მასწავლებლების ანაზღაურების სამომავლო ზრდა, ფინანსები, პრემიერის გამოსვლა მახათაზე, საარჩევნო სიახლოვე

      ახალი კვირაც სამაისო არჩევნებით დაიწყო - მინდოდა დამეწერა, სავარდო, მაგრამ ვაითუ ვინმემ პოლიტიკურ მიკუთვნებულობაში ჩამითვალოს. დღის ამბებში მოახლოებული არჩევნები რომ იქნებოდა ეს ცხადია, მაგრამ ამას გარდა, ექს პრეზიდენტის ინტერვიუებიდანაც იყო ამონარიდები, ამჟამინდელი პრემიერის მახათაზე ნათქვამი სიტყვაც და ცოტა ეკონომიკურ-ფინანსური რიცხვომანია. დღის მნიშვნელოვან ამბებს შეუერთდა მასწავლებლების ანაზღაურების საკითხიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 მაისი, 2019/

      დღე-დღეზე, კარს მომდგარი არჩევნები - კახა კალაძე - არ გამოვრიცხავ, 2020 წლის არჩევნებისთვის ბევრი ახალი სახე ვიხილოთ პარტიაში. გიგი უგულავა - ხალხმა შინაგანად, ემოციურად ბიძინა ივანიშვილი გაუშვა სახლში. კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. მამუკა არეშიძე - „ქართული ოცნების“ კანდიდატებს თბილისსა და მარნეულში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ - ყველაზე ცხელი წერტილი კი შესაძლოა, ზუგდიდში იყოს. რამაზ საყვარელიძე - შუალედური არჩევნების მეორე ტური ბევრგან შეიძლება დაინიშნოს - გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ოცნებას“ აქვს.

      მინისტერიალი - დავით ზალკალიანი მინისტერიალზე - საქართველო ყველას მიერ აღიარებულია, როგორც წარმატებული და ლიდერი ქვეყანა.

      ოცნების ამბები - კახა კალაძე - პარტიაში მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი, სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუთითებს. მაია მიმინოშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დასაქმდა. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს. ირაკლი აბესაძე - თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის. მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ეს მმართველი პარტიის ვალდებულებაა. არჩილ თალაკვაძე - 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები იქნებიან - ისინი იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს. არჩილ თალაკვაძე - მაია მიმინოშვილი ჩართული იქნება გუნდის განახლებაში, ის მონაწილეობას მიიღებს იმ პროგრამის შემუშავებაში, რომლითაც 2020 წლის არჩევნებზე წარვდგებით.

      სააკაშვილის ინტერვიუ - მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი ისტორიები ხდება ძალიან ხშირად. მითებს იგონებენ - „სააკაშვილმა რუსთაველზე გვაზეიმა წაგებული ომიო“ - ვაი, თქვენ პატრონს! ის კონცერტი და ტაში-ტუში იყო?!

      ექსპერტების თბილისი - ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი - ჩვენი მიზანია თბილისი მაღალი რანგის ექსპერტების შეხვედრის ადგილი გახდეს. რონდელის ფონდის ხელმძღვანელი - "სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმის" ჩასატარებლად, თბილისი შემთხვევით არ შერჩეულა.

      ხორავას საქმის სასამართლო - ადვოკატი - ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ გ.ბ. იყო ფარდულში და მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - დაცვის მხარის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ვიხილეთ, მათ შორის ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა. ადვოკატი - სამწუხაროა, რომ ზაზა სარალიძემ ტალახის სროლა მიიღო.

      ნარკოტიკები ავტობუსით - ნარკოტიკების რეალიზაციაზე დაკავებული ოჯახის წევრი - ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ.

      ფინანსურ-ეკონომიკური ჭრილი - ივანე მაჭავარიანი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6 %, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია. ფინანსთა მინისტრი - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის დასრულებამდე 1 წელია დარჩენილი და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ. საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს. ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით. მერსედეს ვერა მარტინი - ქვეყანაში ეკონომიკური პერსპექტივები პოზიტიურია, თუმცა გლობალურ რყევებს საქართველოზეც ექნება გავლენა. ივანე მაჭავარიანი - მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას. კობა გვენეტაძე - საერთაშორისო რეზერვების დონე ჯერ კიდევ ჩამორჩება რეკომენდებულ მაჩვენებელს და აუცილებელია გავაგრძელოთ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა. მერსედეს ვერა მარტინი - დაკრედიტების გამკაცრება შედეგის მომტანი იყო - ეს უნდა დაბალანსდეს კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობით.

      პრემიერის სიტყვა მახათაზე - გუშინ, მახათაზე პრემიერ მინისტრის გამოსვლა, საზოგადოებამ ერთხმად მონათლა როგორც „მთვრალი პრემიერ მინისტრი მახათაზე“. მოგვიანებით, თავად პრემიერმა, თავისი „გამოსვლა“ ტექნიკურ გაუმართაობად გამოაცხადა. მეუფე დავითი - უამინდობამ ხელი შეუწყო ტექნიკურ გაუმართაობას, თორემ პრემიერი სხვა დროს ძალიან გამართულად საუბრობს. მამა ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერის გამოსვლისას იყო ტექნიკური ხარვეზი, ვერსიები, რაც მოვისმინე, სრულიად ცინიკური და არადამაჯერებელია. არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის გამოსვლისას საუბარი ტრიბუნასთან ჩვეულებრივ და ნორმალურად ისმოდა, ხოლო ტრანსლაციას ჰქონდა ხარვეზი. მამა გიორგი ზვიადაძე - ტექნიკური ხარვეზის პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობასთან დაკავშირება, სამარცხვინოა - მას არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია.

      წყალდიდობის ზარალი კახეთს - თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 4 მილიონ ლარს აღემატება. კახეთის გუბერნატორი - ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

      აზარტული თამაშების პროპაგანდა - ლევან გოგიჩაიშვილი - აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი „პარლამენტის ხელმძღვანელობისგან გამოხატული წმინდა ინტერესის“ გამო ჩავარდა.

      შორი 2022 - პედაგოგთა პროფკავშირი - ვერ დაველოდებით 2022 წელს - მასწავლებლის საბაზო ხელფასის და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც პირველ გამოცდაზე კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფასოდ გადაამზადებს. მიხეილ ბატიაშვილი - 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. საპენსიო ასაკის მასწავლებელს, რომელიც მინიმალურ კომპეტენციას ვერ დააკმაყოფილებს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას შესთავაზებენ, დაზღვევას კი - შეუნარჩუნებენ. პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს წლის ბოლომდე გამოცდაზე მეორედ გასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

      საჯანდაცვო ამბები - აკაკი ზოიძე - სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა დასჯადი გახდება. ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

      გათეთრება - ამ დროისთვის ტაქსის მანქანა თეთრად მხოლოდ 78-მა მძღოლმა გადაღება.

საზღვარგარეთულები:

      ომის მოწოდება - ვენესუელელი გენერალი შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, მადუროს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ.

      დაბლოკილი ფეისბუკი - შრი-ლანკას მთავრობამ სოციალური ქსელები დროებით დაბლოკა. შრი-ლანკას მთავრობამ სოციალური ქსელები დროებით დაბლოკა. მათ შორის „ფეისბუქი“ და „უოთსაფი“. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ამის მიზეზი მეჩეთებზე და მუსლიმების კუთვნილ ბიზნესზე თავდასხმები გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ქვები დაუშინა მეჩეთებსა და მუსლიმების მაღაზიებს, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჩილაუში მოხდა. ამის მიზეზი კი ფეისბუქზე დაწყებული კამათი გახდა. კერძოდ, 38 წლის მამაკაცმა აბდულ ჰამიდ მუჰამედ ჰასმარმა დაწერა - „ერთ დღეს თქვენ იტირებთ“. აღნიშნული კომენტარი მუქარად მიიჩნიეს, რასაც მუსლიმების საკუთრებაზე თავდასხმები მოჰყვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 138

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters