კამათელი (ამონარიდი)

Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, კამათელი, periodebi, ქადაგიძე

      როგორ მინდა, მეც გაგამხიარულოთ ჩემი წინამორბედივით. ვეჭვობ, რაიმე გამომივიდეს, მე ხომ ატომების შესახებ უნდა ვისაუბრო, იმ პაწია, განუყოფელი აგურების შესახებ, რომლებისგანაც აგებულია მთელი სამყარო. ისეთი თემაა, ადვილად ვერ

      შეეთამაშები. ვცდილობ რაიმეთი გავალამაზო და გავაცოცხლო ჩემი სათქმელი, ოქროს ნიღაბიც სწორედ ამ მიზნით მოვირგე.

      დღეს ყველამ ვიცით, რომ ატომი სულაც არაა ატომი (ანუ განუყოფელი), როგორც მას უწოდა დიდმა ბერძენმა. ვერც ჩვენ ავუვლით გვერდს ამ საკითხს, თუმცა აქვე აღვნიშნავ:

      ჩვენთვის მთავარია ციფრი შვიდიანი მივუსადაგოთ ამ პაწია აგურაკებს და სულ თამაშთამაშით გავიკვლიოთ გზა ასევე შვიდიანზე ჯვარდაწერილი ჭეშმარიტებისკენ. ჩვენ ვთამაშობთ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს

      დიახ, მთელი სამყარო ატომებისგანაა აგებული, ასე ღაღადებენ დიდად განსწავლული მეცნიერი თავები... ჩვენც ატომებისგან შევდგებით. ჰოდა, რა არის ამ პაწია აგურების ძირითადი მახასიათებელი, თვითონ ისინი რისგან არიან აგებულნი? ახლავე მოგახსენებთ: ეს გახლავთ ატომგული ანუ ბირთვი, ყველა ატომის საფუძველთა საფუძველი (ანდა თუ გნებავთ საძირკველი). ატომგულს დადებითი მუხტი აქვს. მის ირგვლივ ორბიტებზე ელექტრონები მოძრაობენ. მათ უარყოფითი მუხტი მიანიჭა განგებამ. ესეც ასე. ამ პაწია აგურაკის, ატომის აგებულება გავარკვიეთ.

      ახლა ისიცა ვთქვათ, თუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა ნივთიერებების ატომები. აქ სათქმელი მეტისმეტად ბევრია, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გამოვედევნებით. ჩვენ იმ ორბიტათა რაოდენობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომლებზეც ელექტრონები მოძრაობენ ატომგულის ირგვლივ. ეს რაოდენობა იწყება ერთით და სრულდება შვიდით (აჰა, ციფრი შვიდიანი!). თუ ელემენტთა პერიოდულ სისტემას გადავხედავთ, ყოველივე ამას ხელისგულზე დავინახავთ, სულ შვიდი პერიოდი გვაქვს. პირველ პერიოდში წყალბადი და ჰელიუმი შედის, მხოლოდ ეს ორი ნივთიერება. მათ მხოლოდ ერთი ორბიტა გააჩნიათ და შესაბამისად ერთი და ორი ელექტრონი. უფრო ზუსტად, წყალბადს ერთი ელექტრონი აქვს, ჰელიუმს ორი.

      მეორე პერიოდი იწყება ლითიუმით და მთავრდება ნეონით. რვანი არიან, ყველა მათგანს ორი ორბიტა გააჩნია. ელექტრონების რიცხვი იწყება სამიდან, სრულდება თერთმეტით, და ასე გრძელდება მეშვიდე პერიოდამდე.

      როგორც წესი, ყველგან ერთი და იგივე კანონზომიერებას ვხვდებით: ელექტრონების რიცხვი ატომგულის მუხტითაა განსაზღვრული, ისინი ყოველთვის ტოლნი არიან.

      ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეშვიდე პერიოდის ელემენტები შვიდ ორბიტას მოითვლიან ატომგულის ირგვლივ. ამ ორბიტაზე მოძრავი ელექტრონების რიცხვი, ცხადია, ატომგულის მუხტს ემთხვევა.... დიახ, ორბიტათა მაქსიმალური რიცხვი შვიდია და ქიმიური ელემენტების ცხრილშიც პერიოდების რიცხვი შვიდია (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ).

      ასე რომ, ძვირფასებო, საკმაოდ საინტერესო და, ვიტყოდი, ფრიად მასშტაბური სურათი მივიღეთ. ვჩქარობ, ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ მის შესახებ: მთელი სამყარო გახლავთ უდიდესზე უდიდესი ციხე-სიმაგრე, რომელიც პაწია აგურაკებისგან, ატომებისგან არის აგებული, და ამ ციხე-სიმაგრეში ციფრი შვიდიანი მეტად დიდ როლს ასრულებს. ამ შვიდიანზეა ყველაფერი აწყობილი, ყოველივე მას ეფუძნება კედლებიან-გუმბათიანად. თუ ამ საოცარ რიცხვს, შვიდიანს გამოვაცლით, მერწმუნეთ, ალბათ მთელი სამყარო დაირღვევა და არ ვიცი, მისგან რა დარჩება.

      ახლა კი, ნება მომეცით, სათქმელს ოდნავ გადავუხვიო, თუმცა არც იმდენად... მინდა გკითხოთ: რომელი ელემენტის გახსენება გაგვახარებდა ყველაზე მეტად იმ პერიოდული სისტემიდან, ამდენს რომ ვუტრიალებთ ირგვლივ? რა თქმა უნდა, ოქროსი. დიახ, უპირველეს ყოვლისა, ოქრო გაიბრწყინებს ჩვენი მეხსიერების ჯურღმულებში, მშვენიერი, კეთილშობილი მეტალი, მზესავით მოელვარე, ფერითაც მზის მსგავსი, ფრიად მიმზიდველი და თვალწარმტაცი (ვიტყოდი: ხელწარმტაციც). ჟანგი არ ეკარება, ფერს არ იცვლის, და საერთოდ, ყოველგვარ პირობებში ინარჩუნებს თავის საოცარ მომხიბლაობას. პეწი არასდროს ეკარგება... მეფეთა უძველეს სამარხებს ხსნიან, სადაც ყოველივე მტვრად ქცეულა, ოქროს ნივთები კი ისე გამოიყურებიან, თითქოს ეს წუთია დაალაგესო. დრო ჩერდება, თვით დრო წყვეტს დინებას, იქ სადაც ოქრო სუფევს. ოქრო, ჩვენი ოცნების მეტალი, ბრწყინავს, თავისკენ გვეძახის და გვაჯადოებს. ვინ გაქცევია მის თილისმას? მომნუსხველ მიმზიდველობას? მერწმუნეთ, ვერავინ. გრავიტაციულ ტყვეობაში მოხვედრილ ცთომილს ემსგავსება ადამიანი ამ ყვითელი თილისმის გვერდითი და როგორ უმძიმს ამ ტყვეობიდან თავის დაღწევა.

      ვერცხლმა და პლატინამ რაღა დააშავესო, იკითხავთ ალბათ, ოქროს შესახებ ამდენი ქებადიდების მოსმენის შემდეგ. ისინიც ხომ კეთილშობილი მეტალებია... აბა, რა უნდა დაეშავებინათ, სრულიად არაფერი. ცხადია, ვერცხლი და პლატინაც გაგვახსენდება, როცა კეთილშობილ მეტალებზე ჩამოვარდება სიტყვა, მაგრამ მე ვფიქრობ (ვიცი, მეთანხმებით), ოქრო გამორჩეულია მათ შორის. ანუ, ხატოვნად თუ ვიტყვით, ოქრო გვირგვინია თვით კეთილშობილებისა.

      მერედა, რა ადგილი უჭირავს ამ მზისფერ თილისმას ხსენებულ პერიოდულ სისტემაში? თურმე მეექვსე პერიოდში სუფევს, რიგით სამოცდამეცხრამეტეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ატომგულის ირგვლივ ექვსი ორბიტაა განლაგებული, რომლებზეც სამოცდაცხრამეტი ელექტრონი ბრუნავს, თანაც მეექვსე გარე ორბიტაზე მხოლოდ ერთადერთი, კენტი ელექტრონია.

      ასეთი გახლავთ ამ თილისმა მეტალის ტექნიკური მახასიათებლები და არ ვიცი, მის ჯადოსნურ ძლევამოსილებას ამით რაიმე ემატება თუ აკლდება.

      ახლა კი, თქვენი ნებართვით თავი დავაღწიოთ კეთილშობილ მეტალთა ჯადოსნურ მიზიდულობას, კეთილშობილი აირებისკენ გადავინაცვლოთ, თუმცაღა ოქროს შესახებ კიდევ შემეძლო მესაუბრა. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ საიდუმლოს იტევს იგი თავის თავში. მე საშუალება მქონდა, გავცნობოდი ზოგიერთ მათგანს. სხვა დროს იყოს, არ დაგზარდებით... ასე რომ, კეთილშობილი აირები... არც ისინი იჟანგებიან, არ რეაგირებენ გარემომცველ პირობებზე, მკვიდრად იცავენ თავისთავადობას, ანუ მეტისმეტად ინერტულნი არიან, კეთილშო-ბილების საზომიც ხომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ...

      კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენთვის ცნობილ ელემენტთა პერიოდულ სისტემას, მეტად საყურადღებო სურათს დავინახავთ; თურმე ელემენტთა პერიოდებს რომელიმე ინერტული ანუ კეთილშობილი აირი ასრულებს, შემდეგ კი ახალი პერიოდი იწყება. პირველი პერიოდი ყველაზე მოკლეა, იწყება წყალბადით და სრულდება ჰელიუმით. ინერტულ აირებში ჰელიუმს პირველი ადგილი უჭირავს. მეორე პერიოდი ნეონით მთავრდება, მას მეორე ადგილი მიაკუთვნა განგებამ ინერტული აირების რიგში. შემდეგ მოდის არგონი, მესამე პერიოდის ბოლო წერტილი. შემდეგ კრიპტონი, რიგით მეოთხე ინერტული აირი.

      მას მოსდევს ქსენონი, რიგით მეხუთე. მეექვსე პერიოდს, რომელშიც ჩვენი საყვარელი თილისმა მეტალი ოქრო შედის, რადონი ასრულებს, მას ერგო ეს პატივი. ვფიქრობ, ამით უკვე გამორჩეულია დანარჩენი ინერტული აირებიდან...

      რაც შეეხება მეშვიდე პერიოდს, რომელიც ფრანციუმით იწყება , საფრანგეთში აღმოჩენილი მეტალით (ყურადღებას ვითხოვ, აქ მეტად საინტერესო რამ ხდება), თურმე მას არცერთი ინერტული აირი არ ასრულებს. იგი გრძელდება, გრძელდება დღემდე, რადიოაქტიური მძიმე მეტალები მიჰყვებიან ერთმანეთს, და არსად ჩანს ინერტული აირი, რომელიც ამ რიგს წერტილს დაუსვამდა, იგი უსასრულოა...

      ჰოდა, შეკითხვათა მთელი კრიალოსანიც ჩნდება: რომელია ის ინერტული აირი, რიგით მეშვიდე, რომელიც ვერა და ვერ აღმოაჩინეს. როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს, როგორი შესახედაობა და ფერი, თუ საერთოდ აქვს ფერი... რატომაა ასე იდუმალი? რატომ იმალება ასე საგულდაგულოდ ელემენტთა პერიოდული მწკრივების მიღმა, გვეთამაშება თუ ამ საკრალურ ციფრს, შვიდიანს არ ცნობს. ციფრს, რომელსაც გამორჩეული ადგილი მივანიჭეთ, და არა მარტო ჩვენ... იქნებ სწორედ ისაა სამყაროსეული ეთერი, რომლის შესახებაც ჰიუგენსი ლაპარაკობდა.

     

      ასეა თუ ისე, პასუხები ამ კითხვებზე არ არსებობს, მეშვიდე ინერტული აირი აღმოუჩენელია, მეშვიდე პერიოდი დღემდე ღიაა და საკითხი ღიად რჩება... ალბათ ისე არაფერს უხდება ეს გამოთქმა, როგორც ხსენებულ მდგომარეობას.

      აჰა, გასრულდა ის ბილიკი, რომელიც მე ავირჩიე ამ ციფრით, შვიდიანით შეიარაღებულმა. როგორც შემეძლო, ისე მოვარგე ამ მართლაცდა საკრალურ ციფრს სამყაროსეულ იდუმალებათა ჩემეული ხედვა. ის თქვენთვის უკვე ცნობილია. მთელი სამყარო უდიდეს ციხე-სიმაგრედ წარმოვადგინე, სადაც ციფრი შვიდიანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

      ახლა კი ისმინეთ, რას დავუმატებდი ზემოთქმულს: სამყაროსეული უდიდესი ციხე-სიმაგრე შვიდკარიბჭიანია. აქედან ექვსი ჩაკეტილია, მეშვიდე კი ღიად არის დარჩენილი. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ყველა ექვს პერიოდს რომელიმე ინერტული აირი ასრულებს, მეშვიდეს გარდა.

      იქნებ ისიც იკითხოს ვინმემ, შემთხვევითი ამბავია მეშვიდე კარიბჭის ღიად დატოვება, თუ რაიმე კანონზომიერება უდევს საფუძვლად... ვბედავ, ჩემი მოკრძალებული ვერსია შემოგთავაზოთ: მეშვიდე კარიბჭე ალბათ განგებ არის ღიად დატოვებული, როგორც კარი სხვა სამყაროსკენ... ვხედავ, გაგამხიარულათ ჩემმა სიტყვებმა. ძალიანაც კარგი, ჩვენ ხომ ვთამაშობთ, და თამაში სულ უფრო მხიარული ხდება. ამას გარდა, ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, სანამ ჭეშმარიტება გაირკვეოდეს.

* * *

      სიტყვა არც კი დაესრულებინა ოქროს ნიღაბს, ჩიტებივით წამოფრინდნენ ნიღბები თავიანთი სავარძლებიდან, ირგვლივ შემოეხვივნენ ოქროს ნიღაბს, ფერხული ჩააბეს. ისე ლაღობდნენ და ხარობდნენ, ცოტათი გამაკვირვეს კიდეც... თითქოს უკვე მოვასწარი მეტნაკლებად გავცნობოდი მათი, ვიცოდი გულზიარი ხასიათი და მხიარული ბუნება რომ ჰქონდათ, მაგრამ მხიარულების ასეთ აფეთქებას მაინც არ ველოდი... თან რა ხმამაღლა გნიასობდნენ... შიგადაშიგ შენიშვნებსაც ურთავდ-ნენ ახლახან მოსმენილი სიტყვის შესახებ.

      - „... რა კარგია, რომ ელემენტთა მეშვიდე პერიოდი ჯერ ისევ ღიაა! რა კარგია, რომ მეშვიდე ინერტული აირი ჯერაც არ აღმოუჩე-ნიათ! ჩვენ ყველანი ველით ამ აღმოჩენას, მღელვარე გულით ველით... ჰოდა, ყველაზე აღმატებული და საუკეთესო განცდა ხომ სწორედ ეს არის, დიადი იდუმალება და მღელვარე მოლოდინი“...“

      აი, ეს სიტყვები მესმოდა ყოველი მხრიდან, მეც დიდი სიამოვნებით ვიმეორებდი მათ; (ძალაუნებურად მეც შევუერთდი ოქროს ნიღბის ირგვლივ გაჩაღებულ ფერხულს...) ბოლოს და ბოლოს, ამ სიტყვებში არაფერი იყო ჩემთვის მიუღებელი, შინაგანად მე ვიზიარებდი იმ პათოსს, რაც მათში ხმიანობდა. იდუმალება და მღელვარე მოლოდინი! ეს მართლაც სულის და სხეულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, მეტად საინტერესო შინაგანი განწყობა... რამდენ მშვენიერ წუთს განგვაცდევინებს და რამდენი სიახლის აღმოჩენისკენ გვიბიძგებს. მართლაცდა უიმათოდ რა გვეშველებოდა, რა გამოვიდოდა კაცობრიობისგან. ამაზე ღირდა დაფიქრება.

      ოქროს ნიღაბმაც შეიფერა, გამორჩეული პატივინრომ ხვდა წილად... ერთიანად ბრწყინავდა, მეტად შთამაგონებელი სანახავი იყო.

      მინდოდა ოქროს შესახებ გაგრძელებულიყო საუბარი, მაინტერესებდა რას იტყოდნენ ნიღბები ამ მზისფერი, თილისმა მეტალის შესახებ, მაგრამ აღარ დამცალდა;

      - ახლა მეც მომისმინეთ! – დასჭექა ვიღაცამ.

      ჭექა-ქუხილის ღმერთის ხმა იყო, მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, საუბარი დაეწყო...

ნახვა: 181

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, კამათელი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters