ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გადიოდნენ დღეები, უამრავი წვრილმანი საზრუნავით შევსებული და დატვირთული. ნოე თანდათან გაუშინაურდა კიდობანს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს გაეცნო. მეტი გულდაჯერება დაეტყო მის ნაბიჯს და მიხრა-მოხრას, თავს მასპინძლად უფრო გრძნობდა, ვიდრე უცხოდ...

      აღარ ჰქონდა იმის შიში, ვინმე თავზე დამადგება და მკითხავს, აქ რა დაგრჩენიაო. ზურგს ისიც უმაგრებდა, ამდენს რომ მსახურებდა აქაურობას, ჩემი შრომაც ხომ რაიმედ ღირსო, ფიქრობდა.

      აბა, რა იცოდა მაშინ ნოემ (ანკი საიდან უნდა ცოდნოდა), რომ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ მისი სახელი დაერქმეოდა მეფის სასახლესავით დიდებულ კიდობანს და აღარავინ მოიხსენიებდა მას შთამომავალთაგან სხვანაირად, თუ არა ნოეს კიდობანს. რაღა თქმა უნდა, ნოეს მაშინ არ შეეძლო, რაიმე ცოდნოდა ამის შესახებ. იდგა დაფიქრებული, თვალს იჭვნეულად ავლებდა ირგვლივ დახვავებულ ავლა-დიდებას, ამდენი რამის პატრონი თავის დღეში არ ყოფილა.

      ... და მართლაც მეტად საოცარი იყო (ნოეს ამაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა), ირგვლივ რომ არავინ ჭაჭანებდა ძეხორციელთაგან. აღარავინ უნახავს იმ მომაკვდავის გარდა, ერთადერთი სიტყვა ,,ტიკი~ რომ წარმოთქვა. იმის ნიშნები კი აშკარად ჩანდა, გარკვეული ხნის მანძილზე კიდობანი ადამიანებით რომ უნდა ყოფილიყო სავსე. მერე კი რაღაც ამბები დატრიალებულა, ალბათ მეტად უსიამო. ამის უცილობელ ნიშნებს,სისხლიან ძონძებს და იარაღის ნამტვრევებს, არაერთხელ გადააწყდა ნოე კიდობნის წიაღში ხეტიალისას.

      ნეტავი რა უნდა მომხდარიყოო? ფიქრობდა ნოე, საგონებელში ჩავარდნილი. ვარაუდებისთვის აქაც საკმაოდ ადგილი რჩებოდა. შეიძლება მოძალადეთა ბანდა დაესხა თავს კიდობანს, ამ დიდებული ქმნილების დასაკუთრება მოინდომეს... ძველისძველი ამბავია; არაერთი ცდილობს იმ არეულობით ისარგებლოს, საყოველთაო უბედურებას რომ ახლავს ხოლმე, დავლას უსაფრდებიან. ამ კიდობანს ალბათ იმთავითვე დაადგეს თვალი...

      ასე რომ ყოფილიყო, კიდობანი გამარჯვებულს დარჩებოდა. მერედა, სადაა გამარჯვებული? მსგავსიც კი არავინ მინახავს. ვიღაც მომაკვდავი დამხვდა, როდესაც კიდობანზე ამოვფორთხდი. ისიც სულ მალე გაემგზავრა იმსოფლად. კარგი იქნებოდა, იმისთვის გამომეკითხა, იქნება ეთქვა რაიმე იმ ერთადერთი სიტყვის ,,ტიკის~ გარდა. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, თითქოს მეხი დამეცაო, ისე წამიღო ძილქუშმა.

      იქნებ რაიმე სენი შეეყარათო, გაჰყვა თავის ვარაუდებს ნოე. არც ეს მგონიაო, თქვა ცოტაოდენი დაფიქრების მერე. აკი საკთუთარი თვალით ნახა სისხლიანი ლაქები და ნამტვრევები, ხელჩართულ ბრძოლაზე რომ მიუთითებდნენ აშკარად.

      ისიც შეიძლება, თვით კიდობნის მობინადრეთა შორის ატეხილიყო რაიმე შფოთი, ბოლოს ასე თქვა ნოემ. წყალობას ნათქვამი სიტყვები გაახსენდა (თითქოს სასხვათაშორისოდ ყურმოკრული, მაგრამ აჰა, თურმა რა კარგად დამახსოვრებია); ხდება ხოლმე, მეტად უცნაური და ულმობელი ქარტეხილი ამოვარდება ადამის ძეთა შორის, ყოველივეს აღხოცავს თავის ნაკვალევზე, ამბის მომტანსაც არავის დატოვებსო.

      ნოემ თავი მოიქექა, სცადა უფრო დაწვრილებით გაეხსენებინა, რამ ათქმევინა წყალობას ეს სიტყვები. მეტად უსიამოვნო და უცნაურმა ამბავმა მოაღწია ერთხელ სახელოსნომდე; თურმე შფოთი ატეხილიყო რომელიღაც პატარა დასახლებაში, ერთმანეთს დარეოდნენ იქაურები და წყალობას თქმისა არ იყოს, ამბის მომტანიც კი აღარ დარჩენილიყო. ყველა დახოცილი დახვდა, ვინც მათ მიაკითხა. გაუგებრობა და მძვინვარება ახსენა მაშინ წყალობამ. ხდება ხოლმე, გადაეჯაჭვებიან ერთმანეთს, თანაც ისე, რომ ნასკვსაც ვერ მოუძებნი. ერთად დათარეშობენ და სრული განუკითხაობაა მათი მუდმივი თანამგზავრი.

      როგორც ჩანს, ამ კიდობნის მკვიდრთა შორისაც რაღაც ამდაგვარი მომხდარა, ივარაუდა ნოემ. თვითონ მათ ამოხოცეს ერთმანეთი, თუმცა დაჯერება მიჭირსო. მისი აზრით, ამ დიდებული კიდობნის მობინადრეებს საამისო მიზეზი არ უნდა ჰქონოდათ, ხელი ერთმანეთზე არ უნდა აღემართათ. .

      ნეტავი რა ჭია შეუჩნდათ, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე დაუნდობლად ამოეხოცათ ერთმანეთიო, ფიქრობდა ნოე. მით უმეტეს მაშინ, როცა პირი რისხვით შეუკრავს ცას და მიწას, წარღვნა წალეკვით ემუქრება ყოველივეს.

      ასეთ დროს მაინც რატომ ვერ უნდა მოთოკო თავი, რატომ არ უნდა დაფიქრდე, სანამ მახვილს აღმართავდე...

      მაგრამ ალბათ მართალი იყო წყალობა, გაუგებრობა და მძვინვარება რომ ახსენა. ხანდახან ადამიანებს შორის რაღაც მეტად უცნაური, გაუგებარი რამ ხდებაო, ხშირად იმეორებდა.

      არ ვიცი, მეტს ვერაფერს ვიტყვიო, თქვა გულში ნოემ. ალბათ მართლა თვითონვე ამოხოცეს ერთმანეთი ამ კიდობნის მობინადრეებმა, ბოლოს ამ ვარაუდზე შეჩერდა. თუმცაღა, უნდა ითქვას, ამის წარმოდგენა ძალიან გაუძნელდა. რატომ უნდა ამოეხოცათ ერთმანეთი, იმის ნაცვლად, რომ მადლი ეთქვათ საკუთარი ყისმათისთვის, ასეთი დიდებული თავშესაფარი რომ არგუნა; წვიმა გზას ვერ იკვლევდა მათკენ,არ შიოდათ,არ წყუროდათ, და საერთოდ არანაირი სიკეთე არ აკლდათ, რასაც ძეხორციელი ინატრებს. სხვათა შორის, არც ხმისგამცემი აკლდათ, ერთმანეთი ჰყავდათ გვერდით. მე კი აგერ, რა ხანია, ვერვის დავლაპარაკებივარ მამლის გარდაო, ფიქრობდა ნოე...

დაჭორფლილი კვერცხი

      წარღვნამდეც არაერთი ფათერაკი შემთხვევია ნოეს, მაშინ, როდესაც მიწაზე დააბიჯებდა. ხან სად გადატყორცნიდა ცხოვრების მდინარება, ხან სად.

      ერთი შემთხვევა განსაკუთრებით ცხადად ჩარჩა მეხსიერებაში, მართლაც რომ ბეწვზე გადარჩა. როგორღაც ერთ ხეობაში შეხეტიალდა. ქარიანი დღე იყო. თითქოს სწორედ მას ელოდაო, ქარმა რაღაც განსაკუთრებით მოიცა ძალა. ისეთი გავეშებით დაუბერა, ხეები ლამის ბალახივით გააკრა მიწაზე. მთელ ხეობას გრგვინვამ გადაუარა, ჰაერში მტვრის ბუღი და ტოტების ნამტვრევები დატრიალდნენ, თვალით აღარაფერი ჩანდა თითქმის. ნოე პირქვე დაემხო მიწაზე, ხელებით ბალახიან მიწას დაებღაუჭა, თავი რომ შეემაგრებინა როგორმე. ეჩვენებოდა, თითქოს მის თავს ზემოთ ფრთოსან ურჩხულთა მთელი ხროვა ყმუოდა. წვიმასავით ცვიოდა ტოტების ნამტვრევები და მიწის გოროხები.

      გადაირა ქარიშხალმა, მიწყდა მისი გრგვინვა და ყმუილი. ნოემ ფრთხილად ასწია თავი, თვალში გამოიხედა. ჰაერში ჯერ ისევ ტრიალებდნენ კანტიკუნტად, ხის ფოთლები და ტოტების ნამტვრევები.

      მგონი გადავრჩიო, გაივლო გულში ნოემ. ნელნელა წამოიწია, სამოსის ფერთხვას მოჰყვა. უცბად თვალი ჰკიდა, რაღაც პატარა, მომრგვალებული საგანი ნელნელა ჩამოფრინდა ზევიდან და ზუსტად მის წინ ბუმბულივით მსუბუქად დაეშვა მიწაზე. დახედა ნოემ, ნეტავი რა უნდა იყოსო. ჩიტის ბუდე აღმოჩნდა... და აი საოცრება; ბუდეში ერთადერთი დაჭორფილი კვერცხი იდო, სრულიად მთელი.

      ნეტავი დანარჩენი კვერცხები რა იქნაო, უნებურად გაიფიქრა ნოემ და თვითონვე გაეცინა საკუთარ თავზე, განა სასწაული არ იყო, თუნდაც ეს ერთადერთი კვერცხი რომ გადარჩა? მთელი ხეობა ომგადახდილს ჰგავდა, ქარიშხალს ტოტები უღმერთოდ დაემტვრია ხეებისთვის, რამდენიმე მათგანი ძირს ეგდო მიწიდან ამოყრილი ფესვებით. ვინ იცის, ჩიტის ბუდემ რამდენი მალაყი გააკეთა ჰაერში, ქარიშხლის ქროლვას აყოლილმა. ბუდეში სხვა კვერცხებიც იქნებოდნენ ალბათ, ისინი გადმოცვივდნენ, ეს ერთი მათგანი კი შერჩა ბუდის წიაღს, ბუნების ძალთა რაღაც უცნაური თამაშის წყალობით.

      აიღო ნოემ ჩიტის ბუდე იმ ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით... უყურადღებოდ ნამდვილად ვერ მიატოვებდა, მისი ნარნარი, მსუბუქი ჩამოფრენა არ შორდებოდა თვალიდან. მიიარ-მოიარა ხეობა, მოძებნა ხე, შედარებით ნაკლებად დაზიანებული, ზედ აფოფხდა და ჩიტის ბუდე თავის კვერცხიანად ორკაპა ტოტებს შორის მოათავსა. იქნებ როგორმე დედა ჩიტმა იპოვოსო.

      მეც ხომ სწორედ იმ დაჭორფლილი კვერცხივით სასწაულით გადავურჩი იმ ქარიშხალსო, იხსენებდა ნოე. ხომ შეიძლებოდა, ძირფესვიანად ამოთხრილი ხე დამცემოდა თავში... ღმერთის ნებით, გვერდით ამიარა საშიშროებამ, ძალიან ახლოს კი ჩამიქროლა... წარღვნის დროსაც ღმერთი შემეწია, თორემ, აბა, რა გადამარჩენდა? ცოფიანი ნადირივით მდია ნიაღვარმა, მაგრამ ვერაფერი დამაკლო...

      არადა რამდენი სიცოცხლე წაიღო, რამდენ ცხედარს მოაცურებდა წყალი, წამდაუწუმ ეხლებოდნენ ჩემს ნავტიკს. ვერ გადაირჩინეს თავი,თუმცა ვინ იცის, როგორ არ სცადეს, ამაოდ ჩაუარათ. ყველა მათგანი უბირი ხომ არ იქნებოდა... ცოდნით და ჭკუით დაჯილდოებულნიც ერვინენ მათ შორის უეჭველად. მერედა რაში გამოადგათ? ღმერთმა ერთი დაუქნია თითი და მაშინვე ოხრად დარჩათ ყველაფერი, ცოდნაც და სიმდიდრეც. თუნდაც წყალობა ვთქვათ, ვისზე ნაკლები ჭკუა ჰქონდა... ერთს შეხედავდა ადამიანს და იქვე აწონიდა მის ავანჩავანს, ვერაფერს გამოაპარებდი. ნეტავი მაცოდინა, სადაა ახლა. უშველა თავს თუ ისიც შეუერთდა გვამთა მარაქას. მეც კინაღამ სული ამომხადა ამ წყეულმა წარღვნამ, ცოტაღა დამაკლდა, სულ ცოტა... სწორედ დროზე შევეჩეხე ამ კიდობანს...

      ასეთი იყო ღმერთის ნებაო, ხმამაღლა ასრულებდა ნოე თავის საფიქრალს, თავსაც მდაბლად ჩახრიდა. ღმერთს დიდად უმადლოდა გადარჩენისთვის. რამდენჯერაც უნდა მოვახსენო ღმერთს მადლი, მაინც ვალში დავრჩები მის წინაშე, ამბობდა გულში.

      ოღონდ ერთი რამ დასჩემდა ბოლო დროს; რაც მეტს ფიქრობდა (ხშირად კი ფიქრობდა, მარტოკაცი იყო, დრო ხომ უნდა გაეყვანა), მით უფრო მეტ გაუგებრობაში ვარდებოდა. რაღაც უცნაური განცდა გაუჩნდა, რომელიც მეტისმეტად უმძიმებდა გულს...

გაურკვეველი განცდა

      უხერხულობის, შეცბუნების თუ რაღაც მეტად გაურკვეველი დამნაშავეობის განცდა, აი რა უმიმებდა ნოეს გულს. ეჩვენებოდა, რომ მან, ნოემ, რაღაც დააშავა, ცოცხალი რომ დარჩა, სხვები კი დაიღუპნენ. რამდენ ცხედარს მოაცურებდა წყალი, თვლა აღარ ჰქონდა.

      -რად უნდა დაღუპულიყო ამდენი სიცოცხლე? - ამბობდა ნოე და მაღლა, მნათობებით მოხატული სახურავისკენ აღაპყრობდა თვალს. უხილავად მსუფევ ღმერთს მიმართავდა ამ შეკითხვით, - მე გადამარჩინე, მაგრამ ისინი რატომღა დაიღუპნენ... ვინ ვარ მე შენთვის, ისინი ვინღა იყვნენ, რა ზომით გაზომე მათთვის მისაგებელი...

      მდუმარება იყო ამ შეკითხვის პასუხი. ნოე თავს დამორცხვებით ჩაჰკიდებდა, ისე მოეძალებოდა ზემოთ აღწერილი, მეტად გაურკვეველი განცდა. წარღვნის უსიამო სურათებიც ერთიმეორის მიყოლებით ახსენებდნენ თავს. მომეტებული სიცხადით ბავშვების ცხედრები გამოირჩეოდნენ, ცას საყვედურით შეჰყურებდნენ ღიად დარჩენილი თვალებით. ბავშვები რაღად უნდა დაღუპულიყვნენო, ჩაილაპარაკებდა ნოე და კიდევ უფრო დაბლა ხრიდა თავს, ყველაზე მეტად სწორედ მათთვის თვალის გასწორება უძნელდებოდა.

      ნეტავი წყალობა რას იტყოდა ამაზეო? ახლა ამაზე დაფიქრდებოდა შეჭირვებული ნოე. წყალობა არსად ჩანდა, არც ვინმე ხმის გამცემი, მამალი აქ არ ჩაითვლებოდა... თვითონ ნოეს კი, მარტოკაცს, არ შეეძლო რაიმე მოესაზრებინა, პასუხები დაეძებნა ამდენ კითხვაზე ერთად. გულიც სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა. მთელი მისი საფიქრალი ოჩან ხარს ემსგავსებოდა, სვრელის შუაში გახირულს. ცდილობდა ნოე მთელი ძალღონით, როგორმე ადგილიდან დაეძრა ხარი, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებდა. რა ცხადად გრძნობდა საკუთარ უმწეობას...

      ეეჰ, ამისანა რამეებზე ფიქრი ნამდვილად არაა ჩემისთანა თავმოუბმელის საქმეო, ბოლოს ასე იტყოდა ნოე და ჭირის ოფლს იწმენდდა შუბლიდან. დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ამ არც ისე საამაყო მეტსახელის შეხსენება საკუთარი თავისთვის, მაგრამ სხვა არაფერი ჩანდა ხელჩასაჭიდი. ნოესაც ერთგვარად გულზე მოეშვებოდა ხოლმე. ოჩანი ხარიც იძროდა ადგილიდან, სვრელის ბოლოსკენ გასწევდა. მაგრამ აი, რამდენიმე ბელტი ამოუბრუნებელი რჩებოდა იმ ადგილას, სადაც ხარი იდგა. როგორც წესი, გუთნეულის შეფერხებისას სახნისი ასცდება ხოლმე მიწას. სახნისდაუკარებელი მიწა სწორედ ის შეკითხვები იყო, რომელთაც ნოემ პასუხი ვერ მოუძებნა.

      ბევრჯერ დაბრუნებია ნოე თავის საფიქრალს... დაწვრილებით იხსენებდა, თუ როგორ ფართხალებდა წყალში გაბერილ რუმბზე ჩაფრენილი, რა სასწაულებრივად გადაურჩა ნიაღვარს, რომელმაც უამრავი სიცოცხლე წაიღო... მათ შორის ბავშვების სიცოცხლე... (ბავშვების ღიად დარჩენილი თვალები ყოველთვის განსაკუთრებული სიცხადით ახსენებდა თავს), მიჰყოლია იმ მიჯნამდე, როდესაც ფიქრები ოჩანი ხარივით იწყებდნენ გაჯიუტებას. და როგორც წესი, ასეთ დროს ყოველთვის ეუფლებოდა შეცბუნების, უხერხულობის და, რაც ყველაზე უარესია, გაურკვეველი დამნაშავეობის განცდა. ეს მეტად შემაწუხებელი რამ იყო მისთვის, უარს არ იტყოდა, როგორმე განთავისუფლებულიყო მისგან. ბევრსაც ეცადა, თავი არაერთხელ იმტვრია, მაგრამ ვერა და ვერ გაექცა ამ უცნაურ განცდას, ვერც რაიმე გარკვეული სახელი მოუძებნა, მეტად ბუნდოვანი რამ იყო...

ნახვა: 123

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters