც იცინიან და მეც მაცინებენ.

      სად იყო და სად არა, ქარმა წამოუბერა, ყვავილების ფერადფერადი ფურცლები აიტაცა და თავზე თქეშივით დამაყარა. ეს მეც მომეწონა, ფერადი ფურცლების ნიაღვრებს ორივე ხელი შევაგებე.

      აქაოდა არ ჩამოვრჩეო, წვიმაც გვესტუმრა, იმანაც დაიდო წილი ჩვენს თამაშში, გამჭირვალე გრილი წვეთების მძივები გააბა ჩვენსა და ღრუბლებს შუა. ისე გაერთო, ბოლოს მეტისმეტი მოუვიდა და სულ გავილუმპე. საკმარისია-მეთქი, ვუთხარი. ისიც მაშინვე ღრუბლის კალთებს დაუბრუნდა.

      სამაგიეროდ ყავილებს ძალიან მოეწონათ წვიმა, რაც შეიძლებოდა ფართოდ გაშალეს ფერადფერადი ფურცლები და წვიმის წვეთებს შეუშვირეს. გაივსნენ, გალაღდნენ წვიმის ნამით. მერე კი, როდესაც წვიმამ გადაიღო და ისევ მზემ გამოანათა, ერთიორად გაბრწყინდნენ და გალამაზდნენ, შევყურებდი და თვალს ვეღარ ვწყვეტდი, ისეთი ხასხასა ფერებით აელვარდნენ.

      - ყოველთვის ლამაზები იყავით, წვიმამ კი უფრო მეტად გაგალამაზათ, - აღტაცებით ვუთხარი ყვავილებს. მათაც დაირცხვინეს, ფერადფერადი წამწამები აახამხამეს.

     

მწვანე ბუჩქების მიღმა

      მწვანე ბუჩქებიდან ნაირნაირი სულდგმული იჭვრიტება, სათამაშოდ მიხმობენ. თუმცა მე არ ვქარობ; მინდა კარგად შევათვალიერო ყოველი მათგანი, გავიგო, რომელი თამაში ეხერხებათ.

      საიდანღაც ცისფერი ჩხიკვი მოფრინდა, მწვანე მდელოზე იწყო გოგმანი. ძალიან მომეწონა მისი ჭრელი ფრთები, რა ლამაზი ხარ-მეთქი, ვუთხარი და ფრთხილად მივეფერე. თითქოს ამასღა ელოდაო, მაშინვე მხარზე დამასკუპდა, აღუღუნდა, აჭიკჭიკდა, რა ვიცი, რა ხმები აღარ დააფრქვია თავის კოხტა ნისკარტიდან. თურმე მიბაძვა ეხერხება, შეუძლია ყველა სულდგმულს გააჯავროს, რაც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს.

      მალე წითელმა ციყვმა ისკუპა მაღალი ხის ტოტიდან. ის ხომ მუდამ თამაშითაა გართული, მერე როგორი სხარტია... არც ისე ადვილია თვალი მიადევნო, როგორც ქარი, ისე დაჰქრის ტოტიდან ტოტზე. ხან დაბლა დაეშვება, ხანაც კენწეროს მოევლება. დათვიც ახერხებს ხეზე ძრომიალს, მაგრამ ციყვთან სახსენებელიც კი არაა, სად აქვს ამდენი სისხარტე და მოქნილობა. თანაც თათები მუდამ თაფლით აქვს გათხუპნული. ძალიან მსუნაგია და იმიტომ.

      - აი, შვლის ნუკრიც გამოჩნდა, - მეუბნება ცისფერი ჩხიკვი. მართლაც, ვხედავ მობაკუნობს, ნამიანი თვალებით შემომციცინებს. მაშინვე დაჭერობანას თამაში გავაჩაღეთ. ხან მე დავდევდი ნუკრს, ხან ნუკრი დამდევდა. მართლაც კარგად გავერთეთ.

      ამ სირბილში ერთ პატარა ნაცრისფერ მხეცუნას შევეჩეხე. საოცრად გრძელი ყურები ჰქონდა და ცმაცუნა ტუჩპირი. როცა შეამჩნია, რომ მისკენ გავრბოდი (ამ დროს კი ნუკრს მივდევდი), თვითონვე მოკურცხლა უკანმოუხედავად. თურმე კურდღელს გადავყრივარ. ნუკრმა მითხრა, ეცადე არ დააფრთხო, ძალიან მშიშარააო.

      კურდღელი სულ მალე მიეფარა თვალს, მეტად სწრაფი სირბილი იცის. მე ისევ ნუკრს გამოვედევნე. მალე ორ უცნაურ არსებას შევხვდი, უფრო სწორედ, მათ შორის გავირბინე. ერთი მათგანი, შედარებით დიდი, რუხი ფერისა იყო, უძრავად, გაშეშებული კისერი ჰქონდა. მეორეს, უფრო მომცროს და სანახავად მეტად საყვარელს, თეთრი ხუჭუჭი ბეწვი მოსავდა. თურმე მგელსა და კრავს შორის გამირბენია. ნუკრმა მითხრა ამის შესახებ, თან დაუმატა, ესენი სულ ერთად თამაშობენო. ერთხანს ვუყურე მგელს და კრავს, არა უშავდა რა, კარგად ერთობოდნენ, ოღონდ მგელს თვალებიც უძრავი ჰქონდა საკუთარი კისერივით, ვერ შეატყობდი, ეხალისებოდა თუ არა თამაში. სამაგიეროდ, კრავი ძალიან მოლხენილი ჩანდა, მწვანეზე დახტოდა და ბუქნაობდა.

      კარგა ხანს ვირბინეთ მე და შვლის ნუკრმა, დავიღალეთ და მწვანე მდელოზე მოვიკალათეთ დასასვენებლად. ვხედავ, ჩემსკენ მეტად უცნაური არსება მოაბიჯებს. თათებს ნელინელა ადგამს, თან ყვითელ თვალებს არ მაშორებს. იერიც, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისეთი ზვიადი აქვს. კისერზე ბარაქიანი ფაფარი აყრია.

      - ეს ლომია, ნადირთა მეფე, - მამცნო ნუკრმა, - მგონი მასაც შენთან თამაში უნდა.

      ლომმა თანხმობის ნიშნად ოდნავ წამოიღრინა და მწვანე მოლზე მოიკალათა. ბასრკლანჭებიანი ტორები ერთმანეთზე დააწყო, ზემოდან სქელი ფაფრით დამშვენებული თავი დაანდო. მე ფაფარი ავუწეწე. მგონი ესიამოვნა, თვალები ისე მილულა.

      უცბად საიდანღაც ისევ ცისფერი ჩხიკვი მოფრინდა და წინანდებურად მხარზე დამასკუპდა.

      - ნახე, რამდენნი არიან, - ჩამჩურჩულა ყურში.

      მოვიხედე, ვინ აღარ დავინახე... სამოთხის მკვიდრთა მთელი მარაქა შემომჯარვოდა ირგვლივ. თვალმოუშორებლად შემომყურებდნენ, აშკარად ჩანდა, ჩემთან თამაშს რომ ნატრობდნენ.

      - თქვენთანაც ვითამაშებ. - ვეუბნები მათ, მაგრამ ლომთან თამაშს ჯერ მაინც ვერ ველევი. ისევ ვუწეწავ ფაფარს, მეორე ხელით ნუკრს ვეფერები ღუნღულა კისერზე...

ნახვა: 129

ტეგები: Qwelly, ბიბლია, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters